წარმატებას სპორტით და ფეხბურთით მივაღწიე – კახა კალაძე ახალგაზრდებს მიმართავს 

თბილისის მერი კახა კალაძე ახალგაზრდებს მოუწოდებს განათლება შეიძინონ, რადგან განათლების გარეშე  შეუძლებელია წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სპორტი, ბიზნესი თუ სხვა. ასევე, დაკავდნენ სპორტით და მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს. როგორც კახა კალაძემ რუსთავში, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, მან წარმატებას სწორედ სპორტით და ფეხბურთით მიაღწია. “ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და კიდევ ერთი საფეხბურთო ბაზა, აკადემია შეემატა ჩვენს ქვეყანას. ეს ფაქტი ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რადგან თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, სწორედ სპორტით და ფეხბურთით მაქვს მიღწეული. კიდევ უფრო მეამაყება, რომ დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, ასეთი საინტერესო,…

მეტი...

თეიმურაზ II -ის დაკარგული უნიკალური პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

მეფე თეიმურაზ მეორეს პორტრეტი საქართველოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდაა. დედოფალ ელისაბედის დავალებით, ალექსანდრე ანტროპოვის მიერ, 1761 წელს შექმნილი ტილო არა მხოლოდ საქართველოს საგანძური, არამედ მსოფლიო შედევრების ნაწილია. “სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ დაკარგული საგანძური დავიბრუნეთ, მეფის პორტრეტი, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო”,- აცხადებენ ხელოვნების სასახლეში. მათივე ინფორმაციით, უნიკალური ტილო ფონდმა „ქართუმ“ 38 400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების სასახლეს გადასცა.  მოლაპარაკებები 1Stdibs გალერეასთან  მიმდინარეობდა.  ამიერიდან, თეიმურაზ მეფის პორტრეტი მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის და მეფე გიორგი მეთორმეტის ფერწერულ ტილოებს შორის განთავსდება. პორტრეტი ხელოვნების სასახლეში 25 ოქტომბრიდან გამოიფინება და 2 დღის განმავლობაში ყველა მსურველს…

მეტი...

რომის მეტროში რუსი ფანატები ესკალატორის კიბიდან ჩაცვივდნენ და დაშავდნენ  

იტალიის დედაქალაქ რომში, მეტროსადგურ “რესპუბლიკაში” მომხდარი ავარიის გამო, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების 30 გულშემატკივარი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გულშემატკივრების ქცევა გახდა. კერძოდ, მგზავრებით დატვირთულ ესკალატორის კიბეზე გულშემატკივრებმა ხტუნვა დაიწყეს, რის გამო სისტემა დაზიანდა, ესკალატორი უეცრად სწრაფად ამუშავდა, მგზავრები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდნენ ძირს. ინციდენტი გუშინ, იტალიის დროით 19:00 საათზე მოხდა. რუსი გულშემატკივრები რომის ოლიმპიურ სტადიონზე, ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად მიდიოდნენ. როგორც bbc.com იტყობინება, რუსეთის 16 მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდენიმე მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დაზარალებულთა მდგომარეობა სტაბილურია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებულთა შორის უკრაინის მოქალაქეებიც არიან. მომხდართან დაკავშირებით რომის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მეტროსადგურმა…

მეტი...

“სააფთიაქო ნარკომანიის” გამო დაკავებული 20 000 ლარის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს 

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან დღეს, 20 000 ლარის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიისთვის ხელისშეწყობის ბრალდებით ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გია თვალავაძე 26 სექტემბერს დააკავეს და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. იგი ბრალს არა აღიარებდა. თვარაძესთან ერთად, აღნიშნული დანაშაულისთვის კიდევ 5 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თბილისისა და გორის 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები. ამ აფთიაქების მფლობელები, მატერიალური სარგებლის მისაღებად უკანონო…

მეტი...

კიდევ ერთი ველობილიკი თბილისში

თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. მოეწყო ველობილიკი, რომელიც კოსტავას ქუჩიდან შარტავას ქუჩაზე გრძელდება და ბულაჩაურის ქუჩის გავლით პეკინის ქუჩაზე არ​სებულ ველობილიკს უკავშირდება.

მეტი...

ბარათაშვილი აღმართზე Bus Lane მოეწყო 

​თბილისის ისნის რაიონში, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ, ახალ რეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა. გზას კიდევ ერთი ზოლი დაემატა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი ე.წ ბასლაინი მოეწყო. ამ ფაქტს მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, ავტობუსის ზოლი გზის ორივე მხარეს უნდა იყო, რადგან ქუჩა ორმხრივია და აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე მიმართულებით  მოძრაობს. როგორც “მედიაცენტ მთავარს” თბილისი მერიის საქალაქო სამსახურში განუმარტეს, ბარათაშვილის აღმართზე სულ 4 ზოლი იყო. ქუჩის პარამეტრები კიდევ მხოლოდ ერთი ზოლის დამატების საშუალებას იძლეოდა. ამიტომ არჩევანი ქეთევან წამებულის ქუჩისკენ ამსვლელ ნაკადზე გაკეთდა. “ერთ მხარეს დავამატეთ კიდევ ერთი ზოლი “ბასლაინისთვის“. სამწუხაროდ ქუჩის პარამეტრები კიდევ…

მეტი...

“ვეცდები ჩემს რაიონში არც ერთმა, არც მეორემ და არც მესამემ არ გაიმარჯვოს”- დავით ჭიჭინაძე არჩევნებზე  

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალია მეორე ტური, რადგან მკვეთრად შეცვლილია “ქართული ოცნების” მიმართ მოსახლეობის განწყობა, ამომრჩეველი მხარს რადიკალიზაციას უჭერს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ჭიჭინაძემ დღეს განაცხადა, მის სამაჟორიტარო ოლქში, თბილისის ისნის რაიონში, დიდი ალბათობით, პირველ ტურში პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გავლენ. თუმცა, ამბობს, რომ ყველანაირად შეეცდება  აბსოლუტურად სხვა კანდიდატი იყოს გამარჯვებული. “შევეცდები, რომ ჩემს რაიონში აბსოლუტურად სხვა კანდიდატი იყოს გამარჯვებული, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ისნის რაიონში ის კანდიდატი გავა, ვისაც მე…

მეტი...

გარემოზე ზემოქმედების საკითხებში საზოგადოების არაინფორმირებულობა სერიოზულ პრობლემაა – ექსპერტი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი, ექსპერტი აკაკი ფანჩულიძე აცხადებს, რომ ​გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში დღეს, საზოგადოების არაინფორმირებულობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას 7 დღის განმავლობაში აქვს უფლება საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარუდგინოს სამინისტრის, რეალურად ის მაინც არ არის ჩართული და ინფორმირებული. ​აკაკი ფანჩულიძის თქმით, დასახვეწია საზოგადოების ინფორმირებულობის თუ კომუნიკაციის მექანიზმები. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს უკვე გაუზიარეს. “ვუთხარით, რომ 21 საუკუნეში ვართ და ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ რა იმართება, სად იმართება განხილვა, ვის შეუძლია მონაწილეობა ელექტრონული გზავნილითაც კი, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს, რაც უფრო…

მეტი...

გარემოზე სავალალო ზემოქმედების მქონე პროექტები არ უნდა ხორციელდებოდეს – ნინო ჩხობაძე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები-საქართველო“, ქვეყნის ოთხ რეგიონში – მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობისა და მათი ინფორმირების მიზნით, სამოქალაქო ქსელის შექმნას იწყებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​საუბარია გარემოზე ზემოქმედების შესახებ კოდექსზე, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა და სხვადასხვა ტიპის საქმიანობას მოიცავს, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურებისა და გზების მშენებლობას. მისივე თქმით, საჭიროა ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოება, რაც დღეს რეალურად არ ხდება. “ახალი კოდექსი ამოქმედდა. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ 3 ორგანიზასიასთან ერთად, რათა გავზარდოთ საზოგადოების ჩართულობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საზოგადოება…

მეტი...

დაკავებული მწყემსის ადვოკატები კობაურის ციხიდან გასაყვანად საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივიან

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის – მალხაზ კობაურის ადვოკატები ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატებმა განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს. ისინი პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის ერთი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას და საგამომომძიებლო ექსპერიმეტისთვის კობაურის ციხიდან გაყვანას ითხოვენ. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, 78-ე მუხლი ადვოკატებს თავიანთი მოვალეობის განხორციელებას უზღუდავს. „იცით, რომ სასამართლომ ხელი შეგვიშალა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში და ჩვენი შუამდგომლობა კობაურის ციხიდან დროებით გამოყვანასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად გვაქვს და მას სასამართლოში ხვალ შევიტანთ. ვითხოვთ, პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმებას, რომლითაც…

მეტი...

ქუთაისში, მდინარე ოღასკურას ფსკერი მოაბეტონეს 

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს, ხოლო მდინარის ფსკერი  მოაბეტონეს. მონოლითური ბეტონით მოეწყობა მთლიანად მდინარის კალაპოტი. ​როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, შედეგად, უხვი ნალექის დროს, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლები აღარ დაიტბორება, ხოლო მდინარის ფსკერზე დალექილი ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება. მათივე ინფორმაციით, მდინარე ოღასკურა XX საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს უქმნიდა საფრთხეს. წყალი გადმოდიოდა კალაპოტიდან, ტბორავდა სახლებს და მოსახლეობას აზარალებდა. წლების განმავლობაში დაგროვებული სილისა და ქვა-ღორღის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე შემცირდა. სამუშაოების ფარგლებში კალაპოტი 7…

მეტი...

თავხედობა და დაცინვაა, როცა გადამდგარ პრეზიდენტს უკან აბრუნებენ – ვარლამ ლიპარტელიანი

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ თავხედობა და დაცინვაა, როცა გადამდგარ პრეზიდენტს უკან აბრუნებენ. მისი თქმით, ის რაც დღეს ძიუდოს ფედერაციაში ხდება სრულებით მიუღებელია ძიუდოს სამყაროსთვის, გრძელდება ერთპიროვნული მმართველობა და ისევ ის ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ აკეთებდა იმ საქმეს რაც იყო სპორტსმენებისთვის ხელსაყრელი. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა დღეს განაცხადა, დელეგატებიცა და კანდიდატებიც ფედერაციის გადამდგარი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილთან დაახლოებული პირები არიან. “დელეგატები არიან ქევხიშვილის მიერ წარდგენილები, მის მიერ შექმნილი კლუბები, ის ადამიანები მონაწილეობენ არჩევნებში, ვინც…

მეტი...

მსოფლიო ჩემპიონები ძიუდოს ფედერაციის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მის გაუქმებას ითხოვენ

ქართველი ძიუდოისტები, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ყოფილი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის ამ თანამდებობაზე დაბრუნებას. ​მათი ინფორმაციით, არჩევნები მოულოდნელად დაინიშნა,  წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან თავად ქევხიშვილი და მასთან დაახლოებული პირი გიორგი ათაბეგაშვილი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. დანარჩენმა სამმა მოულოდნელად მოხსნეს თავიანთი კანდიდატურა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტსმენებმა დღეს განაცხადეს, ისინი უკმაყოფილონი არიან ქევხიშვილი გუნდის მუშაობით, მიაღწიეს პრეზიდენტის თანამდებობიდან მის წასვლას, მაგრამ ზუსტად იგივე გუნდი განაგრძობს ფედერაციაში მუშაობას. ​ “აღმასკომი, რომელიც პირადად მისი დანიშნულია, მან გაზარდა დელეგატები. მის მიერ…

მეტი...

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია – დავით ჭიჭინაძე

​პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ ამოწურა თავისი რესურსი და გარდაუვალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ტელეინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, “ქართულ ოცნებას” აღარ გააჩნია ადამიანური რესურსი და არ იცის მოსახლეობას რა შესთავაზოს. ​​რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ჭიჭინაძის აზრით, მეორე ტური გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას დასჭირდება არჩევნების გაყალბება. ​​მისივე მოსაზრებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის “ქართული ოცნების” გამოუვალი მდგომარეობა, რადგან საკმაოდ დიდია “ოცნების” წევრთა სია, რომლებსაც არ სურდათ ზურაბიშვილი პრეზიდენტად. “​საკმაოდ დიდი სია იქნება “ქართულ ოცნებაში”…

მეტი...

“რაც ჩემთვის საინტერესოა, მარიხუანის რენტაბელობა – 500%-ზე მეტია” – ბიძინა ივანიშვილი

​მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მცენარე კანაფის კულტივაციაზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დარწმუნდება, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ხელისუფლება საზოგადოების წინააღმდეგ არ წავა. ივანიშვილი აღიარებს, რომ კანონპროექტის განხილვაში თავადაც მონაწილეობს, რადგან მისთვის საინტერესოა მარიხუანის რენტაბელობა, რაც – 500%-ზე მეტია. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პარტია “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს შორის ამ ნარკოტიკს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დირექტორი ნიკა გვარამია. ” ის, რომ საპატრიარქო ღელავს და შფოთავს, მისი უწმინდესობა, მეუფე შიო და ბევრი პატივცემული მეუფე,…

მეტი...

გირგვლიანის მკვლელობის ხორავას ქუჩის საქმესთან შედარება უზნეობა და ცინიზმია – ბიძინა ივანიშვილი 

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ერთი წლის წინ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობისა და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს გირგვლიანის მკვლელობას შორის პარალელის გავლება, უზნეობად და ცინიზმად მიაჩნია. მისი შეფასებით, სანდრო გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და მის მკვლელებს ხელი დააფარა, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არ იკვეთება, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მკვლელობის მიმართ რამე ინტერესი ჰქონდა, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც ვერ დაადასტურა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ტელეინტერვიუში განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. “არსად იკვეთება, რომ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, “ოცნების” ბევრი მხარდამჭერი ამას ვერ იაზრებს – ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალდებულება, შეასრულოს ყველაზე მინიმუმი, რასაც სახელმწიფოში ცხოვრება ჰქვია – ხმა მისცეს ღირსეულს. ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან სატელევიზიო ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ​სალომე ზურაბიშვილის შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მაქსიმალურად მობილიზებულები იქნებიან, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან ღირსეული ბიოგრაფია და ქართულ პოლიტიკაში, მის მსგავსად, თავისით შემდგარ და ჩამოყალიბებულ ქალბატონ პოლიტიკოსს ორსაც ვერ დაასახელებს. როგორც…

მეტი...