პარლამენტმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა – დეპუტატები სხდომაზე არ მივიდნენ

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის კენჭისყრა ვერ მოახერხა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ დეპუტატები პარლამენტში არ იმყოფებოდნენ და კვორუმისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ შეგროვდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა, კენჭისყრა ხვალისთვის გადაეტანა. დეპუტატების მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა და სხდომებზე არდასწრებას უპასუხისმგებლო საქციელი უწოდა. დეპუტატების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანიც და ამბობს, რომ მისი კოლეგები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში მათი ყოფნა საჭიროა. „რადგანაც კვორუმი არ შეგროვდა, იძულებულები გავხდით, საკითხი ხვალისთვის გადაგვეტანა. სამწუხარო და დასანანია, ყველა დეპუტატი საკუთარ მოვალეობასა და პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს. როცა საჭიროა, ისინი დარბაზში უნდა…

მეტი...

ახალი პრეზიდენტი დროებით, ორბელიანის სასახლის ადმინისტრაციულ ფლიგელში განთავსდება

არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თბილისის ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო,  მუშაობას დროებით, ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს. როგორც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ორბელიანების სასახლეში სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. საპრეზიდენტო ფლიგელის გარემონტება დაახლოებით თვე-ნახევარში დასრულდება. “მგონი აჩქარება საჭირო არ არის. პრეზიდენტის რეზიდენციაში ყოველ წელს ხომ არ გაკეთდება რემონტი? – ამის გამო არჩეული პრეზიდენტი ალბათ, ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება. შემდგომში გადავა საპრეზიდენტო ფლიგელში,”- განაცხადა ლაშა ჟვანიამ. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ინაუგურაციის დღეს, სალომე ზურაბიშვილი თბილისის მთაწმინდის პანთეონს ეწევევა. მოილოცავს წმინდა ილია მართლის საფლავს და პატივს მიაგებს პანთეონში განსვენებულ საზოგადო მოღვაწეებს.…

მეტი...

თბილისის სატელევიზიო ანძა KOKO architects-ის დიზაინით გადაკეთდება

თბილისში, სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი და გადმოსახედი ტერასა მოეწყობა. ანძის დიზაინი და კონცეფცია, ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსტმა“ შეიმუშავა, რის შემდეგაც კულტურის საბჭოზე ორი ვარიანტი შეირჩა. მოდერნიზების პარალელურად, თბილისის სატელევიზიო ანძის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა პროექტი ტურიზმის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს, რადგან წლიურად ანძა 300 000 ადამიანს უმასპინძლებს და დამატებით 40 სამუშაო ადგილებს შექმნის. „აღსანიშნავია, რომ ანძას ძალიან დიდი ხანია, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, ამიტომ, სრული რეაბილიტაციაც სჭირდება. პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ეფექტურია ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე და ორდონიან…

მეტი...

ამ მძიმე მომენტში, ქართველი ხალხი ფრანგი ხალხის გვერდით დგას​ – პრემიერი 

​საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს საფრანგეთს. „ღრმად დამწუხრებული ვარ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე საშინელი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, ვისზეც ეს არაადამიანური ქმედება და შეტევა განხორციელდა. ქართველი ხალხი, ამ მძიმე მომენტში, ფრანგი ხალხის გვერდით დგას”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, საკუთარ გვერდზე. საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად, მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. 6-ის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები საფრანგეთის ყველა საშობაო…

მეტი...

დატოვეთ მანდატები, ნაგავსაყრელზე არჩიეთ საქმეები! – ირაკლი ღლონტი პარლამენტში დაპირისპირებაზე

პოლიტიკოსი, დიდუბის ოლქში დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ღლონტი, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის”, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და მომხდარს სამარცხვინოს უწოდებს. როგორც ირაკლი ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მისთვის მიუღებელია მსგავსი მსგავსი გარჩევების პარლამენტის შენობაში გამართვა და დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დატოვონ დეპუტატების მანდატები და ქუჩაში ურჩიონ ერთმანეთს საქმეები, რადგან ამით საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყნის მოსახლეობის თვალში აკნინებენ, პარლამენტის როგორც ინსტიტუციის როლს. ირაკლი ღლონტის თქმით, ამომრჩევლის შეურაცხყოფაა ის, რომ დეპუტატები, რომლებსაც ხალხმა მანდატი მიანიჭა და რომლების ხელის ერთი აწევით ქვეყნის ბედი წყდება, ერთმანეთის საცემად სწევენ ხელს. “რაც დღეს…

მეტი...

მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ შეძლებს

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის თანამშრომლებმა საპილოტო არეალის მცხოვრებლებს სისტემური რეგისტრაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. საუბარია, როგორც საკარმიდამო, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწების დარეგისტრირებაზე. ​მათივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველად ბრიუსელში ჩავა

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში, კერძოდ ქალაქ ბრიუსელში ჩავა, სადაც მდებარეობს ნატო-ს და ევროკავშირის ოფისები. “აუცილებელია, ჩვენ ეს კავშირები გავაძლიეროთ”, – ამის შესახებ ზურაბიშვილმა, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აპატურაისთან შეხვედრისას  საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას, ასევე ნატო-ს მუდმივ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს მთავარი გამოწვევად რჩება – ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტები, საოკუპაციო ხაზი და ქვეყნის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაზრდა. მისივე ინფორმაციით, ასევე, საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოებას და ცრუ…

მეტი...

“სიცრუეა თითქოს, საახალწლო სცენის მოსაწყობად თბილისის მერია 2 მლნ ლარს დახარჯავს” – კახა კალაძე

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს, საახალწლო სცენის მოსაწყობად მერია 2 მლნ ლარის ხარჯვას გეგმავს სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, სატენდერო დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს არის ტენდერი სცენაზე, სადღესასწაულო ღონისძიების მოწყობილობებზე, რომელიც 2018-2019 წლებში ჩასატარებელი ღონისძიებებისთვისაა საჭირო და 1 მლნ 61 ათასი ლარს შეადგენს. “ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, რომელთა შორისაა, „თბილისობა“, 26 მაისის დღესასწაული, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, პროექტი „თბილისი“, ეს მოწყობილობები კი, ყველა ამ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში უნდა მოემსახუროს. „რუსთავი 2“-ს მოსახლეობა შეცდომაში შეყავს, თითქოს 2 მლნ იხარჯება იმისთვის, რომ საახალწლოდ სცენა მოვაწყოთ და…

მეტი...

ახალ პრეზიდენტს, წინამორბედის ადმინისტრაციასთან მუშაობა არ სურს – სანდრო ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ახალი პრეზიდენტის შეკვეთად აფასებს, რომელსაც იმ ხალხთან თანამშრომლობა არ სურს, რომლებიც მის წინამორბედთან მუშაობდნენ. “ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ სიამოვნებით მოვისმენდი, რომელიმე სხვა ვარაუდს, რომელიც ჩემსას გააბათილებდა. ​როგორც ჩანს მას სურს საკუთარი კადრების მიყვანა და ამაში უნდა სრული თავისუფლება. ფაქტობრივად, პარლამენტში ინიცირებული არსი სწორედ ეს არის”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში“. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აყვანილი პირისთვის დაცვის ძალიან მცირე გარანტიები არსებობს: „როდესაც კი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მოისურვებს, დასამებულს ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყვიტოს, მას შეუძლია…

მეტი...

საბავშვო ბაღების კვების ტენდერის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა – თბილისის მერი

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს, საბავშვო ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტების მომარაგებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, აბსოლუტური ტყუილია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ტენდერი 4 დეკემბერს გამოცხადდა და ჯერ კიდევ დახურულია. შესაბამისად, შეუძლებელია რომელიმე მონაწილე კომპანიის ნახვა იმ ეტაპამდე, ვიდრე ყველა კომპანიის წინადადების მიღება არ დასრულდება. მისივე განმარტებით, აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე, თითქოს, საბავშვო ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა, რაც ძალიან დიდი ტყუილია. სიუჟეტი ეთერში 6 დეკემბერს გავიდა, კვების ტენდერი კი…

მეტი...

დეპუტატის ინიციატივამ უვიზო მიმოსვლას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის სანდრო ბარამიძის განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა, უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეუქმნას. როგორც ალექსნადრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 2015 წლის მაისში, რიგის სამიტზე, საქართველომ უვიზო რეჟიმზე უარი მიიღო, გამოწვეული იყო იმით, რომ მიღებული არ გვქონდა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. „2015 წლის გაზაფხულისთვის იმედი გვქონდა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ რიგის სამიტზე მიიღებდნენ. სამიტამდე, ექსპერტებისაგან შეფასებები მივიღეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოსთვის უვიზო უვიზო რეჟიმის დაწესება ნაადრევი იყო, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ არ…

მეტი...

თუ პროექტი კანონად იქცა, თანამშრომლები, ავტომატურად სამსახურიდან გაშვებულად ითვლებიან

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკანგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ თუ კანონპროექტი ძალაში შევიდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება. ახალი პრეზიდენტი კი სამსახურში, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მათ მიიღებს, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. “2015 წელს ინიცირებული „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ მთავარ ფასეულობას წარმოადგენს: პროფესიული საჯარო ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მისთვის გარანტიების შექმნა; პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურის ჩამოყალიბება; საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირება და კიდევ ბევრი სხვა, რაც თავისთავად ნეპოტიზმის, პროტექციონიზმისა და მიკერძოების არსებობას გამორიცხავს. დღეს კი საუბარია იმაზე, რომ…

მეტი...

სტრასბურგის საშობაო ბაზრობასთან მოკლულია 3, დაჭრილია 12 ადამიანი

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად, მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. 6-ის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი ტელეარხ BFMTV -ის ინფორმაციით, თავდამსხმელი მიიმალა. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის კონტრტერორისტულმა პროკურორმა დაიწყო. სროლების შემდეგ, საღამოს საათებში, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, სრული მარშრუტით არც ავტობუსები და არც ტრამვაი იმოძრავებს. მომხდარის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები საფრანგეთის ყველა საშობაო ბაზრობის მიმდებარედ გამკაცრდება. დაიკეტა ევროპარლამენტის შენობაც, რომელიც სტრასბურგში მომხდარი შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი 29 წლისაა და სავარაუდოდ სწორედ სტრასბურგში დაიბადა. იგი ქურდობისთვის იძებნებოდა.

მეტი...

“ღამითაც კი სულ ამ მონუმენტს ვუყურებ” – ვანდალური ფაქტი ქუთაისში

ქუთაისის ცენტრში, ტორპედოს სტადიონთან, “მშვიდობის მოედანზე” , რამდენიმე დღის წინათ დამონტაჟებული, 2,5 მეტრის სიმაღლის “მშვიდობის ბურთი” დაუდგენელმა პირებმა შავი საღებავით დასვარეს. მონუმენტზე სიტყვა მშვიდობა 67 ენაზე არის განთავსებული. მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ​ ​მომხდარს, იდეის ავტორი, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია, სოციალური ქსელით ეხმიანება: ” ქუთაისში ,,მშვიდობის ბურთის,, მონუმენტის ერთ მხარეს ი. ჭავჭავაძის სახელობის პროსპექტია, უკან კი ტორპედოს სტადიონი, მარჯვნივ #31 საჯარო სკოლა და მარცხნივ 4 სართულიანი ბინა, რომლის მე-3 სართულზე მე ვცხოვრობ, დღე რამდენჯერმე, ღამითაც კი რომ მეღვიძება სულ ამ მონუმენტს ვუყურებ, ხომ დგას და ვინმემ არ…

მეტი...