„უპასუხისმგებლო „ყაზტრანგზს“ ვეკითხები, თქვენ უმკურნალებთ ჩემ შვილებს?!“ – მოქალაქეების პროტესტი

კომპანია „ყაზტრანგაზის“ მხრიდან ბუნებრივი აირის გათიშვის პრობლემით „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. დაზარალებულები კომპანიის დასჯას და პასუხს ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 13 დეკემბერს კომპანიამ ბუნებრივი აირი მთელი დღით გაუთიშა და ამით მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. „მობილურზე შეყტობინება მოვიდა, რომ გარკვეული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი გაითიშებოდა და საღამოს 18:00 საათზე ჩაირთვებოდა. ბავშვები სკოლიდან და ბაღიდან მოვიყვანე და მთელი დღეა ვართ გაყინულ სახლში, ვერს საჭმელი ვაჭამე, ვერც დავბანე და ვერც გავათბე. ამ ზამთარში და სიცივეში შეიძლება მთელი დღე გაზი არ იყოს? 6 საათზე ჩაირთვებაო, მაგრამ გაზი 22:00 საათზეც არ ჩაურთავთ.…

მეტი...

მარნეულის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თემურ აბაზოვი თავისუფალია. სასამართლომ პატიმრობაში მყოფილი ყოფილი მერი 10 000 ლარიან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაცია აბაზოვის გათავისუფლების შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ მისმა ადვოკატებმა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ სასამართლოს ყოფილი მერის პატიმრობაში დატოვების არანაირი რეალური საფუძველი არ ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ აბაზოვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც რაც სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს. აბაზოვის „შარდის საქმე“ ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მან პატიმრობაში 6 თვე გაატარა.

მეტი...

არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებელი კატასტროფულად გაზრდილია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მკვეთრად არის მომატებული მშობიარეებში, არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებელი. საკეისრო კველათის თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას 19 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, კვლევებმა აჩვენა, რომ 2000- 2015 წლებში, ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში კი რიცხვი 50%-ს აღწევს. საკეისრო კვეთების თემაზე გამართულ კონფერენციას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. სოციალური მომსახურების საააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის პირველი მარტიდან, დიდი რაოდენობით საკეისრო კვეთის ოპერაციების გამო, 17 სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა, 5 კლინიკა…

მეტი...

ვარკეთილში 847 ძირი, სხვადასხვა სახეობის ხე დარგეს  

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ სრულად გამწვანდა ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩის გზაგამყოფი ზოლი და მიმდებარე ტერიტორიები. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 847 ძირი, სხვადასხვა სახეობის არანაკლებ სამი მეტრის სიმაღლის ხე დაირგო: ევროპული მუხა – 163 ძირი, ჰიმალაის კედარი – 110 ძირი, ჰიმალაის კედარის მტირალა ფორმა – 40 ძირი, წითელფოთოლა ტყემალი – 300 ძირი, აკაცია – 234 ძირი. ​მათივე ინფორმაციით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში დედაქალაქში ჯამში 12 000 ხე-მცენარე, მათ შორის 6000 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგვება.

მეტი...

პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების პრაქტიკა შესაძლოა შეიცვალოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს, ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტზე ასჯერ მეტად “მოწყალე” არ უნდა იყოს, რაც სერიოზული ხარვეზია და გადახედვას საჭიროებს. მისივე თქმით, პატიმართა შეყალების პრაქტიკას ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან.   “პრეზიდენტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი  დასავლურ გამოცდილებასთან. დაახლოებით ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მეტი...

2019 წლის ბიუჯეტი პარლამენტმა 91 ხმით მიიღო 

პარლამენტმა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარადგინა, 91- ხმით 9-წინააღმდეგ დაამტკიცა. ძირითადი პარამეტრები – ეკონომიკური ზრდა – 4.5%; მშპ-ს დეფლატორი – 3.5%; ინფლაცია – 3.0%; საბიუჯეტო დეფიციტი – 2.6%. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 12 863.8 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 11 470.0 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით 18 მლნ ლარით იზრდება), საინვესტიციო გრანტების ნაწილში 92.7 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით 3.8 მლნ ლარით მცირდება), ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 1 301.1 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით მცირდება…

მეტი...

“შავი სიის” განულების ერთიან ბაზას კიდევ 2 ბანკის მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ vali.ge -ს ერთიან ბაზას “ბაზის ბანკისა” და “ტერა ბანკის” მონაცემები დაემატა,  ვებგვერდზე უკვე 414 223 მსესხებლის, 699 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის ინფორმაცია, რომლის ჯამური დავალიანების თანხა 300 მილიონზე მერი ლარია. ამ ეტაპისთვის, ვებ-გვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ , სს „ბაზის ბანკი“ , სს „ტერა ბანკი“. ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა: მსესხებლის პირადი ნომრის, დაბადების დღე/ თვე/ წლის შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური…

მეტი...

პარლამენტის სხდომების გაცდენისთვის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ

„ეთიკის კოდექსის“ მიხედვით, რომელიც 16 დეკემბრიდან ამოქმედდება. დეპუტატები, რომლებიც პარლამენტის სხდომების ნახევრაზე მეტს გააცდენენ, უფლებამოსილება შეუწყდებათ. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში გუშინ, დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა დაემტკიცებინათ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მიღებულია ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება, როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენებს. ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას და არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში. გარდა ამისა, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება. „ეთიკის კოდექსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვხედვათ, რომ…

მეტი...

კურორტ გუდაურში სათხილამურო სეზონისთვის მზადება დასრულდა

გუდაურში სათხილამურო სეზონისთვის მზადება დასრულდა. განახლდა და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. ზამთრის სეზონს გუდაური 6 ახალი და 1 რეაბილიტირებული საბაგიროთი ხვდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალ გუდაურთან დამაკავშირებელ გზასაც. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, სეზონის გახსნის წინ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მხარის გუბერნატორი იმ სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა პასუხისმგებლობაც ჩამოსული დამსვენებლებისთვის კომფორტული და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფაა. ისაუბრეს არსებულ საჭიროებებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის შეფასებით კურორტი ახალ სეზონს სათანადოდ მომზადებული ხვდება: „ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად იყო და არის ჩართული, რათა ახალი სათხილამურო სეზონი გუდაურში…

მეტი...

თბილისი ფეკალიების ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგას – ნინო ხაჩიძე

თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავასა და ხილიანის ქუჩების კვეთაზე, საავტომობილო გზაზე სასმელი წყლის მილის დაზიანების ფაქტს, რა დროსაც წყალმა მიწიდან დიდი წნევით ამოხეთქა, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე ეხმიანება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები ცოტა ხსნის წინათ დასრულდა, გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ნინო ხაჩიძის აზრით, თბილისი არა მხოლოდ სასმელი წყლის, ფეკალიების ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგას, რადგან მოძველებულია ქალაქის საკანალიზაციო გაყვანილობა და რა დროს აღმოჩნდება ქალაქი კრიზისის წინაშე, არავინ იცის. მისივე თქმით, ამ პრობლემაზე არაფერია ნათქვამი თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტში, რომელსაც დედაქალაქის საკრებულო სავარაუდოდ 2019 წელს დაამტკიცებს. “2019 წლის პირველ იანვარს, გენგეგმის…

მეტი...

“ჩემს ქუჩაზე ცაცხვი ან აკაცია – Lancome-ს და Dior-ის არომატი მინდა” – კასპის ქუჩა გამწვანდება

თბილისის ისნის რაიონში, კასპის ქუჩაზე მალე, 30-მდე ძირ, იაპონურ სოფორას დარგავენ. ქუჩის გამწვანებას ადგილობრივები ჯერ კიდევ 2016 წლიდან ითხოვენ. დედაქალაქის მერიასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ​კასპის ქუჩაზე სტალინის არალეგალური სტამბა-მუზეუმი არსებობს, შესაბამისად ტურისტები ამ ქუჩის ხშირი სტუმრები არიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უცხოელები გაოცებულები უყურებენ ტროტუარზე დატოვებულ ცარიელ კვადრატებს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადგილობრივმა მცხოვრებმა და ფოტოს ავტორმა, ჟურნალისტმა დავით ახვლედიანმა განუცხადა, რამდენიმე წლის წინ, ქუჩაზე 20-30 სმ-ის სიმაღლის ნერგები დარგეს, მაგრამ მალევე გახმა. “ჩემს ქუჩაზე მინდა ცაცხვი ან აკაცია, რომ Lancome-ის და Dior-ის არომატი ჩქეფდეს”, – წერს ფოტოს ავტორი დავით ახვლედიანი სოციალურ ქსელში.…

მეტი...

თბილისის ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრება დაევალა. კანონმდებლობაში შესული გარკვეული ცვლილებების საფუძველზე, ხმაური რეგულირდება. მისი კონტროლი კი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა. თბილისის მერის შეფასებით, ხმაურის თვალსაზრისით დედაქალაქში სერიოზული პრობლემებია. კრიტიკული მდგომარეობაა ტურისტულ არეალებში, განსაკუთრებით შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა, ასევე, სერიოზულად ზარალდება ამ უბნებში განთავსებული სასტუმროები. მისივე თქმით, Google -ს რუკაზე უკვე გაჩნდა წითლად აღნიშნული არეალები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისში, კონკრეტულ ადგილებში დარჩენა არ არის რეკომენდებული. “გამოდგმული აქვთ დინამიკები გარეთ, ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას და სრული ქაოსია. მსგავსი დამოკიდებულება არც ერთ განვითარებულ ქალაქში არ არის. ამიტომ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა,…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ამ ეტაპზე, სამსახურიდან გათავისუფლება არ ემუქრებათ

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი შეჩერებულია. ინიციატივასთან დაკავშირებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, პარლამენტმა ფართო საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ინაუგურაციის შემდეგ, ავტომატურად, სამსახურიდან გათავისუფლება არ ემუქრებათ. როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებოდა. შესაბამისად, საკითხზე მხოლოდ მსჯელობა და მუშაობა მიმდინარეობდა, რაც გაგრძელდება. რაც შეეხება ინიციატივას, მის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, საჯარო მოხელის ნაცვლად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები ხდებოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მათ უფლებამოსილება უწყდებოდათ და მათთან ხელშეკრულების გაფორმება-არგაფორმების სკითხს…

მეტი...

კონკურენციის სააგენტომ ეკონომიკური აგენტებისათვის მორიგი გზამკვლევი დოკუმენტი დაამტკიცა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, სარეკომენდაციო ხასიათის გზამკვლევი   დაამტკიცა და „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში” არსებული დებულებები ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა. გზამკვლევი მოიცავს, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული, კონკრეტული საქმეების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ განიხილა: მტაცებლური ფასები, ფასდათმობები, ფასისმიერი დისკრიმინაცია (ფასის შერჩევითი შემცირება), მარჟის შეზღუდვა, მიბმა, მიწოდებაზე/დაშვებაზე უარი. როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, გზამკვლევის მიზანია ეკონომიკურ აგენტებს, იურისტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს, მარტივად აღქმადი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კონკრეტული სახეების შესახებ და ამ თვალსაზრისით ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება. განხილულია მსოფლიო დონის კომპანიების, მათ შორის Velux-ის, Deutsche Telekom-ის, Microsoft-ის, British…

მეტი...