ახალ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა უნდა დახვდეს – გიორგი მარგველაშვილი 

საქართვლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მთავრობას სასწრაფოდ და ინტენსიურ რეჟიმში უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის შექმნისა და დაპირების შესრულებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჭირო და აუცილებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. მისი თქმით, ასეთი სტრუქტურა უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს და ახალ კონსტიტუციას, რადგან ახალი კონსტიტუციით, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სტრუქტურა უშიშროების საბჭო, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიღებული ყოფილიყო პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. “არ შეიძლება ქვეყნის არცერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. სამწუხაროდ,…

მეტი...

სატელეფონო სიმ-ბარათების ნაწილმა, შესაძლოა ID ბარათის ფუნქცია შეიძინოს

სატელეფონო სიმ-ბარათი ID ბარათის ფუნქციას შეიძენს.  მოქალაქეებს სატელეფონო სიმ-ბარათებზე პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩატვირთვისა და შემდგომ მისი გამოყენების საშუალება ექნებათ. სიმ -ბარათზე ჩაიტვირთება ყველა პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემი და მოქალაქეს სურვილის შესაბამისად საშუალება მიეცემა გაიაქტიუროს, ასევე, ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციაც. პროექტის საშუალებით, ასეთი მობილური სიმ-ბარათის მფლობელს პირადობის მოწმობის ტარება აღარ დასჭირდება. პროექტის დანერგვაში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფრანგული კომპანია დაეხმარება. სწორედ მისგან შეიძენს სახელმწიფო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას. 5,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში, ფრანგული IDEMIA FRANCE-ს გარდა, კიდევ სამი ქართული და ერთიც თურქული კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ყველა მათგანმა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. საბოლოოდ გამარჯვება…

მეტი...

კარიერზე აფეთქების შედეგად ბავშვის დაღუპვის გამო, თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს

ქედის რაიონის სოფელ ჭიკაძეებში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ბრალდებით, თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ქედაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პროფესიული კავშირების გაერთიანება და  მომხდარში ოპერატორ კომპანიას ადანაშაულებენ. ​საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების წარმომადგენლების შეფასებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში არ არსებობს ეფექტიანი მაკონტროლებელი ორგანო. მათივე ინფორმაციით, აფეთქების მომენტში გიგა ოსანაძე საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს. აფეთქების შედეგად დაზიანდა, აფეთქების ეპიცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში მდებარე…

მეტი...

სოფელ მეჯვრისხევის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის ფართი დაიქირავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღეიდან დაქირავებულ ფართში ივლიან. 1987 წელს აშენებულ შენობას ექსპერტიზა ზაფხულში ჩაუტარდა და  დასკვნის საფუძველზე შენობაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სააღმზრდელო დაწესებულება ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსდა. “ამ ეტაპზე, ბაღში 127 აღსაზრდელი ირიცხება. სულ არის 3 ჯგუფი, შეიძლებოდა ერთი ჯგუფიც დაგვემატებინა, მაგრამ მეტის საშულებას არ გვაძლევს ის ფართი, სადაც ახლა განთავსდა საბავშვო ბაღი. ნორმალური სიტუაციაა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებისთვის შევქმნათ საუკეთესო პირობები“, – აცხადებს ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს პროექტის შემუშავება ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. ბაღის მშენებლობა კი 2019 წელს უნდა დაიწყოს.…

მეტი...

ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდება – ეკა ბესელია არჩევნების შედეგებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა 28 ოქტომბრის არჩევნებით მოსახლეობისგან გზავნილი მიიღო და ცვლილებების საჭიროებასაც აცნობიერებს. ეკა ბესელიას შეფასებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების”​ წევრების შეხვედრაზე განიხილეს არჩევნებით მიღებული შედეგები და გადაწყდა, რომ ცვლილებები ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყნის მომავალს. მისივე თქმით, ცვლილებების პირველი ეტაპი იქნება მოკლევადიანი და გულისხმობს საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვას. მეორე საკითხი ეხება არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ძალიან მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს, საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, აღმასრულებელ და ადგილობრივ დონეს. “ახლა კონსოლიდირების…

მეტი...

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ცოლ-ქმარს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ცოლ-ქმარს მ.ა და ლ.ს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, ცოლ-ქმარი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს,  – 0,94486 გრ. „ბუპრენორფინს“ და 2,79087 გრ. „ჰეროინს“ ინახავდნენ. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა 2018 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ბათუმში ამოიღეს. ცოლ-ქმარს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის N260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მეტი...

ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხე ორივე მხრიდან რეალურია – “ქართული მარში” არჩევნებზე 

მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  დესტაბილიზაციის უდიდეს საფრთხეს შეიცავს. ქვეყანაში ძალადობრივი პროცესები საფრთხე არსებობს როგორც ხელისუფლების, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. “​გარკვეული ინფორმაციები გვაქვს, რომ ყველა მხრიდან ჯგუფები ემზადებიან ძალადობრივი აქტებისთვის, ამ ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მეორე ტურისთვის მოვხსნათ ბოიკოტი და აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესში. ასევე, ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, რომ პოლიტიკოსები გასწიონ გვერდზე და არჩევნების ჩატარება ძალოვანებს ანდონ”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ დღეს “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, “ქართული მარშისთვის” მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. მაგრამ, ასევე,…

მეტი...

“ქართული მარში” “ქართულ ოცნებას” 2 პირობას უყენებს – საგანგებო განცხადება “მთავარში”

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში”, რომლის მხარდამჭერებმა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, აპირებენ ბოიკოტზე უარი თქვან იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” არ დააკმაყოფილებს მათ ორ მოთხოვნას: 1. სასწრაფოდ წესით გაიწვიონ “მარიხუანის კულტივაციის შესახებ” კანონი და მთავრობამ დადოს პირობა, რომ აღარასოდეს დაუბრუნდება ამ საკითხს. მათივე თქმით, ამგვარად შესრულდება ეკლესიისა და პატრიარქის მოთხოვნა და ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე და აპირებს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ყოფნას. 2. დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ქვეყანას დღეს მართავს ძალა, რომელსაც მოსახლეობის მხოლოდ 37% უჭერს მხარს. “ორივე კანდიდატი არის…

მეტი...

რუსთავში ბაზრობა დაიწვა – მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიაზე საუბრობენ

​ქალაქ რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1000 კვ. მ. ფართობის ნაწილი დაიწვა. როგორც ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე აცხადებს, ხანძარმა თითო გამყიდველს დაახლოებით 20-30 ათასი ლარის საქონელი გაუნადგურა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ქარისა და ადვილად აალებადი მასალების გამო ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა “შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 01:29 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანების პირველი…

მეტი...

კრიზისი ღრმავდება, ბანკები თვითნებობას განაგრძობენ – დავით ჭიჭინაძე ლარის კურსის ვარდნაზე

​მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, პარლამენტის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის აზრით, იმის გამო, რომ დროულად არ განხორციელდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები, ბანკები თვითნებობას განაგრძობენ და არჩევნების შემდგომ ეროვნული ვალუტა, ლარის კურსის ვარდნა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, სამწუხაროდ ქვეყანაში კრიზისი ღრმავდება და ცუდი ის არის, რომ არ კრიზისის შეგრძნება არ აქვს მთავრობას. ​​მისივე თქმით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე უკეთ იცის რა ეკონომიკური გუნდიც ჰყავს და რომ ეს გუნდი არა თუ სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკას, ერთი დიდი კომპანიის პოლიტიკასაც ვერ განსაზღვრავს. “კრიზისი…

მეტი...

Freedom House-ის კვლევაში საქართველომ 100-დან 25 ქულა მიიღო

„ინტერნეტის თავისუფლება“ ასეთია კვლევის დასათაურება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა. ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 2018 წლის კვლევით, საქართველო რეგიონში ლიდერია. რეიტინგში ქვეყნები 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს, – ამის შესახებ 1tv.ge წერს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნად დასახელდა და მას 25 ქულა აქვს მინიჭებული. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების დონის კლება შეინიშნებოდა, რადგან გასული წლის ანგარიშში საქართველოს 24 ქულა ჰქონდა მინიჭებული. კვლევა აჩვენებს, რომ ინტერნეტი ყველაზე თავისუფალია ისლანდიაში (ექვსი ქულა), ესტონეთსა (ექვსი ქულა) და კანადაში (15 ქულა).…

მეტი...

მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ – კახა კალაძე არჩევნებზე

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ტერორუს შესაძლებლობა არ აქვს და სიტყვიერ ტერორზე გადავიდა. ​როგორც თბილისის მერი წერს, არც ერთი ადამიანი არ განიდევნება საკუთარი განსხვავებული აზრის გამო და ძალადობა საქართველოში დასრულდება. “ნაცებს ფიზიკური ტერორის შესაძლებლობა აღარ აქვთ და სიტყვიერი ტერორით იკმაყოფილებენ ძალადობის ჟინს. მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ. ხელისუფლების კრიტიკაში ანა დოლიძეს უკან არასოდეს დაუხევია. დღეს კი, როცა გამოდის და თავის პოზიციას, აზრს აფიქსირებს, ისეთს, რაც ვიღაცისთვისაა მიუღებელი, თავს დაესხნენ, როგორ…

მეტი...

ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება – დავით ზალკანიანი 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით. ​მინისტრის თქმით, ეს კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას. მისივე შეფასებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომელიც საქართველოს განვითარებას და უსაფრთხოებას ეხება. „დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც აიტაცეს ოპონენტებმა. სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან ხდება ასეთი საკითხით მანიპულირება – როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. იქ, სადაც საქართველო არის უაღრესად თანმიმდევრული და ძალიან ძლიერი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა…

მეტი...