ვცხოვრობთ ერთად, პატივს ვცემთ ერთმანეთს – სალომე ზურაბიშვილი ეთნიკურ უმცირესობებზე 

საქართველოს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა, თუმცა გარკვეული ჯგუფები ამ ერთიანობის დარღვევას ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა, ტოლერანტობის ის გამოცდილება, რაც საქართველოში არსებობს, როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთმანეთთან თანაცხოვრობენ და ერთმანეთს პატივის სცემენ, მთელს მსოფლიოში გამონაკლისი იშვიათობაა. საქართველომ კი ეს საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა. „სულ ვფიქრობთ, რას ველოდოთ, რას მოგვცემს ეს მთავრობა, ევროპა ან ამერიკა. ხელგაშლილი ვდგავართ და ველოდებით, თან ვამბობთ, რა გვეშველება. მოვდივარ, რომ გითხრათ და ერთად ვთქვათ, რომ გვეშველება, ვუშველით ჩვენს თავს და არამხოლოდ…

მეტი...

ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ თუ რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება ნარკომანიის პრობლემა საზოგადოებამ გულთან არ მიიტანოს. განათლებაზე საუბარი ზედმეტია, თუ ახალგაზრდობა ნარკოტიკებით იქნება გართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერც პერსპექტივას ხედავენ, ვერც მომავლისთვის ემზადებიან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა, საჭიროა ქვეყანაში დაიწყოს საინფორმაციო კამპანია და ახალგაზრდებს დაანახონ რა ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში. რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის. “ვასწავლოთ, როგორ დაინახონ თავიანთ ცხოვრებაში პერსპექტივა. ეს ჩვენი მოვალეობაა და ამაში მე ბოლომდე ჩავერთვები. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ​ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეზღუდული…

მეტი...

“კარგად ვიცი, ვისი მომხრეა. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს?” – სალომე ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილზე   

პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის რაც, ცნობილი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა, მხოლოდ ხუმრობა იყო. “მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? თვითონ გამოაკრა 48. ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი – არა. ამავე დროს გერმანულ ენაზეც ვკითხულობ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ხატია ბუნიათაშვილის შესახებ გადაღებული ფილმის – „48 საათი საქართველოში“ პოსტერი გააზიარა. როგორც აღმოჩნდა ფილმის სათაური ზურაბიშვილმა საკუთარ მხარდაჭერად მიიჩნია, რადგან მასში მისი საარჩევნო ნომერი იყო ნახსენები. ზურაბიშვილის ქმედებამ აღაშფოთა…

მეტი...

“მე ვერ მხედავთ ბანერებზე? მგონი ძალიან ბევრგან ვჩანვარ” – სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს 

მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი მის ახალ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას უხერხულობას უქმნიდა, როცა მისი სურათი ძალიან ბევრგან ჩანდა. “მე ვერ მხედავთ? მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია. ვნახოთ, სტრატეგიის შედეგსაც ვნახავთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, მისი ძველი ბანერები  ნაკლებად მოსწონდა და მიაჩნია, რომ ახალი საარჩევნო ბანერები უფრო ევროპული სტილისაა. „პირველი ტურის დროს მეგონა, რომ ჩემი სურათი ძალიან ბევრი და დიდი იყო. ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს,…

მეტი...

“საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები” – სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულნი არიან პიარის სპეციალისტების სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ არა რუსები. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, როდესაც მას ჰკითხეს, მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ თუ არა პიარკონსულტანტები ისრაელიდან. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს, ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალები სათანადოდ არ არიან წარმოდგენილნი.

მეტი...

როცა ჩემი ბიჭი ისმენს, რასაც ჩემზე ამბობენ, ძნელია ამას გავუძლო – სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყია იმის გამო, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც ძალიან დიდი ძალაა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო არ არის ტიპური აზიური ქვეყანა, სადაც ქალები დაჩაგრულები არიან. მაგრამ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები, რასაც ის ამ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წააწყდა. მისივე თქმით, ქალისთვის ძნელია გაუძლოს, როცა მისი შვილები ისმენენ იმას, რისი მოსმენაც ამ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოუხდათ მის შვილებს. „დავფიქრდი და მივედი დასკვნამდე. მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება…

მეტი...

ქართულ პოლიტიკაში ქალებს სათანადო ადგილი არ უკავიათ – სალომე ზურაბიშვილი  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის აზრით, ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა აუცილებელია, ისინი საქართველოს ამომრჩეველთა 53% – ს შეადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ უკავიათ, მაშინ, როდესაც ქვეყნის ყველა სხვა დარგში პრაქტიკულად ქალები არიან წარმოდგენილნი. პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებს შეხვდა და აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ქალები არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არც პოლიტიკაში, არც ადგილობრივ თვითმმართველობებში, არც პარლამენტში არ არიან სათანადოდ წარმოდგენილნი. მისი მიზანია ეს ცვლილება შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში. “როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს…

მეტი...

ქალის მიმართ მუქარა არაქართულია, ამაზე ვეღარ გავჩუმდები – თეიმურაზ გორჯესტანი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟი, თეიმურაზ გორჯესტანი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს და იმ მუქარაზე  საუბრობს, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა. როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ევროპულ სტილში წარიმართებოდა. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის წარიმართებოდა პროგრამული მსჯელობები, მაგრამ, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. მისივე შეფასებით, ასეთი წინასაარჩევნო კამპანია არ შეეფერება დემოკრატიულ არჩევნებს და არის ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდები, რომლითაც დღეს ებრძვიან ევროპელ და იმავდროულად საქართველოს პატრიოტ ქალს. “სალომე ზურაბიშვილის მიმართ კამპანია დაიწყო სიტყვა მოღალატით და გაგრძელდა სრული სიცრუით. ასეთი რამ არ მინახავს არსად მსოფლიოში.…

მეტი...

600-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება – ხანძარი კალიფორნიაში

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრის შედეგად დაკარგულად გამოცხადებულთა რაოდენობამ 600-ზე მეტს მიაღწია, დაღუპულია სულ მცირე 63 ადამიანი, ბოლოს კი კიდევ 7 ცხედარია ნაპოვნი, განადგურებულია დაახლოებით 12 000 შენობა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელ და გამანადგურებელ ტყის ხანძრებს, რომელმაც 8 დღის წინ იფეთქა და რომლის გავრცელებასც ძლიერი ქარი უწყობს ხელს, ამჟამად დაახლოებით 9 400 მეხანძრე ებრძვის. დაზარალებულებთან შესახვედრად კალიფორნიაში ჩასვლას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს. ახლანდელი ხანძრის მასშტაბი კალიფორნიის ყველაზე საშინელ ხანძრებს უტოლდება, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა – კერძოდ, ლოს ანჯელესში, გრიფიტ პარკის 1933 წლის უბედურებას. ხანძრის მძვინვარე კერების…

მეტი...