პირის იდენტიფიცირება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ემუქრება, შესაძლებელია – დიმიტრი გაბუნია

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა განხორციელდა პირისგან, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურეა და ამჟამად უკრაინაში, ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის წევრია. ეს არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. ადვოკატის თქმით, არსებობს სათანადო მტკიცებულებები, აუდიო და წერილობითი მასალა, რომელიც უკვე დართულია სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, მათ მოახდინეს პირის იდენტიფიცირება. მისივე ინფორმაცია, ძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის N 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. თუმცა, გაბუნიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა უფრო მძიმე დანაშაული, რომელიც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების…

მეტი...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამ დროისთვის დარჩენილია საგზაო მონიშვნების დახაზვა,  სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. აღნიშნული ქუჩა ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სახელს ატარებს. ​ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ქუჩაზე წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობა იყო, ცენტრალური საავტომობილო გზა დეფორმირებული, ზოგ ადგილას კი ჩავარდნილი იყო, მოუწესრიგებელი იყო სანიაღვრე სისტემა. რეაბილიტირებული ქუჩა დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზა, დღეს სრულად არის რეაბილიტირებული, ისევე, როგორც ევროპულ ქალაქებშია. მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და სანიაღვრე სისტემას, შეიცვალა გარე განათების ბოძები,…

მეტი...

ქაოსმა გამოფიტა თბილისი, გაქრა ურბანული ფასეულობები – კახა კალაძე  

თბილისის მედეგობის სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს და მისი განხორციელება 2019 წლიდან დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ქართული მხარის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. კახა კალაძემ შეხვედრაზე დედაქალაქში არსებული გამოწვევების წინასწარი ყოვლისმომცველი შეფასება და სამომავლო გეგმები წარადგინა და განაცხადა, რომ მისი მიზანია, ქალაქი დაიცვას მეოთხედი საუკუნის ქაოსის შედეგებისგან, რომელმაც თანდათან გამოფიტა თბილისი, გააქრო ის ურბანული ფასეულობები, რომელიც ადამიანის ჯანსაღი განვითარებისა და არსებობისთვის აუცილებელია. “ამ ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი, თანამშრომლობისა და ინვესტირების კარგი შესაძლებლობები, რაც მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, განვავითაროთ თბილისი, როგორც მედეგი, უსაფრთხო ქალაქი და…

მეტი...

მინი ჩოგბურთში საქართვლოს თასის გათამაშება დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვ.ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში მინი ჩოგბურთში საქართვლოს თასის გათამაშება დასრულდა. თასის მოსაპოვებლად ასპარეზობაში რუსთავის, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, აბაშის, ქუთაისის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირში აჭარის ნაკრები 6 კაციანი შემადგენლობით წარსდგა, ამათგან ორი სპორტსმენი ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელია. ტურნირი ორი დღის განმავლობაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ფინალურ შეხვედრაში ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენი ბაჩანა ფარსენაძე თბილისელ ლაშა ლორიას დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმოდ საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა და ანაგრიშით 3 :1 ბაჩანა ფარსენაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მეტი...

რაგბის კავშირს, თბილისსა და თელავში, თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსები გადაეცა 

​საქართველოს რაგბის კავშირს, თბილისსა და თელავში, საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-საგან თანამედროვე სტანდარტების სამი ახალი კომპლექსი გადაეცა. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურ საფარიანი მოედნები. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს,​ სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. მათივე ინფორმაციით, ახალი სარაგბო კომპლექსის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარს აღემატება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის…

მეტი...

ქართველმა ვეტერანმა მორაგბეებმა ამსტერდამელებთან ამხანაგური მატჩი გამართეს 

თბილისში, დიღმის სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ ახალ ბაზაზე საიუბილეო მატჩი ვეტერან მორაგბეებს შორის გაიმართა. მატჩიდან 40 წლის შემდეგ ერთმანეთს შეერკინენ თბილისის „ლოკომოტივი“ და ამსტერდამის რაგბის კავშირის ვეტერანები. ქართველი მორაგბეები მოედანზე შინდისფერი კვართებით გამოვიდნენ. მატჩს წაუძღვა ყოფილი მორაგბე, ვეტერანი მსაჯი, თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი მენეჯერი და ცნობილი სატელევიზიო კომენტატორი, თემურ ჯაფარიძე. ქართველ და ჰოლანდიელ ვეტერანებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამახსოვრო მედლები გადაეცათ. რაგბის მხარდაჭერის პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

სოციალურად დაუცველ დასაქმებულს ფულადი და არამონეტარული დახმარება შეუნარჩუნდება

სოციალურად დაუცველ ადამიანს, რომელიც დასაქმდება, დასაქმებიდან 1 წლის განმავლობაში, როგორც ფულადი, ისე არამონეტალური დახმარება შეუნარჩუნდება. აღნიშნული განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. როგორც მინისტრმა განმარტა, ეს არის „განლევადი სოციალური დახმარების“ მოდელი, რომელიც პირს საშუალებას აძლევს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეს. „ბევრი ქვეყნის პროექტის ანალიზი გვაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი მეთოდი იმისთვის, რომ ამ პროგრამაში დასაქმების დემოტივაცია შეამცირო, მომხმარებელი სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული არ გახადო და არ შეამცირო მოტივაცია, რომ თავისი შრომით შეინახოს ოჯახი, არის ასეთი მცნება, რომელსაც ქართულად შეიძლება, „განლევადი სოციალური დახმარება“ მიუსადაგო. ახლა მოქმედებს შეწყვეტადი…

მეტი...

სოციალურად დაუცველები ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებენ

2019 წლის იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. კერძოდ, მომავალი წლიდან, სოციალურად დაუცველებისთვის სამკურნალო მედიკამენტების 80%-ის ღირებულებას პროგრამა დაფარავს, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. პროგრამა მოსახლეობის სხვა კატეგორიასაც შეეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თუ დღემდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულების 80% დაავადების პირველი, მეორე და მესამე სტადიის მქონე პაციენტებს უფინანსდებოდათ, პროგრამა ყველა რეგიონის მოსახლეობას შეეხება. “ჯანდაცვაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. აღნიშნული მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მალე ძალაში შევა, არის მკერდის…

მეტი...

რუსეთი არის ოკუპანტი, ყველა ტრიბუნაზე დავიცავთ ამ პოზიციას – ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოზეც და ყველა ტრიბუნაზე საქართველოს ხელისუფლება დაიცავს თავის პოზიციას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, რომ ის შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე თავისი 58 -ე ბრიგადით. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა დღეს განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ვერსად გაექცევიან პასუხისმგებლობას, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად ეკისრებათ. “წინა ხელისუფლებას გააჩნია ბრალეულობა, რომ მან ვერ დაიცვა თავისი მოსახლეობა, ამას ისინი ვერსად გაექცევიან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სწორედ ის რეზოლუცია არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ცუდი დოკუმენტი, რომელსაც ხელი აქვს…

მეტი...

კადრების ცვლას აზრი არ ექნება, თუ მოსახლეობასთან ურთიერთობის პოლიტიკა არ შეიცვალა – ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა მმართველ გუნდს დაანახა, რომ ხელისუფლებას, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე, საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაცია აკლია, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და გამოსასწორებელია არა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურამდე, არამედ მის შემდეგ განსაკუთრებით. როგორც ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მთავრობაში კადრების ცვლას აზრი არ ექნება, თუ მოსახლეობასთან ურთიერთობის პოლიტიკა არ შეიცვალა. ​მისივე თქმით, მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე 28 ოქტომბერს არ მივიდნენ, დარწმუნდნენ, რომ მათი არმისვლა ნიშნავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატის გამარჯვებას, ეს კი საქართველოს პერსპექტივაში ნიშნავს რევანშს და არასტაბილურობას, “რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე…

მეტი...

თბილისში, მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

​ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თბილისში, მეტეხის ხიდზე, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ​როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეცვლილი მიმართულებით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის შვილებს ფიზიკური მოსპობით ემუქრებიან

პრეზიდენტობის ​დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი შვილების მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინებები იგზავნება და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს მიმართავს თხოვნით, დაიცვან მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ბოლო დღეებში, კერძოდ 09,10 და 11 ნოემბრიდან მოყოლებული მისი შვილები – თეიმურაზი და ქეთევანი, ასევე, თავად პრეზიდენტობის კანდიდატი მუქარის შემცველ სმს შეტყობინებებს იღებენ. “გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა – „შუბლს გაგიხვრეტ!“ „თქვენს სისხლს დავლევ!“. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები, თავიანთივე სტატუსებიდან გამომდინარე იდენტიფიცირებული…

მეტი...

ხელისუფლება არ აპირებს ძალის გამოყენებას, არც აქციის დარბევას – ზვიად ძიძიგური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ძალის გამოყენებას, არც აქციის დარბევას და ვინმეს უფლებების ხელყოფას. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, საახალწლო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ აქციის ორგანიზატორებს თხოვნით სხვა ადგილას გადაეტანათ აქცია, რადგან პარლამენტის შენობის წინ ტრადიციულად ნაძვის ხის დადგმის ღონისძიებები უნდა დაწყებულიყო, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. “აქციის მონაწილეები დეკემბერშიც იქ თუ იდგებიან, არავინ აპირებს მათი ძალით იქიდან გაყვანას. სანერვიულო ამ თვალსაზრისით არც…

მეტი...

კურორტი გუდაური ზამთრის სეზონს სრულად მომზადებული შეხვდება

გუდაურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. 2018-2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის 6 ახალი საბაგიროს მშენებლობა და 1 საბაგიროს რეკონსტრუქცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლები – ჟანფრედ ერიკპოლსენი, სანდრო ონოფრიშვილი და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. ასევე, რეაბილიტირდა ახალ გუდაურთან დამაკავშირებელი 1.2 კმ-იანი გზის მონაკვეთი, რომელიც, როგორც ადგილობრივებს, ისე დამსვენებლებს კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. მიმდინარეობს სამუშაოები პარკირების სივრცის გასაფართოებლად. მხარის გუბერნატორის განმარტებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა გუდაური ზამთრის სეზონს სრულად მომზადებული შეხვდეს. “განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა, დამატებითი საბაგიროების მშენებლობა, პარკირების…

მეტი...

თბილისი „გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ მასპინძლობს

ტექნოპარკში დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია „გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ გახსნის. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ,,გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებას, ეკოსისტემის ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირებას, მეწარმეობის პოპულარიზაციასა და დამწყები მეწარმეების მოტივაცია – მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000 -ზე მეტი ღონისძიება,  რომელშიც ჩართულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი. ღონისძიებაში მონაწილეობენ მთავრობისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე სამეწარმეო ექსპერტები, ახალგაზრდა მეწარმეები, სტარტაპები და ა.შ. გლობალური მეწარმეობის…

მეტი...

ქართულმა დიასპორამ სამაგალითო წვლილი შეიტანა მშობლიური ენის განვითარებაში – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა – გაყიდვას ესტუმრა. მან სიხარულით აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნახა, რომლებიც ლიტერატურის მიმართ ინტერესს ავლენენ. მისი თქმით, ახალგაზრდებს ყოველმხრივ ხელშეწყობა სჭირდებათ. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, თბილისის წიგნის დღეებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ცოცხალია ქართული კულტურა, ამას ადასტურებს გამომცემლობების მრავალფეროვანი პავილიონებიც. ამ თვალსაზრისით მან დიასპორის წარმომადგენლების როლზეც ისაუბრა, რომლებმაც დიდი და სამაგალითო წვლილი შეიტანეს ქართული მწერლობის განვითარებასა და მის შენარჩუნებაში. „ერთ -ერთი საინტერესო პრეზენტაცია, რომელზე დასწრების შესაძლებლობაც მქონდა, ეხებოდა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ლევან მუსხელიშვილის წიგნს. ის დიდი ხანია,…

მეტი...