დასრულდა ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი – ამირან სალუქვაძე

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებით, რომლებშიც მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, ნიკოლ პაშინიანმა დაასრულა მისი ბრძოლის მთავარი ეტაპი და პარლამენტზე სრული, 100%-იანი კონტროლი მოიპოვა. პარლამენტში 70,5% მოიპოვა პაშინიანის პარტიამ “ჩემი ნაბიჯი” და მისმა მოკავშირეებმა “აყვავებულმა სომხეთმა” და “ნათელმა სომხეთმა” 8 და 6%-ით, შესაბამისად. სომხეთის კონსტიტუციით ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 2/3-ზე მეტი. შესაბამისად, ამ შედეგებით, 2/3-ს მიიღებს ნ. პაშინიანის პარტია, ხოლო 1/3 მიღებული ხმების შესაბამისად პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ორ პარტიაზე. პარლამენტში ვერ მოხვდნენ ყოფილი მმართველი ძალა, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ჩვენთვის კარგად ცნობილი, დაშნაკციუთუნი. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლ პაშინიანი საკონსტიტუციო უმრავლესობას…

მეტი...

მამუკა ბახტაძე მოსახლეობას მოუწოდებს ყალბი ვებგვერდებით არ ისარგებლონ 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ე.წ შავ სიაში მოხვედრილ მოქალაქეებს მოუწოდებს, ყალბი ვებგვერდებით არ ისარგებლონ და განმარტავს, რომ vali.ge არის ერთადერთი საიტი, რომელიც მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს. მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ 2019-2020 წლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება. „ეს არ არის ის რესურსი, რომ ყველა პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ არის თანხა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გადაჭრას შევძლებთ. მთელი პოლიტიკური გუნდი მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაყენოთ დადებითი შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა რეგიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

13 წლის გიდი, უშგულელი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დაჯილდოვდა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა. სიგელი უშგულელ გიდს მთავრობის მეთაურმა დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა. მამუკა ბახტაძემ ევროპელი სტუმრის მონათხრობი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გიორგი ქოჩქიანი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორი  პატრიოტი, ნიჭიერი და გულწრფელი თაობა იზრდება მთაში. „ევროპიდან მყავდა სტუმარი, რომელიც ძალიან ცნობილი მეცნიერია, რომელიც ასზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და წერს ამ ქვეყნებზე წიგნებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც მას გიდები აწვდიან. ამ ადამიანმა მითხრა, რომ სვანეთში, უშგულში არის ბიჭი, რომელიც ყველაზე საინტერესო გიდია, ვინც კი ოდესმე…

მეტი...

მთაში, 6 ახალი სკოლა და 12 საბავშვო ბაღი აშენდება

2019 წელს, მთის მოსახლეობისთვის, 6 ახალი სკოლა აშენდება და 15 მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდება არსებული სკოლების რეაბილიტაციისთვის. აშენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი. სკოლის მოსწავლეების სკოლამდე ტრანსპორტით მიიყვანენ. დაინერგება მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემები; განვითარდება მუნიციპალური ვებგვერდებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული საშუალებები; გაიზრდება საზოგადოებრივი ცენტრების რაოდენობა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა. სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, მთაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მთის დასახლებებში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა. პრემიერის თქმით, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი ზოგადი და პროფესიული განათლება,მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაგრძელდება სტუდენტების დაფინანსება; დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება…

მეტი...

11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა – “მთა საქართველოს ცოცხალი ფარია” 

დღეს, 11 დეკემბერს, მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს საქართველო წელს პირველად უერთდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ. ​ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” დღეს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძე იმედოვნებს, რომ მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ ქვეყნის ნახევარზე მეტი მთიანი რეგიონებია. ხოლო მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია. “ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთის და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად, ასეა…

მეტი...

მთის მოსახლეობის ფულადი დახმარებისთვის 110 მლნ ლარი დაიხარჯა ​

​მთის შესახებ კანონის ფარგლებში, მოსახლეობის ფულადი დახმარებისთვის დღემდე 110 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. აქედან, დაახლოებით 19 მილიონი ლარი ახალდაბადებულ ბავშვებზე გაიცა, 61 მილიონი – საპენსიო დანამატისთვის, მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა დაახლოებით 20 მილიონი ლარი; 8 და 9 მილიონი ლარი სოციალურ პაკეტზე და სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის სახით; დაახლოებით 315 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ დღეს, მთის განვითარების სტრატეგიის წარმოდგენისას განაცხადა, მთის მკაცრ პირობებში ცხოვრების სირთულიდან გამომდინარე თითოეული მთაში მცხოვრები ადამიანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია. მისივე თქმით, მთის საკითხებზე მუდმივად მუშაობს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი,…

მეტი...

მთაში, 4 სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში” დღეს, მთის განვითარების სტრატეგია​წარმოადგინა და განაცხადა, რომ ასეთი სტრატეგია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან რომ ჰქონოდა, ბევრი პრობლემა დღეს უკვე დაძლეული იქნებოდა. სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა. ​როგორც პრემიერი აცხადებს, გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად  გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას შექმნის. მისივე ინფორმაციით, განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული…

მეტი...

ტყვიის მატების მთავარი წყარო დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილი საკვებია

ეკოლოგ-ექსპერტი ხათუნა ახალაია საქართველოში ექსპორტირებული ყველა იმ პროდუქციასა თუ ნივთზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, რომელიც ტყვიის შემცველობის მაღალ რისკ ჯგუფად ოთვლება. „საქართველოში შამოტანილი ჭურჭელიც და საღებავებიც უნდა გაკონტროლდეს, რადგანაც, ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მატების ერთ-ერთი წყარო შეიძლება სწორედ ეს იყოს“, – აღნიშნული განცხადება გაეროს ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ადამიანის ორგანიზმში ტყვიის დონის მატების გამომწვევი მიზეზი ტყვიით დაბინძურებული ნიადაგიდან მიღებული საკვებია. ასევე, საღებავები, რომლითაც იღებება არა მარტო ოთახები, არამედ სათამაშოები. სარისკოა ჭურჭელიც, რომელიც ისეთი საღებავებით არის დამუშავებული, რომელთა შემცველობაში ტყვიის მაღალი კონცენტრაციაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დასკვნებიდან დასტურდება, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ანემიის…

მეტი...

აშშ-ს დიპლომატის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია ტყუილია და დამაზიანებელი – საგარეო საქმეთა სამინისტრო

​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე კატეგორიულად უარყოფს, ქართული მხარის მიერ აშშ-ს ელჩობის კანდიდატის დაბლოკვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო მედიის მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება დამაზიანებელია. ” ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ საკითხზე განმარტებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ. შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,  რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა იმის…

მეტი...

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ძველი ავტოფარეხების ადგილას სკვერი მოეწყო

თბილისის საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ჩიქოვანის ქუჩის N 16-ში, უკანონო ავტოფარეხების ადგილას, მწვანე  სივრცე მოეწყო.  30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვით განხორციელდა.  ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, სადაც თანამედროვე საბაღე ფურნიტურა დაიდგა, დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი და განათების სისტემა; ასევე, განახლდა საბავშვო გასართობი მოედანი, სადაც დაიგო კაუჩუკის საფარი. ტერიტორია სხვადასხვა ხე-მცენარით გამწვანდა, საფეხმავლო ბილიკები კი ფილებით მოპირკეთდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო. განხორციელებული სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ  დედაქალაქის მერიას ანალოგიური მიდგომა ექნება ყველა იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება. „ყველა ვხედავთ, რა ლამაზი სკვერი მოეწყო იმ…

მეტი...

სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი ამოქმედდა

სესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი – www.vali.ge ამოქმედდა.  ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ. ვალდებულება ყველა იმ მოქალაქეს გაუნულდება, რომელიც სესხის ვადაგადაცილების გამო  „შავ სიაში“ 2018 წლის პირველ იანვრამდე მოხვდა და რომელთა ფინანსური ვალდებულებაც არ აღემატება 2000 ლარს. ვებგვერდზე მოქალაქეების პირველ ნაკადს უკვე შეუძლია დარეგისტრირება. დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილია ექვსი ბანკის მომხმარებლები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“. როგორც “ქართული ოცნების” ოფიციალური ფეისბუქგვერდი იტყობინება,  ე.წ შავი სიიდან მოქალაქეების ამოღება 15 დეკემბრიდან,  სხვადასხვა პერიოდულობით განხორციელდება და…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის დედა 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი  საჩხერეში ცხოვრობდა. ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურში ადასტურებენ.  

მეტი...

ტყვიაზე კვლევა მხოლოდ საქართველოში ტარდება, რადგან მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია

გაერო-ს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტის თინათინ ბაუმის განცხადებით, თითოეულ ოჯახს, რომელმაც კვლევაში მონაწილეობა მიიღო, მათი პირადი შედეგები გაეგზავნებათ, იქიდან გამომდინარე რა მაჩვენებელი ექნებათ. როგორც თინათინ ბაუმმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თუ ბავშვის სისხლში აღმოაჩნდება დიდი რაოდენობით ტყვია, ბავშვი, შესაბამისი კონსულტაციისათვის, სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართდება. მისივე ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ტყვიით მოწამვლის წყაროების დასადგენად. “ტყვიაზე კვლევა მხოლოდ საქართველოში ტარდება, რადგანაც მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გარდა იმისა, რომ ამ კვლევის ფარგლებში ინდივიდუალურ შედეგებს მივიღებთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის დაგეგმვა თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯი. ეს კვლევა მხოლოდ საქართველოსთვის…

მეტი...

არასრულწლოვნები პიროტექნიკას ვერ იყიდიან – კანონი მკაცრდება, გამყიდველი კი დაისჯება

პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა აიკრძალება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და ბიუროზეც განიხილეს. სანქცია ადმინისტრაციული წესით დასჯას ითვალისწინებს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის – 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის – 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პიროტექნიკურ ნაკეთობებზე არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომის საფრთხე არაერთხელ დადასტურდა. საახალწლო დღეებში, პიროტექნიკის გამოყენებით დაზიანების ათეულობით ფაქტი დაფიქსირდა. „2018 წლის იანვარში, თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული…

მეტი...

ბავშვებში ტყვიის გამოკვლევაზე მშობლები უარს ამბობენ – როგორ მიმდინარეობს გაეროს კვლევა

სისხლში ტყვიის შემცველობაზე 2-დან 8 წლამდე ბავშვებში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, საქართველოს მასშტაბით უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. მკვლევარები, რომლებიც ოჯახებში შემთხვევითი შერჩევის გზით შედიან, წინააღმდეგობას აწყდებიან მშობლების მხრიდან. ისინი უარს ამბობენ, მათი შვილებისთვის სისხლის ანალიზის აღებაზე. როგორც “მედიცანეტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკისა და მონიტორინგის ოფიცერმა ანდრია ნადირაძემ განაცხადა, მშობლები კვლევაში მონაწილეობაზე უარს ხშირად ოჯახის პედიატრის რჩევით ამბობენ. ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ არ არსებობს ტყვიაზე მკურნალობის მეთოდი და აზრი არ აქვს მის დატესტვას. ​ანდრია ნადირაძის განმარტებით, ეს აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა. თუ ტყვია ცოტათი არის მომატებული ბავშვის ორგანიზმში უნდა…

მეტი...

ფქვილის გაძვირების გამო წაგებაზე მივდიოდით – მალხაზ დოლიძე პურზე ფასის მატებაზე

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურზე ფასების მომატებას ფქვილის გაძვირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ერთი ტომარა პურის ფქვილი თითქმის 10 ლარით გაძვირდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მალხაზ დოლიძემ განუცხადა, ფქვილის გაძვირება, ასევე, უკავშირდება ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა. “ზაფხულის პერიოდიდან, კერძოდ აგვისტოში, ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული იყო ხმაური. ამ ხმაურში ყოველთვის ჩანს პურის მწარმოებელი და არ ჩანს ფქვილის მწარმოებელი. ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 37 ლარიდან 45- 46 ლარამდე გაიზარდა. ბოლო სამი დღეა, ფქვილის ღირებულებამ კიდევ მოიმატა და გახდა 47 ლარი. მეპურისთვის ეს კრიტიკული ზღვარია. ვაფრთხილებდით ყველას, რომ თვითღირებულებაში ვეღარ…

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისში შემოსასვლელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის – კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოწესრიგდა, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, სადრენაჟო სისტემა. ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც  იანვარში იგეგმება. “უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. მისივე ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის…

მეტი...

„მეორე ტური რომ შესაძლებელი გახდა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია“ – ინტერვიუ საერთაშორისო დამკვირვებელთან

ქსკლუზიური ინტერვიუ „რადგანაც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება გაჩნდა, ეს უკვე  დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურია.  თუ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს გადავხედავთ, მსგავს პროცესებს ვერც კი წარმოიდგენთ…საქართველოს მაგალითზე შესაძლებელი ხდება პოსტ საბჭოთა სივრცის ერთგვარი პროგნოზირება, რაც მომავლის გარკვეულწილად მოდელირების შესაძლებლობას იძლევა. ქალბატონი სალომეს შემთხვევა მაგალითია,  რომ წინა თაობის ემიგრანტებიც კი ბრუნდებიან საქართველოში“ –  აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანგელა მერკერის „ქრისტიანულ დემოკრატიული“ პარტიის  (ფრაიბურგის) თავმჯდომარის მოადგილემ, ევროკავშირის ექსპერტმა და კონფლიქტოლოგმა,  ელიკო   წიკლაური-ლამიხმა, „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ელიკო წიკლაური-ლამიხი: „მინდა ქალბატონ სალომეს და ქართველ ხალხს მივულოცო ეს წარმატება. ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოში  პირველი ქალი პრეზიდენტი ამიერკავკასიაში. გახსოვთ, რომ…

მეტი...

გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, მოადგილეებთან, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები მაქსიმალურად პასუხობს მოსახლეობასთან შეხვედრისას გაჟღერებულ საკითხებსა და საჭიროებებს. ყურადღება გამახვილდა პროექტების განხორციელების ვადებსა და სამუშაოების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე. პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ, გზების მშენებლობა – რეაბილიტაცია, წყალმომარაგების და გაზიფიცირების სამუშაოები. შალვა კერესელიძის თქმით, თითოეული პროექტი მაქსიმალურად ოპერატიულად და ხარისხიანად უნდა შესრულდეს. მნიშვნელოვანია, განხორციელებული პროექტები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მაჩვენებელზე აისახოს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად, პროექტების მიმდინარეობას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილსა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა   

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ -ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ტელეფონით ესაუბრა. მან ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედია გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტს, უახლოეს მომავალში განახორციელებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

მეტი...