მე არ ვირჩევ დას, მე ვირჩევ პრეზიდენტს – ოთარ ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ საზოგადოებას 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მხარდაჭერას უცხადებს მისი ძმა, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ოთარ ზურაბიშვილი. როგორც იგი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მისი და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეხედულებები ხშირად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ არსებობს პრინციპები, რომლებსაც არც ერთი მათგანი არ ღალატობს, – საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ოთარ ზურაბიშვილი ქართველ ამომრჩეველს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პროფესიონალს, კომპეტენტურ და გამოცდილ პოლიტიკოსს. „ვარ დაბადებული და გაზრდილი საფრანგეთში პოლიტიკურ-ისტორიული ემიგრანტის ოჯახში. ახალგაზრდობიდან ვიყავი ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერდი ქართულ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია დღეს, ენგურზე დაასრულა. კანდიდატი იქ  შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ენგურზე დასრულება სიმბოლურია. „ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება. ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ საოკუპაციო ხაზია, მეორე მხრივ ენგურჰესი, რომელიც ერთ -ერთი მაგალითია იმისი, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა და არის ბევრი სხვა რამ, ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. ეს არის ჩემი კამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით,…

მეტი...

წარსულში დაბრუნება არ მინდა, მინდა სტადიონები ივსებოდეს გულშემატკივრებით – გიორგი ჭილაია

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ჭილაია აცხადებს, რომ არ სურს წარსულში დაბრუნება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში არ მოვიდეს. “არ მინდა ის ავადსახსენებელი 9 წელი დაბრუნდეს. მინდა სტადიონები გაივსოს სპორტის გულშემატკივრებით. იმართებოდეს საფეხბურთო მატჩები და ხალხი ტაშს გვიკრავდეს. სიხარულის და ბედნიერების ცრემლები გვდიოდეს“, – განაცხადა გიორგი ჭილაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. ​როგორც ვეტერანი ფეხბურთელი აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ვეტერანი ფეხბურთელები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას. მათი აზრით, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ქართული სპორტის განვითარებისთვის. “ჩვენ თვითონ დავდივართ რეგიონებში, სადაც ჩვენი სამეგობროა. თამაშებს ვაწყობთ, ერთმანეთს ვეფერებით,…

მეტი...

“დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით” – უკრაინის პატრიარქი რუს სამხედროებს მიმართავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტამ უკრაინელ ხალხს მოუწოდა დადგნენ სამშობლოს დასაცავად და მამაცურად დაუპირისპირდნენ მტერს. ხოლო რუს ჯარისკაცებს მოუწოდებს, ნუ დაღვრიან იმ ხალხის სისხლს, ვისაც ძმებს უწოდებენ, დამალონ ხმალი და სახლებში დაბრუნდნენ. როგორც უკრაინული საინფორმაციო „უნიონი“ იტყობინება, პატრიარქმა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესიაში დაადანაშაულა და ძმების მკვლელებად მოიხსენია. „უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე – მამაცურად დაუპირისპირდეს მტერს, დადგეს სამშობლოს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გადადონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ. თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თანამდებობებზე უნდა იზრუნოთ? მივმართავ ძმების მკვლელებს – ახალ კაენებს, რომლებიც…

მეტი...

ბათუმის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასრულდა, განახლდა ჭერის უნიკალური მოხატულობა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასრულდა. ისტორიული შენობის უნიკალურ კედელსა და ჭერის მხატვრობას რესტავრაცია ჩაუტარდა და დაუბრუნდა ავთენტურობა, ისევე, როგორც უნიკალური ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. შენობის რესტავრაციასთან ერთად, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები, რაც დასს საშუალებას მისცემს განახორციელოს ყველაზე თამამი ექსპერიმენტები და უმასპინძლოს მსოფლიო დონის თეატრალურ დასებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება, რომ შენობაში არსებულ დიდი და მცირე სცენებზე პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა წარმოდგენები გაიმართოს. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, დრამატული თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” 14,5 მილიონი ლარით დააფინანსა. თეატრი…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი საომარი მდგომარეობის შემოღებას ითხოვს

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას ითხოვს. ამ ყველაფრის მიზეზი კი რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის სამხედრო გემებზე შეტევა გახდა. უკრაინის სამხედრო საზღვაო გებემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა.უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი „ბერდიანსკი“ და „ნიკოპოლი“ ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდა. ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი „იან კაპუ“. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური. მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო…

მეტი...

“ვინც ხმას მიცემს გრიგოლ ვაშაძეს, გაირიცხება “ქართული მარშის” რიგებიდან”- სანდრო ბრეგაძე

​საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოძრაობის რიგებში პოზიციები გაიყო. ნაწილი 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას უჭერს მხარს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ, მოსწონთ თუ არა, პრეზიდენტობის იმ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” უჭერს. როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, “ქართული მარში” კატეგორიულად გამორიცხავს “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას. “ნებისმიერი ჩვენი წევრი, ვინც ხმას მიცემს ვაშაძეს, გაირიცხება მარშის რიგებიდან. ამავე დროს ვაცხადებთ თავისუფალ არჩევანს, ვისაც სურს შეუძლია არ წავიდეს არჩევნებზე ან მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილს – პირადად…

მეტი...

„ქართული მარში“ ტრამპთან უფრო ახლოა, ვიდრე პუტინთან – სანდრო ბრეგაძე

„მესამე ძალის ჩანასახი არსებობს, თუმცა „ქართული მარში“ ჩართული არ არის“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს განაცხადა. ბრეგაძე, სამომავლოდ, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ „ქართული მარში“ ტრამპის პოლიტიკასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე პუტინთან. „არის ჩანასახი, ქვეყანაში მესამე ძალა შეიქმნას. რამდენიმე პოლიტიკური გუნდი ცდილობს, გარკვეული ეროვნული ძალების გაერთიანებას. ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩაბმული ამ ეტაპზე, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს დასახვეწი და ჩამოსაყალიბებელია. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიასთან“ თანამშრომლობას, დღეს ეს თემა არ განიხილება. „ქართული მარში“ არც პრო რუსული, არც პრო…

მეტი...

„პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია“ – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ​როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავიწყეთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას გამოაცხადებს. ორი აზრი არ არსებობს, ეს ასე იქნება. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ამ საკითხს, რადგანაც, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში, სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს მივიღებთ და ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება“ – აღნიშნა ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაზეც ისაუბრა. კერძოდ,…

მეტი...

“2012 წლიდან “ქართული ოცნების” გვერდით ვართ” – ვეტერანი ფეხბურთელები

ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ნოდია, მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული პარტია “ქართული ოცნების” გვერდით არიან და დღესაც, საკუთარი სურვილით განაგრძობენ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. როგორც ლევან ნოდიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვეტერანი ფეხბურთელები კახა კალაძის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი და მათი მიზანია ქვეყანაში განვითარდეს სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული იყოს, აშენდეს სპორტული ბაზები, რომლებიც “განადგურდა იმ 9 წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო”. “მარტო თბილისის მიდამოებში 27 სტადიონი მოსპეს, ბავშვებს არ დაუტოვეს გასაქანი. ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, ბევრი მსოფლიო ჩემპიონის აღზრდა შეგვიძლია,…

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ჩემი ხმა ვერ წავა მის მხარეს” – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერები თავიანთ მხარდამჭერებს, საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მათ სრული უფლება აქვთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. ​როგორც “მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, პირადად ის ხმას არ აძლევს სალომე ზურაბიშვილს, რადგან მიაჩნია, რომ ის არ არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების შიშით მას ხმას ვერ მისცემს. მისივე თქმით, მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ქართული მარშის” წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ “მარშის” ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება მათ არ მოუწოდონ, რომელიმე კანდიდატის…

მეტი...

ქუთაისში “მშვიდობის ბურთის” ძეგლი დადგეს 

ქალაქ ქუთაისში, ტორპედოს სტადიონთან, “მშვიდობის მოედანზე” პირველად მსოფლიოში “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი დაიდგა, რომელზეც სიტყვა მშვიდობა 67 ენაზე არის განთავსებული. მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ​ ​როგორც იდეის ავტორი, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი, ბესიკ ადამია აცხადებს, ამით მოიხსნა პარიზის მშვიდობის კედლის რეკორდი, სადაც მშვიდობა 49 ენაზე წერია ქართულის გარდა, კავკასიური ენებიდან მხოლოდ სომხურად. მშვიდობის ბურთზე მშვიდობა წერია პარიზის მშვიდობის კედლის 49 ენას პლიუს ქართულ, აფხაზურ და ოსურ, ჩრდილოეთ კავკასიურ, გაეროს, და რიგ საინტერესო ანბანის მქონე ენებზე, რომლებიც განლაგებულია დიდი ფორმატის ქართული მშვიდობას ქვემოთ, ისინი იწყება ებრაულ ენის სიტყვა მშვიდობით.…

მეტი...

მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ  მას საქართველოსთვის სტაბილურობა სურს. მისი თქმით, ქვეყანას რევოლუცია და ერთმანეთს შორის დაპირისპირება აღარ სჭირდება. – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. “მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა. ჩვენი ურთიერთობები უცხოეთში, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დამოკიდებულება და ურთიერთგაგება ქმნის სტაბილურობას. ამ ქვეყანას აღარ სჭირდება, არც რევოლუცია, არც ერთმანეთში დაპირისპირება. არამედ, ჩვენ გვჭირდება ამ გზის გავლა იმისთვის, რომ სარკის მეორე მხარეს გავიდეთ და გავხდეთ თანამედროვე, ჩვენ თავში დარწმუნებული ქვეყანა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მას საქართველოს მომავლის სჯერა და სწორედ ამიტომ ჩამოვიდაქვეყანაში და დარჩება აქ. “ამ ქვეყნის მომავლის რწმენა და იდეოლოგია არის ის, რაც ჩვენ არა მხოლოდ გვაერთიანებს, არამედ მომავლის გზასაც გვიჩვენებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

ქუჩური გარჩევები კრიმინალად ჩაითვლება – გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მალე, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა, ასევე, იქნება კრიმინალიზებული. რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს, გახარიას შეფასებით, ამ “ღიმილისმომგვრელ ისტორიებს” და მათთან დაკავშირებულ კითხვებს არჩევნების შემდგომ გაეცემა პასუხი. “ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი, შედეგები, უბრალოდ, რომ ჩაიხედოს ვინმემ, რა ხდება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ნაწილში დღეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასევე, მინდა სიახლე გამცნოთ – უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს…

მეტი...

“მე და სალომე ვამაყობთ ჩვენი შვილებით, მამაცურად უმკლავდებიან თავდასხმებს” – კოკი გუგუშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მხარდაჭერას უცხადებს მისი ყოფილი ქმარი, თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანების მამა. მის სტატუსს სოციალურ ქსელში ქეთევან გორჯესტანი ავრცელებს სათაურით – “კოკი გუგუშვილის მიმართვა, პასუხი და მხარდაჭერა” “მოგმართავთ, როგორც თეიმურაზისა და ქეთევან გუგუშვილი გორჯესტანების მამა. უფროს თაობებს ალბათ ახსოვთ ვინ ვარ და რას წარმოვადგენდი საქართველოში სამი ათეული წლის წინ. ახალ თაობას კი ჩემს ამბავს მოვუყვები, რომ სოციალურ მედიაში მძვინვარე დეზინფორმაციით გაჯერებულ ჭუჭყში არ ჩაიძიროს. მამაჩემი, ევსევი-ძუკუ გუგუშვილმა საქართველო 1913 წელს დატოვა და ირანში ცნობილ ქართველ ინვესტორთან, აკაკი ხოშტარიასთან სამუშოდ წავიდა. ბატონი აკაკი,რომელიც იმ ხანად ბაბუაჩემის, დიმიტრი გუგუშვილის…

მეტი...