პოლიცია გოში 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებს

გორში, ე.წ. ახალ ბაღში სამართალდამცველები მუშაობენ. პარკში ყველა შესასვლელი გადაკეტილია და უცხო პირებს არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ბაღში 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებს. სავარაუდოდ, ცხედრის ადგილსამყოფელი გატაცების საქმის ფიგურანტმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა, რომელიც ამჟამად 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაპატიმრებული. ადგილზე გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან ინფორმაციას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აცხადებს, რომ განცახდებას საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ გააკეთებენ .

მეტი...

თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

თბილისის, 2019 წლის ბიუჯეტში განათლების სფეროს დაფინანსებისთვის 159 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 36 მილიონი ლარით იზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება, იგეგმება 10 ახალი ბაგა-ბაღის აშენება. ​ როგორც თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე    ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა, მისი მოცულობა 871 631 510 ლარია და 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით იზრდება. მისივე ინფორმაციით, შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა. გარკვეული ზრდა ფიქსირდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების მიმართულებით. იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლიც და პროექტით შეადგენს…

მეტი...

თბილისში 10-მდე ხიდის მშენებლობა – რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისში, რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება: კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე, 10-მდე ხიდის და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. როგორც თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტში 105 860 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას და ავარიული შენობების გამაგრებას კი 174 მილიონი ლარი მოხმარდება. ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა, მისი მოცულობა…

მეტი...

სამტრედიის იუსტიციის სახლი საბჭოთა ეპოქის დროინდელ შენობაში განთავსდება

სამტრედიას მალე, თანამედროვე სტანდატრების შესაბამისი იუსტიციის სახლი ექნება, რომელიც სამტრედიის დასავლეთ კარიბჭესთან, სანავარდოს უბანში, თამარ თავაძის სახელობის კოლმეურნეობის ყოფილი შენობაში განთავსდება. ​შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შენარჩუნდება ძველი იერსახე. აღნიშნული შენობა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დარგის სპეციალისტებთან ერთად დღეს დაათვალიერა. მისი აზრით, არსებული შენობა და მისი მდებარეობა, ქალაქ სამტრედიისა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. “საკითხში აქტიურადაა ჩართული სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია და ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ეს საკითხი ჩაისვას,“ – განაცხადა მინისტრმა. ადგილზე იმყოფებოდა ინჟინერ–კონსტრუქტორი, შპს “ახალსახლქალაქმშენპროექტის“ კონსტრუქციული განყოფილების უფროსი, შალვა დოლიძე. მისი განმარტებით, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები…

მეტი...

„გული მწყდება, როცა ამბობენ, ჩვენ გავიქეცით და საქართველოს ვუღალატეთ“ – „ფესვები“ აშშ-ში

ესაუბრა ეკა გულუა „დავბრუნდებოდი, თუ სტაბილურობას დავინახავდი. უნდა ვიცოდე, რომ ჩემს შვილები კარგად იქნებიან, მექნება სამსახური და სტაბილური შემოსავალი და ამ შემოსავლით ოჯახს შევინახავ“, – ეს ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალის, 4 შვილის დედის, ქართული სახლი – „ფესვების“ ხელმძღვანელის, შორენა ბარბაქაძის სიტყვებია. შორენა საქართველოშიც მოცეკვავე იყო და ამერიკაშიც ამ საქმიანობას აგრძელებს. ემიგრაციაში ამერიკაში წარუმატებელი გასტროლების შედეგად აღმოჩნდა. გეგმამ და მიზანმა, რომ ანსამბლს წარმატებული ტურნე ექნებოდა და მიღებული შემოსავლით გზის ფულს მაინც დაფარავდნენ, არ გაამართლა. ვალებით დატვირთული ანსამბლის წევრები კი იძულებულები გახდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად დარჩენილიყვნენ. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ვალების…

მეტი...

​რუსი პიარმენეჯერები სალომე ზურაბიშვილს რომ ჰყოლოდა, ერთი ამბავი ატყდებოდა – გოგი ქავთარაძე  

პარლამენტის ყოფილი წევრი, რეჟისორი გოგი ქავთარაძე მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო კამპანიას უწუნებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ბევრი ფაქტორი სათანადოდ ვერ გამოიყენეს. მათ შორის ის, რომ ზურაბიშვილის მთავარი კონკურენტის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას რუსეთიდან მიწვეული სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი და ყოფილი წევრები, პირველივე წუთებიდან “რუსეთის აგენტსა” და “მოღალატეს” დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უწოდებენ. “პიარმენეჯერები, ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ვაშაძეს, რუსეთიდან ჩამოიყვანეს. ასეთი რამ “ქართულ ოცნებას” რომ გაეკეთებინა, ამბავს ატეხდნენ, რუსები ჩამოიყვანესო. ხელისუფლება კი ამ ფაქტორს თავის სასარგებლოდ არ იყენებს. რუსეთთან კავშირი თვითონ აქვთ…

მეტი...

​ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნიათ, ისე მოაწყეს გამარჯვების ყალბი ზეიმი – კახა კალაძე 2008 წლის ომზე

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე, ყოფილ სახელისუფლებო პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მის ლიდერებს, 2008 წლის ომში მონაწილე ქართველი სამხედროების მიმართ ღალატში და თბილისში გამარჯვების ყალბი ზეიმის გამართვაში ადანაშაულებს. მისივე შეფასებით, საქართველოს დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავიც კი არ ექნებოდა, რომ არა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის პირადი გმირობა და მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების თავდადება, რომლებიც მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიტოვებულ სოფლებში შევიდნენ და მტრისთვის შეტოვებული დაღუპული გმირების ცხედრები გამოიტანეს. კახა კალაძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ადანაშაულებს საქართველოში რუსეთის ჯარების შემოყვანაში, ცხინვალის…

მეტი...

2008 წლის ომში მიტოვებულ გმირ სამხედროებს დიდება და პატივი ელოდებათ და არა ჰააგა – კახა კალაძე 

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ. ​​მისი თქმით, მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების და სამხედრო პირების შეცდომაში შეყვანას და მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.​ ​როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ფუნდამენტს – საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას. “ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ…

მეტი...

არჩევნების II ტურისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარით დაფინანსდება. აღნიშნულ თანხაში როგორც არჩევნების ჩატარება, ხელფასები და სხვა ხარჯები, ასევე, იმ ადამიანთა გადამზადება მოაიზრება, ვინც საარჩევნო პროცესებში ჩაერთვებიან. უფრო კონკრეტულად, 10 034 572 არჩევნების ჩატარებისთვის დაიხარჯება, 167 000 ლარი – მოხელეთა გადამზადებისთვის, 381,450 ლარი კი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 667 518 ლარი დაიხარჯა.

მეტი...

“ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში და ეს ხალხმა არ იცის” – გოგი ქავთარაძე არჩევნების II ტურზე

პარლამენტის ყოფილი წევრი, რეჟისორი გოგი ქავთარაძე აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა ცუდი პიარია, რაც დაადასტურა კიდეც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა. როგორც გოგი ქავთარაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო წლებში ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე არ მიდის. “ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ არ ვიცით პიარი. მეორე ტურისთვის ამ მხრივ ცოტა გამოცოცხლდა ვითარება. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში და ეს ხალხმა არ იცის. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც ამ მომენტისთვის მაწუხებს. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას პიარი არ სჭირდება და ისე გამოვიდა, რომ…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთში 26 ნოემბერს აირჩევენ

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ 55 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები სულ 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეები კი პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას 2 საარჩევნო უბანზე, 26 ნოემბერს შეძლებენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ცესკო-ში განუცხადეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქვეყნის გარეთ ვერ გავრცელდება, ცესკო-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის  შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებმა დამატებითი დროით იმუშაონ და ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე გაგრძელდეს. მათივე ინფორმაციით,…

მეტი...

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე პირველი ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში 14 ნოემბერს, სტრასბურგში დაამტკიცა. ევროპარლამენტი მიესალმება მდგრად რეფორმებსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, რამაც საქართველო ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცია რეგიონში. ანგარიშში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და თანმიმდევრულად მიუყვება ევროპული ინტეგრაციის გზას. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან და პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების თაობაზე. ევროპელი პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სწორ და უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, საჯარო დაწესებულებებში ღიაობის და გამჭვირვალობის…

მეტი...

“ოცნების” სისულელეები თუ არ შევაჩერეთ, ნაცები მობრუნდებიან, მე კი ციხე მელის – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლებას გარკვეული პირობები წაუყენა, აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” შეცდომებისკენ იმიტომ უთითებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნება არ დაუშვას. როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მას, საუკეთესო შემთხვევაში გლდანის ციხის კარანტინი ელის, უარეს შემთხვევაში კი ნაციონალები ოჯახიანად ააწიოკებენ. “ზოგიერთ უგუნურს მივმართავ, რომ მწერენ, – სალომეს ნუ აკრიტიკებ, ნაცების საქმე კეთდებაო. ნაცები რომ დაბრუნდნენ, თქვენ ძველებურად გააგრძელებთ სამზარეულოში ფუსფუსს და არავინ შეგეხებათ, მე კი, უკეთეს შემთხვევაში გლდანის ციხის კარანტინში აღმოვჩნდები, უარეს შემთხვევაში…

მეტი...

თბილისის ტრაგედიის გამო, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი გადაიდო 

თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოზურგეთში დაგეგმილი კონცერტი, რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად უნდა გამართულიყო, გადაიდო. კონცერტის გადადების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სამძიმარს უცხადებენ, ზემო ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევის გამო დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს როგორც კრიზისების მართვის ცენტრის უფროსი შალვა ხუციშვილი აცხადებს, სამაშველო ღონისძიებები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა. აფეთქების შედეგად, რომელიც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, დაზიანდა მზიდი კედლები, რამდენიმე სართული ჩანგრეული და ფილები ჩაცვენილი იყო. მაშველები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად…

მეტი...