ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა, რომელიც იმ დროს ეზოში თამაშობდა

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. აფეთქების დროს ბავშვი კარიერიდან დაახლოებით 100 მეტრში, სახლის ეზოში იყო, როდესაც ქვა დაეცა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები საქმის დროულად გამოძიებას და კარიერზე სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქებას ძლიერი ბიძგები მოჰყვა და საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. როგორც დაღუპული ბავშვის ახლობლები აცხადებენ, უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ იყო დაცული. მართალია მათ წინასწარიცოდნენ, რომ აფეთქებები უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ის დროზე ადრე მოხდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო…

მეტი...

სამშენებლო მტვრით ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობის, ასეთი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების, მისი გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში. ასევე, ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, მხარდასაჭერად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. „ძალიან ბევრს ვსაუბროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,…

მეტი...

ლილოს ბაზრობამდე მეტროს გასაყვანად საპროექტზე დოკუმენტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისში, მიწისზედა მეტროს განვითარებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, რომელიც მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს ბაზრობამდე სრულიად ახალი, დამოუკიდებელი, მიწისზედა ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, ​​ტენდერი ნოემბრის ბოლოსთვის გამოცხადდება. საპროექტო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდება. ​პროექტის განხორციელების შედეგად, ახალი, მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს მიმართულებით ამოქმედდება და ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი ისარგებლებს. მეტროსადგურ “სამგორთან“, მიწისზედა არეალში მოეწყობა ახალი მეტროსადგური, რომელიც მოქმედ სადგურს ერთგვარი გადასაჯდომი სადგურით დაუკავშირდება. ახალ ხაზზე მოეწყობა კიდევ შვიდი მეტროსადგური. დღის განმავლობაში, ამ ხაზზე ელექტროტრანსპორტის ექვსი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. “დროთა განმავლობაში შემადგენლობებს დავამატებთ. პირველ ეტაპზე, მოცდის დრო…

მეტი...

საქართველომ კვიპროსისგან საჩუქრად მიწა მიიღო

კვიპროსმა საქართველოს 1 000 000 ევროს ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ღალიას (ჟალიას) მონასტერი კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პაფოსის პროვინციის პატარა, ისტორიული ქალაქის, პოლის ქრისოქოსის მახლობლად, ტყეში მდებარეობს. მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა, ქართველი ხელოვნების ისტორიკოსმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ. “მონასტრის სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური შესწავლის იდეა 2001 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კვიპროსში ვიზიტის დროს გაჩნდა, ხოლო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე, ქართველი არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, მხატვარ-რესტავრატორები, ანთროპოლოგები, ტოპოგრაფები, გეოლოგები, კონსტრუქტორები…

მეტი...

​ქვეყანა სისხლიანი, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, ქუდზე კაცი! – ია მეტრეველი  

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, რომელიც სამართალს დღემდე ეძებს, აცხადებს, რომ ​ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და საზოგადოებას ერთსულოვნებისკენ მოუწოდებს. “ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნების მეორე ტურზე. მე გპირდებით, რომ ქვეყანაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება”, – განაცხადა ია მეტრეველმა დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბოლო ბრძოლა, რომელშიც ქართველმა ხალხმა უნდა დიდი პროცენტით უნდა გაიმარჯვოს. არჩევნების შემდგომ კი მწვავე მოთხოვნები ექნება “ხიბლში შესული” მმართველი პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი ხელისუფლების წევრების მიმართ. შვილმოკლული დედის აზრით, შეცდომების მიუხედავად, არსებული…

მეტი...

“უსამართლო 9 წლიანი სასჯელიდან შევძლებ კიდევ 2-3 წელს გავუძლო” – ბაჩო ახალია არჩევნებზე

პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩო ახალაია, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ციხიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნის პრეზიდენტი, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე გახდება, არ აპირებს ამნისტია ითხოვოს. ბაჩო ახალაიას აზრით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია და იგი მზად არის, ამისთვის პატიმრობაში დარჩეს, რათა მისი არსებობა, გაერთიანებული ოპოზიციისთვის არ იქცეს დაბრკოლებად გამარჯვების მიღწევაში. “დღეს საქართველოსთვის გასაწევი სამსახური, როგორც ჩანს ჩემთვის ასეთია”, -მიაჩნია ახალაიას. როგორც ექსმინისტრი სოციალურ ქსელში წერს, პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ის არ აპირებს  ახალ ხელისუფლებას თანამდებობა სთხოვოს. ”…

მეტი...

თბილისში, ვანდალური ფაქტების აღსაკვეთი კამპანია იწყება

მოქალაქეებში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდისა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განსავითარებლად, თბილისის მერია სოციალურ კამპანიას -„გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს. კამპანიაში ჩართვის საშუალება ყველა მოქალაქეს ექნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იზრუნონ ქალაქის მოვლა-პატრონობაზე, სისუფთავეზე, გაუფრთხილდეს არსებულ ინფრასტრუქტურას, მწვანე საფარს. ​როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხშირია განახლებული სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების მიზანმიმართული დაზიანების შემთხვევები. ბევრი ასეთი ვანდალური ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები არსებობს და მათ აუცილებლად მიაწვდიან მოსახლეობას, იმის საჩვენებლად, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოქალაქე. “ვიწყებთ სოციალურ კამპანიას -„გაუფრთხილდი ქალაქს,“ რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას. ​​კამპანიის…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” დროს შვილმოკლული ოჯახები საგანგებო შტაბს ქმნიან

​პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს შვილმოკლული ოჯახები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებენ და საგანგებო შტაბს ქმნიან, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიხსნება. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, წინა ხელისუფლების დროს  მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა განაცხადა, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. “დღეს ვქმნით საგანგებო შტაბს, რომელიც იქნება რუსთაველის გამზირზე, მისამართს გამოვაცხადებთ, სადაც შეეძლება ყველა მხარდამჭერ მოქალაქეს მოვიდეს, დაფიქსირდეს და გამოხატონ საკუთარი ნება. ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას გამარჯვებისთვის, დავსახავთ შემდგომი მოქმედების გეგმებს, აქ იქნება მთელი საზოგადოება. არაფრით უნდა დავუშვათ ნაციონალების დაბრუნება, რეჟიმის, რომლის დროსაც კაცებს მასობრივად აუპატიურებდნენ.…

მეტი...

“შემოგვხედეთ ჩვენ და გაიხსენეთ ჩვენი ტრაგედიები” – შვილმოკლული მშობლები არჩევნების II ტურზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შვილმოკლული ოჯახები მოსახლეობას გაერთიანებისა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისვლისკენ მოუწოდებენ, რათა არ დაუშვან “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვება. ​როგორც მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო ბრძოლა უნდა დასრულდეს ხალხის დიდი გამარჯვებით და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაინახოს, რომ ამომრჩევლების პროგრესული ნაწილი მათ მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, 28 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლებაზე სამართლიანად გაბრაზებული და სწორად მოაზროვნე მოსახლეობის 60 % არ მივიდა. “სააკაშვილის რეჟიმის მიერ სასტიკად განადგურებული ოჯახები მოგმართავთ. 2012 წელს, გამარჯვება  სისხლით და ბრძოლით მოვიტანეთ, დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ბრუნდებიან…

მეტი...

“ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამკაცრება მოვითხოვოთ” – ცირა ელისაშვილი გორის ტრაგედიაზე

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას და დედებს მიმართავს, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის სასჯელის ზომის გაზრდა მოითხოვონ. ​ცირა ელისაშვილის აზრით, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ძალიან მცირე სასჯელია დამნაშავისთვის, რომელსაც შესაძლოა ამნისტია შეეხოს და გაცილებით ადრე გამოვიდეს ციხიდან. ასეთი ადამიანებისთვის უვადო პატიმრობა უნდა არსებობდეს. “გორში მომხდარი ტრაგედიისგან დისტანცირებას ვერ ვახერხებ. დღეს ითქვა, რომ იმ ნაძირალას ბრალი დაუმძიმდა და მკვლელობის მოტივი სექსუალური ძალადობაა, რაც 5-დან 7 წლამდე ისჯება!! ხომ არ გაგიჟდით, ხალხნო! არასრულწლოვანზე ძალადობა 5-დან 7 წლამდე?! რომელსაც მერე მორიგი ამინისტია შეეხება და ვადაზე ადრე გამოვა, გარეთ?!! იმის…

მეტი...

მუნიციპალური საპარკინგე ადგილების მიტაცების პრობლემა თბილისში

თბილისში, ცალკეული სავაჭრო ობიექტების თუ კომპანიების მიერ მუნიციპალური საპარკინგზე ადგილების მისაკუთარების პრობლემაზე ერთ-ერთი მოქალაქე “მედიაცენტრ მთავარს” სწერს.  იგი დედაქალაქის მერიისგან პასუხს ითხოვს კითხვაზე, აქვს თუ არა უფლება ამა თუ იმ ობიექტის მეპატრონეს რიგით მოქალაქეს საპარკინზე ზოლში ავტომობილის გაჩერების უფლება არ მისცეს. “თბილისის მერიიდან მაინტერესებს კონკრეტულ კითხვაზე პასუხი – აქვს თუ არა უფლება მაღაზიის, ოფისის, დაცვის კერძო ორგანიზაციას თუ სხვა ობიექტს საკუთარი შენობის წინ დაიკავოს, მოინიშნოს „დაიზანიატოს“ საპარკინგე ადგილი და რიგით მოქალაქეს მის წინ, რომელიც ოფიციალური საპარკინგე ადგილია, მანქანა არ გააჩერებინოს. რა უფლებით ანიჭებთ მსგავს უპირატესობას შენობების მეპატრონეებს? კონკრეტიკა უამრავია, თუმცა,…

მეტი...

თბილისელი სპილო გრანდი BBC – ის ეთერში მოხვდება  

თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს დღეს, ეშვის ამოღების ურთულეს ოპერაციას გაუკეთებენ, რომლის წყალობით ის „ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში მოხვდება. ექვსტონიან ბუმბერაზს ჩატეხილი ეშვი უნდა ამოუღონ. ტელეკომპანია კი სერიალ „დიდი ცხოველების ოპერაციებში“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. ოპერაცია, 31 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება. ოპერაციის შეუფერხებელი მსვლელობისა და ვეტექიმებისთვის მაქსიმალურად მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად მედიის წარმომადგენლებს, ფოტო და ვიდეოგადაღებისას გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, ოპერაციის გადაღება შესაძლებელია დაწყებიდან 15 წუთის და დასრულებამდე 15 წუთის განმავლობაში; გადაღება დაშვებულია საოპერაციო ვოლიერის ბარიერის მეორე მხრიდან და არა უშუალოდ საოპერაციოში; ​Live-ის…

მეტი...

„პირველ ტურში პირველი ადგილი გამარჯვებაა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დათმობას არ აპირებს და ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.  როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლომე იბრძოლებს. „კახელიც ვარ და მეგრელიც, მგონი არ მიცნობენ. ვარ ბოლომდე წამსვლელი და ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. მზად ვარ, მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ მჯერა თქვენი. მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის და იცით რა გინდათ საქართველოსთვის. დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს თუ პარტიას შორის. დღეს არჩევანია ორ საქართველოს შორის – როგორი საქართველო გვინდა. მე მჯერა თქვენი, მივდივართ ბრძოლაში ერთად… ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ევროპა და საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის“,…

მეტი...

“უნდა იცოდე ფული რა გზით მოდის შენთან და გერგება თუ არა” –  სოსო ჯაჭვლიანი    

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წვერი, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში უსასრულოდ გაგრძელდა სამართლიანობის აღდგენა, რამაც შედეგად მოიტანა ხალხის განაწყენება. განაწყენებული ადამიანების ძალიან დიდი პროცენტი არ მივიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს არის უზარმაზარი რეზერვი იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში  გაიმარჯვოს. როგორც სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ​ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას კორუფცია და საეჭვო გარიგებები, დეპუტატებმა კი კომფორტი არ უნდა მოიწყონ. “2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი ადამიანი მოვიდა და მეუბნება, – ჩემი ობიექტი უნდა დავუბრუნო, უკანონოდ წამართვესო. მე ვუპასუხე, – ეს…

მეტი...

2027 წლიდან ბრიტანეთი ელექტროთვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს

ბრიტანული ავიაკომპანია  easyJet-ი 2027 წლიდან ელექტრო სამგზავრო თვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს. ამ დროისათვის Wright-ი 9 მგზავრზე გათვლილი თვითმფრინავის ელექტრონული ძრავის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ოპერირებას მომავალი წლიდან შეუდგება. არსებული გათვლებით, ელექტრონულ თვითმფრინავს 500 კმ-ის დაფარვა შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ easyJet-ი მას ისეთ პოპულარულ მარშრუტზე გამოიყენებს, როგორიცაა მაგალითად ლონდონი-ამსტერდამი. ევროპის სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავმა ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავების გამოყენება ჯერ კიდევ შარშან დაისახა მიზნად. ასეთი თვითმფრინავი, ასევე, ნაკლებ ხმაურსაც გამოსცემს. easyJet-ი პროექტის განხორციელებას ამერიკულ სტარტაპერ Wright Electric-თან ერთად აპირებს.  

მეტი...

ეს ყველაფერი დაიწყო 2012 წელს, როცა პარლამენტში შევედით – სოსო ჯაჭვლიანი საპრეზიდენტო არჩევნებზე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წვერი, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით მიღებული შედეგი, რომლის დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს გამარჯვების შანსი მიეცა, არის 2012 წელს დაწყებული კოჰაბიტაციის ლოგიკური გაგრძელება. როგორც სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი პარტიის წევრების ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრებზე ის ყოველთვის გამოხატავდა თავის მწვავე პოზიციას კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით და მოითხოვდა, “ქართულ ოცნებას” გამოეყენებინა იმ თანამებრძოლების რესურსი, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმით. “​​როცა უმრავლესობის შეხვედრები გვქონდა, ერთი შეხვედრა არ ყოფილა, სადაც მე მკაცრად არ დამეყენებინოს მწვავე საკითხები. ივანიშვილთან შეხვედრაზე სერიოზული საუბრები გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ…

მეტი...

ფეხბურთის ჩემპიონატში ბათუმის სასპორტო სკოლამ გაიმარჯვა

აჭარის ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს, ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი 2006 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა და მასში 4 დღის განმავლობაში აჭარის რეგიონის 8 გუნდი ასპარეზობდა. ჩემპიონატში გუნდები „ა“ და „ბ“ ქვეჯგუფად დაიყო. ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი „ბ“ ქვეჯგუფში თამაშობდა და ყველა შეხვედრა მოგებით დაასრულა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, დღეს, ფინალურ შეხვედრაში ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი ქობულეთის ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:2 სძლია მეტოქეს და ტურნირის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჩემპიონატის დასასრულს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს.აღსანიშნავია, რომ სამ ნომინაციაში გამარჯვებულად ბათუმის სასპორტო სკოლის ფეხბურთელები…

მეტი...

შსს არასრულწლოვნებში მარიხუანას მოხმარების ზრდას ადასტურებს

სკოლებსა და სკოლების მიმდებარედ მარიხუანას მოხმარების ფაქტების არსებობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტში აღნიშნა, ფაქტები არსებობს. “არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების“ – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება, სწორედ მარწუხების შემოჭერას ემსახურება. „ამ კანონპროექტის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. მე ვადასტურებ აქაც, გარეთაც და ყველა პლატფორმიდან და ყველა შეხვედრაზე. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების…

მეტი...

ხელისუფლებამ “ნაციონალურ მოძრაობას” ფინანსური წყარო ვერ გადაუკეტა – დავით ლორთქიფანიძე

მმართველი პარტია ​“ქართული ოცნების” დეპუტატი წინა მოწვევის პარლამენტში, ვანის ყოფილი მაჟორიტარი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დღემდე ვერ გადაუკეტა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ფინანსური წყარო, რომელ რესურსსაც ისინი აქტიურად იყენებდნენ არჩევნებში და შედეგი მიიღო 28 ოქტომბრის არჩევნებში. “გუშინ, ვანო მერაბიშვილმა მიულოცა გამარჯვება ვაშაძეს, დაფიქსირდა თუ ვანო ვის მხარეს იყო. აქამდე იყო საჯილდაო ქვა, ის თუ ვანო ვის მხარეს დადგებოდა. მე ვამბობდი და კიდევ ვიმეორებ, ისინი ერთნი არიან და ერთად გააგრძელებენ ამ ქვეყანაში მოსახლეობის დაბოლებას”, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ დღეს “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხი აქვს გასაცემი…

მეტი...

ჯანდაცვის კომიტეტი მარიხუანას კულტივაციის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან კობერიძემ პარლამენტიდან მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს გაწვევა მოითხოვა. აღნიშნული ინიციატივა დეპუტატმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დააყენა და კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაეტანა. როგორც ლევან კობერიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, არჩევნებზე მიღებული შედეგის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მარიხუანას კულტივაციის თემა გახდა. შესაბამისად, გადაწყვეტილება სწრაფად არის მისაღები. „ეს არ არის ის შედეგი, რომელზეც თითოეული ჩვენთაგანი ოცნებობდა. რადგანაც ამ კანონპროექტის წამყვანი კომიტეტი ჯანდაცვის კომიტეტია, მოვითხოვ, კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივა ბიუროზე გაიტანოს და კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის საკითხო დააყენოს. მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ“ – აღნიშნა კობერიძემ. მის ინიციატივას…

მეტი...

არსებობს საჭიროებები, მაგრამ  არ არის კომპეტენტური კადრები – გრიგოლ კაცია პროფესიულ განათლებაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.  სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებობს საჭიროებები, მაგრამ  არ არის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს პროფესიული განათლების სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობას ეფუძნება. მთავრობის მიერ განათლების სფეროში განსაზღვრულ პრიორიტეტებზე გრიგოლ კაციამ დღეს  კონფერენციაზე – „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ ისაუბრა.  ღონისძიებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მონაწილეობდნენ. „აუცილებელია, რომ განათლების სისტემამ შრომის ბაზრის მოთხოვნებს უპასუხოს. სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით დღეს გვაქვს საჭიროებები,…

მეტი...

“იმისთვის ვიბრძოლეთ რომ ეს რეალობა არ დამდგარიყო” – დავით ლორთქიფანიძე არჩევნებზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი წინა მოწვევის პარლამენტში, ვანის ყოფილი მაჟორიტარი დავით ლორთქიფანიძე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ გულნატკენია, რადგან 2012 წელს სიცოცხლისა და ოჯახის რისკის ფასად იმისთვის იბრძოდა, რომ 2018 წლის არჩევნებში ეს რეალობა არ დამდგარიყო. როგორც დავით ლორთქიფანიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთელი ამ წლების განმავლობაში ყოფილმა სახელისუფლებო პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ”  გადაირჩინა თავი, მოახერხეს თავიანთი ამომრჩევლის სრული მობილიზაცია, მაგრამ ეს ვერ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”, მმართველი გუნდის მხარდამჭერები დარჩნენ სახლებში. “ის დამოკიდებულება, რაც გამოიხატა ჩვენი მხარდამჭერების მხრიდან იყო რეალური სურათი იმისა, თუ ქვეყანაში დღეს რა პოლიტიკური მდგომარეობაა. ​სამწუხაროდ,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს ბრძოლას მეორე ტურში გამარჯვებისთვის – ანრი ოხანაშვილი  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასა” და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირების არსებობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ აბსოლუტურ დეზინფორმაციაა, თითქოს სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნით ემუქრება. ​მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ ბრძოლაში უკან არ იხევს და განაგრძობს ბრძოლას მეორე ტურში გამარჯვებისთვის. როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი იქნება მობილიზებული და გეგმავენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით დაამარცხონ „ნაციონალურ მოძრაობის” კანდიდატი. “მიმდინარეობს გუნდის შიგნით ანალიზი. იყო შეხვედრები, არის კომუნიკაცია, ერთად ვფიქრობთ გამოსავალზე. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ეს არის მცდელობა…

მეტი...

ჩვენი ამომრჩევლის 40%-იან რეზერვს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამოვიყენებთ – ბიძინა გუჯაბიძე   

წინა მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ  “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“, ყოფილი დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა, თუმცა მიაჩნია, რომ “ქართული ოცნებას” აქვს 30-40% რეზერვი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში იქნება სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული. როგორც ბიძინა გუჯაბიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაითვალისწინა ყველა ის მესიჯი, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო და პრეზიდენტის თანამდებობაზე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ბიძინა გუჯაბიძემ კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” გენერალურ მდივან კახა კალაძის გუშინდელ განცხადებაზე, როდესაც მან თქვა, რომ მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატურა უნდა…

მეტი...

პროკურატურა ზაზა სარალიძის საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურას აბარებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სს საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას აბარებს. როგორც პროკურატურაში ხსნიან, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ კიტხვის ნიშნებს მოხსნის. „არსებული ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, დაცვის მხარესა და საზოგადოებას თბილისის პროკურატურის მიმართ კითხვის ნიშნები რომ არ გაუჩნდეს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა. ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა გაუწევს“ – აცხადებენ პროკურატურაში. პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე ბრალი წარდგენილი აქვს სს კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც…

მეტი...

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ აპირებს

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის ემზადება. აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი არც იმას მალავს, ვინ უნდა, რომ მთავარ კონკურენტად იხილოს. მისი სურვილია, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს დაუპირისპირდეს. „ვერ ვხედავ ვინმეს, ვისთანაც არჩევნებზე მეტოქეობა არ მსურდეს, თუმცა, მე კლინტონი მომწონს, დემოკრატიული პარტიის ყველა კანდიდატი მომწონს. ჩემი სურვილია, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შევებრძოლო“ – აცხადებს დონალდ ტრამპი. რაც შეეხება ჰილარი კლინტონის პოზიციას, საკუთარი გადაწყვეტილება მკვეთრად არ გამოუხატავს, თუმცა, აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის კვლავ იბრძოლოს პრეზიდენტობისთვის.

მეტი...

ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი რუსთავში გაიმართება

თბილისში, ​ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პოლიციელის ცემისთვის დააკავეს, ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “თავისუფლება” ავრცელებს. როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსთავის სასამართლოში რატომ იმართება პროცესი. „ან რუსთაველის გამზირს აიგივებენ რუსთავთან ან პროცესის თბილისში ჩატარებით ვითარების გამწვავებას ერიდებიან. სხვა ახსნა, რატომ ტარდება თბილისში მომხდარ ფაქტზე სასამართლო პროცესი რუსთავში, არ არსებობს“, – ამბობს ადვოკატი. სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, ზაზა სარალიძეც დაესწრება. შვილმოკლული მამა, რომელიც…

მეტი...

არჩევნების II ტურის ბოიკოტი სამშობლოს ღალატის ტოლფასია – “ქართული მარშის” პროტესტი “ოცნებას” ​

​საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერები, რომლებმაც თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად  28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, მიიჩნევენ, რომ არჩევნების მეორე ტურში განზე გადგომა სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება, ამიტომ, ბოიკოტის შეწყვეტას გეგმავენ. “უამრავი კითხვა მომდის თუ რას აპირებს “ქართული მარში” ამ პოლიტიკურ კრიზისში? მოგეხსენებათ, “ქართულმა მარშმა” ბოიკოტი გამოვუცხადეთ პრეზიდენტის არჩევნებს. ჩვენი ათიათასობით მხარდამჭერი არ მივიდა საარჩევნო უბნებზე. ჩემი აზრით არჩევნების მე-2 ტურში ჩვენი ბოიკოტი აღარ იქნება გამართლებული და პირიქით, დიდი აქტიურობა გვმართებს. დანარჩენს უახლოეს დღეებში შეკრებილი “ქართული მარშის” სათათბირო გადაწყვეტს”, – აცხადებს “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე. ​”მედიაცენტრ მთავარის” კითხვაზე, თუ…

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7020 ლარია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7020 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6986 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0808 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0176 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტი...