ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურება – შვილების პროტესტი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა 31 დეკემბერს იწურება. პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები გამოძიებით უკმაყოფილონი არიან და პროკურატურასთან შიმშილობის აქციას იწყებენ. ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პროკურატურას ბოროტების ბუნაგად მოიხსენიებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში უამრავი მამხილებელი მასალაა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, ამ ხნის განმავლობაში, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე არ გამოუძიებიათ და მკვლელი არ დასჯილა. „დღეს, 14 დეკემბერს, მე და ჩემი უფროსი ძმა, კონსტანტინე, ვიწყებთ შიმშილობას მთავარ პროკურატურასთან, ამ ბოროტების ბუნაგთან, ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას…

მეტი...

პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიას 55-მდე ქვეყნის 150 კაციანი დელეგაცია დაესწრება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ქვეყნებისა და დელეგაციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ღონისძიებას დაესწრებიან. ამ ეტაპისთვის, დადასტურებულია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში, მაღალი დონის, 150 დელეგატი ჩამოვა. მათ შორის პრეზიდენტებიც იქნებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვა, თუმცა, ეს საბოლოო მონაცემები არ არის. „ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი; საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი; სენატის წევრი; ურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი; აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი; სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი; ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი; ლიეტუვას სეიმის სპიკერი; პოლონეთის სენატის…

მეტი...

თამბაქოს ყველაზე ხშირად სასწავლო, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში მოიხმარენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “თამბაქოს კონტროლის ალიანსმა” ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი, თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიებაზე სტატისტიკა წარმოადგინა. კვლევის თანახმად, რომელიც ნახევარწლიან პერიოდს მოიცავს, თამბაქოს ყველაზე ხშირად სასწავლო, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში ეწევიან. მათივე ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების ფაქტები სასწავლო დაწესებულებების 10%-ში, სამედიცინო დაწესებულებების 5%-ში და საჯარო დაწესებულებების 4%-ში გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ლელა სტურუამ დაჯილდოების დაწყებამდე განაცხადა, საანგარიშო პერიოდში “თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის” 95%-იანი აღსრულება გამოვლინდა. ბევრი დაწესებულება შემოწმდა, მათ შორის, სამასპინძლო ბიზნესი, ჩვეულებრივი ოფისები,…

მეტი...

თბილისის ბაგა-ბაღები თოვლის ბაბუის მომსახურების შესყიდვას შეძლებენ

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება და ყველა აღსაზრდელი  საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად. აღსანიშნავია, რომ თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.

მეტი...

არსებულ პარლამენტს არ შესწევს უნარი ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს – ქეთევან პავლიაშვილი

ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი, ორი დღის წინათ, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და მიაჩნია, რომ არსებული შემადგენლობის პარლამენტს არ შესწევს უნარი ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს. ამ თვალსაზრისით, იგი პრეზიდენტის როლზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება დაითხოვოს პარლამენტი. “იმ შეზღუდული უფლებების ფონზე, რაც ახალი კონსტიტუციით ახალ პრეზიდენტს განესაზღვრა, ჩემთვის და ჩემნაირად მოაზროვნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება დღეს ქვეყნის პრეზიდენტი. პრეზიდენტს მაშინ ექნებოდა მნიშვნელობა, თუ მას დღევანდელი პარლამენტის დათხოვნის უფლება ექნებოდა. სულ 2 დღის წინანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაანახა საზოგადოებას, რომ ასეთი შემადგენლობის…

მეტი...

“თამარ მეფეებს ეპოქა ბადებს” – ისტორიკოსი ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

ისტორიკოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ქეთევან პავლიაშვილისთვის მიუღებელია, ქვეყნის პირველ ქალ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და თამარ მეფეს შორის რაიმე პარალელების გავლება და აცხადებს, რომ თამარ მეფის მსგავს ადამიანებს ეპოქა ბადებს. ხოლო თუ საქართველოს დღეს თამარ მეფის მსგავსი მმართველი არ ჰყავს, ამაში ცუდი არაფერია, ეს ბუნებრივი ისტორიული პროცესია. ​ “​არ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ღირსეული პიროვნება. თუმცა, ჩვენ კიდევ უფრო ღირსეული ქალები გვყავს, რომლებიც არც ევროპაში დაბადებულან და არც იქ მიუღიათ განათლება, მაგრამ ძალიან ღირსეული არიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ისინი თამარ მეფეს შევადაროთ. ეპოქა ბადებს თამარ მეფეებს…

მეტი...

“ბაბუებო, მამა, ყველა ადექით საფლავებიდან, 1 საათით ქართულად ვისაუბროთ” – ორჰან ბერიძის ემოციური წერილი

თურქეთელ ქართველ ორჰამ ბერიძეს საქართველოში დიდი ხანია იცნობენ. ის თურქეთში გადასახლებული ბერიძეების მეოთხე თაობის წარმომადგენელია. დედა თურქი ყავდა და შვილებმაც მშობლიური ენა არ იცოდნენ. ორჰან ბერიძემ ქართული ენა წლების შემდეგ ისწავლა. მისი ემოციური წერილიც ამის შესახებ მოგვითხრობს. “მამა და წინაპრებზე ღია წერილი… 2006 წელს, 45 წლის ასაკში, ქართული რომ ვისწავლე, საქართველოდან გასახლებული ჩემი ბაბუის ბაბუაზე წერილი დავწერე. მოკლედ ვუთხარი: „დიდად პატივცემულო ბაბუის ბაბუავ! მე შენი შვილიშვილი ვარ. მე ქართული ვისწავლე. მამაჩემი, ბავშვობისას სულ ქართულად მესაუბრებოდა, ოღონდ მე არ მესმოდა. ახლა მამას საფლავზე მივდივარ და მასთან დავილაპარაკებ – მეთქი.“ წავედი მამას საფლავზე. პირველად…

მეტი...

“საქართველოში წამლებს კი არ სვამენ, არამედ ჭამენ​” – პედიატრი გრიპის ვირუსზე

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, ზამთრის სეზონისთვის გრიპისა და გაციების სხვა სახის ვირუსების გავრცელება ბუნებრივი მოვლენაა. ასეთ დროს წამლების ჭარბად მიღება რეკომენდებული არ არის. ვირუსების გავრცელებისთვის ხელის შეშლა შესაძლებელია ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვით: საჭიროა ხელების ხშირად დაბანა, განსაკუთრებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საბავშვო ბაღში ყოფნისას ბავშვებმა 4-5-ჯერ მაინც დაიბანონ ხელები; აუცილებელია, დღეში 2-ჯერ, სველი წესით დამუშავდეს საკლასო ოთახები თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; დაახლოებით 4-5 -ჯერ უნდა განიავდეს საკლასო ოთახი, რა დროსაც ბავშვები ოთახში არ უნდა იმყოფებოდნენ; უნდა გამოიყენებოდეს ერთჯერადი ჰიგიენური საშუალებები და იატაკი და მაგიდა ერთი და იმავე…

მეტი...

თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორია 17 ქვეყნის ექსპერტებმა შეამოწმეს

ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტებმა თბილისის ლუგარის ლაბორატორია შეამოწმეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღებზე მუშაობენ, რუსეთის დელეგაციამ შემოწმებაში მონაწილეობა არ მიიღო. დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან და მათ მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „შემოწმების მიზეზი რუსეთის ბრალდებები ნამდვილად არ ყოფილა. რუსეთის ბრალდებები დიდი ხანია გვესმის, რაც ლაბორატორია გაიხსნა, მას მერე ახალ-ახალ ბრალდებებს ვისმენთ. საქართველოში მოწვეული იყო ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, მაგრამ ჩამოვიდა მხოლოდ 17 ქვეყნის დელეგაცია. რუსებმა უარი განაცხადეს…

მეტი...

გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი 10 დღეშია მოსალოდნელი – პედიატრი 

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელება პიკს დაახლოებით 10 დღეში მიაღწევს. დაახლოებით 20 იანვრიდან კი კლება დაიწყება. გაციების ვირუსები სეზონურია, მისი გავრცელება საშუალოდ სექტემბრიდან იწყება და მომავალი წლის მაისამდე გრძელდება. მათთვის დამახასიათებელია ერთი ან ორდღიანი ცხელება, ყელის ან თავის ტკივილი, სისუსტე. ამ დროს პაციენტმა რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა მიიღოს. როგორც თემურ მიქელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსების გავრცელება შარშანდელთან შედარებით წელს, უფრო ადრეულ პერიოდში დაიწყო. შარშან, კრიტიკული პერიოდი იანვრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე იყო. მისივე განმარტებით, გრიპის ვირუსის გავრცელება ტალღობრივად მიმდინარეობს და მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში…

მეტი...

ქვეყანაში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, ავადობის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე საპანიკო მდგომარეობა არ გვაქვს, ავადობის პიკი კი დეკემბრის ბოლოს არის მოსალოდნელი. სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებელთან დაკავშირებით ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ზამთარი გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადებების გარეშე არ არსებობს. შესაბამისად, ამ სეზონს ახასიათებს ის მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ზამთარი მოვიდა და გაციებით მიმდინარე დაავადებებმა, ანუ გრიპისმაგვარმა დაავადებებმა მოიმატა. მათ შორის, გრიპის ვირუსი უკვე ცირკულირებს. ჯერჯერობით, მხოლოდ H1N1 ტიპის ვირუსი გამოვლინდა, თუმცა, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა ისეთივეა, როგორც შარშანდელ სეზონზე.…

მეტი...

ვირუსების გამო, კლინიკებში პაციენტთა რაოდენობა 3-4-ჯერ გაიზარდა – პედიატრი

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, გრიპის სეზონთან დაკავშირებით, წინა წლებთან შედარებით პაციენტთა მიმართვიანობა 3-4 -ჯერ არის გაზრდილი.  ყველა მათგანს მაღალი ცხელება და ერთნაირი სიმპტომები აღენიშნება: ყელისა და თავის ტკივილი, ცემინება, ხველა, ზოგ შემთხვევაში დიარია, ღებინება, სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვები არიან მივარდნილები. ​როგორც თემურ მიქელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, გრიპის ვირუსის მკურნალობის განსაკუთრებული მეთოდი არ არსებობს, ისევე, როგორც ნებისმიერი ვირუსული ინფექციისა. მკურნალობა არის მხოლოდ სიმპტომური. ხოლო განსაკუთრებული რისკჯგუფის მქონე პაციენტებში, გამოიყენება გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსულ პრეპარატები და საინგალაციო საშუალებები. მისივე განმარტებით, განსაკუთრებული რისკჯგუფის პაციენტები არიან ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი,…

მეტი...

14,15 და 16 დეკემბერს თელავში ქვემეხები გაისვრის – გამოხმაურება სოციალურ ქსელში

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, რომელიც თელავში, მეფე ერეგლე მეორის სასახლის ეზოში გაიმართება, ქვემეხებიდან  გასროლა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა იგეგმება. 14 და 15 დეკემბერს გასროლა დაგეგმილია ერთჯერადად სატესტო რეჟიმში”. მერიის განცხადებას სოციალურ ქსელში, ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან სახალისო კომენტარები მოჰყვა: “აკი მეზარბაზნეები არა ჰყავს მეფე ერეკლესო!?” ; “ქვემეხი დასავლეთისკენ ისვრის თუ ჩრდილოეთისკენ?”; “გურჯაანისკენ გავისროლოთ”;  “სანგრები გავთხაროთ?”; “გურჯაანელები რას იძახიან? ჰარსაწინააღმდეგო სისტემას ამონტაჟებენ?”;  “მაიცა, სამი…

მეტი...