დაკარგული ბავშვი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს

დაკარგული მოზარდი, 11 წლის ელენე გიორბელიძე ნაპოვნია. გოგონა დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის დილით სკოლაში მივიდა, თუმცა, მას მერე არავის უნახავს. ბავშვის ოჯახის წევრებმა პოლიციის განყოფილება დატოვეს. სამართალდამცველები ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებენ. სად იყო ბავშვი, იყო თუ არა ის გატაცებული, ამ დრომდე უცნობია. გოგონას ოჯახის წევრები სკოლის დირექციას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ის, რომ ბავშვი გაკვეთილებს არ ესწრებოდა, მასწავლებლებს მისთვის არ უცნობებიათ. მო­ზარ­დი თავს კარ­გად გრძნობს. ელენე გიორბელიძე მე-4-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

მეტი...

თბილისიდან კიდევ ერთი ბავშვი დაიკარგა

11 წლის ელენე გიორბელიძეს ამ დრომდე ეძებენ. გოგონა სახლიდან დღეს დილით გავიდა, თუმცა მას მერე არავის უნახავს, მისი კვალი იკარგება. სამართალდამცველები შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ. დაკარგულის ოჯახის წევრები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის, დაკარგულ ბავშვთან დაკავშირებით სიახლე არაფერია. ერთ-ერთი ინფორმაციით, გოგონამ სახლიდან გასვლის წინ ოჯახთან გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა. ბავშვის ახლობლები ამბობენ,რომ დილით ბავშვი სკოლაში არც მისულა. ბავშვის ახლობლები წერილის არსებობას ადასტურებენ თუმცა, გოგონას დაწერილია თუ არა დადასტურებული არ არის. ელენე გიორბელიძე მე-4-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.  

მეტი...

ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა

თბილისის ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო არეალში 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. კალაძის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. “რამდენიმე მისამართი დაგვემატა, რომელთა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასევე, ადგილზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი, რათა აღნიშნული უბანი ერთიან კონტექსტში განახლდეს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს,როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. ეს არის ჩვენი ქალაქის სილამაზე,…

მეტი...

ხეობებში, სადაც ეროვნული პარკი უნდა იყოს, ჰესების მშენებლობა არ შეიძლება – “მწვანეთა მოძრაობა”

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები-საქართველო” სამეგრელოში ეროვნული პარკის შექმნის ინიციატივით გამოდის და ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგება. როგორც ბუნების დამცველი ნინო ჩხობაძე აცხადებს, ​საქართველოში დღეს 11 ეროვნული პარკი არსებობს, აქედან 8 ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” დაპროექტდა. ეროვნული პარკები იძლევა საშუალებას ქვეყანა განვითარდეს ტურიზმის მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვანია ბუნების შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნინო ჩხობაძის განმარტებით, კოლხეთის ეროვნული პარკი მსოფლიოს ეროვნული პარკების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გლობალური დათბობის პერიოდში იქ არსებული ჭაობები და ბიომრავალფეროვნება უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. “გლობალური დათბობის პერიოდში, მარტო ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭაობები, გვაძლევს საშუალებას, რომ ზღვამ ინტენსიურად არ შემოგვიტიოს სანაპიროზე და…

მეტი...

ხორცი, ხორბალი, შაქარი – იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა

საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა. მატება 19.1%- შეადგენს. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურში აცხადებენ, მიმდინარე წლის 9 თვეში 6, 676 მლრდ აშშ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება იმპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალს, პირველ სამეულს ხორბალი, შაქარი და ხორცი იკავებს. 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ხორბალის იმპორტმა 86,6 მილიონი დოლარი შეადგინა; შაქარმა – 46,4 მილიონი დოლარი; ხორცმა კი 45 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, 32,3 მილიონი დოლარის იყო შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტი. ჯგუფში სხვა პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებლის იმპორტი 30,1 მილიონი დოლარი იყო. მზესუმზირის ზეთის, ალისარჩულისა ან ბამბის…

მეტი...

დავით სერგეენკოს შეფასებით, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებზე, წლის ბოლომდე, ხარჯები განულდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ წამლის ფასების მატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს, ამ ეტაპზე, ფასების დარეგულირება არ შეუძლია. მინისტრის შეფასებით, სამინისტროს არ აქვს იმის ბერკეტები და ინსტრუმენტები, აკონტროლოს, კერძო კომპანიები რა მარკეტინგული თუ სხვა მოსაზრებებით ცვლიან მედიკამენტებზე ფასებს. „ჯანდაცვაზე დანახარჯები ხასიათდება რამდენიმე პარამეტრით, რომლიდანაც მთავარი არის ჯიბიდან გადახდები, რომელიც ყოველ წელს იზომება. საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე ეს იყო 70%, რაც წარმოუდგენლად მაღალია. ამის შემდეგ შემცირდა და შარშანდელი მაჩვენებელი არის 56%, მაგრამ ესეც ძალიან მაღალია. 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამ ჯიბიდან გადახდების 70%-ზე მეტს…

მეტი...

“ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს” – ბიძინა ივანიშვილის “ძველ გვარდიას” მიმართავს

​მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, “ძველ გვარდიას” მიმართავს და ჰპირდება, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ არდგილს. ივანიშვილის აზრით, ქვეყანას კიდევ ერთხელ სჭირდება იმ ადამიანების ერთგულება, გამოცდილება და სამოქალაქო გმირობა, რომლებსაც წვლილი მიუძღვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაში. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. “ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში”, – განაცხადა  ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში. მისივე თქმით, ქვეყნის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ეპოქალური ცვლილებების ავტორი ხდება. “ჩვენ ერს ასეთი…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობს და აანონსებს, ვის შეწყალებას აპირებს

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის ემზადებიან. გაერთიანების -„ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ გაყალბება არავის შერჩება. “ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის… არ გაბედოთ ხალხის არჩევანის მოპარვა, რადგან თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას. გაფრთხილებთ გაყალბებას არავის შევარჩენთ“ – განაცხადა ვაშაძემ. პრეზიდენტობის კანდიდატი მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამნისტიის აქტის გამოცემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ შეწყალებულთა შორის ის დედებიც მოხვდებიან, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ და შინ მცირეწლოვანი შვილები ელოდებიან. “გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს შეიწყალოს დედები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი…

მეტი...

მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა – ბიძინა ივანიშვილის მიმართვა

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ მიმართ აკისრია. რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან არ გაუმჯობესდა მათი ყოფა, მაგრამ ამის მიუხედავად, დაუშვებელია საშუალება მიეცეს იმ ძალას, ისარგებლოს ხელისუფლების შეცდომებით, რომლსაც “სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის”, – აცხადებს ივანიშვილი. ყოფილი პრემიერი მადლობა უხდის ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც, 28 ოაქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა “ქართულ ოცნებას” და ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერათ მათი. “დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია. მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი გულისტკივილის…

მეტი...

„ოცნებას“ დიდი ძალისხმევა არც სჭირდება, დაზაფრული მოსახლეობა თავად უწევს ორგანიზებას მობილიზებას“ – პოლიტოლოგი

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამისი რესურსი არსებობს. ვიცი ძალიან ბევრი ოჯახი, ვინც არ მივიდა არჩევნებზე, თუმცა, ისინი ყველანი დარაზმულად აპირებენ მეორე ტურში ჩაბმა“ – აღნიშნული განცხადება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, “პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა” თამარ კიკნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. პოლიტოლოგის შეფასებით, საზოგადოების მხრიდან არჩევნებზე პასიურობის მიზეზი ის გახდა, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში. „ვისაც 9 წელიწადი კარგად ახსოვს, მათ კოშმარივით ახსენდებათ ის პერიოდი, სხვათა შორის, მეც მათ შორის ვარ. იმის გამო, რომ მათ ღიად ვაკრიტიკებდი, მომხსნეს სამსახურიდან,…

მეტი...

დაზარალებული მეანაბრეების პრობლემის მოგვარება აქამდეც შეიძლებოდა – გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა აღიაროს პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების როლი და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც მოსახლეობას დაანახებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გედევან ფოფხაძემ დღეს, სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “საქართველოს” დაზარალებულ მეანაბრეების პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ადამიანების პრობლემის მოგვარება აქამდეც შეიძლებოდა. “​​ორი დღეა მაქვს მათთან კომუნიკაცია და მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება აქამდეც შეიძლებოდა. მათ უნდა ეგრძნოთ სახელმწიფოს მხრიდან რეალური გზები და ასე ცაში გამოკიდებული არ უნდა იყოს ეს პრობლემა. ეს დანარჩენ საზოგადოებასაც აფიქრებინებდა, რომ ხელისუფლებას აქვს…

მეტი...

ვინც შემთხვევით მოხვდა “ქართულ ოცნებაში”, თავისით უნდა ჩამოგვშორდეს. წამსვლელი წავიდეს – გედევან ფოფხაძე  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” თავისი ნებით უნდა ჩამოშორდნენ პარტიას, წამსვლელი წავიდეს, დამრჩენი დარჩეს. როგორც გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​პოლიტიკაში უნდა იყვნენ საკუთარი ხალხის უანგარო მსახურები. იმის იქით რა დაპირებები იქნება ყველა შესრულდება, თუ მორალური ღირებულებებით ხარ ამისთვის მზად. არ არსებობს საკითხი, რომელსაც ვერ მოერევა საქართველო, თუ ამაში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც არა საკუთარ კეთილდღეობაზე იქნებიან ორიენტირებულნი, არამედ, ის ადამიანები, რომლებსაც სახალხო ინტერესი პირად ინტერესზე წინ აქვთ დაყენებული. ​”ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს ჩვენი თანაგუნდელების მიმართ. ეს…

მეტი...

“როცა ტყვიებს ჭედავთ და აწერთ სახელებს, ხიდის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია” – გედევან ფოფხაძე  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ შეწყალების უფლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დაანონსებას საშიში პროცესების საწყისად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები საზოგადოებაში შიშის დათესვას უწყობს ხელს და ყოველგვარი ხიდის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. როგორც გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, გრიგოლ ვაშაძის სურვილი, შეწყალების უფლება აქციოს პოლიტიკურ იარაღად, ყველა თავის მომხრეს უქმნის უსაფრთხოების გარანტიას და ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტების დეგრადაციას ახდენს. “იმ ფონზე, როცა ოპოზიცია ყველას მოღალატეებს უწოდებს, ამ ფონზე ძალიან საშიშია პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან ასეთი განცხადებები. 9 აპრილის შემდეგ ყველას გვეგონა, ისე…

მეტი...