კავკასიის მუსლიმთა სულიერმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ტელეფონით დაუკავშირდა და წარმატება უსურვა.

მეტი...

20-15 ბათუმის სასარგებლოდ – სარაგბო კლუბ ბათუმის მორიგი წარმატება

საგარბო კლუბმა „ბათუმმა“ „დიდი ათის“ მეცხრე ტურნეს ფარგლები, მარნეულის „არმაზს“ უმასპინძლა. თამაში „ბათუმი რაგბი არენაზე“ ბათუმელი მორაგბეების მორიგი წარმატებით დასრულდა. შედეგად კი ეროვნულო ჩემპიონატის სატურნო ცხრილში „ბათუმმა“ პრინციპული პირველი ადგილი შეინარჩუნა. „საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა შეხვედრა მარნეულის “არმაზთან”, რომელსაც ბუნებრივია ველოდით. კლუბი არმაზი ეროვნული ჩემპიონატის სატურნო ცხრილში, მესამე ადგილს იკავებს, რაც მის სპორტულ განწყობაზე მეტყველებს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი უპირატესობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ და მყარი პირველი ადგილის პრინციპულად შენარჩუნებისთვის, საშინაო არენაზე, მორიგი გამარჯვება ვიზეიმეთ. ჩვენი კლუბის მრავალ წარმატების ფაქტორთაგან ერთ-ერთია სარაგბო კლუბ „ბათუმის“ – სკოლის აღსაზრდელთა ამოსვლა უმაღლეს გუნდში“ – აღნიშნა კლუბის ხელმძღვანელმა…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის დახმარებით, თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი დაბრუნდა 

ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით,  საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს. თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით. ნახატის  მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვა პორტეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ხელოვნების ნიმუში, უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს. თამარ მეფის პორტრეტი პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ – მუხრანელს ეკუთვნოდა. თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და დიდი ქართველი მრეწველის, აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო. უნიკალური საგანძურის სამშობლოსთვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს და ამისთვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტისგან მიწვევა მიიღო

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და თავის ქვეყანაში ეპატიჟება. “პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს ახასიათებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კავშირების მაღალი ინტენსიურობა, რაც ჩვენი საზოგადოების მოლოდინების თანახმად, მომავალშიც უნდა იქნეს შენარჩუნებული. გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო მიიღეთ ჩემი მოწვევა პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით, შესაძლო უახლოეს ვადაში”, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის წერილში. ანდჟეი დუდა გამოთქვამს რწმენას, რომ ტრადიციული და ნაყოფიერი პოლონურ-ქართული მეგობრობა, კვლავაც, დინამიურად განვითარდება, რაც სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას და ერებს. მისივე თქმით, პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარს უჭერს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ…

მეტი...

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობიდან 1 წელი გავიდა

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირიდან ტრაგედიის ადგილამდე მსვლელობას გეგმავს. „ეს დღეც და 2017 წლის 1 დეკემბრის შემდეგაც ყველაფერი ზიზღს იწვევს ჩემში. ვერსად ვჩერდები, ადგილს ვერ ვპოულობ, ვერც სახლში ვარ და ვერც ქუჩაში. ყოველთვის დათუჩასთან ვარ, დილითაც, საღამოსაც, შუადღითაც. ჩვენ ყველანი მოგვკლეს“ – განუცხადა ზაზა სარალიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. ​შვილმოკლული მამის თქმით, ხორავას ქუჩის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. „დღეს 14:00 საათზე, მსურველებთან და მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე…

მეტი...

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა – ომბუდსმენი

პროკურატურას მიმართავს „სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არ მოხდა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება. სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხება. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა, მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სამართლის საპოვნელად და მკვლელების დასასჯელად ისევ ქუჩაშია. როგორც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, მომხდარი ფაქტი და შემდგომი პროცესები ადასტურებს, რომ სამართალდამცავ სისტემაში რეფორმა აუცილებელია. „ერთი…

მეტი...

ქუთაისში ძლიერმა ქარმა 150 ხე მოგლიჯა და 5 ავტომობილი დააზიანა

ქუთაისში ძლიერმა ქარმა 150 ხე მოგლიჯა და 5 ავტომობილი დააზიარა. მეორე დღეა ქუთაისი სტიქიას ებრძვის. დღეს, გორის ქუჩაზე კიდევ ერთი მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომობილს, მანამდე, ახალგაზრდობის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა. სახურავი ელექტროსადენებს დაეცა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე ოჯახს შეუწყდა. ქარმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ბოძები, საცხოვრებელი სახლები. ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ ნალექიც მოვიდა, თუმცა ძლიერი ქარი კვლავ ნარჩუნდება. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სტიქიის გამო მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ხოლო მოქალაქეებს ვისაც რაიმე სახის პრობლემას შეუქმნის ძლიერი ქარი, მერიის ცხელ ხაზს და საბინაო სამსახურის წარმომადგენლებს უნდა დაუკავშირდნენ.  ქუთაისში…

მეტი...