“ევროპული საქართველო“ კვირის აქციას სოლიდარობას უცხადებს, მაგრამ არ შეუერთდება

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ კვირას, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე იმსჯელა და გადაწყვეტილებაც მიიღო. პარტიის „განჩინება“ დავით ბაქრაძემ გააჟღერა და აღნიშნა, რომ აქციას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ბაქრაძის შეფასებით, ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. „გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით. ჩვენ გვესმის თითოეული ასეთი ადამიანის წუხილი. მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება,…

მეტი...

ანტიკური პერიოდის ძეგლები ქედაში – აღმოჩენა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში, ჯვარქედის უბანში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კომპლექსი რომელიც, სამი პერიოდის ძეგლით არის წარმოგენილი: 8 000 – 10 000 წლის წინანდელი გამოქვაბული, XI – XIII საუკუნეების სათვალთვალო კოშკი  და ხანგძლივი პერიოდის ანტიკური ნამოსახლარი ძვ.წ V ს-დან ახ.წ V ს-მდე. როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აჭარის არქეოლოგიური მუზეუმისა და ქედის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები,  ერთობლივი ექსპედიციის 8 დღიანი სამუშაოების შედეგად მივიდნენ იმ კულტურულ ფენამდე, სადაც აღმოჩენილი და წამოღებული მასალები თარიღდება ანტიკური პერიოდით. “გვხვდება მთლიანად დაცული საკულტო დანიშნულების ფიალა, რომელიც იშვიათია ჩვენს კუთხეში. სულ სამი ეგზემპლარია აღმოჩენილი და სამივე ქედის მუნიციპალიტეტში. (კვაშტა,…

მეტი...

დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ, გილოცავთ პრეზიდენტად არჩევას – ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.  „დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ, საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას. გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული დასამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით. ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდრო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს. თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში და მოხარული ვიქნები ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით”, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას მსოფლიოს სხვა ლიდერებიც ულოცავენ. იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა: მინდა, იტალიელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით,…

მეტი...

ზედმეტად ლიბერალური დამოკიდებულებები ხშირად არ არის სიკეთის მომტანი – გურამ მაჭარაშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნისას გასათვალისწინებელია ამომრჩევლების 60%-ის პოზიცია, რომლებმაც 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს დაუჭირეს. ​როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას, შესაბამისად გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ეწინააღმდეგება უმრავლესობის ნებას. “კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში დემოკრატიისკენ. საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასება მიეცა. ქართულმა საზოგადოებამ უკვე მერამდენედ უთხრა უარი იმ ხელისუფლებას, რომელმაც 2012 წლამდე, არც თუ სასურველი შედეგი მოუტანა ქვეყანას. თუმცა გასათვალისწინებელია ამომრჩეველთა 40%-ის განწყობაც,…

მეტი...

აშშ-ს მთავრობაში სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ 

​ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ რობერტ ჰალადინოს განცხადებით, აშშ საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას გეგმავს. მისი თქმით აშშ, ასევე, ელოდება, რომ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებზე გაგრძელდეს. “აშშ ელოდება საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და საქართველოსთან მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მხრივ“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

მეტი...

ქართული ჭიდაობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია – მამუკა ბახტაძე 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის შეფასებით, იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, თუ რამხელა წვლილი მიუძღვით ქართველებს მსოფლიო ცივილიზაციაში. “იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს გახლავთ კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენ ქართველებს და ჩვენს წინაპრებს რა მასშტაბის კონტრიბუცია გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე იქნა…

მეტი...

არჩევნები დამთავრდა, ვიწყებთ რეფორმებს, დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს – მამუკა ბახტაძე 

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, არჩევნები დამთავრდა, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, ხოლო მთავრობამ დაიწყოს რეფორმების გატარება. „არჩევნები დამთავრდა, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი. ჩვენი მიზანია ქვეყნის წინსვლა და განვითარება გახდეს შეუქცევადი, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერი დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ხელისუფლება არ დაუშვებს რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს, საზოგადოების ცხოვრებაში არეულობისა და დისონანსის შეტანის მცდელობას. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.…

მეტი...

პრეზიდენტის სასახლის სპორტული დანიშნულებით გამოყენებას მივესალმები – შოთა ხაბარელი  

პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისთვის ფუნქციის შეცვლას არ გამორიცხავს, თუმცა მიაჩნია, რომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომელიც სახელმწიფოსთვის და მისი იმიჯისთვის უკეთესი იქნება. ​როგორც შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ავლაბრის სასახლის სპორტული დანიშნულებით გამოყენების იდეას მიესალმება. “ამაზე ფიქრია საჭირო, ეს არ არის უბრალო შენობა. მასშტაბური ნაგებობაა და შესაძლოა, ქვეყნის სახესაც  წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე ამ საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა არ შეიძლება. ის სპორტულ დანიშნულებას შეიძენს, სასტუმრო იქნება თუ სხვა. სპორტული მიმართულებით თუ გამოვიყენებთ, ამაში ცუდი არაფერია. სახელმწიფოსთვის რაც იქნება უკეთესი ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, შესაძლოა…

მეტი...

საკადრისი თანადგომა სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც ცოტა დაგვშორდნენ – შოთა ხაბარელი  

პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ საკადრო პოლიტიკის მიმართულებით, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” სერიოზული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები და საკადრისი თანადგომა სჭირდებათ ადამიანებს, ვინც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებას ცოტა დასცილდა. “ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ დაშვებული იყო შეცდომები, ისინი უნდა გამოსწორდეს. საკადრო პოლიტიკის მიმართულებით სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები. ეს შეიძლება დავინახოთ როგორ პოზიტივი. საქართველო არის ძალიან პატარა, ყველამ ვიცით ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, ძალიან ბევრი უკეთესი ადამიანი, სად იდგნენ, იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ და მათი რიცხვი გაზრდილია, ამან განაპირობა 28 ოქტომბრის არჩევნების დაბალი პროცენტიც”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში“. მისი…

მეტი...

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი შესაძლოა ლაშა ჟვანია გახდეს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა შესაძლოა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჭვანიამ დაიკავოს. როგორც ლაშა ჟვანია აცხადებს,  მსგავსი შემოთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია და ეს საკითხი პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. „თქვენ იცით, რომ ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი. ამიტომ ასეთი რამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს, ალბათ, უფრო პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. როდესაც მისმა უწმინდესობამ 2010 წელს დამნიშნა თავისი ფონდის ხელმძღვანელად, მაშინ ვთქვი, რომ არც ჩემი ნებით დავნიშნულვარ და ჩემი ნებითაც არ წავალ. ეს მისი უწმინდესობის გადასაწყვეტია,“ – განაცხადა ლაშა…

მეტი...

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება დანაშაულია – შოთა ხაბარელი სააკაშვილზე 

პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება საქართველოს მოსახლეობას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ მოუწოდოს. “სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ ვიცი, რა უფლებით აკეთებს ასეთ განცხადებებს. ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, ეს არის დანაშაული”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ  მთავარში“. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს მიმართა და მოქალაქეებს კვირას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად ვაშაძე აირჩია. “​ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად გია ვაშაძე აირჩია. მივესალმები ხალხის პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს, მივესალმები გაერთიანებულ…

მეტი...

გავიდნენ ქუჩაში, გამოთქვან პროტესტი, მაგრამ კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდნენ – შოთა ხაბარელი ოპოზიციაზე ​

პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა არანაირ ეჭვს არ იწვევს, ოპოზიციას კი აქციების გამართვა ყველა შემთხვევაში დაგეგმილი ჰქონდა. როგორც შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შეუძლიათ გავიდნენ ქუჩაში, გამოთქვან პროტესტი, მაგრამ  კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდნენ. ​დეპუტატის აზრით, როდესაც არჩევნების შედეგებში 20%-იანი სხვაობაა, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ უნდა იყოს. ​ “​საქართველოს​ უკვე ჰყავს საუკეთესო პრეზიდენტი ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილის სახით, აქ არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ არჩევნები ჩატარდა არასწორად. შედეგი…

მეტი...

ქალბატონო სალომე, რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა გავაკეთოთ? – ახალარჩეულ პრეზიდენტს

რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და ორმაგი მოქალაქეობის უფლებას ითხოვენ. როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, სწორედ ისინი გზავნიან  საქართველოში ყველაზე მეტ ფინანსებს, რეკლამას უკეთებენ საქართველოს და ქართულ წარმს რუსეთის ბაზარზე.   “ქალბატონო სალომე ჩვენ უცხო ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა რა გავაკეთოთ ,როდის დაგვაფასებთ რუსრთში მცხოვრებ ქართველებს და როდის დავინახავთ თქვენ ყურადღებას. – თქვენ რომ,საფრანგეთის პატრიოტი იყავით და საფრანგეთის დიპლომატი ,მე მაშინ დავიბადე კახეთში და მაშინ დავრბოდი კახეთის სტადიონებზე ფეხშიშველი და არა თუ დინამო სტადიონის გვერდით … – როდის მოგვცემთ უფლებას რუსეთის მცხოვრებ ქართველებს რომ მივიღოთ საქართველოს მოქალაქეობა…

მეტი...

ემანუელ მაკრონის წერილი სალომე ზურაბიშვილს – მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და ჩემი სახელით

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ უსურვებს წარმატებას მანდატის შესრულებისას. „ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, – წერს ემანუელ მაკრონი.

მეტი...

საინტერესო ფენომენია ამომრჩეველთა ის 40%, რომლებმაც ვაშაძეს მისცეს ხმა – გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გუგული მაღრაძის აზრით, ხმების 40%, რომელიც არჩევნების მეორე ტურში, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ძალიან საყურადღებო და საინტერესო ფენომენია. როგორც გუგული მაღრაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, საქართველოში, სადაც უამრავი ადამიანი დაზარალდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიანი მმართველობის შედეგად, მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. ​მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო სექტაა, ვიდრე პოლიტიკური პარტია. “მე არ ვიტყვი, რომ ეს 40 % ერთგვაროვანი მასაა. გარედან რომ შევხედოთ, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო სექტაა ვიდრე პოლიტიკური პარტია, ყავს თავისი ლიდერი, რომელსაც არაცნობიერის დონეზეც ჰყავს თავისი აღფრთოვანებული მხარდამჭერები, მაგრამ…

მეტი...

“მინდა ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, ქუჩაში დადის” – სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები, – ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ინაუგურაციის შემდეგ შევა თუ არა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში. ​ ​როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა. „ჩემი ოჯახი, წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ორბელიანების სასახლე თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარეობს. მინდა, ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, დადის ქუჩაში და არ არის ჩამოშორებული…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” ბიძინა ივანიშვილისგან გარანტიებს ითხოვს – სანდრო ბრეგაძე ფარულ მოლაპარაკებებზე 

​საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, უცხოელი შეუამავლების დახმარებით მოლაპარაკებებს მართავენ და ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვენ. როგორც სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მას აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარების სანაცვლოდ ნაციონალები ​კოჰაბიტირებული პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან კარვების ქალაქის მოწყობით იმუქრებიან. “დაზუსტებული ინფორმაციით ამ წუთებში ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატი შუამავლად არის მისული ბიძინა ივანიშვილთან! მოლაპარაკების საგანია ნაცების შეთავაზება – ხელშეუხებლობის გარანტიის და ძველებურად, კოჰაბიტირებულად პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენის…

მეტი...

უავტორიტეტო ადამიანები არიან ადგილობრივი ხელისუფლებების სათავეში – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავას აზრით, სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნებას” რეგიონებში კატასტროფულად ცუდი მდგომარეობა აქვს, ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში  უავტორიტეტო ადამიანები არიან. ​როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” ვერ გააცნობიერა ადგილობრივი თვითმმართველობის სიკეთე და ძალა, რაც არის ძირითადი წინაპირობა ევროპული ქვეყნების განვითარებისთვის. აქ სრულებით უპასუხისმგებლო მიდგომა არსებობს და ფავორიტიზმი იყო გამეფებული, ამაზე მეტყველებდა არჩევნების პირველი ტურის შედეგებიც, ” სახალხო მოძრაობამ “მე ვიცავ თავისუფლებას” ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი მოიარა. შედეგად დავინახეთ, რომ რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა, უავტორიტეტო ადამიანები არიან ადგილობრივი ხელისუფლებების სათავეში. ადამიანების უმრავლესობამ, ვისაც ჩვენ ვხვდებოდით, არც კი იცოდნენ…

მეტი...

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა არ არსებობს – გუგული მაღრაძე

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვს არ იწვევს და არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა არსებობს. როგორც გუგული მაღრაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​რიგგარეშე არჩევნებს თავისი წინაპირობა აქვს (წინარევოლუციური კრიზისი და ა.შ), ასეთი წინაპირობა კი საქართველოში დღეს არ არის. ​”არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს, არჩევნები ჩატარდა მშვიდად და გამჭვირვალედ, ყველას ჰქონდა აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, რაც უმთავრესია არჩევნებში. გარკვეული ექსცესები ყოველთვის ხდება, ადამიანები ვართ, ვიღაც თავის ემოციას ვერ მოთოკავს, თუმცა სისტემური ტიპის დარღვევები არ ყოფილა. ქვეყანაში, 6 წელია, სტაბილური და…

მეტი...

“საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი” – საზღვარგარეთის პრესა სალომე ზურაბიშვილზე

უცხოური მედია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ წერს. „პირველი ქალი პრეზიდენტი კავკასიაში,“ – ასე ეხმაურება უცხოური SBS NEWS-ი არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის წარმატებას. „ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი და პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკაში. 66 წლის საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნებში ხმების 59,6% აიღო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაიბადა საფრანგეთში და 2004 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად“, – წერს SBS NEWS -ი. უცხოური მედია, ასევე, აღნიშნავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის ბოლო  იქნება, სადაც პრეზიდენტს ხალხი აირჩევს. არჩევნებში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს პირადად უკვე მიულოცა ლიეტუას პრეზიდენტმა,…

მეტი...

ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია – გოგა ხაინდრავა ​

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, 28 ნოემბრის არჩევნებს აფასებს, არა პარტია “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებად და აცხადებს, რომ ამ არჩევნებით საქართველოში დასრულდა საბჭოთა ეპოქა. როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის პროექტი ჩავარდა, უამრავი ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ საბჭოთა ჩეკისტი მოეყვანათ საქართველოში. ქართველი ხალხი საბჭოთა ჩეკისტებს და დამსმენებს არასოდეს აირჩევს, ხოლო ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ​ “​ყველაზე ცუდი ის არის, რომ 775 ათასმა ადამიანმა საბჭოთა პროექტს მისცა ხმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. გამიხარდა სალომეს განცხადება, რომ…

მეტი...

„ქართული მარში“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გამოდის და აქციებს აანონსებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებს ითხოვს, თუ მოთხოვნა გაზიარებული არ იქნება, საპროტესტო აქციებს აანონსებს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „უმთავრესი მოთხოვნა, რაც უნდა დადგეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ვადამდელი არჩევნები ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არ აწყობს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც ერთიც მშვენივრად გრძნობს თავს ხელისუფლებაში და მეორეც კომფორტულად აა ე.წ საპარლამენტო ოპოზიციის საფარ ქვეშ. უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ რევოლუციას. ამ მოთხოვნას ჩვენ დავაყენებთ მოთხოვნას და თუ მისი იგნორირება მოხდება, იქნება აქციები, რომელიც…

მეტი...

“ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკაში საჭიროა საკადრო ცვლილებები – ზაქარია ქუცნაშვილი​​

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკაში საჭიროა ცვლილებები, საკადრო გადაადგილებები, ზოგი რგოლი ძალიან სუსტია, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო სტრუქტურებში. “თვითმმართველობებში ჩარევის უფლება მცირე გვაქვს, გარდა პარტიული მიმართულებისა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ   მთავარში“. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორემდე, მმართველმა გუნდმა ქართველი ამომრჩევლისგან სერიოზული შენიშვნები მიიღო და შეცდომები აღიარეს ყველამ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარით დაწყებული შტაბის ლიდერებით დამთავრებული. “ეს შენიშვნები გაზიარებულია, არ ყოფილა ჯიუტი პოზიცია და უტიფრობა. ჩვენ მოვუბოდიშეთ საქართველოს მოსახლეობას. ხალხმა დაინახა, რომ მსახური ხელისუფლების ფილოსოფია დასაბრუნებელია წინა პლანზე და საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, დამაჯერებელ…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილს შუამავლები გაუგზავნეს, ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციაში სერიოზული განხეთქილებაა და მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ სცენარს არ ემორჩილებიან. აღნიშნულის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ნაციონალურ მოძრაობას რესურსი არ გააჩნია, რაიმე სახის ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყოს. მიუხედავად იმისა, მათ ასეულმა ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი, ისინი ამ ქვეყანაში რევოლუციას ვერ მოახედენენ. ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯარს და პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს არის სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მოწოდება და სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს“ – აღნიშნა ბრეგაძემ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მოწოდებები და აქციების მუქარა ბიძინა ივანიშვილზეა გათვლილი. კერძოდ, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით,…

მეტი...

„ქართული მარში“ მესამე ძალის შესაქმნელად პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს იწყებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქარული მარში“ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, თუმცა, მონაპარაკებებში მონაწილე პარტიული სუბიეტების დასახელებისგან თავი შეიკავა. „საქართველოში არა ერთი, არამედ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი აუცილებლად უნდა შეიქმნას. საუბარია მესამე პოლიტიკურ ძალაზე. ეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება იმისთვის, რომ მუდმივ ასპარეზზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არ იყოს. ეს ის ძალების, რომლებიც მუდმივ თანაცხოვრებას და ხალხის გაბითურებას აგრძელებენ. ვიწყებთ მოლაპარაკებებს ჩვენი იდეოლოგიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებთან. ეროვნულ იდეოლოგიაზე მყოფი პოლიტიკური ძალები ერთ სივრცეში უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი ძლიერი…

მეტი...

სააკაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სტატუსიც კი დაკარგა – ზაქარია ქუცნაშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ვიდემოწოდებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა  უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ის აღარ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. “დემოკრატიულ ქვეყნებში ასეა მიღებული, რომ თუ პრეზიდენტი, იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, რომლის პრეზიდენტიც არის, კარგავს ყოფილი პრეზიდენტის სტატუსსაც კი. სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ოდესის გუბერნატორისა თანამდებობების მიღების სასარგებლოდ საკუთარი სურვილით. არავის ჩამოურთმევია მისთვის მოქალაქეობა. ამიტომ მან თავად დაკარგა კანონიერი უფლება იწოდებოდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტად”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. ​რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, ქუცნაშვილის თქმით, მისი მხარდამჭერებიც კი…

მეტი...

“ჩვენ ჩამოვლაბორანტდით სალომე ზურაბიშვილამდე” – სანდრო ბრეგაძე

„მმართველი პოლიტიკური გუნდი, 4-5 წლის განმავლობაში, პასუხისმგებელი იქნება  სალომე ზურაბიშვილის თითოეულ ნაბიჯზე და ქმედებაზე“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბრეგაძე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, სადაც “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 60%-ით ლიდერობს, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჩვენთვის უცხო არ ყოფილა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მან მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” შიშით. ჩემი პროგნოზით სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები არ იქნება ლოგიკური. ჩვენ ჩამოვლაბორანტდით სალომე ზურაბიშვილამდე“- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

კარგი ბიჭებისა და გოგონების გვერდით დაყენებას ყველა პარტია უნდა ეცადოს – ქუცნაშვილი “ძველ ბიჭებზე”

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ყველა პარტია უნდა ეცადოს, კარგი გოგონები და კარგი ბიჭები დაიყენოს გვერდით და არა ცუდები, კარგები არიან საჭირო გამარჯვებისთვის და არა ცუდები. “კარგი გოგონებისა და კარგი ბიჭების გვერდში დაყენებას ყოველთვის მივესალმები. ყველა პარტიას მოვუწოდებ კარგები შეარჩიონ თავიანთი კამპანიის საწარმოებლად”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ​რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით,  ასეთი ცალკეულ შემთხვევები იყო მის სადეპუტატო რეგიონში, მაგალითად, ჭადიჯვარში, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ფული მისცეს ტრაქტორისტს, რომ იაფად დაემუშავებინა მიწები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისთვის, მაგრამ ამაზე ადგილობრივებს უარი უთქვამთ. ასევე,…

მეტი...

შიში, ან მოლოდინი, რომ ვინმე შეძლებს სიტუაციის არევას, უსაფუძვლოა – ზაქარია ქუცნაშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ შიში, ან მოლოდინი იმისა, რომ ვინმე შეძლებს სიტუაციის არევას და არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას, უსაფუძვლოა. ​ზაქარია ქუცნაშვილი მადლობას უხდის ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, რომ მათ პრინციპული არჩევანი მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ გააკეთეს. “განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი რეგიონის ამომრჩეველს, 68,5% სალომე ზურაბიშვილმა მიიღო თიანეთის მუნიციპალიტეტში, 68,7% დუშეთის მუნიციპალიტეტში, 79,3% ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გვაქვს სანდო წყაროს შედეგები, მთა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პრინციპულ არჩევანს”, – განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში” ზაქარია ქუცნაშვილმა. ​მისი შეფასებით, წინასაარჩევნო პიარკამპანიის დროს უამრავი ტყუილი და ცილისწამება გავრცელდა, ამის მიუხედავად…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში იგებს – ირაკლი კობახიძე

 „სალომე ზურაბიშვილი -60 %, გრიგოლ ვაშაძე – 40% – ეს არის პრაქტიკულად ოლქიდან მიღებული ბოლო მონაცმეები, რომელსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები შესაბამისი საარჩევნო უბნებიდან“ – განაცხადა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, უკვე დათვლილია დაახლოებით მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი ხმა, დასათვლელი დარჩა დაახლოებით 300 000 ხმა. „ძირითადი მონაცემები უკვე შეჯამებულია, შესაბამისად, არ ველოდებით პროცენტების არსებითად ცვლილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში გვაქვს 61% მაჩვებელი, თითქმის უკვე დასრულებულია უბნების დათვლა და არსებული მონაცმებით, სალომე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში. რაც შეეხება რაოდენობებს, ირაკლი…

მეტი...

ძებნილად გამოცხადებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვა 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. იგი საქართველოს მოსახლეობას მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. “დავდგეთ ერთად ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად, ამ ბრძოლის გაშლასთან ერთად მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში, რადაც არ უნდა დამიჯდეს. ჩემი სიცოცხლე არაფრად მიღირს, რომ ვერავინ მოახერხოს ხელის აღმართვა, ვერც ერთ ქართველზე. ვერავინ შეძლოს ძალადობრივი სცენარის განხორციელება, ყველანი ახლა უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული. უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენზე ძლიერები არ არიან 30-ლარად მოსყიდულები”, – აცხადებს ექსპრეზიდენტი. სააკაშვილი აცხადებს, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ის არასდროს აღიარებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა…

მეტი...

“სირცხვილია, მრავალსაუკუნოვან ქართველ ერს, ტლუ, გაუნათლებელი, ავადმყოფი მართავდეს” – მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩატარებულ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება, რომელშიც დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს და საზოგადოებას მასობრივი დაუმორჩილებლობისკან მოუწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, არასდროს აღიარებს ბიძინა ივანიშვილს და დღეიდან მას აღარ მიიჩნევს საქართველოს ლეგიტიმურ მმართველად. მისივე შეფასებით, 28 ნოემბრის არჩევნებს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, რადგან “კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და აკონტროლებს უკლებლივ ყველა სახელმწიფო პროცესს. “ხალხო, თქვენ ამ წუთში, დღეს, ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. ეს არ იყო, არც არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და ამას არაფერი აქვს საერთო ხალხის ნებასთან. ეს არის ქურდული…

მეტი...

“დამორჩილება” თუ დაუმორჩილებლობა?! – ვაშაძე განცხადებას დღეს გააკეთებს

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით გაიზიარებს თუ არა, დღეს გამოაცხადებს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, სანამ გუნდი არ შეთანხმდება, სააკაშვილის მოწოდება მხოლოდ ერთი ადამიანის მოსაზრებად დარჩება. „მე, ჩემი მეუღლის და ჩემი ქალიშვილის და აი ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა. ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით მითღებული არ არის, ის, რაც არ მიღებულა და რაც ამ ტრიბუნიდან ამ შტაბში არ გამოცხადებულა, ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად რჩება. მე რომ ამ პოზიციას ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 18:00…

მეტი...

ცესკოს პირველადი მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59,55% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების – 40,45%. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურში სულ 1 975 845-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 56.23% -ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლები. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 72.72%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში – 43.12%. რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 55.9%. როგორც ცესკოში აცხადებენ, 20:00 საათზე ყველა…

მეტი...