თბილისის მთავარ სინაგოგაში, პრემიერ-მინისტრმა ხანუქას პირველი სანთელი აანთო 

ებრაული დღესასწაულის – ხანუქას დაწყების ცერემონიალს, თბილისის მთავარ სინაგოგაში დღეს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრნენ.  ხანუქას  პირველი სანთელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აანთო. სანთლის ანთების ცერემონიას  სინაგოგაში, კახა კალაძეც დაესწრო. მან  ებრაელ ხალხს დღესასწაული და ებრაელებსა და ქართველებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. „ ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანების თანაცხოვრების, ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. მე ძალიან მახარებს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც გასაფრთხილებელია. მთელი გულით მინდა მივულოცო მათ ეს დღესასწაული. პირველ რიგში ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს

ვადამდელი არჩევნების გარდა, „გაერთიანებული ოპოზიცია“ ხელისუფლებას სხვა მოთხოვნებსაც უყენებს და პასუხისთვის 2 კვირიან ვადას აძლევს. ვადამდელი არჩევნების პარალელურად, ძირითადი მოთხოვნა სამუშაო ჯგუფის შექმნა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაა. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შედეგები სამართლებრივი, თუმცა, მძიმე იქნება. ასეთია ოპოზიციის გზავნილი მმართველი გუნდის მიმართ. „ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი – დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან! ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ…

მეტი...

შსს სპეცოპერაციისას დაკავებულების პოლიტიკურ პროცესებთან კავშირებს ადგენს

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად, სასტუმროებიდან სხვადასხვა სახის იარაღი ამოიღეს. “გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ამ ეტაპზე გამოძიება…

მეტი...