ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც ხმა არ მომცა – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და დიდ მადლობას უხდის ყველა ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის. სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის ჟურნალისტებს და ამბობს, რომ მომავალში აქტიურად ითანამშრომლებს მედიასთან.ასევე, მადლობა უხდის მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერისთვის. “ვიცი, რომ ყოველთვის არ გპასუხობდით ყველა კითხვაზე, მომავალში გვექნება ძალიან კარგი თანამშრომლობა. დღეს დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე შეფასებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს საქართველომ გააკეთა პრინციპული არჩევანი, რასაც დღევანელი და ხვალინდელი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. “ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც…

მეტი...

დღევანდელი არჩევნები იყო ერთგვარი რეფერენდუმი – კახა კალაძე

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის  თითოეულ ამომრჩეველს დღეს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს. კახა კალაძის შეფასებით, დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულება, მისი ღირსების დაცვა კი – უმთავრესი პრიორიტეტია.​ მისივე თქმით, ​არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის ძალზე მაღალი აქტივობა იყო, რამაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების…

მეტი...

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ პოლიციას და ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგს გამოაცხადებს ცესკო, პოლიციას და ჯარს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. ​მისი აზრით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხეები და გადაარჩინოს საქართველო. „ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას. მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მოგიწოდებთ, ერთიანობისკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მეტი...

ოპოზიცია მობილიზაციას აცხადებს და ამბობს, რომ ყველაფერი ახლა იწყება

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, არჩევნებზე მოსახლეობის უპრეცენდენტო მოსყიდვა მოხდა, რაც ხელისუფლებას არ უნდა შერჩეს. „ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა. ყველა მოისყიდეს. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი – ყველა საქმეში იყო ჩართული… ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ და ყველაფერი ახლა იწყება. ამ არჩევნებით, ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია, რადგან ასეთი სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს არ უნახავს”, – განაცხადა ვაშაძემ.

მეტი...

„გეყოლებათ ის ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში“ – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა მხარდაჭერისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი განცხადება ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. „პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც ამ არჩევნებზე მოხდა, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება. პირველ რიგში, ამომრჩეველმა, გააცნობიერა საკუთარი ძალა და კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები. მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ… ძალიან დიდ მადლობა…

მეტი...

ზურაბიშვილი 55% – ვაშაძე 45%

კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. სხვაობა 10%-ია. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 45%. როგორც „ედისონ რისერჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის 17:00 საათის მაჩვენებელი. პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან კი მხარდამჭერები იკრიბებიან და გამარჯვებას აღნიშნავენ.  

მეტი...

„იმედის“ კვლევით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 58%-ით მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ასეთია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. გრიგოლ ვაშაძის შედეგი კი 42 პროცენტია. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი არჩევნების მეორე ტურში „გელაპმა“ ჩაატარა. გამოკითხულია 10 204 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

მეტი...

„აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც აჭარბებს“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ამომრჩევლების აქტიურობით ძალიან კმაყოფილია. როგორც არლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასეთი აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც კი არ ყოფილა. „უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება. იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით, რომ ოთხშაბათ დღეს არ ექნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა ამომრჩეველთა აქტივობაზე. ჩვენი ნათქვამი რეალურად გამართლდა. აქაც ნახავდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში, „რუსთავი 2“-ში იყო აბსოლუტურად კომიკური ვითარება, როდესაც ე.წ. ჟურნალისტები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს იყო დაბალი აქტივობა. ამაზე იყო საუბარი დილიდან და ეს იყო კომიკური. არის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი. იმ…

მეტი...

შსს-მ აბაშის ინცეინდენტზე გამოძიება დაიწყო

სამეგრელოში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე მომხდარ შემთხვევაზე. როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულბთ, ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით დაიწყო. „მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში. არსებული ინფორმაციით, აბაშაში “ქართული ოცნების” დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს…

მეტი...

თამარ ჩუგოშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას და ცესკოს მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ ეტაპისთვის (17:00 საათისთვის) რაიმე არსებითი ხარვეზები არ დაფიქსირებულა. მან ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს, ასევე კერძო დამსაქმებლებს მიმართა და მოუწოდა, ამომრჩევლების კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები მაქსიმალურად დაიცვან. „მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო პროცესში და დავაფიქსიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენი პოზიცია; მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად; მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად;მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის…

მეტი...

არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, ყველა დაისჯება – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა რუსთავში დაფიქსირებულ ორმაგ მარკირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის ათზე მეტი შემთხვევა მიუთითებს სისტემურ დანაშაულზე. „როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობა” შეაშინა ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსთავში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იქ გამოვლინდა გაყალბების სისტემური მცდელობა, კერძოდ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 7 პირი ცდილობდა ე.წ. ორმაგი მარკირებით მიეცათ ხმა საარჩევნო უბნებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სახელებს და გვარებს, ესენი იყვნენ:…

მეტი...

საპრეზიდენტო კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი თბილისსა და ქუთაისში გააკეთეს

საპრეზიდენტო კანდიდატებმა, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ, არჩევნების მეორე ტურში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმა მთაწმინდის მე-4 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და როგორც განაცხადა, ხმა ევროპულ კანდიდატს მისცა. „ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს, ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის ერთიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო, ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატი უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. ​მანამდე საკუთარი არჩევანი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქალაქ ქუთაისში გახსნის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ საარჩევნო უბანზე და…

მეტი...

ამომრჩევლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ – ვითარება სენაკის 64-ე ოლქში

სენაკის 64 საოლქო საარჩევნო კომისიის ორ უბანზე, კერძოდ მეტვრამეტე და მეექვსე უბნებზე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, დამკვირვებელი მირანდა მირცხულავა საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღებას ახორციელებს. მას მოქალაქეების მიმართ ზემოქმედებისა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობაშიც ადანაშაულებენ. როგორც სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია აცხადებს, მეთვრამეტე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმონადგენელმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს არ მისცა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, ხოლო მეექვსე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციულად მიმართავდნენ, რითაც ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობდნენ. მისივე თქმით, ორივე ინციდენტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერილია. თავად მირანდა მირცხულავა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.…

მეტი...

თელავში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება

თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, 30 ნოემბერს 15:00საათზე,  მუსიკალური საღამო – “კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეგობართა კლუბის დაარსება. სპეციალურად საღამოსთვის, ნაჩვენები იქნება ნინო ახვლედიანის დოკუმენტური ფილმი – “სიმფონიეტა 10”. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1927 წელს დაარსდა, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 8 წლის განმავლობაში მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. 1935 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმად. მუზეუმი მოთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში. აქვს სხვადასხვა პერიოდები განყოფილებები. მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო…

მეტი...

სპანჩ ბობის შემქმნელი სტივენ ჰილენბერგი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკული ანიმაციური სატელევიზიო სერიების „სპანჩ ბობი კვადრატულ შარვლიანი“ -ის შემქმნელი სტივენ ჰილენბერგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ნეიროდეგენერაციული დაავადებით იყო ავად, – იტყობინება Csbnews-ი. მულტსერიალი “სპანჩ ბობი” პირველად 1999 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ბევრი სერიის იდეა გამოუქვეყნებელი საგანმანათლებლო კომიქსების წიგნიდან – The Intertidal Zone, მომდინარეობს. სერიალს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის რვა ოქროს Reel Awards -ი, ოთხი „ემი“, 15 „საბავშვო არჩევანი“ და ორი BAFTA. მიუხედავად ფართოდ გავრცელებული პოპულარობისა, სერიალი არაერთხელ გაეხვა სკანდალში და დაპირისპირებაში. ერთ-ერთი სკანდალური თემა კი სპანჩ ბობის სექსუალური ორიენტაცია იყო. სტივენს მეგობრები სოციალური ქსელის მეშვეობით ემშვიდობებიან:…

მეტი...

საპრეზიდენტო არჩევნების II ტური – I პირების არჩევანი და მათი მოლოდინი

​საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დღეს, 28 ნოემბერს იმართება. მოსახლეობამ არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ზუსტად ერთი თვის წინათ გამართული არჩევნების პირველ ტურში, ხმათა უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და დამოუკიდებელმა კანდტიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღეს, მაგრამ 50% -იანი ბარიერი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. შესაბამისად დაინიშნა მეორე ტური. საკუთარი არჩევანი დღეს უკვე გააკეთეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ბიძინა ივანიშვილი: “არჩევანი გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის, რომ საბოლოოდ უარი…

მეტი...

სკოლებში მასწავლებლებზე ვაკანსიები ცხადდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სკოლაში მუშაობის მსურველთათვის, სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს, მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს. ვაკანსია არის, როგორც სასკოლო საგნების პედაგოგებზე, ასევე, ინტეგრირებული კლასის სპეციალურ მასწავლებლებზე. დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: ვაკანსიები სკოლებში ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები.

მეტი...

“დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი, ნუ შექმნით აგრესიულ ფონს” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორებსა და მხარდამჭერებს მობილიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავისუფალი არჩევანის გაკეთება დღეს გაცილებით მარტივია. მან კონკრეტულ მედიასაშუალებებს მოუწოდა, აგრესიულ ფონს ხელოვნურად ნუ შექმნიან. ირაკლი კობახიძე ბათუმის ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც N 29-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ხმაური საარჩევნო სიებს მოჰყვა, რომელიც “ქართული ოცნების“ კოორდინატორებს წაართვეს. ​როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, არის უამრავი სპეკულაცია, რითაც ხელოვნურად იქმნება აგრესიული ფონი. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება, კომისიიდან აიღოს ოფიციალური საარჩევნო სიები, მათ შორის ფოტოსურათებით, გარდა პირადი ნომრებისა. “არის სიები, რომელიც…

მეტი...

ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ აუცილებელი – პრეზიდენტი 

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, გარანტია იმისა, რომ არჩევნები მაღალ დონეზე და ნაკლები დარღვევებით ჩატარდება. როგორც პრეზიდენტმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში გაცილებით მაღალია ამომრჩეველთა აქტივობა, რაც მისასალმებელი და საამაყოა. თუმცა მეორე მხრივ, ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი. “​ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელ აქტიურობას, რასაც ვხედავ, მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ყველა ამომრჩეველს, აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბანზე, გამოიყენონ თავისი ბიულეტენი, დააფიქსირონ თავისი არჩევანი, ითამაშონ…

მეტი...

საარჩევნო უბნიდან, ​ფოტოგადაღებისთვის დამკვირვებელი გააძევეს  

ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბნიდან, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი ელისო შენგელია, ტელეფონით ფოტოს გადაღების გამო, სამართალდამცველების მეშვეობით გააძევეს. თავად ელისო შენგელია აცხადებს, რომ ფოტოს გადაღების სრული უფლება ჰქონდა. ფოტო არც რეგისტრაციისთვის და არც ყუთისთვის არ გადაუღია, გადავიღო გარკვეული ადამიანების გადაადგილება. “მე ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, დამკვირვებლის სტატუსით მოვედი მე-4 საარჩევნო უბანზე. გარკვეული ფოტოს გადაღების უფლება მაქვს, მთავარია, რომ ფოტო არც რეგისტრაციისთვის და არც ყუთისთვის არ გადამიღია. უბრალოდ გადავიღე გარკვეული ადამიანის რაღაც მოძრაობა. როგორც კი ეს შეამჩნია კომისიის თავმჯდომარემ, დაწერა ოქმი და მოითხოვა ჩემი გაძევება უბნიდან. მეც შევეპასუხე. ამის მერე პოლიცია გამოიძახა”,…

მეტი...

პრეზიდენტის არჩევნების II ტური იმართება, უბნები 08:00 საათზე გაიხსნა

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც, კენჭისყრაში უკვე მონაწილეობდნენ. ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი, ასევე, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც. როგორც…

მეტი...

თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 15 მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს დედაქალაქის ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 15 მილიონი ევრო გამოყო. თანხა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება. საპროექტო წინადადებაში წარმოდგენილია რეკომენდაციები, კერძოდ, ნაგავმზიდი მანქანების პარკის განახლება (დაახლოებით 80 ერთეული ახალი ნაგავმზიდი და 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა); თბილისის მყარი ნარჩენების (ლილოს) ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის (ლიჩეტის) სისტემის რეაბილიტაცია; ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ნარჩენების გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია და ნაგავმზიდი მანქანების გადაიარაღება. როგორც ფინანსთა სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ განუხადეს, პროექტის მიზანია გაამჯობესდეს სოციალური გარემო და ეკოლოგიური მდგომარეობა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, საქართველოში 200-ზე…

მეტი...

2018 წელი გამორჩეული იყო ქართული სპორტის ისტორიაში – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2018 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში. ამ დრომდე სპორტსმენებმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 827 მედალი მოიპოვეს – 318 ოქრო, 244 ვერცხლი და 265 ბრინჯაო. მისივე თქმით, ​საერთაშორისო არენაზე მოპოვებული გამარჯვებები და ოქროს მედლები არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტში დახარჯულ ფულს გადაყრილად მიიჩნევენ. “ჩვენ დღეს ვისმენთ რიგი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ თურმე სპორტში დახარჯული ფული გადაყრილი ფულია, რასაც ნამდვილად ვერ ვეთანხმები. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ეს დამოკიდებულება. ეს გამარჯვებები, ეს ოქროს მედლები არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც…

მეტი...