„ფეისბუქის“ უსაფრთხოების სისტემაში ბოროტმოქმედებმა შეაღწიეს

„ფეისბუქის“ 50 მილიონამდე მომხმარებელი საფრთხეშია.  მათ პირად პროფილში  ბოროტმოქმედებმა  შეაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი „აქაუნთების“ გაკონტროლება თავისუფლად შეუძლიათ. „ჩვენმა გუნდმა  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩინა, რომელიც 50 მილიონამდე პროფილს შეეხო.  ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს „ფეისბუქის“ კოდის დაუცველობით, რამაც გავლენა იქონია ფუნქციაზე „ჩემი პროფილის ნახვაზე. მათ საშუალება მიეცათ, მოეპარათ წვდომის მარკერები, რომლებიც ადამიანთა „აქაუნთების“ გასაკონტროლებლად გამოიყენეს“ – ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. კომპანიის განცხადებით, პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია. საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვნენ. მომხდარის გამო „ფეისბუქის“ ფუნქცია „ჩემი პროფილის ნახვა“ დროებით გათიშულია. ამ ეტაპისთვის დაუდგენელია,  რომელ ინფორმაციაში შეაღწიეს ბოროტმოქმედებმა მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენეს თუ არა სათავისოდ.  

მეტი...

ევროსაბჭოს საზეიმო ღონისძიებაზე ცაბაძის “ბედის ბორბალი” შესრულდა (ვიდეო)

უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, ქართველმა მსახიობმა გიორგი ცხადაძემ, ქალაქ ივანო -ფრანკოვსკის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გიორგი ცაბაძის სიმღერა “ბედის ბორბალი” შეასრულა. ​გიორგი ცხადაძე თბილისის ახმეტელის თეატრის მსახიობია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ახმეტელის თეატრში განუცხადეს, უკრაინული მხარის თხოვნა იყო, რომ საზეიმო ღონისძიებაზე ერთი სიმღერა ქართულ ენაზე აჟღერებულიყო. ცაბაძის აღნიშნული სიმღერა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ და მსახიობმა გიორგი ცხადაძემ ერთობლივად შეარჩიეს. სიმღერის არანჟირების ავტორია კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილი. თბილისის ახმეტელის თეატრის წარმომადგენლები უკრაინაში, ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის მერის მიწვევით ჩავიდნენ. მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა…

მეტი...

მწერალი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა 

ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი, თამაზ ჭილაძე, 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ჭილაძე რუსთაველის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იყო. მის პიესებს სხვადასხვა თეატრში დგამდნენ რეჟისორები რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები. თამაზ ჭილაძის არაერთი ნაწარმოებია თარგმნილი უცხო ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მის შემოქმედებას კარგად იცნობდნენ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. თამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში…

მეტი...

5 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება მომავალ წელს დასრულება

თბილისის სამგორის რაიონში 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია ხორციელდება,  რომელიც მომავალ  წელს  დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა  შოთა ხაბარელმა  დაათვალიერა და მიმდინარე  სამუშაო პროცესს გაეცნო. როგორც დეპუტატმა „მთავართან’  საუბრისას  აღნიშნა,   პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება დ ა ბეტონის ნაკეთობას აწარმოებს. დეპუტატმა სოფელ  ნასაგურამდე მისასვლელი გზის მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა. შოთა ხაბარელი: „სოფელ  ნასაგურამდე   მისასვლელი გზა საკმაოდ დაზიანებული იყო და შესაბამისად, მოსახლეობას ძალიან უჭირდა გადაადგილება.  გზის მშენებლობა დაიწყო,  სამუშაოებს ქ. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.  ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოფელ წინუბნის ტერიტორიაზე შპს „ნეოსტარის“ მიერ სახელმწიფო პროექტის “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მშენებარე საწარმო, რომელიც…

მეტი...

ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში თბილისის 7 ქუჩა მოიხატება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო 2018“ დაიწყო, რომლის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, შვიდ ლოკაციაზე, კერძოდ, გ. მაზნიაშვილის ქ. N31-ში, დ. უზნაძის ქ. N54-ში, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტალის N5-ში, ლ. ასათიანის ქ. N25-ში, პეტრიაშვილის ქ. N3/5-ში, თარხნიშვილის ქ. 28/47-სა და ჭოროხის ქ. N4-ში კედლები მოიხატება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის მონაწილეები არიან, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მხატვრები. თითოეული კედლის მოხატვა 6–8 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჯამში, 600 კვ/მ–მდე ფართობი მოიხატება. ამ ეტაპისთვის უკვე დასრულდა ჭოროხის N4-ში მდებარე კედლის მოხატვა.…

მეტი...

ბარათაშვილის აღმართზე სპეციალურ ასფალტს აგებენ – იცვლება ტრანსპორტის მარშრუტი

თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები: კერძოდ, N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნამდე“ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, იმოძრავებს “ნავთლუღის”, გულუასა და გორგასლის ქუჩების გავლით. ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი სხვა ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა, ხოლო მიკროავტობუსები – ბარათაშვილის ქუჩიდან ჯერ გორგასლის ქუჩაზე ჩაუხვევენ, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. “იმის გამო, რომ სპეციალურ ასფალტს ვაგებთ, რომელიც მოდიფიცირებულია, უწყვეტ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. შესაბამისად, კომპანიამ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს დებატებში იწვევს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატებს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძე ღია დებატებში იწვევს, რათა უპასუხოს მის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიურ კამპანიას. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში არაცივილური და უღირსი მეთოდებით მიმდინარეობს, რაც პირველ რიგში საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზარალებს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, მთელს ამ ვითარებაში მისთვის ყველაზე მიუღებელია არა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და შეურაცხყოფა, არამედ ის, რომ მისი ოპონენტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მიმართ მის დამოკიდებულებას. „ეს საარჩევნო კამპანია ვითარდება, როგორც არაევროპული, არაღირსეული, არაცივილური კამპანია. მისთვის დამახასიათებელია სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი,…

მეტი...