კოსტავას და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე მიმართულებით იმოძრავებს

თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავას და შარტავას ქუჩებზე, გზის ორივე მხარეს ავტობუსის სამოძრაო ზოლების ე.წ. ბას ლაინების დახაზვის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. დამონტაჟდა სპეციალური შუქნიშნები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრიორიტეტულად გავლის საშუალებას მისცემს და ყოველდღიურად 140-150 ათასი მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფენ. როგორც თბილისის მერიაში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვის შემდეგ, შარტავას ქუჩაზე N14, N29 და N49 ავტობუსების და N11, N30, N66, N88 და N208 მიკროავტობუსები, ხოლო კოსტავას ქუჩაზე N51 და N91 ავტობუსები და N145 და N202 მიკროავტობუსები უკვე ორმხრივად მოძრაობენ.

მეტი...

საქართველოსთვის საექსპორტო ბაზარი არასოდეს იქნება მხოლოდ რუსეთი – სალომე ზურაბიშვილი  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, საექსპორტო ბაზრად მხოლოდ რუსეთის არ უნდა მოიაზრებოდეს, რადგან საქართველოსთვის ღიაა მსოფლიო და მეტად შეიძლება ამ ბაზრის გახსნა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს, გორში ფერმერებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განცხადა, რომ საკუთარი გამოცდილების გამოყენებით ამ დარგის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, იქნება ფერმერების ელჩი საექსპორტო ბაზრებზე. ​მისი თქმით, ფერმერები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა. “სახელმწიფო კი არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს თავად, ეს საჯარო სექტორია ქვეყნის ბიუჯეტს აწვება, არამედ ხელს უნდა უწყობდეს მცირე…

მეტი...

წესიერად მოიქცეს, ვალები გადაიხადოს, “იბერიას” მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცეს – ნუკრი ქანთარია ოქუაშვილზე   

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია, კომპანია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლ ზაზა ოქუაშვილს მოუწოდებს ბოლომდე თქვას სათქმელი, წესიერად მოიქცეს, ვალები გადაიხადოს და ტელეკომპანია “იბერიას” მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცეს. „ძალიან გაუჭირდა ეტყობა გვარამიას და ამ კაცთან ცდილობენ გარკვეულად შემოატრიალონ მაინც ვითარება. რაღაცეები ალაპარაკონ. ეს თემა რამდენი ხანი უნდა ღეჭონ. უკვე 3 თვეა ქართულ საზოგადოებას უგდებენ ამ ლუკმას. როცა, რამდენიმე დღე არის დარჩენილი არჩევნებამდე, ამ თემის წამოწევას არანაირი აზრი არ ექნება. თუ რამე აქვს სათქმელი, საბოლოოდ თქვას და აჩვენოს, ან არადა წესიერად მოიქცეს, ვალები გადაიხადოს და ტელეკომპანიას მისცეს საშუალება გააგრძელოს მუშაობა. ეს თემა…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” დროს ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფები გაამართლეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები უდანაშაულოდ სცნო. 2011 წელს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების, ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვდა. სასამართლო პროცესს დღეს, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. „პირველ რიგში, სოლიდარობა ელემენტარული ადამიანური გრძნობაა, ის აუცილებელია საზოგადოებაში, მის გარეშე ის ვერ შედგება. დღეს ამ ქვეყანას სამართლიანობის აღდგენა ყველაზე მეტად სჭირდება, იმისთვის, რომ განვითარდეთ და მშვიდობა დავიბრუნოთ. დღეს სიმბოლური დღეა, დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი“,- განაცხადა სალომე…

მეტი...

​”მესამე ტურს ჰაი ჰუის ვეძახი, ცოტა ჰაი ჰუი იქნება” – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობის შექმნის მცდელობები იქნება, მაგრამ კანონის ფარგლებს ვერავინ გასცდება. ​”​მესამე ტურს ჰაი ჰუის ვეძახი, ცოტა ჰაი ჰუი იქნება, მაგრამ რესურსი იმისა, რომ დიდი ხიფათი მოუტანონ ქვეყანას “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ იქნება. კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს ყველა, კანონის გადალახვის შემთხვევაში სერიოზული საფრთხე ელოდებათ”, – განაცხადა დავით ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ წავიდნენ, დღეს დაინახეს რეალური საფრთხე, რომ შეიძლება მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” რეანიმაცია და რომ ასეთ პირობებში ძალიან ძნელი იქნება…

მეტი...

თეა წულუკიანის განცხადებით, არასამთავრობოები ტყუილში გამოიჭირეს

„ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილი იქნა ტყუილში, საიდან მოდის ეს ტყუილი ჩემთვის, პრინციპში, ალბათ ნათელია“ – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანოზაციების განცხადებას ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვასთან დაკავშირებით. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არასამთავრობოები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა. „მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი…

მეტი...

ნაძვის ხისთვის ადგილის შეცვლას თბილისი მერიაში არ განიხილავენ

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, საახალწლო ნაძვის ხის სხვა ადგილას დადგმა არ იგეგმება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში  განუცხადეს, ამ საკითხზე მსჯელობა მერიაში ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. თუმცა, საახალწლო განათებების მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. საახალწლო ნაძვის ხე ტრადიციუალდ დაიდგმება თავისუფლების მოედანზეც. შეგახსენებთ, რომ აქციებს, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მართავენ ნაძვის ხის დადგმასთან დაკავშირებული სამუშაოები შეაფერხა. აქციის მონაწილეები ნაძვის ხის სხვა ადგილას დადგმას მოითხოვენ.

მეტი...

500-კაციან დარბაზს 10 კაცი გარედან აგინებდა – კარლო კოპალიანი წინასაარჩევნო გარემოზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილ ანგარიშს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არჩევნების პირველი ტურის წინ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. მუდმივად იყვნენ მობილიზებულნი გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მას და შეხვედრაზე მისულ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ​სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებულ ბულინგის შემთხვევებზე კარლო კომპალიანმა დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ გამათულ პრესკონფერენციზე ისაუბრა. მისი შეფასებით,  სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები არ მოხვდა “სამართლიანი არჩევნების” მიერ წარმოდგენილ ანგარიშში. “​პირველ ტურში მე ვახლდი ქალბატონ სალომეს 63 მუნიციპალიტეტში, როცა ის წინასაარჩვნო შეხვედრებს მართავდა. “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი თუკი ესწრებოდა ამ…

მეტი...

საკუთარი თვალით ვნახე სანაგვეზე გადაყრილი ყალბი პირადობის მოწმობები – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი – “ქართული ოცნება” არ დაუშვებს იმის განმეორებას, რაშიც ისინი თავიანთ წინამორბედებს, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობას ადანაშაულებდნენ. როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2008 წელს, სანაგვეზე გადაყრილი უამრავი საარჩევნო ბიულეტენი და ყალბი პირადობის მოწმობები შეაგროვეს და მტკიცებულებად წარადგინეს, მაგრამ, მაშინ, ამას პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს კი პროკურატურა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და გაყალბების მცდელობის ყველა ინფორმაციაზე რეაგირებს. ნუკრი ქანთარია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება, მოუწოდებს, ითანამშრომლონ…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო მმართველს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სავაჭრო ბრუნვა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის იზრდება. „ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იზრდება მცირე ტემპებით: გასულ წელს 5% იყო, ხოლო ამ წლის პირველი 9-10 თვის განმავლობაში კი 2%“, – განაცხადა ვლადიმე პუტინმა. მისივე თქმით, საჭიროა აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების დაჩქარება, რასაც დამატერბითი ძალისხმევა სჭირდება.

მეტი...

ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს გვარამიას და სააკაშვილის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში ადანაშაულებს 

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ ზემოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას მოსთხოვეს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერით განცხადების გაკეთება,  სადაც იტყოდა, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით მიერ გამოქვეყნებული კომპრომატები იყო დადგმული და მას ამის გაკეთება “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ექსპრემიერმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს. ამის შესახებ ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რომ შექმნილიყო მათ შორის პოზიტიური განწყობა. “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ომეგა ჯგუფი” აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები…

მეტი...

კონფლიქტისპირა სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა სოფლების ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, პროექტი ითვალისწინებდა გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის მოწყობას. მათივე ინფორმაციით, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია, მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს სამშენებლო ტენდერი. მეორე ეტაპის სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დაიწყება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოების…

მეტი...

1,5 მლრდ ლარი, არჩევნების II ტურში დიდ ცვლილებას ვერ შეიტანს -დემურ გიორხელიძე  

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომელიც 1,5 მლრდ ლარის მოსახლების სასესხო დავალიანებაში გადახდაში მდგომარეობს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შეიტანს. ​მისი აზრით, პირველი ტურისგან გასხვავებით მეორე ტურის შედეგი შესაძლოა იმ მხრივ შეიცვალოს, თუ ქართველი ხალხი ირწმუნებს, რომ “ხელისუფლება რამის გამკეთებელია”. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დემურ გიორხელიძემ განუცხადა, ქართველი ამომრჩეველი არის ყველაზე არაპროგნოზირებადი და ის ემოციების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ​”მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ხელისუფლებისგან ჯერჯერობით, პროფესიული ენაზე ახსნილი ვერაფერი მოვისმინე. არავის უთქვამს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რას გააკეთებენ. ერთ წელიწადში დავალაგებთ ყველაფერსო,- ეს ჰგავს იმას,…

მეტი...