რა მარშრუტით უნდა გადაადგილდეთ მცხეთაში 14 ოქტომბერს

„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხვალ, 14 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთის შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავატომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით, შემოვლითი გზიდან. ​მცხეთაში მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით. დღესასწაულის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცხეთაში სრულად აღდგება.

მეტი...

სოფო წიკლაური სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის სადენით დაახრჩვეს

24 წლის სოფო წიკლაური ათენში სავარაუდოდ, წამებით მოკლეს. მისი ცხედარი ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა იპოვეს. ოჯახის წევრების ვერსიით, მკვლელობა სოფოს პატიმარ მეუღლეს უკავშირდება. ის ორი თვის წინ ათენში სხვა ქართველებთან ერთად დააკავეს. საქართველოს მოქალაქე 2 დღის განმავლობაში ორი თვის ჩვილთან ერთად გაუჩინარებული იყო, ბოლოს მეზობლებმა წიკლაურის საცხოვრებლის კარი შეამტვრიეს და წამებით მოკლული გოგონას ცხედარი ნახეს. სოფო წიკლაურს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ის სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის სადენით დაახრჩვეს. გოგონა თავდასხმის დროს ორი თვის ჩვილთან ერთად იმყოფებოდა. მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მკვლელმა ახალშობილს ძილის წამალი დაალევინა და გათიშა. რა გახდა ქართველი გოგონას სასტიკი მკვლელობის…

მეტი...

სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უნივერსიტეტის სტუდენტებმა განუცხადეს. ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ავტორიზაცია შეუჩერდა, ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა დასკვნა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც განათლების ხარისხსა და სასწავლო პროცესის წარმართვას უკავშირდება. სტუდნეტების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ ეთნხმება და მათ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ,რომ ეს გადაწყვეტა არ არის მართლზომიერი და მათ ამის არგუმეტებიც აქვთ,რომლის განხილვასაც მინისტრთან აპირებენ, სტუდენტებიი მოითხოვენ,რომ უმოკლეს ვადებში დაინიშნოს საბჭოს ახალი შემადგენლობა,რომლებიც პირნათლად და მართლზომიერად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

მეტი...

ყველაფერი ქართული, გლეხური მეურნეობა და 5-მილიონიანი ბრუნვა – მცხეთის სალობიე 50 წლისაა

ჭადიჯვრის ლობიო, იმერეთის მჭადი, ღვინო კახეთის ვენახებიდან და ეკოლოგიურად სუფთა ხორცი, ქალაქური ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, კიტრი, პომიდორი და მწვანილი. კიდევ ყველიანები და განთქმული მცხეთური ღვეზელი. რესტორნისთვის ბევრი არ არის, მაგრამ გემრიელად დასანაყრებლად კი მართლაც საკმარისია. ყველასათვის საყვარელმა, საოჯახო ტიპის რესტორანმა – მცხეთის სალობიემ,  საუკუნის ნახევარი აათავა, ამ ხნის განმავლობაში ერთი დღითაც არ შეუწყვეტია მუშაობა. შპს “საჭაშნიკეს” დამფუძნებელი დიმიტრი ალავიძე, პირველივე დღეებიდან უდგას სათავეში  სალობიეს და უკვე 50 წელზე მეტია მის განვითარებაზე ზრუნავს. ამ წლების განმავლობაში, დანარჩენ საქართველოსთან ერთად მათაც გამოიარეს გაჭირვება, თუ რეკეტი, მაგრამ ბიზნესი არ გაჩერებულა, სალობიე ერთი დღითაც არ დახურულა.…

მეტი...

ბიზნესომბუდსმენი  სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს და პარლამენტს მიმართავს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მისივე შეფასებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, დარგის წარმომადგენლებს  მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და შესაბამისად, მეტ ჩართულობასა და კომუნიკაცია ითხოვს. “ვიზიარებთ კერძო სექტორის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში  შესატანი ცვლილებების პროექტი,  რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ხოლო გარე რეკლამის შეზღუდვას რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს. 1-პარლამენტში დარეგისტრირებული ცვლილებებით, სარეკლამო ბიზნესი და მედია საშუალებებიკარგავენ ერთ-ერთ უმსხვილესს კლიენტს, რაც  მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს ქვეყანაში. 2-ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია კანონპროექტის გამოქვეყნებიდან მე-14 დღე, რაც …

მეტი...