მამა გიორგის შეწყალებაზე უარი უთხრეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება. შეწყალების კომისიამ მამა გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია არ გასცა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, დეკანოზს სასჯელის ნახევარი არ მოუხდია და შესაბამისად, ის შესაწყალებელტა სიაში ვერ მოხვდებოდა. ”გიორგი მამალაძის საქმეს კომისიამ განსაკუთრებული წესით განიხილა. მას სასჯელის ნახევარი არ აქვს მოხდილი, არადა, შეწყალების პროცესის დებულება სწორედ ამას ითვალისწინებს. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზირია”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

მეტი...

“ჩემი ქალაქი კვდებოდა, დამწვარი თვალებიდან ცრემლი არ მდიოდა” – დავით თევზაძის ემოციური სტატუსი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, 25 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: “დღეს ჯვართამაღლებაა საქრისტიანოში… დღეს ჩემი მშობლიური ქალაქი კვდებოდა და მე აგონიას ვესწრებოდი. აღარც რა შემეძლო, ყელში რაღაც გაჩხერილიყო და ჩაშავებული და დამწვარი თვალებიდან ცრემლი არ მდიოდა. უბრალოდ მივშტერებოდი სიცარიელეს, რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა და თანდათან გვყლაპავდა სუყველას. მას მერე, დიდხანს ვიარეთ დაცარიელებულებმა… მას მერე, ვერც შავი გავიხადე დიდხანს… წლების შემდეგ, როდესაც მამაჩემის სასთუმალთან ვიდექი, ვუყურებდი როგორ ებრძოდა სიკვდილს დაუძლურებული, ანაზდად, თვალწინ სოხუმის ცარიელი ქუჩები წარმომიდგა, ჩემი ბოლო პოზიცია ესტაკადასთან და თექვსმეტი მეთაურთან…

მეტი...

“დავწერ, ყოველ 27 სექტემბერს დავწერ” – ემოციური სტატუსი სოხუმის მოვლენებზე  

აფხაზეთის ომში მებრძოლი, ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ბითაძე, სოხუმის დაცემის 25 წლასთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. იგი 32 წლის იყო, სოხუმის დასაცავად ომში, მოხალისედ რომ წავიდა. “27 სექტემბერი… დილას ადრე ვიყავი, ჯერ ტაძარში, შემდეგ მემორიალზე… კიდევ ერთხელ მივაგე პატივი და ჩავეხუტე ჩემს გვერდით დაღუპულ ძმებს და დებს… ნათელი გმირებს!!! … მივედი, მუხლი მოვუდრიკე, პატივი მივაგე, მოვილოცე და წამოვედი… მანქანაში ჩაჯდომისას რამდენიმეჯერ გავიგონე ხმა – “კუკა, არ მოდიხარ ძმა?? !!”…. დასალევად ვერ მოვდივარ ძმებო, – გავძახე, ხელი ძმურად ავუწიე და წამოვედი…. დავწერ, ყოველ 27 სექტემბერს დავწერ, მოყვასისთვისაც და მტრისთვისაც, დაე ყველამ იცოდეს!……

მეტი...

ტექინსპექტირების გავლამდე მძღოლები გარკვეულ მანიპულაციას მიმართავენ

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” დირექტორის, ვაჟა იორდანიშვილის აზრით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ტექდათვალიერების დისკრედიტაცია საჭიროა გამკაცრდეს, როგორც ბენზინის და დიზელისძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დასაშვები პარამეტრები და დღეს არსებული დასაშვები კოეფიციენტი – 3 მოლი, შემცირდეს 2,5 -მოლზე. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ინსპექტირება არის ერთჯერადი პროცედურა და ავტოსატრანსპორტო საშუალება მას წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში წელიწადში 2-ჯერ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილს გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, მაგრამ მაინც ბოლავს. ასეთებია ძირითადად დიზელზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ტექნიკური ინსპექტირების გავლამდე მძღოლებს საკუთარი ავტომობილები მწყობრში მოჰყავთ, ასხამენ…

მეტი...

ყოველი მეოთხე ავტომობილი ვერ გადის ტექნიკურ ინსპექტირებას

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” დირექტორი ვაჟა იორდანაშვილი  აცხადებს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური ინსპექტირების სტანდარტებს. ძირითადი ხარვეზი ვლინდება სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობისა და გამონაბოლქვის თვალსაზრისით. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა იორდანიშვილმა დღეს განაცხადა, პირველი იანვრიდან დღემდე დატესტილია 80 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ინსპექტირება გაიარა 60 000-მა ერთეულმა ხოლო 20 000, ანუ 26% დახარვეზდა. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში მოქმედებს 40 ინსპექტირების ცენტრი, რომლებსაც გააჩნიათ 89 ინსპექტირების ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა მზად არის მიიღოს 900 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთი ცვლის განმავლობაში. “თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ…

მეტი...

ეკონომიკის სამინისტროს ავტომობილების ტექდათვალიერების ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ  

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში“ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და ეკონომიკის სამინისტროს ამ სფეროში მონოპოლიური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. ასოციაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით ზომები დროულად მიიღოს.​ ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ინსპექტირების ბიზნესში მონოპოლია მოიპოვა ისეთმა კომპანიამ, რომელსაც არა მხოლოდ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გამოცდილება, შესაბამისი ბაზა, აღჭურვილობა და პერსონალიც კი არ გააჩნია. კერძოდ, საუბარია სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ შვილობილ კომპანია „პრემიუმ რეზიდენსზე“, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ოპერირებს სახელით “გრინვეი საქართველო“. მისივე თქმით, ამ კომპანიის ბაზარზე შემოყვანის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა მრავალი კითხვა გააჩინა.…

მეტი...

ოჯახური ძალადობის ფაქტზე პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოჯახში ძალადობის, ნივთის დაზიანებისა და ოჯახის წევრისთვის, სახის არეში დანით ჭრილობის მიყენების გამო, ბრალდებულ ბ.ა -ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების დროს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ.გ.-ს მობილური ტელეფონი განზრახ, იატაკზე დაგდებით დააზიანა და ურთიერთშელაპარაკების დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ყელის არეში ხელები მოუჭირა, ხოლო მათ გასაშველებლად მისული ნ.გ-ს დედა, ი.გ. კედელს მიანარცხა, სახის არეში ხელი გაარტყა და ყელში ხელის წაჭერით მის დახრჩობას შეეცადა. აღნიშნულის გამო, კონფლიქტში ი.გ.-ს მეუღლე რ.დ. ჩაერია, რა დროსაც ბ.ა.-მ მას საკანცელარიო…

მეტი...

“ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ რეგიონიდან მოსახლეობის გადინება შეჩერდეს” – შალვა კერესელიძე 

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ შალვა კერესელიძის განცხადებით, რეგიონიდან მოსახლეობის გადინების შესაჩერებლად საჭიროა გაუმჯობესდეს ადგილობრივების ცხოვრების დონე, მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, კომუნალური მომსახურებები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. როგორც გუბერნატორი აცხადებს, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია და  კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. შალვა კერესელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების დეტალური ანგარიში მოისმინა. ასევე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და მხარის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი იმ პროექტებზე გაკეთდა, რომლების განხორციელებაც რეგიონიდან მიგრაციული პროცესის შეჩერებას ხელს შეუწყობს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პირობები შევქმნათ, რომელიც ადგილობრივების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს…

მეტი...

25 წლის წინ სოხუმი დაეცა – საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე. დროშები დაშვებულია პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობებზეც. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. ​სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“…

მეტი...

„სოხუმის დაცემის ტრაგიკულ სცენარს ერთი რეჟისორი და ბევრი როლის შემსრულებელი ჰყავს“ – დიმიტრი ხუნდაძე

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, მომხდარი ტრაგედიით სარგებელი მხოლოდ სცენარის ავტორმა ნახა. აფხაზებმაც და ქართველებმაც ომი წავაგეთ. „მთავარი“ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის ტკივილისა და ხსოვნის დღეა. ხსოვნის იმ დაღუპული გმირების, რომლებმაც თავი სამშობლოსათვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის გაწირეს. ომს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამ მძიმე და ტრაგიკული სცენარს, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი, ერთი რეჟისორი და ბევრი როლის შემსრულებელი ჰყავს. დამნაშავე არა მხოლოდ სცენარის ავტორი, არამედ ყველა ის მონაწილეა, რომელმაც, ძმათამკვლელ ომში თავისი ნეგატიური როლი შეასრულა ან…

მეტი...