ბათუმმა მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლამ, მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის – ნადეჟდა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. შედეგად, ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია. ტურნირში  საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 115-მა სპორტსმენი მონაწილეობდა. პირველობას ერთმანეთს 9 ასაკობრივი ჯგუფი ეცილებოდა. ბათუმის სასპორტო სკოლამ საერთაშორისო ტურნირს უკვე მეხუთედ უმასპინძლა. მიღებული შედეგი კი შემდეგია: 2009 წწ დაბადებულთა შორის ვერცხლის მედლის პრიზიორი ნინაკო აბულაძე გახდა (მწვრთნელი ლ. ტიტოვა) , ხოლო მესამე საპრიზო ადგილს კი მარიამ ეზიაშვილი დასჯერდა (მწვრთნელი ნ.ზაქარაძე); 2007წწ დაბადებულთა შორის მარიამ გელაძე ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა…

მეტი...

“ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება” – სალომე ზურაბიშვილი ​

​ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, კულტურის ექსმინისტრის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება. “ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 50 წლის ნიკა რურუა დღეს, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ის მე-6 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.​ თბილისში, ზანდუკელის ქუჩის N21​-ში მდებარე რურუების ოჯახში დღესვე, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა…

მეტი...

“სათხილამურო სეზონს დავამთხვიოთ და თოვლში ჩავატაროთ პრეზიდენტის ინაუგურაცია” – დავით ჭიჭინაძე​

​მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თბილისის გარეთ ჩატარების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფო დონის ღონისძიება, რომელიც სათანადოდ უნდა წარიმართოს. “ეს ხომ არ არის ის, რომ ერთი ადამიანი წავიდეს სადღაც და ფიცი დადოს. შეუძლია კაბინეტშიც მოაწყოს ინაუგურაცია. პრეზიდენტის ინაუგურაციაში ქვეყნის პოლიტიკური ელიტა მონაწილეობს. იქნებ სათხილამურო სეზონს დავამთხვიოთ და თოვლში, თხილამურებით ჩავატაროთ ინაუგურაცია. მე ვფიქრობ ეს არასერიოზული განცხადებაა, რომ თბილისში არ უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის ინაუგურაცია. სააკაშვილის ახასიათებდა ხოლმე ასეთი გამონათებები პოლიტიკური ცხოვრების შეცვლის თვალსაზრისით. ხან ფოთი თქვეს, ხან მესტია… …

მეტი...

თბილისის მეტროპოლიტენის 8 სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება

2019 წლიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მეტროპოლიტენის 8 სადგურში ეტაპობრივად ჩატარდება. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება მეტროსადგურ “სამგორის” რეაბილიტაცია, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე – მეტროსადგურ „ავლაბრის“. მომავალი წლის თებერვლიდან კი,  დედაქალაქის „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება.​ ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე დღეს განაცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში, რეაბილიტაცია თბილისის ყველა მეტროსადგურს ჩაუტარდება. მეტროსადგურების და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი უკვე დაწყებულია. სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს სრულყოფილად მოვემსახუროთ. კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა…

მეტი...

მეტროსადგურ “ვარკეთილში”, ჩამონგრეული ჭერის საპროექტო სამუშაოები ხელახლა ჩატარდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” საპროექტო სამუშაოები თავიდან ჩატარდება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და დამატებით კვლევებს საჭიროებს. როგორც კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, მეტროსადგურების რეაბილიტაცია პრიორიტეტად რჩება. მათ შორის, საუბარია მეტროსადგურ “ვარკეთილის” ჭერის რეაბილიტაციაზე, რომლის ჩამონგრევის შედეგად, დაახლოებით ერთი წლის წინ, მგზავრები დაზარალდნენ. ” გადაწყვეტილებები ოპერატიულად მივიღეთ და ყველას მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადეთ. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს, უპირველესი და უმთავრესი უსაფრთხოებაა, რაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დადასტურებულად გეტყვით, რომ პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა…

მეტი...

მთავრობაში საკადრო ცვლილებები აუცილებელია – დავით ჭიჭინაძე

​საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე, მთავრობაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დღეს წარმოდგენილი გუნდი  პრაქტიკულად ვერ ართმევს თავს იმ დასახულ ამოცანებს, რომელიც მათ წინაშე დგას. „ჩვენ ვუყურებთ საკმაოდ მძიმე სიტუაციას ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, საკმაოდ სერიოზული ბრალდებები ისმის თავდაცვის მინისტრის მიმართ. არ აქვს “ქართულ ოცნებას” დღეს იმის ფუფუნება, რომ ყურადღება მოადუნოს და ნებისმიერ ასეთ ინფორმაციაზე, რომელიც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს, რეაგირება არ მოახდინოს. სწორედ ეს ქმნის ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე. დეპუტატის შეფასებით, ხარვეზებია პარლამენტის მუშაობაშიც. საკანონმდებლო ორგანო სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. არსებული…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების შემცირებაში სალომე ზურაბიშვილი პრობლემას ვერ ხედავს 

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონი ლარით შემცირებაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს. ​როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ამ და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით იგი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. „ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრებს ინაუგურაციის ადგილზე და სხვა დეტალებზე. ​შეგახსენებთ, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად…

მეტი...

“როგორც კი პროტესტს სათავეში “ნაციონალური მოძრაობა” ჩაუდგება, მუხტი მაშინვე იკარგება” – დავით ჭიჭინაძე 

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, 5-კაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს,  ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი ცივილიზებულ სამყაროში ყოველთვის არსებობს. როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად მარტო გაერთიანებული ოპოზიციის სურვილი საკმარისი არ არის, ასეთი მოთხოვნა საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს. „ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ ქვეყანაში იქნება პოლიტიკური კრიზისი. ეს მოთხოვნილება საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს. ხალხში დღეს, უფრო მეტი პროტესტი არსებობს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ როგორც კი ამ პროტესტს სათავეში “ნაციონალური მოძრაობა” ჩაუდგება, მუხტი მაშინვე…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 4 მილიონი ლარით მცირდება

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი საერთოდ უქმდება. ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 60%-მდე მცირდება. ​პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ, როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული. ​პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე პირთა რაოდენობის 140-დან 60-მდე შემცირებაა გათვალისწინებული. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში საშტატო ნუსხის ცვლილება…

მეტი...

ძველი თბილისის ქუჩებში ჩასაფრებული საფრთხე ტურისტებისთვის – რეპორტაჟი     

თბილისის ისტორიული უბნები უცხოელი ტურისტების საყვარელი ადგილია, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა უცხოელები მაწანწალა მოზარდების თავდასხმის ობიექტები ხდებიან. პრობლემა, რასაც ქართველი გიდები ძირითადად აბანოთუბანსა და ლეღვთახევში აწყდებიან, არახალია და მისი მოგვარების პერსპექტივაც ჯერჯერობით არ ჩანს. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი 26 ნოემბერს მოხდა. ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების გამო ის მედიის ყურადღების მიღმა დარჩა. ​ყოფილი ჟურნალისტი მიხეილ ვარძელაშვილი ამჟამად, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის გიდია. ამბობს, რომ საქართველო ბოლო დროს ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად იქცა. საზღვარგარეთიდან ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია თბილისის ისტორიული ნაწილი – აბანოთუბანი, ლეღვთახევი, 100 ათასი მოწამის ხიდი, ნარიყალა, გორგასლის ძეგლი. თუმცა, ჩემი…

მეტი...