ქართულ ძიუდოს მორიგი მსოფლიო  ჩემპიონი ჰყავს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებისა და კრიზისის მიუხედავად,  ქვეყანას მორიგი მსოფლიო  ჩემპიონი ჰყავს. უმაღლეს წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა ბაქოში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონობა მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშნგი კაკაურს გამოგლიჯა.  როგროც ოქროს მედალოსანი აცხადებს, მისი შემდეგი მიზანი ოლიმპიური ოქროა, რომელის 2020 წელს გაიმართება. „ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. გულშემატკივრების მხრიდან იმხელა ემოცია და სიხარული დავინახე, ეს ჩემთვის ყველაფერიიყო. ეს პერიოდი უნაყოფოდ არ დამიხარჯავს და ნამდვილად ღირდა ამ დღედ. როგორც იქნა, შევიგრძენი და გავიგე რა არის მსოფლიო ჩემპიონობა. ახლა კი ოლიმპიური ოქროსთვის უნდა მოვემზადო“…

მეტი...

“პიკნიკის” თანამედროვე მნიშვნელობა – მოზარდმა მარიხუანის მოწევის შედეგად გონება დაკარგა

თბილისში, ლისის ტბაზე დღეს, მარიხუანის მოწევის შედეგად, 14 წლის მოზარდმა გონება დაკარგა. ათამდე გოგო-ბიჭი, ტბის მიმდებარედ სკვერში იყვნენ შეკრებილები და გარშემომყოფთა ყურადღება მას შემდეგ მიიპყრეს, რაც მათი თანატოლი ცუდად გახდა. მოზარდების ჯგუფში ჩოჩქოლი ატყდა. მომხდარის შესახებ “მედიაცენტრ მთავარს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა უამბო, რომელიც ბავშვის შოკური მდგომარეობიდან გამოყვანას და მის დახმარებას შეეცადა, თუმცა, მას სასწრაფო დახმარების გამოძახების უფლება, ბავშვების თანმხლებმა უფროსებმა არ მისცეს. “ლისის ტბაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, როდესაც ჩემი ყურადღება შორიახლოს, ბავშვების ჩოჩქოლმა მიიპყრო. მივედი, რომ გამეგო რა ხდებოდა. დაახლოებით 10-მდე მოზარდი გოგო-ბიჭი. ერთის გარდა, გარეგნულად ყველას ეტყობოდა, რომ მოწეული…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთში კენკროვანი კულტურების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს

მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას სახელმწიფო კენკროვანი კულტურების გასაშენებლად დააფინანსებს. ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, პროექტს „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი დაემატა. დაფინანსდება:, შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულება; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%. ქვეკომპონენტით შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე სრულწლოვანმა ფიზიკურმა პირებმა, ისე საქართველოში რეგისტრირებულმა, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებმა. ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, კენკროვანი კულტურის ბაღის…

მეტი...

მცხეთის სალობიეს საოცარი ისტორია – ლეგენდა პუშკინზე, რომელიც დიდი ბიზნესის საწყისად იქცა 

მცხეთის სალობიე, მთელს ქვეყანაში ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ადგილია. საოჯახო ტიპის რესტორანი ტურისტების აქტიური მასპინძელია. სალობიე დროდადრო ფართოვდება, მაგრამ უცვლელი რჩება ასორტიმენტი, შეუცვლელია მთავარი კერძიც – ქოთნის ლობიო და მჭადი. შპს “საჭაშნიკეს” დამფუძნებელი დიმიტრი ალავიძე, პირველივე დღეებიდან უდგას სათავეში მცხეთის სალობიეს და უკვე 50 წელზე მეტია მის განვითარებაზე ზრუნავს, შესაბამისად საინტერესო ამბავსაც ბევრს მოისმენთ მისგან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სალობიეს ადგილას თავდაპირველად საღვეზელე გაუხსნიათ, სადაც განსაკუთრებული რეცეპტით აცხობდნენ მცხეთურ ღვეზელს. ​საღვეზელეს გახსნასაც, თავის მხრივ, პატარა ლეგენდა აქვს. ყველაფერი XIX საუკუნეში დაიწყო, როდესაც საქართველოში რუსი მწერალი, ალექსანდრე პუშკინი ჩამოვიდა და მცხეთის რაიონის…

მეტი...

ევროპის სპორტის კვირეული თბილისში, რიყის პარკში დღეს დაიხურება

ევროპის სპორტის კვირეული, რომელიც 23 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა და 60 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს, რიყის პარკში, დღეს, 30 სექტემბერს დაიხურება. რეგიონებში დაგეგმილია მასშტაბური დასკვნითი სპორტული ღონისძიებები, თბილისის ძველ უბნებში კი გაიმართება ყოველწლიური „თბილისმარათონი“ და საბავშვო გარბენი.დასკვნითი კონცერტი და საზეიმო დახურვა რუსთაველზე, პარლამენტის წინ იგეგმება. ევროპის სპორტის კვირეულს საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა. სპორტულ ღონისძიებებში ჩართული იყო თბილისი და 59 მუნიციპალიტეტი რეგიონებიდან. ტურნირები გაიმართა სხვადასხვა სოფელშიც. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, შეჯიბრებები გაიმართა, გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში, სამაგიდო თამაშებში, ნიჩბოსნობასა და ცურვაში, სპორტის ეროვნულ სახეობებში, კომბინირებული თამაშები მოზარდებისთვის. გაიმართა…

მეტი...

მცხეთასთან დამეგობრებულ ბრატისლავას დღესასწაულზე საქარველოდან დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის წევრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მერის ოფიციალური მიწვევით სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში იმყოფებოდნენ. ქალაქი ბრატისლავა მცხეთასთან დაძმობილებული ქალაქია და მცხეთის წარმომადგენლობა წელს პირველად ეწვია სლოვაკეთს. მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ბრატისლავას დღესასწაული მეგობარ ერს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფოლოდაშვილმა და მერის წარმომადგენელმა ქალაქ მცხეთაში  ილია ჯიშკარიანმა მიულოცა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ბრატისლავაში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე  აღნიშნა, ქართველებმა ჭირშიც და ლხინშიც  თანადგომა იციან და შესაბამისად, ამ ორი ქალაქის დამეგობრება ხალხის მეგობრობის საფუძველიც უნდა გახდეს. დიმიტრი ხუნდაძე: „მოგესალმებით ქალაქ ბრატისლავას…

მეტი...

შინდისის გმირების მემორიალი დაარბიეს

საშინელი სისასტიკე შიდა ქართლში – შინდისის ბრძოლაში დაღუპული 17 გმირის მემორიალი დაარბიეს. მემორიალიდან ყვავილები ამოგლიჯეს,  დაღუპული გმირების საფლავის ქვები კი წააქციეს.  მემორიალი გაანადგურება  სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ინფორმაციით,  აღდგენითი სამუშაეობი უკვე ჩატარდა და მემორიალს პირვანდელი სახე დაუბრუნდა. გუბერნიაში მომხადრს ვანდალურ  აფასებენ და აცხადებენ, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ტერიტორია მოაწესრიგა, ყვავილები დარგო და  მემორიალი აღდგენილია. მემორიალის დარბევის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.  

მეტი...