მარიხუანის ზემოქმედებაზე მძღოლებს ტესტს, პირველი აპრილიდან ადგილზე ჩაუტარებენ 

​პირველი აპრილიდან ნარკოტესტის ჩასატარებლად მძღოლის ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება. პატრულის თანამშრომლები სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით შეამოწმებენ ავტომობილის მართვისას მძღოლი იმყოფება თუ არა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ. ​შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა. რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად,  მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის. ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე…

მეტი...

ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლება ახალ ლეგიტიმაციას მიიღებს – “თავისუფალი დემოკრატები”

პარტია “​თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის განცხადებით, მათი პარტია გაერთიანებულ ოპოზიციასთან დღევანდელ კონსულტაციებში არ მონაწილეობს და მსგავსი შეთაბაზება არც  მიუღიათ. ​როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა შავგულიძემ განაცხადა,  ჩატარდა ძალიან ცუდი არჩევნები და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში. „მეტად ნეგატიური შეფასებები მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. არჩევნების შემდეგ შეიქმნა ვითარება, რომ ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც მეორე ტურში გავიდა  გაერთიანებული პოზიციაა, სადაც დომინირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აყენებს საკითხს, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო წესით,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.…

მეტი...

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას აზრი არ აქვს, 2019 წლის ოქტომბრამდე ვერ მოესწრება – მამუკა კაციტაძე

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას “ახალი მემარჯვენეები” მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი შემდეგნაირად გადანაწილდება: პირველი – საარჩევნო სისტემის შეცვლა, მეორე – მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციული სისტემის შემოღება და მესამე – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა. როგორც პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში”  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ ოპოზიციის მიზანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისად, წმინდა ტექნიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის ოქტომბრამდე ადრე ვერ ჩატარდება. მამუკა კაციტაძის შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა თვალსაჩინო გახადა ის,…

მეტი...

“მოვითხოვთ პროკურატურამ ირაკლი კორძაია მოწმის სტატუსით გამოკითხოს” – უფლებადამცველები 

​ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, ყოფილ სასჯელაღსრულების პრესსამსახურის უფროსს ირაკლი კორძაიას უფლებებს იცავს და აცხადებს, რომ ირაკლი კორძაიას მიმართ, პროკურატურის მხრიდან მუქარა ხორციელდება, კერძოდ, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილისგან. როგორც ალეკო ცქიტიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მთავარი უთანხმოება, რისთვისაც ირაკლი კორძაიამ დატოვა სამსახური არის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანა. „როგორც ირაკლი კორძაია ჩვენთან აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი უთანხმოება ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანას უკავშირდება. ამის გამო მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. ამიტომ იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო. ის ამჟამად იმყოფება ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.…

მეტი...

“მინდოდა ჩემგან გაგეგოთ ამის შესახებ, ვადასტურებ” – სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე

საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ​სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ინაუგურაციის ცერემონიაზე უცხოური დელეგაციებიც იქნებიან მიწვეულნი. „ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება. მინდოდა ჩემგან გაგეგოთ ამის შესახებ და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში. უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ​ ​მისივე ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვეულნი იქნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული. 28 ნოემბერს…

მეტი...

“თუ ვინმეს სურს რიგგარეშე არჩევნები პრეზიდენტის ინაუგურაციას მიაბას, ეს ცუდი საქციელია” – მამუკა კაციტაძე 

პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის 16 დეკემბერთან, კერძოდ, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამთხვევის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ამით აქტიურობა ეკარგება პოლიტიკურად ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საჭიროებაა. როგორც მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ ოპოზიციის მიზანი მართლაც სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა და არა ვითარების ხელოვნური ესკალაცია, ამ მოთხოვნების გარკვეულ თარიღებზე “ჩამოკიდება ცუდი საქციელია”. “​​არსებობს ერთი ძალიან დიდი “მაგრამ”, რაც შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი მთელი ამ პროცესისთვის.  თუ ჩვენ გვინდა საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულის შემოღება, საარჩევნო ადმინისტრაციის წესის შეცვლა და…

მეტი...

“უნდა მოვძებნოთ გზები, რა სახის “პრესინგი” განვახორციელოთ ხელისუფლებაზე” – მამუკა კაციტაძე

პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეები” უერთდება ოპოზიციის მოთხოვნას არჩევნების წესის მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ქართული საარჩევნო გარემოს სიმახინჯე, ხოლო მისი გაუქმებისთვის საჭიროა ძალისხმევის მაქსიმალური კონსოლიდაცია და “პრესინგი” ხელისუფლებაზე. როგორც “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, პარლამენტის არჩევის წესის შეცვლის მოთხოვნის გარდა, არსებობს უამრავი სხვა საკითხი, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის სისტემის შეცვლა, რის გარეშეც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა აზრს კარგავს. მამუკა კაციტაძის თქმით, “ახალ მემარჯვენეებს” ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არც წლების შემდეგ შეუცვლიათ და წლების წინ,…

მეტი...

ტურნირი ხმალში, რაპირასა და დაშნაში

3 დღის განმავლობაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხმალში, რაპირასა და დაშნაში ტურნირი მიმდინარეობდა. სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მუნიციპალურ ცენტრში გაიმართა. ორ ასაკობრივ ჯგუფში (2002-04 და 2005-07 წწ დაბადებულ მოზარდთა შორის) მიმდინარე ტურნირში მონაწილეობას ბათუმის სასპორტო სკოლის 6-მა აღსაზრდელმა მიიღო. შედეგად კი ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალია. 2002–04წწ. დაბადებულ გოგონათა შორის, დაშნით ფარიკაობაში, ბათუმელი ევა აგამიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ის ფინალურ შეხვედრაში სომეხ მოფარიკავეს დაუპირისპირდა და ანგარიშით 15 :13 სძლია მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ ამავე ტურნირზე ევა აგამიანი 2005–07 წწ დაბადებულთა…

მეტი...

ბავშვებმა დედას ლეკვები მოპარეს, ითამაშეს და მიატოვეს – ფოტო სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში დაღუპული, ახალშობილი ლეკვების ფოტო ვრცელდება. როგორც ინტერნეტ მომხმარებელი ნინა ჯორჯაძე წერს, ლეკვები ბავშვებმა დედა ძაღლს მოპარეს და  სიკვდილისთვის გაიმეტეს. თავად მან კი ლეკვები უკვე ასეთ მდგომარეობაში იპოვა, როცა მათი შველა უკვე შეუძლებელი იყო. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, თემქის X კვარტალში მოხდა. ნინა ჯორჯაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ასწავლონ შვილებს, თუ როგორ მოექცნენ ცხოველებს. „ჩემს ეზოში ბავშვებმა ლეკვები წაართვეს დედას და მოიყვანეს სათამაშოდ. მთელი ღამე აქ ეყარნენ ეს პატარები, სიცივისგან გაიყინენ და დაიხოცნენ. ძალიან გთხოვთ, ასწავლოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, რომ არ შეიძლება, ასე მოექცე ცხოველებს. ისინიც ცოცხალი არსებები არიან და თანაც,…

მეტი...

“მოლაპარაკება საკუთარ სიკვდილზე ჰუმანიტარული მიზნებისთვის” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ წერს და გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებს იხსენებს, როცა იგი, სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას. დღეს მას, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში აირჩევენ. გოჩა ლორთქიფანიძე ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.  ზემოთ მოყვანილ “როიტერის” ფოტოზე გოჩა ლორთქიფანიძე იმ დროს არის გადაღებული, როცა ის დასახვრეტად მიჰყავთ. ფოტო ტყვარჩელშია გადაღებული, სადაც ჰუმანიტარული მიზნებით ჩასულ ახალგაზრდა დიპლომატს “ბოევიკები”, იმის გამო, რომ ქართველია, დახვრეტას უპირებენ. ფოტოზე ჩანთით ხელში გოჩა ლორთქიფანიძეა. “ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს…

მეტი...

“ჯიუტი ხასიათი – ოჯახში, პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ინტერესები” – შეფასება

​საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ  იმ შემთხვევაში, თუ ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პარტია “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში საღად ოპოზიციურ პოზიციას არ დაიკავებს და საზოგადოების სურვილებისა და ინტერესების გამტარებელი არ იქნება, მისი მომავალი პოლიტიკური კარიერა სერიოზულად დაზარალდება. როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სალომე ზურაბიშვილის მორალური ვალდებულებაა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებრივი აზრი იყოს მის მხარეს და არა წინააღმდეგ, რასაც განაპირობებს პრეზიდენტის რანგში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. “ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანმა პრაქტიკულად საკუთარი სურვილი აისრულა, გახდა პრეზიდენტი და ის საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტი იქნება. აქედან გამომდინარე მას ეკისრება ვალდებულება მართლა…

მეტი...