ქართული მიწა არ იყიდება! – პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე​ გაყიდვას აკანონებს, ხვალ, ორშაბათს 10 დეკემბერს 9:00 საათზე, იუსტიციის სახლის წინ გაიმართება აქცია. აქციის ორგანიზატორები ინფორმაცია სოციალური ქსელით ავრცელებენ: “​სრულიად საქართველოს საზოგადოებას! ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, 2018 წლის 7 დეკემბერს, მიღებულ იქნა ქართულ სახელმწიფოზე უპრეცედენტო მასშტაბის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, ძველი (ჯერ კიდევ მოქმედი) კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებში გაუქმებულიყო მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რაც ხელს უხსნის ამ უკანასკნელთ განაახლონ წარმოება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის.…

მეტი...

პრეზიდენტის ინაუგირაციისთვის კახეთში მოსახლეობას თბილისიდანაც ჩაიყვანენ

პრეზიდენტის ინაუგირაციის ადგილი კვლავ უცნობია. დასახელებულ ერთ ლოკაციას – თელავს წინანალიც დაემატა, წინანდალს კი თბილისი. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისია ღონისძიებების სწორედ აღნიშნულ ლოკაციებზე განიხილავს. რაც შეეხება ინაუგურაციისთვის თბილისის დატვირთვას, საუბარია მთაწმინდის პანთეონისა და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე. ბოლო ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიება, კერძოდ კი პრეზიდენტის ფიცი 15:00 საათზე გაიხსნება. კომისია თბილისიდან კახეთში მოსახლეობის ტრანსპორტირების საკითხსაც განიხილავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე, კახი კახიშვილი აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრები სტუმრების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო დააზუსტებს. „განვიხილეთ შესაძლო სცენარი, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა…

მეტი...

ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ისევ პასუხგაუცემელია – პრეზიდენტი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა, ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას დაბადების 55 წლისთავთან დაკავშირებით, მის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, ბოლომდე არ არის ცნობილი გამოძიების შედეგი, ჟვანიას მკვლელობის საქმეზე პასუხები ჯერ კიდევ არ არის გაცემული. არ განელებულა არც მის მსგავსად, სტრატეგიული აზროვნების პოლიტიკოსის საჭიროება. ,,დღეს ზურას 55 წელი შეუსრულდებოდა. 13 წელიწადი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, თუმცა მისი სიკვდილის გამო ტკივილი არც განელებულა და სამწუხაროდ, არც ბოლომდე გვინახავს გამოძიების შეგედი. ეს მართლაც არასასიამოვნოა, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით და პასუხი არ არის გაცემული ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ლიდერის…

მეტი...

“ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ?” – პატრიარქი არჩევნებზე

„ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი“ – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას. პატრიარქი ოპოზიციური პარტიების ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომეოიც არჩევნებზე ხმების მოპარვას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა: „აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვვლეთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერის. ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ…

მეტი...