სალომე ზურაბიშვილი მეფის სასახლეში არ უნდა მართავდეს ინაუგურაციას – გიორგი ლომია 

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში, მეფე ერეკლე II -ის სასახლეში გამართვის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი არ არის ქართველი მონარქების შთამომავალი, ხოლო მისი პრეზიდენტად არჩევა, ქართველი ხალხის იძულებითი გადაწყვეტილება იყო. როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 28 ნოემბრის არჩევნებზე მან იძულებითი არჩევანი გააკეთა ცუდსა და უარესს შორის და ასევე მოიქცა “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერთა უმრავლესობა. შესაბამისად ლომია თავს ვალდებულად არ მიიჩნევს დაესწროს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. “მე არ მივალ ინაუგურაციაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევანი გავაკეთეთ ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არჩევანი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ევროკავშირი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს – კარლ ჰარცელი 

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის შემდეგ კარლ ჰარცელმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ევროკავშირი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს. ელჩი ასევე დაინტერესდა ახალი პრეზიდენტის გეგმებით და საზოგადოების შერიგების პროცესთან დაკავშირებული ხედვით. „ეს იყო პირველი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან არჩევნების შემდეგ. მკითხა, როგორია პირველი გეგმები.  დაინტერესდა როგორ ვაპირებდი მუშაობას და რას ნიშნავდა ჩემთვის შერიგების პროცესი, რაც საზოგადოებასთან უნდა დაიწყოს. მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეეხო საუბარი, იყო ის საერთო გეგმები, რაც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან ბევრი რამ არის, რაც შეიძლება, გაკეთდეს“, – განუცხადა…

მეტი...

რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია​ – “პატრიოტთა ალიანსი”

​პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია, დასავლეთელი პარტნიორების ჩაურევლად. როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​მოსაზრება, რომ დასავლეთელი პარტნიორების გარეშე რუსეთი მოგვატყუებს, მცდარია. ერთადერთი რასაც ასეთ შემთხვევაში რუსეთი აკეთებს, საქართველოს საშუალებით დასავლეთს ევაჭრება. “ჩვენ არ ვართ პრორუსული პარტია, ჩვენ ვართ ეროვნული ძალა და ჩვენი ამოცანაა, საქართველოს კეთილდღეობა. როცა ამბობ, რომ ხარ პროდასავლური, დასავლეთი სხვანაირად გიყურებს, მაგრამ როცა ამბობ, რომ ხარ ეროვნული ძალა, მაშინ შორიდან გელაპარაკება. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ დასავლეთი, რომ ვართ დასავლური ძალა და დასავლური ღირებულებების მქონე. მერე, როცა მოდის ხელისუფლებაში…

მეტი...

მირჩევნია ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც აღარ გადაიხედება – სალომე ზურაბიშვილი  

​საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი ინაუგურაცია, რაც შეიძლება სადა, ევროპული სცენარით ჩატარდება. სავარაუდო ვარიანტებს კი უახლოეს დღეებში გაეცნობა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ინაუგურაციისთვის ის ადგილი შეარჩია, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მისცა ხმა. ამის გამო, ის არავისზეა გაბუტული და ეს არის გზავნილი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათთვის, ვინც მისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. “იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში. ეს არის გზავნილი…

მეტი...

“ნაციონალურ მოძრაობას” დღემდე აქვს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა – გიორგი ლომია

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ იმ მოსაზრებით არ წამოაყენეს, რომ ხმები არ გაეყოთ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილისთვის, შესაბამისად, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვების შანსი არ გაზრდილიყო. ​როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში გააკეთეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის და იგივე ურჩიეს საკუთარ ამომრჩეველს. ლომიას აზრით, “ქართული ოცნება” არა მხოლოდ უმადურად მოექცა საკუთარ ხალხს, შეურაცხყოფა მიაყენა იმით, რომ არ დაუტოვა უკეთესი არჩევანი. რასაც შესაბამისად უპასუხა ხალხმა არჩევნების პირველ ტურში.  ​ ” საპრეზიდენტო არჩევნებში ​ჩვენი კანდიდატურა იმიტომ არ დავაყენეთ, რომ ვფიქრობდით…

მეტი...

აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი ინგრევა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში,  გურიის სერის ჩრდილოეთით, მდინარე ხევისწყლის ხეობაში მდენარე სოფელ ნოღაში არსებული, ქართველი ენათმეცნიერის,  აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ვითარების ამსახველ ფოტოებსა და სტატუსს, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აქვეყნებს “მუზეუმი სიტყვით ჰქვია,  დანგრეული და გაპარტახებულია იქაურობა. ამაზე 2 წლის წინათ დავწერე. ფოტოები რომ შევადარე, აღმოვაჩინე, რომ მუზეუმი კიდევ უფრო გაუბედურებულა. ერთი პატარა ქოხია. რა უნდა ამის გაკეთებას? აკაკი შანიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული, მშობლიური ენა ძლიერად ყოფილიყო. ამიტომ არის დასაფასებელი. ვინმე აფასებს? თუმცა, რა მიკვირს? საკუთარ ენას არ ვუფრთხილდებით და ენათმევნიერს დავაფასებთ?”, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

მეტი...

რუსეთში დავდივართ თუ ვაშინგტონში, ყველგან ღიად ვსაუბრობთ – “პატრიოტთა ალიანსი”

​პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც თავს გაერთიანებულ ოპოზიციას უწოდებს, რეალურ ოპოზიციას ვერ ხედავს. მისი აზრით, ეს უფრო რევანშისტული ძალებია, რომლებიც თავიდანვე რევანშისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ არა, “პატრიოტთა ალიანსს” თავისი ნიშა უკავია ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში და აქვს ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა. “არც ვადამდელი და არც გეგმიური არჩევნების არ გვეშინია. ზოგ პარტიას თუ ჰგონია, ვადამდელი არჩევნების  შემთხვევაში, იმის გამო, რომ “ქართულ ოცნებას” დაბალი რეიტინგი აქვს, ისინი მონახავენ საკუთარ ადგილს პარლამენტში,…

მეტი...

იპოთეკით დაზარალებულები ერთწლიანი მორატორიუმის მოთხოვნით აქციას აანონსებენ 

იპოთეკური სესხით დაზარალებული მოსახლეობა ერთწლიანი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს და სახელმწიფო კანცელარიასთან ხვალ, 7 დეკემბერს, 17:00 საათზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ “ქვეყანაში არსებულ 15-წლიან სამევახშეო კანონმდებლობას” მიეცეს სისტემური დანაშაულის კვალიფიკაცია, ხოლო მოსახლეობა გამოცხადდეს დაზარალებულად. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაზარალებულებმა განაცხადეს, ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ სასწრაფოდ მიიღონ ზომები, აღიარონ ქვეყანაში იპოთეკური კრიზისი და გამოცხადდეს მორატორიუმი. შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა მდგომარეობას. “მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. როდესაც უამრავი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი და კიდევ ბევრს ემუქრება ამის საშიშროება, მოვუწოდებთ მთავრობას გამოაცხადოს მორატორიუმი, ამ პრობლემაზე სისტემური მუშაობაა…

მეტი...

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა 

ACES Europe – ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს, 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, საზეიმო ვითარებაში გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფება ბათუმის მერიის დელეგაცია მერ ლაშა კომახიძის ხელმძღვანელობით. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერს პირადად ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯანფრანჩესკო ლუპატელიმ გადასცა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბათუმის მერიაში განუცხადეს, ACES Europe ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროპულ ქალაქებს “ევროპის სპორტის დედაქალაქის“, “ევროპის სპორტის ქალაქის“, “ევროპის სპორტის თემისა“და “ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსებს ანიჭებს. ევროპის სპორტის…

მეტი...

პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს 

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური და კიდევ რამდენიმე პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუშინ, ღამის საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილია. ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს​. ​როგორც პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, დაკავებულები თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს, ბინის ჩხრეკისას ამოიღეს, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების გამოჩენისას დაკავებულებმა, საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი გადაყარეს. შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 2 პისტოლეტი, რომლებსაც  ექსპერტიზა ჩაუტარდება. მინდია გოგოჭური დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ​პრეზიდენტის…

მეტი...

ბათუმის სპორტის სკოლამ მორიგი ოქრო მოიპოვა

სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს პირველობა ბათუმის სასპორტო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის სპორტის სკოლის ტანმოვარჯიშეებმა ამჯერად ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. პირველი ოქრო მოზარდთა თანრიგში ჩემპიონის ტიტული სამეულს – ანა გულაბერიძეს, ელენე შარაბიძესა და თეკლა მახარაძეს ერგო, ხოლო საერთაშორისო პროგრამით 11 -16 ასაკობრივ ჯგუფში კი ოქროს მედალი მარიამ ხაზარბეგიშვილის, ლიკა დევაძისა და იოანა შერვაშიძის სამეულს ერგო. სკოლის დირექცია სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს მარინა კალანდაძეს გამარჯვებას ულოცავს და მორიგ წარმატებას უსურვებს.  

მეტი...

ნატო-ს მინისტერიალზე უაღრესად პოზიტიური შეფასებები მივიღეთ – დავით ზალკალიანი

​საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მისამართით კრიტიკული შენიშვნები არ გაკეთებულა, რასაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიც ადასტურებს, რომელიც მან გააკეთა ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე და თავსებადობაზე ნატო-ს სტანდარტებთან ყველა მიმართულებით. როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, ხელისუფლება ყველა იმ რეკომენდაციაზე მუშაობს, რომელიც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მიიღეს. ​დავით ზალკალიანის თქმით, უფრო მეტიც, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველომ უაღრესად პოზიტიური შეფასებები მიიღო, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მინისტრის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ იმავე…

მეტი...