პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვას 2 კვირის განმავლობაში თავად წერდა – ლაშა ჟვანია

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, საინაუგურაციო სიტყვას სალომე ზურაბიშვილი, ორი კვირის განმავლობაში თავად წერდა და ​გზავნილებთან დაკავშირებით მისთვის რჩევა არავის მიუცია. ​ლაშა ჟვანიას თქმით, პრეზიდენტის სიტყვის ტექსტი, მხოლოდ გრამატიკულად და სტილისტურად გასწორდა. “ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა, – პირველ რიგში, თაობათა შორის სოლიდარობა, რაც ისტორიულად გვახასიათებდა. ეს არ უნდა დაიკარგოს. ასევე, სოციალურ სოლიდარობაზე დგას ძლიერი სახელმწიფო. იქ, სადაც არის თანაგრძნობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა, არის სტაბილურობა და იხსნება ყველა გზა წინსვლისკენ. სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ გვახსოვს და გვერდით ვუდგავართ ყველას, ვისაც თანადგომა სჭირდება: სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს,…

მეტი...

თითოეული მოქნეული ხელი სამართლებრივად შეფასდება და ყველას მოეთხოვება პასუხი – შს მინისტრი 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მადლობა უხდის თითოეულ პოლიციელს და ჰპირდება, რომ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მომხდარი ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. როგორც გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, პოლიციამ სრულად შეასრულა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია. “დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და შესაბამისად, პოლიციამ სრულად შეასრულა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია. მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს. მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის, რომ დღეს საღამოდან,…

მეტი...

პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ფოტოკოლაჟი

თელავში, “ბატონის სასახლეში“ საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონია დასრულებულია. პირველი ქალი პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება. „დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია, ამ პასუხისმგებლობაზე და ცნობიერებაზე დგას ქართული სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. დღეიდან უკვე ძალაშია საქართველოს ახალი კონსტიტუცია. 2018 წელს ამომრჩეველმა პრეზიდენტი ბოლოჯერ აირჩია. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წელს არაპირდაპირი გზით ჩატარდება.  

მეტი...

ფიცის დადების ცერემონიალი დასრულებულია

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ფიცი დადო: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.” საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს ჩააბარებენ. ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევიდა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.      

მეტი...

შსს განცადებით პოლიციის ტრანსპორტი და ტექნიკა დაზიანებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელიც სოფელ ვერისციხესთან მომხდარ დაპირისპირებას ეხება. როგორც განცახდებაში წერია, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პოლიციის ტრანსპორტი და ტექნიკა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. „თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი. თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს…

მეტი...

“ხელისუფლებას დავამხობთ“ – გრიგოლ ვაშაძე

„ჩვენ ამ ხელისუფლებას დავამხობთ“ – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ველისციხესთან. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თელავის მიმართულებით ფეხით მიემართებიან. როგორც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რასაც ხელისუფლება აკეთებს, გამართლება არ აქვს. „ვის იცავენ, რას იცავენ. საქართველოს მოქალაქებისაგან იცავენ თელავს? სად ვხოვრობთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ? ჩვენ არვიცი მოვასწრებთ თუ არა ფეხით ჩასვლას თელავამდე, მაგრამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ ეს ზუსტად ვიცით, კანონიერი გზით,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს ფეხით გადაადგილდნენ თელავამდე. ერეკლე მეფის ძეგლთან მისასვლელი ყველა გზა, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას აქცია…

მეტი...

ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო, თელავამდე ფეხით ჩავიდეს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები თელავისკენ ფეხით მიემართებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიდერებმა მას მერე მიიღეს, რაც ველისციხესთან პოლიციამ გზა ჩაუხერგა და გადაადგილების საშუალება არ მისცა. ველისციხეში შეკრებილ მხარდამჭერებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიმ მოუწოდა და სთხოვა, გზა ფეხით გაეგრძელებინათ. მათ ველისციხიდან თელავამდე დაახლოებით 40 კილომეტრი უნდა გაიარონ. აქციის მონაწილეები გზაზე ჩახერგილი პოლიციის ავტობუსის გადაწევას ცდილობდა, თუმცა, ვერ მოახერხეს. თელავამდე ფეხიტ მსვლელობა დაიწყო.

მეტი...

შსს ოპოზიციას თელავამდე მისასვლელ ალტერნატიულ გზას სთავაზობს

საპატრულო პოლიციისს დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ოპოზიციას შეუძლია, თელავში ყვარლის გავლით მოხვდნენ.  „როცა გადაადგილების სეზღუდვა მოხდა, ჩვენ მათ განვუცხადეთ, ყვარლის გავლით მოხვედრილიყვნენ თელვაში. მათ ეძლევათ საშუალება, რომ გადაადგილდნენ, თუმცა, ისინი მოდიან პროვოკაციაზე და არ სურთ იმ გზით წასვლა, “- განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ. ერეკლე მეფის ძეგლის მიმართულებით ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ოპოზიცია გზაზე ჩახერგილი პოლიციის ავტობუსის გადაწევას და სავალი გზის გაგრძელებას ცდილობს. ერეკლე მეფის ძეგლთან მისასვლელი ყველა გზა, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას აქცია აქვს დაანონსებული, გადაკეტილია. მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლებულია სპეციალური, უსაფრთხოების ღობე და მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

„ფეხით ან მანქანით, თელავამდე მაინც ჩავალთ“ – ოპოზიციას გზა ავტობუსებით ჩაუხერგეს

სოფელ ველისციხის შესასვლელთან ოპოზიციის კოლონას გზა გადაუკეტეს და თელავისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ერეკლე მეფის ძეგლის მიმართულებით ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ოპოზიცია გზაზე ჩახერგილი პოლიციის ავტობუსის გადაწევას და სავალი გზის გაგრძელებას ცდილობს. ოპოზიციის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით ცდილობენ გადავიდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. „ესე არის ყველანაირი კანონის დარღვევა, რასაც აკეთებს ხელისუფლება ავტობუსებით ხერგავენ გზებს. ჩვენ უთხარით ამ ხალხს, რომ მივდივართ მშვიდობიანად მეტი რა უნდა გავაკეთოთ, “- აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არსებული ვითარების მიუხედავად, ფეხით ან მანქანით, ოპოზიცია თელავში მაინც ჩავა. ერეკლე მეფის…

მეტი...

„ამ ღონისძიების ჩატარება ჩვენი ქვეყნის იმიჯია“ – უმრავლესობა ოპოზიციას და მოსახლეობას მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და მოსახლეობას მიმართავს.   როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი სოფო ქაცარავა აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი დღის მნიშვნელობას ვერ აცნობერებს. “ინაუგურაციის ღონისძიებას დიდი დატვირთვა აქვს, მასში მონაწილეობს არაერთი მაღალი დონის დელეგაცია, მეგობარი ქვეყნების ყოფი იწი იდი დენტებდ ,დ ი შესაბამისად ამ ღონისძიების ღირსეულად ჩატარება ჩვენი ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღონისძიების მნიშვნელობიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ინაუგურაცია ჩატარდეს მაღალ დონეზე, ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენი მოქალაქე. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აცნობიერებს დღევანდელი დღის მნიშვნელობას და მათ დაანონეს საპროტესტო…

მეტი...

თელავისკენ მოძრაობა შეზღუდულია, აქციისთვის ოპოზიციის ლოკაციის ადგილი კი გადაკეტილი

ერეკლე მეფის ძეგლთან მისასვლელი ყველა გზა, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას აქცია აქვს დაანონსებული, გადაკეტილია. მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლებულია სპეციალური, უსაფრთხოების ღობე და მობილიზებულია პოლიცია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაიგეგმა. თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი. შსს აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. თელავში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის…

მეტი...

მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად ოპოზიცია ინაუგირაციის მიმართულებით დაიძრა

საქართველოს რიგით მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია რამდენიმე საათში დაიწყება. ოპოზიცია პირობას იძლევა, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება და კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გასცდება. „აქცია იქნება მშვიდობიანი, კონსტიტუციის ფარგლებში და არაფერი მას იქით. ვაპროტესტებთ იმას, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ უნდა იცოდეს – მათ არცევნები მოიპარეს. თელავის პარალელურად, აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება. მოთხოვნა ყველგან ერთი იქნება – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები” – ასეთია გაერთიანებული ოპოციიის გზავნილი. აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.

მეტი...

ინაუგურაცია ფეხზე დგომით ჩატარდება

პატრიარქის, შშმ პირებისა და ხანდაზმულების გარდა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგირაციაზე ყველა ფეხზე იდგება. როგორც საინაუგურაციო კომისიის თავმჯდომარე კახა კახიშვილი აცხადებს, ლოკაცია, სადაც ინაუგირაცია ტარდება, სხვა შესაძლებლობას არ იძლევა. „ვინაიდან, ლოკაცია არ იძლევა საშუალებას, რომ გაშლილად ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, ცერემონიის პროცესი შეიცვალა და ყველა იდგება ფეხზე. გამონაკლისი კათოლიკოს-პატრიარქი, შშმ პირები და ხანდაზმულებია. ნამდვილად არ გვინდოდა, ისე გამოსულიყო, რომ მთავრობის წევრები სხედან და სხვები დგანან. თავიდან, 800 სტუმარი იყო დაგეგმილი, დღევანდელი ინფორმაციით, კი ინაუგურაციის პროცესში 1800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობა “, აღნიშნა კახა კახიშვილმა დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ერეკლე…

მეტი...

ნაძვის ხე პარლამენტის ნაცვლად რესპუბლიკის მოედანზე ირთვება

 თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს პარლამენტთან აღარ დადგამენ გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება, საახალწლო ღონისძიება რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ნაძვის ხის აწყობა „თბილსერვის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო. როგორც თბილისის მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა სოფიო ხუნწარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ყოველ წელს რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება: “პირველი რესპუბლიკის მოედანზე ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საშობაო სოფელი და გალა-კონცერტი. ეს მიიღებს ტრადიციულ სახეს და ყოველ წელს სწორედ რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ჩვენი მთავარი ნაძვის ხე და საშობაო სოფელიც “. თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22…

მეტი...