ყოფილი და ახალი პრეზიდენტები შეხვდნენ და პირისპირ ისაუბრეს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა და პირისპირ ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დემოკრატიულ ფორმებში მიმდინარეობს, ისე, როგორც ქვეყანას შეეფერება. პრეზიდენტებმა უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

მეტი...

„რადიო ქალაქის“ პროექტი თბილისში, მუხიანის დასახლებაში განხორციელდება

​თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ მუხიანის დასახლებაში, უახლოეს მომავალში „რადიო ქალაქის“ პროექტის განხორციელება დაიწყება. “რადიო ქალაქი” მოიცავს, კაფეებს, რესტორნებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს. თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, ეს თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. “ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს. პროექტს ბიზნესთან ერთად განვახორციელებთ. საინვესტიციო თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს და 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით. დედაქალაქის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია „თბილისური ბაზარი“, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, მოქალაქეებს შეუძლიათ,…

მეტი...

არავის მიეცემა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არავის მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. ამ მიმართულებით პარლამენტს აქტიურად ითანამშრომლებს  სამართალდამცავ ორგანოებთან. „ჩვენ ველოდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი  კანონიდან გამომდინარე და კანონის ფარგლებში. ამას დააზუსტებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საკითხით დაინტერესდება პარლამენტი და ყველა ინფორმაციაში გაერკვევა, რაც არის ქვეყნის ორგანოს პასუხისმგებლობა.

მეტი...

ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრი სპორტსმენთა მისაღებ ღია პირველობებს გამართავს

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი,  2018 წლის 4 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, ოლიმპიურ ცენტრში ახალგაზრდა სპორტსმენთა მისაღებ ღია პირველობებს გამართავს. მისაღები შეჯიბრები ძიუდოში, ასევე თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩატარდება 13 დან 16 წლამდე მოზარდებს შორის. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ღონისძიებების მიზანია განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა სპორტსმენების შერჩევა. ჩემპიონატზე აღმოჩენილი ტალანტები ოლიმპიურ ცენტრში ჩაირიცხებიან და გაუმჯობესებული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. მათივე თქმით,  2018 წლის ოქტომბრიდან ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში უკვე მკვეთრად გაუმჯობესდა სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსის…

მეტი...

“ამოვიდნენ სარდაფებიდან” – კახა კალაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის მოთხოვნას, 5 კაციანი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება შემოიტანოს. „რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება. მთელი არჩევნების განმავლობაში პირდაპირ საუბრობდნენ რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებზე”, – განაცხადა კალაძემ. კახა კალაძე მზად არის 1 ლარად გადასცეს „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ლოკაციები, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა. “მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის საკითხზე ოპოზიციას, “ნაციონალურ მოძრაობას” ველოდები, 1 ლარად ვაძლევთ…

მეტი...

პრეზიდენტის ინაუგურაცია ნაკლებად პომპეზური უნდა იყოს – მირიან წიკლაური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ მირიან წიკლაურის მოსაზრებით, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, იმ პირობებში, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, ნაკლებად პომპეზური უნდა იყოს. “ისეთ ეკონომიკურ გარემოში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია პომპეზური არ უნდა იყოს, არამედ მოკრძალებული საზეიმო ღონისძიებით შემოვიფარგლოთ. თუ ისეთ საქმეებს გააკეთებს ახალი პრეზიდენტი, რაც ქვეყანას წინ წასწევს, მეტ შემოსავალს მოუტანს და წარმოაჩენს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე, შემდეგი პრეზიდენტის ინაუგურაცია უფრო პომპეზური იქნება, თუმცა, მე ნაკლებად მაინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიც არის სასახლე, ვფიქრობ, რომ ათონელის ქუჩაზე არსებულ სახლში არსებული გარემო, სავსებით დააკმაყოფილებს პრეზიდენტის საჭიროებებს”, – აცხადებს მირიან წიკლაური. მისივე თქმით, საქართველო ახლო…

მეტი...

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს – კახა კალაძე 

თბილისის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე დაახლოებით 327 მილიონი ლარი დაიხარჯება როგორც კახა კალაძემ მერიის საქმიანობის ერთი წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარით განისაზღვრება, თუმცა დამატებითი სპეცტრანსლირებით 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს. “აქედან 35%, დაახლოებით 327 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებით. ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობა 455 მილიონი დაიხარჯება, ეკოლოგიის მიმართულებით – 88 მილიონი ლარი გვაქვს განსაზღვრული და გამწვანების მიმართულებით – 26 მილიონი ლარი,” – განაცხადა კახა კალაძემ.  

მეტი...

უკრაინელი მებრძოლების ჩამოსვლა დაანონსებულ რევოლუციას უკავშირდება – კობა ნარჩემაშვილი   

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი, თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაწყებულ აქციებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეჭვის საფუძველს ბოლო ხანებში გავრცელებული ის ფარული ჩანაწერები აძლევს, სადაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით დამხობაზე საუბრობს. “თქვენ გახსოვთ ჩანაწერები, რომლის გამოქვეყნებაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაიწყო, როცა ჩვენ, პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს, ახალ-ახალ ჩანაწერებს ვხედავდით. თქვენ გახსოვთ ჩანაწერი როცა, ყოფილი პრეზიდენტი მის ბიძას ესაუბრება. არის ჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ამბობს – „დავამხოთ!გადავავადოთ!“. ამ კონტექსტს თუ გავიაზრებთ, არ გამოვრიცხავ და ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ გარკვეული კავშირი ამ ყველაფერში არსებობდეს. რამდენიმე შეიარაღებული უკრაინელი მებრძოლის…

მეტი...

“ასე იწყებოდა 1991 წელიც, მე ეს ძალიან კარგად მახსოვს” – მირიან წიკლაური პოლიტიკურ პროცესებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ ქვეყანა გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენების განმეორების საფრთხის წინაშე დგას და გაერთიანებული ოპოზიციის მიზანი და სურვილები ძალიან ჰგავს, 1991 წელს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფის სურვილებს. როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდება, ისინი ემზადებიან მუდმივი კონფრონტაციისთვის, რათა ამღვრეულ წყალში თევზი უკეთ დაიჭიონ. ” ნუთუ ვერ ხედავთ რა ხდება ქვეყანაში? ეს არის მზადება მუდმივი კონფლიქტისთვის, ან ერთი დიდი კონფლიქტისთვის, სადაც მერე, ამღვრეულ წყალში ვიღაცეები თევზის დაჭერას შეეცდებიან. ეს მე მახსენებს 1991…

მეტი...

“კრიზისების დროს არჩევნები არ იმართება” – კობა ნარჩემაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე 

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ნარჩემაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ მოთხოვნებს, ობიექტური, სამართლებრივი და მატერიალისტური საფუძველი არ გააჩნია. ​როგორც კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს მოქალაქეები დაარწმუნოს, თითქოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი. “მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყნაში არანაირი კრიზისი არ არის. ეს არის ოპოზიციის მცდელობა საზოგადოება, როგორც გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით შეცდომაში შეიყვანონ და დაარწმუნონ, რომ რაღაცა კრიზისია. კრიზისების დროს არჩევნები არ ტარდება. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, პატივი უნდა ვცეთ მთავარ დოკუმენტს – კონსტიტუციას, რომელიც ძალაში დეკემბრის შუა რიცხვებში, მას შემდეგ შევა, რაც…

მეტი...

ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეს წარმომადგენლობითი ფუნქცია უნდა მიენიჭოს – კობა ნარჩემაშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ორბელიანების სასახლე, თავისი ისტორიული შინაარსით და ადგილმდებარეობით, ქვეყნის პრეზიდენტს ყველაზე მეტად მიესადაგება. ხოლო ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეს წარმომადგენლობითი ფუნქცია უნდა მიენიჭოს, სადაც საგარეო საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტროები, ასევე, პრეზიდენტი შეძლებს მაღალი დონის შეხვედრების გამართვას. როგორც კობა ნარჩემაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ის აუცილებლად დააყენებს მმართველ გუნდში. “ეს არ უნდა იყოს ვინმეს შენობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამიტომ მივიჩნევ, რომ ეს იყოს ისეთი ადგილი, სადაც მთავრობა მიიღებს მაღალი დონის სტუმრებს. არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტრო,…

მეტი...

გაერთიანებული ოპოზიციის 5-კაციან ჯგუფთან მოლაპარაკების გამართვა წარმოუდგენელია – კობა ნარჩემაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი წარმოუდგენლად მიიჩნევს ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს გაერთიანებული ოპოზიციის ხუთკაციან ჯგუფთან, როგორც ეს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა. როგორც კობა ნარჩემაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება იმსახურებს საღ შეფასებებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეს, არ არის პოლიტიკური კრიზისი და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, ცდილობს მოსახლეობა საწინააღმდეგოში, მათზე ინტელექტუალური ძალადობის გზით დაარწმუნოს. “ადამიანების გონებაზე ძალადობა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2004 წლიდან დაიწყო დღევანდელობაში გადმოინაცვლა, ამაში ჩართულია მედიასაშუალება. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რაც დღეს ხდება.…

მეტი...

ქუთაისში, ქარის შედეგად დაზარალებული სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ძლიერი ქარით დაზარალებულ ქალაქ ქუთაისის მოსახლეობას, სახლების გადასახური მასალა გადაეცა.  სტიქიამ ქუთაისში სულ 200-მდე სახლის სახურავი დააზიანა. სამშენებლო მასალას ყველა მათგანს უსასყიდლოდ გადასცემენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, არა მარტო გადასახური მასალა გადაეცემა, არამედ მთლიანად დაფინანსდება სამონტაჟო სამუშაოებიც. კორპუსების გადასახური მასალას და მის სამონტაჟო სამუშაოებს სრულად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აანაზღაურებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. აღნიშნული პროცესი ორ დღეში დასრულდება. “24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ რათა დროულად მოხდეს რეაგირება ყველა ფაქტზე და მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე მიიღოს გადასახური მასალა,” – განაცხადა ქუთაისის მერმა…

მეტი...

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ – “ევროპული საქართველო” პარლამენტს რეზოლუციას წარუდგენს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები დღეს, 3 დეკემბერს, რუსეთის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე “ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ. დოკუმენტის არსი იმასი მდგომარეობს, რომ  საქართველოს პარლამენტმა, როგორც საგარეო კურსის განმსაზღვრელმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციასთან და ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია გამოხატოს. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან მიმართ მორიგი აგრესიული ნაბიჯი გადადგა და თავს უკრაინულ ხომალდებს დაესხა, რომლებიც ქერჩის სრუტეში გადაადგილებას ცდილობდნენ. პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაკეტა ქერჩის სრუტე, შეზღუდა იქ გადაადგილების თავისუფლება და უკრაინული…

მეტი...