თბილისში ახალი ესტაკადა გაიხსნა – რა ხარვეზზე უთითებენ მოქალაქეები

თბილისის საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი ესტაკადის მშენებლობა დასრულდა, ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. როგორც მერი აცხადებს, ესტაკადაზე მოეწყო ტექნიკური ტროტუარი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა LED სანათებით, სკვერი და ესტაკადიდან სკვერში ჩასასვლელი ლითონის კიბე. გარდა ამისა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება დღეიდან ავტომობილით  ყოველგვარი საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი. ახალი ესტაკადის გახსნას უკვე მოჰყვა კომენტარი მოსახლეობის მხრიდან, ისინი ძირითადად ინტერესდებიან, როგორ უნდა გადაკვეთონ ქვეითებმა ეს მონაკვეთი, რამდენი მეტრი უნდა გაიარონ ზევით ან ქვევით და რა ფორმით უნდა…

მეტი...

ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია-რეკონტრუქცია იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. მათ შორისაა, ქუთაისის ისტორიული უბნის – რიონის სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაცია და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ითვალისწინებს რიონის სანაპიროზე განლაგებული, 19 საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციას. ფონდს, ასევე დაგეგმილი აქვს 1976 წელს დაარსებული დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. სახვითი ხელოვნების გალერეას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. “ფონდმა 2019 წლისთვის დაგეგმა 19 საუკუნის რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების ჩატარება. ისტორიულ ნაწილში…

მეტი...

ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა სახელმწიფოებრივი ამოცანაა – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქართული ჯარის ღირსებად აფასებს იმას, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ვერავინ შეძლო ქართულ ჯარში დაპირისპირების შეტანა და ქართველი სამხედროების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა. “ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ჯარში რაიმე დაპირისპირების შეტანა. ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს! ამის გარანტი იქნება თქვენი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი. მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებების…

მეტი...

ქართული ჯარის თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებით აღჭურვა უნდა გაგრძელდეს – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს  გიორგობის დღესასწაული მიულოცა და უღრმესი პატივისცემა გამოხატა ჯარისკაცების მიმართ. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, რაც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,  საჭიროა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია; გაგრძელდეს თავდაცვის ძალების თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ტექნოლოგიებით აღჭურვა; უნდა გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში; შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ქვეყნის დასაცავად. მისივე თქმით, გასული ასწლეულის განმავლობაში, ქართულმა ჯარმა არაერთგზის გმირულად იომა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად – 1918 – 21 წლებში გენერლების, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მეთაურობით; 1921 წელს, თბილისის მისადგომებთან, იუნკერების…

მეტი...

12 000-ით გაიზრდა მათი რიცხვი, ვისაც 3 და მეტი ავტომობილი ჰყავს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანის მოსაზრებით, 20 ნოემბრის მდგომარეობით მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა სულ 992 ათასს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ეს რიცხვი მილიონს გადააჭარბებს. როგორც ანალიტიკოსი ფეიბსუქის საკუთარ გვერდზე წერს,  თბილისში მოძრავი  ავტომობილების სტატისტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე დღის წინ საცობში მოჰყვა. როგორც აღმოაჩინა, 2012 წლის შემდეგ, მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ავტოპარკი  349 ათასი(!) მსუბუქი ავტომობილით გაიზარდა. ანუ, საშუალოდ, ყოველწლიურად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 8%-ით იზრდება. 189 000-ით გაიზარდა მათი რიცხვი ვისაც მხოლოდ ერთი ავტომობილი ჰყავს; 51 ათასით გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც 2 ავტომობილი ჰყავს; 12 ათასით გაიზრდა…

მეტი...

ბანკის ვალის გამო ხშირად, ადამიანები სამსახურს ვერ იწყებენ – ვახტანგ ჭარაია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია, დადებითად აფასებს ჭარვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძის ინიციატივას და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს მიეცეთ შანსი თავიანთ შეცდომებზე დაფიქრდნენ და მეორედ თავი გასაჭირში აღარ ჩაიგდონ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვახტანგ ჭარაიამ განუცხადა, ხშირად ადამიანები სამსახურს არ ან ვერ იწყებენ იმის გამო, რომ დაყადაღებული აქვთ ანგარიშები და ნებისმიერ შემოსავალს ბანკი უყინავს. ახლა ეს პრობლემაც მოხსნილი იქნება. “მისასალმებელია 600 ათასი ადამიანის ხელშეწყობა, რომ მათ ძველი ვალები ჩამოეწეროთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კერძო სექტორის ხარჯზე ხორციელდება და არა ბიუჯეტის. ამით, ძირითადად ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი თავის შეცდომებზე დაფიქრდნენ და მეორეჯერ…

მეტი...

ისტორიულ ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 1800000 ლარს შეადგენს. საკონკურსო წინადადების მიღების ვადა 21 დეკემბერს 16:00 საათზე სრულდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეგიონული განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მცხეთის ისტორიული ქალაქი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის. ტურისტული ნაკადების ზრდა ახალ მოთხოვნებს, შესაძლებლობებს აჩენს, რაც ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებსა და მშენებლობებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დასაცავად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს ისეთი მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავებაზე,…

მეტი...

“ეს ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს” – თბილისში ბუტა რობაქიძის მემორიალი გაიხსნა 

თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან გაიხსნა, 14 წლის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მემორიალი გაიხსნა, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოკლული ახალგაზრდების ხსოვნას მიეღვნა. მემორიალზე განთავსებულია წარწერა: ” აქ დახვრიტეს ბუტა! მემორიალი ეძღვნება სააკაშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილი ახალგაზრდების ხსოვნას”. მემორიალის გახსნას დაესწრო პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მან მემორიალი ყვავილებით შეამკო და ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა. მან სრულიად საქართველოს გიორგობა მიულოცა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ის რაც 14 წლის წინ მოხდა, ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს. ქართული საზოგადოების ვალია, არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, არ დავივიწყოთ რა იყო იმ წლებში, როდესაც ადამიანები,…

მეტი...

ღირსეულად შეხვდით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც – ილია II პრეზიდენტობის კანდიდატებს 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვაზე პრეზიდენტობის კანდიდატებს – სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს წმინდა გიორგის ხატები გადასცა და მოუწოდა მათ ღირსეულად შეხვდნენ გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. “მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა, რომ გადმოგცეთ”, –…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე 5%-იანი სხვაობით დამარცხდება და “განკითხვის დღეს” მოაწყობს – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარების თანმიმდევრობაზე საუბრობს და სავარაუდო სქემას აქვეყნებს. ​სანდრო ბრეგაძის ვარაუდით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილთან 5%-იანი სხვაობით დამარცხდება, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობა” განკითხვის დღეს მოაწყობს. “28 ნოემბრის დღის განრიგი: დილით გაიხსნება უბნები, დაახლოებით 12:00 საათზე “რუსთავი-2” და დამკვირვებლები აღმოაჩენენ ვითომ პირველ დარღვევებს; დაახლოებით 15:00 საათიდან “რუსთავი-2”-ის ეთერით გაცხადდება, რომ არჩევნები მასობრივად ყალბდება;  18:00 საათიდან დაიწყება შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება უბნებზე; 20:00 საათზე დაიხურება უბნები და “რუსთავი-2”-ის ეთერში გამოცხადდება, რომ 52-53%-ით გაიმარჯვა გრიგოლ…

მეტი...

25 დაიღუპა და 35 ადამიანი დაიჭრა ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად 

​სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა პაკისტანის პროვინცია ჰაიბერ-პახტუნხვაში, ქალაქ ხანგუს ბაზარში მომხდარი აქფეთქების შედეგად. ​როგორც Aaj TV -ი იტყობინება დაშავებულები ჰოსპიტალიზირებულები არიან, პოლიციამ ბაზრის ტერიტორია გადაკეტა, აფეთქების მიზეზი დგინდება. ჯერჯერობით არც ერთ ტერორიტულ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა აფეთქებაზე. ​ მანამდე პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, თვითმკვლელი ტერორისტები თავს დაესხნენ ჩინეთის გენერალურ საკონსულოს. ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ტერორისტებს ხელში ათობით ხელყუმბარა ეჭირათ. მებრძოლებთან სროლების შედეგად ადგილობრივი პოლიციის 2 თანამშრომლები დაიღუპა, დაიჭრნენ საკონსულოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები. Geo TV -ს ინფორმაციით, ასევე დაიღუპა ორი მოქალაქე, რომლებიც იმ მომენტში საკონსულოში ვიზის…

მეტი...

კიდევ ერთი თბილისური სადარბაზოს უნიკალური მხატვრობა აღადგინეს (ფოტო) 

თბილისის მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის ქუჩის N42-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც ადრეული მხატვრობის ფერწერული ფენები გამოვლინდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპოზიციის დიდი ნაწილი, თვითნებური ჩარევის შედეგად, შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც, სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა. ადრეული მხატვრობის ნიმუში, რაზეც წელიწადის დროებია გამოსახული, კონსერვატორ-რესტავრატორებმა პირვანდელი სახით აღადგინეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, სადარბაზოს კარს, მოზაიკურ იატაკსა და ლითონის მოაჯირებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, 1889 წელს აგებული შენობა, XIX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ინტერიერის მოხატულობა კი, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია. მათივე ინფორმაციით, სადარბაზოს რეაბილიტაცია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“…

მეტი...

მეტი დამკვირვებელი II ტურზე – კახა კალაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს 

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანი კახა კალაძე, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გამოგზავნონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე  დამკვირვებლად, რათა დადასტურდეს ის, თუ როგორი მაღალი სტანდარტით წარიმართება საარჩევნო პროცესი საქართველოში. როგორც კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან დამკვიდრებულ მაღალ დემოკრატიულ და საარჩევნო სტანდარტს უსვამს ხაზს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, მოწვეული იყო ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია – ყველა მათგანმა პოზიტიური შეფასება წარმოადგინა. პირველ რიგში ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის უმაღლესი დემოკრატიული…

მეტი...

ოქუაშვილი არის მსახიობი, რომელიც ასრულებს “ნაცმოძრაობის” სცენარს – ირაკლი კობახიძე 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, ზაზა ოქუაშვილის  ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან იყო ამ უკანასკნელის ნაკლებ ინტელექტუალურ გონებაში მოხარშული მარტივი სცენარი. როგორც ირაკლი კობახიძემ ტვ „პირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ განაცხადა, ოქუაშვილი არის კონკრეტული მსახიობი, რომელიც ასრულებს “ნაცმოძრაობის” სცენარს და ამ თემასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცა. „ეს რუსთავი-2-ის, გვარამიას, შკლიაროვის მიერ დაგეგმილი სცენარი იყო, ამ სცენარის მიხედვით ყოველდღე რაღაც „სკანდალი“ უნდა აეგორებინათ. ყოველდღე ცდილობდნენ ფონის დამძიმებას, რაშიც თვითონ არიან გასვრილი, ის უნდა დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის. ეს არის რეკეტი, სარდაფი, უბედურება და ყველაფერი. მაგრამ ჩაუვარდათ ეს სცენარი ერთი მარტივი…

მეტი...

სააკაშვილს, ვაშაძესა და შკლიაროვს რევოლუცია სურთ – ირაკლი კობახიძე  

​პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მისი პიარმენჯერი შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ რევოლუციის მოწყობას გეგმავენ. ამ თემაზე საუბარს განსაკუთრებით ბოლო დროს მოუხშირეს, რადგან გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ვითარება რთულია. “ისინი გვიანონსებენ რევოლუციას საკუთარი პირით და საკუთარი სიტყვებით, ფარული მოსმენა არ არის საჭირო. მე მაქვს მოსმენების საფუძველზე ასეთი ინფორმაცია, რუსთავი 2-ს ვუსმენ ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. „იმედზეც“ ისმის იგივე, ისინიც აჩვენებენ შკლიაროვს და სააკაშვილს და ვაშაძეს და გვარამიას, ისინი პირდაპირ საუბრობენ…

მეტი...

მეორე ტური არის დემოკრატიულობის ნიშანი, ასე გვაფასებს ევროპა – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ადასტურებს მეორე ტურის საჭიროება, ამას აღიარებს ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება. ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად შეფასდეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაზე მეტი ნეგატივი უშუალოდ მას შეეხო. “არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ შეიძლებოდა ევროპული კამპანიის ჩატარება. რაც შეეხება ლეგიტიმურობას და დემოკრატიულობას, მგონი, ეს არის საქართველოს ისტორიაში, არ მიყვარს ეს სიტყვები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული. მეორე ტურმა აჩვენა, რომ არანაირი გაყალბება არ იყო, რამეთუ თუ სახელმწიფოს…

მეტი...