ყველაზე მაღალანაზღაურებადი სსიპ-ები დაასახელეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სამინისტროების დაქვემდებარებული ის საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ) დაასახელა, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებადად ითვლებია. ყველაზე მაღალი ანაზღაურება, თვეში 8 900 ლარი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს აქვს, ოდნავ ნაკლები, 8 500 ლარი აქვს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობრივი სარგო 7 500 ლარია. 7 300 ლარი აქვს ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსს. სსიპ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელის ყოველთვიური შემოსავალი 7 000 ლარია. ამდენივეს იღებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელიც. „წლების განმავლობაში, საქართველოს საჯარო დაწესებულებების შრომის ანაზღაურების მოუწესრიგებელმა სისტემამ განაპირობა არასამართლიანი და გაუმჭვირვალე სახელფასო პოლიტიკა, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა…

მეტი...

პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო დანახარჯი 1 სექტემბრის მდგომარეობით

პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად 830 838 ლარი დახარჯეს. აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯი 344 618 ლარია, „ევროპული საქართველოს“ – 198 631 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 73 457 ლარი, „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 48 226 ლარი, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის – 29 742 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ – 26 516 ლარი, მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისათვის“ – 21 046 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ – 19 241 ლარი. ჩამონათვალში ყველა პოლიტიკური სუბიექტი შედის, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს. რაც შეეხება თანხის დანიშნულებას, ეს არის რეკლამა, მივლინება და ხელფასი.…

მეტი...

თბილისში ტაქსის მომსახურებაზე უკვე 9500-ზე მეტი ნებართვა გასცეს

თბილისის მერია, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ტაქსების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის მუშაობის შეფერხებას უკავშირდება განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავენ, რომ იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა, წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვის თითქმის იდენტურია და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა. ამჟამად გაცემულია 9500-ზე მეტი ნებართვა. როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, ჭარბი მიმართვიანობა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ, სხვა ქალაქების იუსტიციის სახლებშიც. რაც შეეხება ტაქსების რეგისტრაციას, პროცესი პირველი აგვისტოდან დაიწყო.…

მეტი...

მარიხუანის ნარკოტიკული ნივთიერების სახით გაყიდვა იგეგმება – ირაკლი ოქრუაშვილი 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი, მარიხუანის კულტივაციის თემას კვლავ ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას უკან არ გაუხმია, უბრალოდ მისი განხილვა საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადეს. როგორც ირაკლი ოქრუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, მარიხუანის კულტივაციაზე საუბრისას გამოთქმას –  “სამედიცინო მიზნებისთვის” პერიოდულად იმის მიხედვით იყენებენ, რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტი. რაც, მისი აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ მარიხუანის პირველ რიგში, როგორც ნარკოტიკული ნივთიერების სახით გაყიდვა იგეგმება. “მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ. მისი განხილვა გადადეს ანუ დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ განაახლებენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აუცილებლად განაახლებენ თუ არჩევნებს მოიგებენ. ნათლად…

მეტი...

ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება

თბილისში, მეტროსადგურ “ავლაბართან”, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ორი დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო არეალში ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და გზის სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება, დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე გაგრძელდება, რაც აღარ შეაფერხებს ავტოტრანსპორტის მოძრაობას. აღსანიშნავია, რომ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე…

მეტი...

“იბერია” ახრჩობს ხელისუფლებას და მისი მოშორება გვინდა, ამას ბავშვიც არ დაიჯერებს – ნუკრი ქანთარია  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მოსაზრებას, რომ ტელეკომპანია “იბერია” ახრჩობს ხელისუფლებას და მისი მოშორება უნდა, აბსურუდულია და ამას არავინ დაიჯერებს. როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მისთვის მიუღებელია კონკრეტული კომპანიების ბიზნესინტერესების მედიაზე მიბმა. გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. ” თუ ვინმე ცდილობდა და ცდილობს ისეთი განწყობა შექმნას, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ესეც ერთგვარი კამპანიაა, მაგრამ, ჯერჯერობით რადგან ფარული ჩანაწერების სერიალი დამთავრებული არ არის, წინასწარი დასკვნებისგან თავს შევიკავებ. “ომეგა ჯგუფის” ჩანაწერები სერიალივით დაიწყო და, ალბათ, ბოლო არ ექნება. ამ ჩანაწერების ავტორებს…

მეტი...

მარიხუანას ხსენება შთამომავლობის გაწყვეტასთან ასოცირდება – ნუკრი ქანთარია​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ სიტყვა “მარიხუანას”  ხსენებამ ქართულ საზოგადოებაში ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ მისი კულტივაციის საკითხის განხილვა გარკვეული პერიოდით უნდა გადაიდოს, თუმდაც ეს იყო ბიუჯეტისთვის ერთი-ორი კაპიკის შემომტანი. “მარიხუანის ხსენება დღეს, შთამომავლობის გაწყვეტასთან ასოცირდება, ამიტომ რეალობა რადგან ასეთია, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, იდეაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და გაკეთდეს დამაჯერებელი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება რეგულაციები და ექნება თუ არა მას მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენება. “მარტო სიტყვას ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, ისიც რომ იყოს ცნობილი, მარიხუანა…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს თავისებურებები ახასიათებს, მას “ქართული ოცნების” ვალი არ აქვს – ნუკრი ქანთარია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება და საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიუხედავად, მისი ხასიათის თავისებურებებისა და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე არავის ვალი ექნება. “​შეიძლება მისი განცხადებების ტონალობა, ზოგჯერ კატეგორიულობაც კი იწვევდეს გარკვეულ დაფიქრებას, მაგრამ ისეთი, რამ, რა ინტერპრეტაციაც მოჰყვა მის სიტყვებს, ეს ყოვლად უმსგავსო კამპანიაა. სად მოღალატე და სად სალომე ზურაბიშვილი? სწორედ ასეთი აგრესია დაუბრუნდებათ უკან. სალომე იქნება დამოუკიდებელი,  მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ვუჭერთ მას მხარს. მისი ხასიათიდან და პიროვნებიდან გამომდინარე არავის ვალი არ ექნება. ერთადერთი ვალი, რომელის მას ექნება, ეს…

მეტი...

„გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“ – მამუკა ბახტაძე რუსეთს მიმართავს

„შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას გაეროს ტრიბუნიდან. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე აღნიშნა, რუსეთის მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ დრომდე არ ჯდება. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. მითუმეტეს მაშინ, როცა მას ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქცია აკისრია. დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები და კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელწიფო სუვერენეტეტის, ტერიტორიული…

მეტი...

 ჩვენი ამოცანაა, “ნაციონალური მოძრაობა” 27%-ს არ გასცდეს – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ხელისუფლების წევრებმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატებმა არჩევნებში ერთად, ხმების 27 %-ზე მეტი ვერ აიღონ. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული შიდა კვლევის თანახმად, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. თუმცა, განმარტავს, რომ შიდა კვლევების გასაჯაროება მმართველ პარტიაში სწორად არ მიაჩნიათ, რადგან ცალკეული პოლიტიკური პარტიის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ფართო საზოგადოებისთვის დასკვნების გამოტანის საფუძველი ვერ იქნება. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე, მათ შორის, მთავარი დანაშაული 2008…

მეტი...

ოფენბახში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

გერმანიაში, ქალაქ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება და 18 ნოემბრამდე გასტანს. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც დღემდე ევროპაში მოწყობილა. 170-მდე უნიკალური ექსპონატი ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებსა და რარიტეტულ გამოცემებს აერთიანებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ექსპონატებს შორის არის სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გელოვანის კუთვნილი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები. გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით იმართება, გამოფენის კურატორები არიან ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ოფენბახის შრიფტის მუზეუმის დირექტორი შტეფან შოლტეკი.…

მეტი...

საცხენოსნო სპორტის განსავითარებლად ქართული ჯიშის ცხენებს გაამრავლებენ

​საცხენოსნო სპორტის განსავითარებლად მცხეთასთან ახლოს, შესაძლოა, საცხენოსნო ფერმა აშენდეს, სადაც ქართული ჯიშის ცხენების პოპულარიზაცია-გამრავლება და მათი პასპორტიზაცია განხორციელდება. ქართული ცხენოსნობის ტრადიციების აღდგენის იდეა, საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლაშა ჯაიანს ეკუთვნის, რომელიც მან პარლამენტარებს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააცნო. ასევე, ისაუბრა საცხენოსნო სპორტში წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე და დღეს არსებულ პრობლემებზე. როგორც ლაშა ჯანაშია აცხადებს, ცხენოსნობის ტრადიციები საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მეცხენეობა და საცხენოსნო სპორტი, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს. სფეროს აღორძინებასა და განვითარებას შესაბამისი ფინანსური რესურსი სჭირდება, ფედერაცია კი ამ მხრივ სახელმწიფოსგან მიზერულ…

მეტი...

მალთაყვაში სპორტული ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტში ძირითადად აქცენტი გაკეთებულია ტურისტული და სპორტული ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის არის, საოჯახო სასტუმროებიც და სასტუმროები ბუნების მოყვარულთათვის. პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე დიდი მოედნის და ერთი სტადიონის მშენებლობას. “ამ ყველაფერთან ერთად აქვე არის გათვალისწინებული ცალკე უბანი სპორტსმენებისთვის. ეს არის ძირითადი ნაწილი, თუმცა გათვალისწინებულია, ასევე, საგანმანათლებლო ფუნქცია, აქ დასაქმებული ადამიანებისთვის და სტუმრებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გაიმართება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავადა კოლიმბარის კუნძულის განვითარების გეგმა აგროპარკის ფუნქციით“, – განაცხადა შპს “ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიამ. ფოთის მერიის ინფორმაციით, საქართველოს…

მეტი...

36 კვირის ორსული, ოპერაციამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა 

ქალაქ რუსთავის მცხოვრები, 36 კვირის ორსული სალომე ჯამასპიშვილი, რომელსაც საკეისრო კვეთა უნდა ჩატარებოდა, ოპერაციამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. იგი ბავშვთან ერთად დღეს, ქალაქის სასაფლაოზე დაკრძალეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, სალომეს მაღალი წნევები აწუხებდა. კვირას ის სახლში მარტო იყო. ორშაბათს კი ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, “საშინელ მდგომარეობაში ვართ, ორშაბათს საკეისრო კვეთა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ვერ მოესწრო საკუთარი შვილის დაბადებას და მასთან ერთად წავიდა ჩახუტებული წავიდა ამქვეყნიდან”- ამბობს ახლობელი. გავრცელებული ინფორმაციით, სალომეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მეტი...