2019 წელს საქართველოს ეკონომიკაში 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი – ირაკლი კოვზანაძე 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 5%-ით გაიზრდება. ​როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. თუმცა, მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კონსერვატული მიდგომით დაგეგმა. კერძოდ, წელსაც ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის 4,5%-იან ზრდაზე, მაშინ, როცა 9 თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,9%-ს მიაღწია. “იმავე პერიოდში, 280 მილიონი ლარის მოცულობით დამატებითი შემოსავლები მივიღეთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ვვარაუდობ, 2019 წელს უფრო მაღალი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო…

მეტი...

თბილისში 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა

თბილისის ისტორიულ ნაწილში, კერძოდ მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად  დღეს, 100 000 მოწამის პარაკლისი გადაიხადა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს დაესწრო. ,,ქართველებო, ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილზე, წმინდა მიწაზე. ჩვენ ვდგავართ 100 000 ქართველის სისხლზე. შევთხოვთ უფალს, რომ 100 000 მოწამის ლოცვებით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება, რადგან საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა“, – განაცხადა ილია მეორემ და მოსახლეობას 100 000 მოწამის ხსენების დღე მიულოცა. ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი…

მეტი...

გვახსოვს ჯაბა იოსელიანი და ფორმიანი პირების პოლიტიკაში ჩართვის შედეგი – ირაკლი სესიაშვილი

​პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს, სამხედრო პირების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას და მათ პოლიტიკაში ჩართვას, რადგან, მისივე თქმით, ამას ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგი მოაქვს. ​როგორც სესიაშვილი განმარტავს, ეს პრინციპი საერთაშორისო ნორმებით არის აღიარებული. გარდა ამისა, საქართველოს, ახლო წარსულიდან აქვს გამოცდილება, თუ რა შედეგი მოიტანა ფორმიანი პირების პოლიტიკაში ჩართვამ. “არ შეიძლება სამხედროების და ფორმიანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა, ეს ანგრევს სისტემას. ძალიან კარგად გვახსოვს ჯაბა იოსელიანი და სხვები, ვინც სამხედრო ფორმებში განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქმედება ჩაბარდა წარსულს. ამ ქმედებით, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ და ამას…

მეტი...

დედაქალაქის ცენტრში განთავსდეს წარწერა “თავისუფლება” – იდეა თბილისის მერს

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი, ბესიკ ადამია ინიციატივით გამოდის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ განთავსდეს ქართული წარწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება, თავისუფლება“. ​ ​როგორც ბესიკ ადამიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერიას 4-ჯერ მიმართა. „თავისუფლების მოედანზე, წმ.გიორგი ქანდაკების ქვეშ და მის გარშემო ადრე 2 მწვანე საფარი იყო, ახლა 4 გახლავთ, საქპატენტში რეგისტრირებული ჩემი იდეა, აღნიშნულ მწვანე საფარში წარმოჩენილიყო სიტყვები: მამული, ენა, სარწმუნოება და თავისუფლება, რამდენჯერმე დაიწუნეს. „აღორძინდეს საქართველოს” აღსრულება მანამ არ უწერია, სანამ საქართველოს გულში, თბილისში თავისუფლების მოედანზე, ქართული ანბანით ქართული სიტყვა არ ეწერება! მე არ…

მეტი...

თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დროს დაშვებული შეცდომა გამოსწორებულია

​ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომა გამოასწორა. როგორც „მედიაცენტ მთავარს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, შეცდომა მარტო ერთგან იყო გაპარული, რაც ოპერატიულად გამოსწორდა. ლითონის ფილებზე, რომლებიც ხიდის იატაკს წარმოადგენს, ქალაქისა და თეთრი ხიდისადმი მიძღვნილი ცნობილი ადამიანების გამონათქვამებია ამოტვიფრული, სადაც დაშვებული იყო შეცდომა. კერძოდ, ერთ-ერთ ფილაზე ამოტვიფრულია ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან “აღსარება ქუთაისს” “მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს”, – რომელზეც ავტორად კოლაუ ნადირაძე იყო მითითებული. ​ ​როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ეს ტექნიკური სახის შეცდომაა და შექმნილი უხერხულობისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდიან.

მეტი...

მაღალმთიანი რეგიონებში სასწავლო დაწესებულებების პერსონალისთვის სახელფასო დანამატის გაზრდა იგეგმება

მაღალმთიანი რეგიონების სკოლებისა და ბაღების პედაგოგებთან ერთად, სასწავლო დაწესებულებებში დასაქმებულმა ყველა პირმა, შესაძლოა სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იანი დანამატი მიიღონ. ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს და ბენეფიციარებზე სოციალური შეღავათების გასაცემად საჭირო გახდება წელიწადში დაახლოებით 5.000.000 ლარის გამოყოფა. აქედან დაახლოებით 4,4 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 600 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. ​როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 4,4 მილიონი ლარი, რომელიც უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დააკმაყოფილებს მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირებს. აქედან 1300-მდე პირი დირექციის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 400 ლარია, ხოლო 3500-მდე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მათი საშუალო ხელფასი 150…

მეტი...

პარლამენტის დღევანდელი სხდომა 2-ჯერ ვერ გაიხსნა – დეპუტატები სხდომაზე არ მიდიან

საქართველოს პარლამენტის დღისთვის დაგეგმილი სხდომის გახსნა, სადაც დეპუტატებს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიზეზი ამჯერადაც დეპუტატების გამოუცხადებლობაა, რის გამოც ქვორუმი ვერ გროვდება. ​ ​პარლამენტის სპიკერმა რეგისტრაცია მეორედ გამოაცხადა, თუმცა, საჭირო რაოდენობის დეპუტატები არც ამჯერად მოგოვდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფება, თუმცა, ისინი რეგისტრაციას არ გადიან, რაც ბუნებრივია ქვორუმს აკლდება. მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციას პოლიტიკურ დემარშში ადანაშაულებენ. 10 წუთიანი შესვენების შემდეგ, რეგისტრაცია მესამედ გამოცხადდება. დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო პარლამენტის სხდომა 16:00 საათისთვის გადაიდო.

მეტი...

კომერციული ბანკები ავტოპარკს ელექტომობილებით ჩაანაცვალებენ

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მხარდასაჭერად, კომერციული ბანკების ხელმძღვანელები გეგმავენ, საკუთარი ავტოპარკი ​ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით სრულად ჩაანაცვლონ, ამ მიმართულებით თანამშრომლებიც წაახალისონ. აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ  ქალაქის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და თანამშრომლობა შესთავაზა. კახა კალაძემ დადებითად შეაფასა კომერციული ბანკების ინიციატივა და განაცხადა, რომ მერიის მხრიდან იმოქმედებს გარკვეული შეღავათები, კერძოდ, დედაქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილებისთვის პარკინგი უფასო იქნება. ასევე, დამონტაჟდება ელექტრომობილების დასამუხტი მოწყობილობები. დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ კომერციული ბანკების ჩართულობა და ეკოლოგიური პრობლემების…

მეტი...

საახალწლო ღონისძიებებს თბილისის მერია მოსახლეობასთან ერთად დაგეგმავს – კახა კალაძე

თბილისის ცენტრში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, ​პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ ზაზა სარალიძის წერილზე პასუხი სამი დღის ვადაში გაეცა, სადაც აღნიშნულია, რომ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თბილისის მერია მოსახლეობასთან ერთად მიიღებს. როგორც კალაძე აცხადებს, 15 დეკემბერს, ტრადიციულად უნდა განათდეს ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე, შესაბამისად, ამ ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები 7-10 დეკემბრიდან იწყება. “ეს ტრადიცია კახა კალაძის, ან თბილისის მერიის მოგონილი არ არის. დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბერში, შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული”, – აცხადებს კახა კალაძე. დედაქალაქის მერმა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც…

მეტი...

მკვლელობის ადგილას ამერიკულ ოჯახს შევხვდით, კარგად იცნობდნენ ხეობას – ვასილ მამულაშვილი

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ხეობაში სმიტები მხოლოდ ტურისტული მიზნით არ ყოფილან და მათ იქ ყოფნას გარკვეული მიზანი ჰქონდა. თავიანთ ვარაუდს ადვოკატები სასამართლო სხდომაზე ფოტო და აუდიო მასალასთან ერთად წარმოადგენენ, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართება. როგორც კობაურის ადვოკატებმა ვასილ მამულაშვილმა და ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, 11 ნოემბერს იმყოფებოდნენ ხადას ხეობაში და მკვლელობის ტერიტორიის მიმდებარედ ამერიკელებს შეხვდნენ. მათ განაცხადეს, რომ სმიტების მკვლელობის შესახებ იცოდნენ, თუმცა ასევე კარგად ნაცნობი იყო მათთვის ხეობაში არსებული ბილიკები. “მკვლელობის ადგილას შეგვხვდა ამერიკელი ოჯახი, რომლებსაც გავესაუბრეთ. მათ…

მეტი...

სექსუალური აქტი დაამყარა, იძალადა და დაახრჩო – კობაურის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების მოწვევას ითხოვენ

ხადას ხეობაში ამერიკელი, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ, 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას ლორა სმიტის მიმართ სექსუალურ ძალადობაში და შემდგომ მის დახრჩობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარე სასამართლო პროცესში ნაფიც მსაჯულების მოწვევას მოითხოვს. ​როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატებმა, ალექსანდრე კობაიძემ და ვასილ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დასამძიმებლად არანაირი დამატებითი მტკიცებულებები არ არსებობს. პროკურატურამ საქმე სრულად მიანდო სასამართლოს, შეიცვალა დანაშაულის მოტივი, თუ ადრე იყო გაბრაზების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, ახლა საუბარია ქალთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მოტივზე. “​გვეუბნებიან, რომ კობაურმა გაიტყუა ბავშვი და ქალი ღირშესანიშნაობების სანახავად. ჯერ დახოცა კაცი…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები ყველა ხშირად გერმანიას, იტალიასა და საბერძნეთ სტუმრობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, შენგენის ზონის ქვეყნებში, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე (7,646) გერმანიაში გაემგზავრა, ხოლო ქვეყანაში შესვლაზე უარი 19 ადამიანს უთხრეს.  საქართველოს მოქალაქეებისთვის ოქტომბერში  პოპულარული მიმართულება იყო იტალია, სადაც საქართველოს 5,352 მოქალაქე გაემგზავრა, 47-ს კი – უარი ეთქვა. სამეულს საბერძნეთი ხურავს, სადაც ოქტომბერში 3,569 მოქალაქე გაემგზავრა, ხოლო 14-ს უარი ეთქვა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შსს-ში განუცხადეს, გასვლების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების ხუთეულშია პოლონეთი, სადაც საქართველოს 3,059 მოქალაქე გაემგზავრა (19 მოქალაქეს უარი ეთქვა) და საფრანგეთი, სადაც ოქტომბერში 2,990 მოქალაქე წავიდა, 11-ს კი- უარი ეთქვა. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის…

მეტი...

შურისძიების მიზნით თანამშრომელმა მარწყვებში ნემსები ჩაალაგა

ავსტრალიის მოსახლეობა, ვინც მარწყვი მიირთვა. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. მაღაზიებში შეძენილ მარწყვის ნაყოფში მათ საკერავი ნემსები აღმოაჩინეს. დამნაშავე დაკავებულია. სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსახლეობა მათ აქტიურად მიმართავდა და მარწყვში ნემსების აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. გამოძიების შედეგან კი რეალობა დადასტურდა. ავსტრალიის პოლიციამ გამოძიების შედეგად ეჭვმიტანილი , 50 წლის ქალი უკვე დააკავა, რომელმაც ბრალი აღიარა. დანაშაულის მოტივად კი შურისძიებას ასახელებს და ამბობს, რომ ის მარწყვის ფერმის თანამშრომელია, კომპანიაში ცუდად ექცეოდნენ და შურისძიება ამ გზით სცადა. დაკაებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მარწყვი სარეალიზაციოდ საზღვრებს გარეთაც გაიტანეს გასყიდად, თუმცა, მისი ქსელიდან სრულად ამოღება…

მეტი...

ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება, არიან დაკარგულები

აშშ-ში უკვე მეექვსე დღეა ხანძარი მძვინვარებს. კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. განადგურდა ტყის მასის 45 ათასი ჰექტარი, – ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ყველაზე მეტი დაღუპული ქალაქ პარადაისშია, შტატის ჩრდილოეთით, სადაც სტიქიამ 29 ადამიანი იმსხვერპლა. “აღმოჩენილია კიდევ ექვსი ადამიანის გვამი”, – იტყობინება ადგილობრივი შერიფი. ​ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიასთან ბრძოლაში დაახლოებით 4 ათასი მეხანძრე, ვერტმფრენები და თვითმფრინავებია ჩართული. ხანძარმა მარტო ქალაქ პარადაისში 6 400 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ტყის ხანძრის გამო კალიფორნიაში მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია. ხანძარი 8…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების ზრახვები საბოლოოდ გაცხადდა – კახა კალაძე

​მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების ზრახვები საბოლოოდ გაცხადდა, მათი გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება. ამ სცენარისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” ყველა ინსტრუმენტს იყენებს, ისინი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდნენ და ქართულ ჯარსაც კი შეეხნენ, სცადეს ამ ხელშეუხებელი ინსტიტუტის სახელის შებღალვა და პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. “ისინი ყველაფერზე მიდიან, უკადრებელს კადრულობენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას, სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს და მივაწვდით…

მეტი...

ოჯახის წევრების მიმართ მუქარაზე სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს ესაუბრა

​პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა მისსა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარას. „შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ვესაუბრე ჩემსა და ჩემი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებზე. მათ ასევე ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავცეთ ყველა მტკიცებულება, „სქრინ შოთები“, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც შესაძლებელია ამ პირების იდენტიფიცირება.  ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, რათა მშვიდ გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე“, -განაცხადა ზურაბიშვილმა. ​მან ასევე განაცხადა, რომ სათანადო ინფორმაცია მიაწოდა საფრანგეთს,…

მეტი...