ხელისუფლებას გუნდრუკს თუ არ უკმევ, მტრად ხარ მიჩნეული – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ობიექტური შეფასებებისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეტევის ფონზე მხარდაჭერა გამოუცხადა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც პოლიტიკოსებისგან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისმის. „დღეს, არჩევნების წინა დღეს, მე გადავწყვიტე შეგხვდეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებით უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენი დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით – არჩევნებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ვალდებულების შესრულებისთვის, რომელიც ქართული საზოგადოების წინაშე გაქვთ აღებული. ეს მადლობა გეხებათ პირადად თქვენ როგორც მესამე სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების…

მეტი...

“წლებია ვიცნობ გია ვოლსკის და მისი საგარეო ვექტორი რას გულისხმობს, ვერ გავიგე” – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, მმართველი გუნდის წევრის, პარლამენტის ვიცესპიკერ გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ “ქართული ოცნებას” და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, “პატრიოტთა ალიანსისგან”  რადიკალურად განსხვავებული საგარეო ვექტორი აქვთ. “სიმართლე გითხრათ, ამდენი წელია ვიცნობ გია ვოლსკის და მისი საგარეო და საშინაო ვექტორი რას გულისხმობს, ვერ გავიგე. ეტყობა, მარტო თვითონ ესმის, საით მიდის. ჩემი ვექტორი საქართველოა და ძალიან ვწუხვარ, თუ გია ვოლსკისთვის დღემდე დაუჯერებელი და გაუგებარია ეს მარტივი, ნათელი მოცემულობა”, – აცხადებს ირმა ინაშვილი. მისივე თქმით, სოცრუე და აბსურდია  ვოლსკის მიერ ნათქვამი, თითქოს 25…

მეტი...

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებს 2019 წლიდან დაუბრუნდება – ინტერვიუ მარიამ ჯაშთან

მომავალი სასწავლო წლიდან, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდება. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კომისია შეიქმნება, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დედაენის შინაარსობრივი ნაწილის შეჯერებასა და დამტკიცებაზე იმუშავებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ საქართველოს, პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის დავმჯდომარე მარიამ ჯაშს ესაუბრა. – იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სასწავლო სახელმძღვანელოებიდან ამოღებას, საკმაოდ ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. როგორი შედეგი გვაქვს დღეს? -მიღებული შედეგების შეფასება ცალსახად რთულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ, როგორც საზოგადოების, ასევე პედაგოგიური კორპუსის მხრიდან იყო თხოვნა და რეკომენდაცია, რომ სწავლების პროცესში ის უნიკალური მეთოდი დაბრუნებულიყო, რომელსაც…

მეტი...

პრეზიდენტობის კანდიდატ ვაშაძეს მოსკოვიდან 10 მლნ აშშ დოლარი გამოუგზავნეს – ირმა ინაშვილი 

​პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, “რუსთავი 2” -სა და სააგენტო “პრესა.ჯი”-ს გუშინ, გვიან ღამით, 10 მილიონი აშშ დოლარი გამოუგზავნა, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის. როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მობილიზება ბუკიას ბაღში იგეგმება. მოსკოვიდან გამოგზავნილი 10 მილიონი აშშ დოლარი კი “მოტეხეს” და ამსტერდამშია. ასე უპასუხა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ბრალდებებს, თითქოს არჩევნებში მხარდაჭერისთვის მას 2 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს…

მეტი...

თავისი სურვილით სააკაშვილის დაბრუნებას არ უნდა ველოდოთ, თორემ ღარიბაშვილი არსად წასულა – კობა კობალაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი კობა კობალაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, არის ღირსებისა და სამშობლოს შეგრძნების მქონე ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და თავის მოვალეობას ახალგაზრდული შემართებით ასრულებდა. ​​ის პოლიტიკიდან არ წასულა. “არანაირად არ უნდა ველოდოთ, თავისი სურვილით მიხეილ სააკაშვილისა და იმათ დაბრუნებას, ვინც გაიქცა აქედან. თორემ ხალხი, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე ვალდებულებით და სამშობლოს შეგრძნებით ცხოვრობს, ისინი არასდროს წასულან და არც დასაბრუნებელი სჭირდებათ. ირაკლი ღარიბაშვილი აძლიერებს იმ სეგმენტს, რომელშიც ის არის. დანარჩენი სად იქნება გამოსაყენებელი მისი პოტენციალი, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი აზრს მოკლებულია”, –…

მეტი...

„რუსეთი დაინტერესებულია, დონბასის მთლიან ტერიტორიას დაეპატრონოს“ – ვახტანგ მაისაია

„რუსეთის მიზანია, ხელში ჩაიგდოს უკრაინის საზღვაო ნავსადგური და უკრაინას საზღვაო სახელმწიფოს სტატუსი წაართვას“ – აღნიშნული განცხადება სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც მაისაიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი გეგმები ქალაქ მარიოპოლსაც უკავშირდება: „რუსეთს აქვს პირდაპირი დაინტერესება, რომ დონბასის მთლიან ტერიტორიას დაეპატრონოს და როგორც ლუგანსკის, ისე დონეცკის ეგრედწოდებული რესპუბლიკის სეპარატისტული რეგიონების მთლიანი სივრცე ხელში ჩაიგდოს. ასევე, თვალის უჭირავს ქალაქ მარიოპოლზე, რომელიც მნიშვნელოვანი საზღვაო ნავსადგურია. ის უკრაინის მნიშვნელოვანი ბერკეტია და მისი ხელში ჩაგდებით რუსეთი უკრაინას საზღვაო სახელმწიფოს სტატუსს უკეტავს“. სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთი შავი ზღვის აკვატორში სამხედრო ძალების წარმომადგენლობას აძლიერებს და ქერჩის…

მეტი...

ავღანეთში, საქართველოს პრეზიდენტი განმეორებით აირჩიეს  

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებისთვის უკვე ჩატარდა. ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე” .​ ავღანეთში მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდა. საარჩევნო ​პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, დაილუქა და შედეგებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ნოემბერს დაითვლიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება…

მეტი...

“რუსეთის სამომავლო სამიზნე ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებია“ – სამხედრო ანალიტიკოსი

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია უკრაინაში რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ აგრესიას საქართველოსთან აკავშირებს და აცხადებს, რომ ოკუპანტის სამომავლო გეგმა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების ხელში ჩაგდებაა. აღნიშნული განცხადება მაისაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „შავი ზღვის აკვატორიაში რუსული სამხედროების გაძლიერება პირდაპირ კავშირია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოსთან. როგორც ჩანს, რუსები აპირებენ, მთლიანი საზღვაო ეკვატორია ხელში ჩაიგდონ. სავარაუდოდ, ამ გეგმის ნაწილია ქართული „პორტები“, რომელიც მათ დიდიხანია სურთ“ – აღნიშნა სამხედრო ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“. ვახტანგ მაისაიამ რუსი შავრაზმელის ოფიციალური განცხადებაც გაიხსენა, რომელიც ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებზე საუბრობდა: „აღნიშნული ინტერესის შესახებ განცხადება, ერთი თვით ადრე, სატელევიზიო გამოსვლაში ცნობილმა…

მეტი...

საქართველო რუსული აგრესიისთვის  მობილიზებული უნდა იყოს – კობა კობალაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი კობა კობალაძე აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა არის ერთ მიმართულებაზე მდგარი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სურვილი იყვნენ თავისუფლები და საერთო თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრნი. აქედან გამომდინარე არ შეიძლება, რუსეთის აგრესია რომელიმე ქვეყნის მიმართ განცალკევებულად განიხილებოდეს. საქართველოც და უკრაინას რუსული აგრესიისთვის მობილიზებულები უნდა იყვნენ და ნებისმიერი მათი ქმედება უნდა იყოს განპირობებული  სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე. როგორც კობა კობალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​რუსეთის მიზანია უკრაინისთვის უპერსპექტივო გახადოს შავი ზღვის აკვატორიაში მოძრაობა და  მისი სწრაფვა პრინციპული დამოუკიდებლობისკენ. “განზოგადებულად და განცალკევებულად ვერ განვიხილავთ იმ პროცესებს. ილუზიაში არ უნდა გადავვარდეთ და იმედები…

მეტი...

სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნება. აღნიშნული თანამდებობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. ინფორმაციას თავად მომღერალიც ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი საკურატორო სფერო მერიაში ძირითადად კულტურის, სპორტისა და განათლების სფერო იქნება. ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობაზე სოფო ხალვაშის კანდიდატურა მერმა, ლაშა კომახიძემ წარადგინა. „ადრეც მქონდა ლაშა კომახიძისგან შემოთავაზება, მაგრამ თავს ვიკავებდი. მე უფრო კულტურის მიმართულებით ვიმუშავებ.  შევეცდები ჩემი გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენო. მაქვს რაღაც იდეები და თუკი მექნება ამ იდეების განხორციელების საშუალება, რის გამოც დავთანხმდი ამ ყველაფერს, კარგი…

მეტი...

საინფორმაციო გამოშვებებში ინფორმაციის 79% ყალბი ან ინტერპრეტირებულია – კვლევა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე აცხადებს, რომ საარჩევნო პერიოდში ზოგიერთი მედიასაშუალებებით აქტიურად მიმდინარეობს გამოგონილი ინფორმაციების ტირაჟირება და საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული ფაქტების 79.4% ყალბი ან დამახინჯებულია. ჟურნალისტები ხშირად, საკუთარ მოსაზრებებს ფაქტებად წარმოაჩენენ, რითაც მაყურებელი მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში. ასევე, თოქ-შოუებში, განსაკუთრებით კი „კვირის აქცენტებში“, თავად გადაცემის წამყვანებმა არაერთხელ  გამოიყენეს ადამიანის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადებები. როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე თოქ-შოუებში ხშირია გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება. კვლევის პრეზენტაცია გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართა. კვლევის ობიექტად შეირჩა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ი და მის ეთერში 3 დღის განმავლობაში გასული 15 საინფორმაციო გამოშვება. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ…

მეტი...

პრეზიდენტის ხელნაკეთი და პირველი ლედის მიერ მოხატული ნარდი 15 000 ლარად გაიყიდა

საქართველოში ​დღეს, The New York Times-ის ლიცენზიანტი გამომცემლობის „სახე(ლ)ები“ ორგანიზებული ყოველწლიური ტრადიციული საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. წარმოდგენილ 50-მდე ლოტს შორის, კაკლისა და რცხილას ხისგან დამზადებული, პრეზიდენტის ხელნაკეთი და პირველი ლედის მოხატული ნარდიც იყო, რომელიც 5700 აშშ დოლარის ექვივალენტად ლარში გაიყიდა. როგორც პრეზიდენტის ადმინიტრაციაში აცხადებენ, საქველმოქმედო აუქციონიდან შესული თანხით უმწეო მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა ინტეგრირებული სახლი აშენდება, რომლის ანალოგი მსოფლიოში სულ რამდენიმეა და ათწლეულის საუკეთესო იდეის სახელითაა ცნობილი. ღონისძიებაზე გამოცემა The New York Times Turning Points-მა საქართველოს პატრიარქსა და საქართველოს პრეზიდენტს გამოცემის სპეციალური პრიზი გადასცა. საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული პრიზი, რომლითაც The New…

მეტი...

ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ საბოლოო ბრძოლისთვის – ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

თანამდებობიდან წასვლიდან სამი წლის თავზე, დუმილს არღვევს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, ყველაფერი პირადი გვერდზე გადადონ და საბოლოოდ უთხრან უარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან ერთად ყველა არაეროვნულ ძალას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსშია აღნიშნული, ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისმის, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის…

მეტი...