თეთრია, არც საჭე აქვს მარჯვნივ და არც სამკარიანია – ფოტო სოციალური ქსელიდან

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ტაქსის მომსახურებას დედაქალაქში მხოლოდ თეთრი ავტომობილები განახორციელებენ. გარდა ამისა, ავტომობილი არ უნდა იყოს სამკარიანი და საჭე მარჯვნივ არ უნდა ჰქონდეს.

მეტი...

“ბაღში ოთხი ძირი ხე დარგეს და ისიც გახმა” – რა იგეგმება ვაკის პარკში

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. ამდენად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული კონკურსი რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული და სამი თვე არ არის ის დრო, როდესაც პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. კალაძის თქმით, მერიას დასტური უკვე 9 კომპანიამ მიაწოდა, რომ სამი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ხოლო ერთ-ერთი მათგანი – ირაკლი ჟვანია, ვისაც ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, მაია ბითაძეს შეხვდა და სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტება გააკეთა, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ვაკის პარკის რეაბილიტაცია სხვადასხვა დასასვენებელი…

მეტი...

​ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია კანონით უნდა იყოს უზრუნველყოფილი – მიხეილ ყაველაშვილი 

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა დასრულდა. ორი დღის განმავლობაში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა და დარგობრივმა სამინისტრომ კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განიხილეს და დოკუმენტში იმ მოსაზრებების და წინადადებების გაზიარებაზე იმუშავეს, რომელიც პროექტის საჯარო განხილვების დროს, საქართველოს რეგიონებში გამართული შეხვედრებისას გამოითქვა. სამუშაო შეხვედრის მეორე დღე კანონპროექტის იმ სამართლებრივი ნორმების განხილვას დაეთმო, როგორიცაა: მაღალი მიღწევების სპორტი; ფიზიკური აღზრდა და მასობრივი სპორტი; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაცია და სერტიფიცირება; სპორტის ძირითადი დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლები; სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროში ინფორმაციის სისტემატიზაცია და საჯაროობა; ფიზიკური აღზრდისა…

მეტი...

მორიგი ოქროს მედალი საქართველოს საერთაშორისო ჩემპიონატიდან

მორიგი ოქროს მედალი, ზურაბ კინწურაშვილმა, ამჯერად პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში  გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე მოიპოვა. ტაეკვანდოში,G-1სარეიტინგო ტურნირს პოლონეთმა 15–16 სექტემბერს უმასპინძლა და მასში 47 ქვეყნის 1582 სპორტსმენი ასპარეზობდა. ტურნირში, ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა ზურაბ კინწურაშვილმა (51წ/კგ) ხუთი  ბრძოლიდან ხუთივე დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. მიმდინარე  წლის სექტემბერში, პირველი ოქრო  ზურაბ კინწურაშვილმა (51კგ)  თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ახალგარდებს შორის მოიპოვა.

მეტი...

„თბილისობაზე” გარევაჭრობისთვის ადგილები შეირჩა  

დედაქალაქის მერიამ„თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილები შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება. დღესასწაულთან დაკავშირებული გარევაჭრობა ქალაქის 6 რაიონში იქნება შესაძლებელი: ჩუღურეთის რაიონში – ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია; სამგორის რაიონში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია; გლდანის რაიონში – ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე; ​დიდუბის რაიონში – სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია. ​საბურთალოსა და ვაკის რაიონში – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და  გეგეშიძის ბაღი. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, აღნიშნულ…

მეტი...

„სახელმწიფო დაცვის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა გამორიცხულია“ – ანზორ ჩუბინიძე

ჩინოვნიკებსა და მათი ოჯახის წევრებს, ვისაც სახელმწიფო დაცვა ემსახურება, პოზიციის დატოვების შემდეგ მოეხსნება და მთელი ცხოვრება სახელმწიფო დაცვით ვერ ისარგებლებს. “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში დღეს განიხილეს. კანონპროექტი პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარმოადგინა. „პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს დაცვა გადადგომიდან ერთი წლის განმავლობაში მოემსახურება. ხოლო შემდეგ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, გაგრძელდება მათი დაცვა თუ არა.  ძალოვანი უწყებები, შსს, სუს-ი და სხვა უწყებები გამოიკვლევენ, არსებობს თუ არა საფრთხე და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. ნებისმიერი რისკის შემთხვევაში სდსს-ი მყისიერ რეაგირებას მოახდენს. ვფიქრობთ, რომ საქართველოში კრიმინალური…

მეტი...

„ჩემს კარიერას ვდებ სასწორზე, გარიგებაში არ ვმონაწილეობდი“ – ანზორ ჩუბინიძე

„სამარცხვინოც კი არის, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. არანაირი კავშირი არ მქონია და არ მექნება ასეთი დალაგების მექანიზმებთან“ – ეს განცხადება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტში გააკეთა. ჩუბინიძე ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებას უარყოფს და საქმეში მონაწილეობას გამორიცხავს. ამბობს, რომ „იბერია“ მხოლოდ ბავშვობაში გაუგია და ამ ტელევიზიის არსებობის შესახებ არც კი იცოდა. „იბერია“ ბავშვობაში მახსოვს და ახლა გავიგონე, რომ ასეთი ტელეკომპანია არის, ბოდიშს ვიხდი… სამარცხვინოც კი არის, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. არანაირი კავშირი არ მქონია და არ მექნება ასეთ დალაგების მექანიზმებთან. როცა საკითხი პროკურატურაში გაირკვევა,…

მეტი...

თბილისში მალე თეთრი ტაქსები გამოჩნდება

თბილისის მერიის ტაქსების რეფორმის ფარგლებში, ტაქსის მომსახურებას დედაქალაქში მალე ერთი ფერის, თეთრი ავტომობილები განახორციელებენ. სამკარიან და მარჯვენასაჭიან ავტომობილებს კი ამ სერვისის გაწევა აეკრძალებათ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილება ძალაში ერთ წელიწადში, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა. „ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

თბილისში ტაქსებს უფასო საპარკინგე ადგილები ექნებათ  

თბილისში ლიცენზიის მქონე ტაქსები გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ,  ერძოდ, დედაქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება, ხოლო შემოსული თანხა მათი პირადი საკუთრება იქნება. გარდა ამისა, უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, ხოლო დაზიანების, ან გატეხვის შემთხვევაში, ხელმეორედ შეძენა თავად მოუწევთ. პირველი ოქტომბრიდან, თბილისში, ტაქსის მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე შეიზღუდება და მსგავს ფაქტებს დედაქალაქის მერიის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება და ამ ეტაპზე, უკვე 6200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს…

მეტი...

ბათუმელი ტანმოვარჯიშეები სომხეთიდან 2 ოქროს მედლით დაბრუნდნენ

ორი ოქროს მედალი, ასეთია ბათუმის საპორტო სკოლის ტანმოვარჯიშეთა მონაგარი სომხეთის ქალაქ გიუმრში გამართულ ქალაქის ღია პირველობაზე სპორტულ აკრობატიკაში, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ექვსი გუნდი ასპარეზობდა. ტურნირში,ბათუმის სასპორტო სკოლიდან ორი სამეული ( დიდიები და პატარები) ღებულობდა მონაწილეობას და სხავდასხვა კატეგორიაში ორივე გუნდამა ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა: საერთაშორისო პროგრამით 11–16 წწ ასაკში, სამაულმა–ხზარაშვილმა მარიამმა, დევაძე ლიკამ და შერვაშიძე იოანნამ ოქროს მედალი მოიპოვეს, ხოლო პატარებში კი პირველ მოზარდთა თანრიგში გულაბერიძე ანნამ, შარაბიძე ელენემ და მახარაძე თეკლამ ,ასევე პირველი სარიზო ადგილი დაისაკუთრეს.

მეტი...

“შეჩერებული მშენებლობები დროულად უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე ბიზნესმენებს შეხვდა 

თბილისში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს დედაქალაქის მერთან გამართულ შეხვედრაზე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებმა. კახა კალაძე დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალურ თანადგომას დაჰპირდა, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით დროულად მოგვარდეს. კალაძის თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ისაუბრეს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტზეც. თბილისის მერმა სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.​ “დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები…

მეტი...

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება – ადვოკატები

პატიმრების უფლებების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრაქტიკა კვლავ გრძელდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ამასთან დაკავშირებით მოითხოვენ თბილისის, გლდანის N8 დაწესებულების რეჟიმის უფროსი რამაზ ფირხცალავა და ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე ზურაბ მოდებაძე გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. როგორც ადვოკატებმა ლევან აფრასიძემ და ირაკლი ჩომახაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, ერთი თვის წინ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების, ზვიად ჭიტაძისა და გიორგი მარსაგიშვილის მიმართ განხორციელდა ფიზიკური და მორალური ზემოქმედება. ამის შესახებ, მსჯავრდებულმა ჭიტაძემ რამდენჯერმე დაწერა საჩივარი, მაგრამ უყურადღებოდ რჩებოდა, სანამ საქმეში სახალხო დამცველის წარმომადგენელი არ ჩაერთო. “​​სამწუხაროდ 2008 წლის შემდეგ კვლავ გვიწევს საუბარი პატიმრების…

მეტი...

“სიჩუმის რეზოლუცია-აფხაზეთი“ – უნიკალური ფოტოგამოფენა თბილისში

თბილისი ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენას ხვალ, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე უმასპინძლებს. გამოფენა ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში გაიხსნება სახელწოდებით – “სიჩუმის რეზოლუცია-აფხაზეთი“.  ხელოვანის ობიექტივი ასახავს აფხაზეთში არსებული, მიტოვებული შენობების მდგომარეობას და მძიმე რეალობას.  ის ერთგვარი შუამავალია სიცოცხლით სავსე წარსულის მოგონებებსა და სევდიან, ჩუმ დღევანდელობას შორის, მონატრებასა და უძლურებას შორის… ორელიენ ვილეტი 2016 წელს ესტუმრა აფხაზეთს. გამოფენის გახსნაზე დაგეგმილია თეატრალური პერფომანსი. გამოფენას დაესწრებიან ავტორი და საპატიო სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენის სულისჩამდგმელია დალი უბილავა – დე გრააფი. მისამართი: თბილისი, რუსთაველის 3, მე-4 სართული.

მეტი...

“სანამ მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებ, ჯერ გირგვლიანის საფლავზე გაიარე” – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, პატიმრობაში მყოფ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მოკლული ადამიანების საფლავზე გაიაროს. ​გოგა ხაინდრავა ეჭვქვეშ აყენებს მღვდელმთავარ ნიკოლოზის ერთგულებას ეკლესიისა და მრევლის წინაშე და მას ურჩევს, სანამ “ნაციონალური მოძრაობის” შს მინისტრს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, მივიდეს გია წკრიალაშვილის სახლში, რომელიც ერთ-ერთია იმ “ორი გვამიდან” რომელსაც ვანო მერაბიშვილი ითხოვდა. “ავიდეს მის საფლავზე, იქიდან რომ გავა სანდრო გირგვლიანის საფლავზე და ირინა ენუქიძის საფლავზე გაიაროს და მერე დაფიქრდეს,…

მეტი...

„25 წელის შემდეგ თავად აფხაზებიც აფასებენ რა რეალობა დაუდგათ“ – სიმონ ნოზაძე

„ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა – კონფლიქტიდან 25 წელი“ – აღნიშნულ კონფერენციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლებს, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძის ინიციატივით იმართება. როგორც დეპუტატი „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რეალობის გასააზრებლად საკმარისი დრო გავიდა და 25 წელის შემდეგ, თავად აფხაზებიც აფასებენ რა რეალობა დაუდგათ. „25 წელი გავიდა და აფხაზებიც აფასებენ იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც აღმოჩდნენ – მამული, ენა, სარწმუნოება. მამული ნელ-ნელა იყიდება, ენას კარგავენ, სარწმუნოება დარჩათ, თუმცა, ამ მიმართულებითაც რთული რეალობა აქვთ. არადა, ჩვენთან, ქართველებთან ერთად შენარჩუნებული ჰქონდათ ენაც, მამულიც, კულტურაც, იდენტობაც, ტრადიციებიც და მათ საარსებო სივრცეს საფრთხე არ შექმნია.…

მეტი...

სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კორუფციული გარიგებები იკვეთება

სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების  გაფლანგვის ფაქტები იკვეთება. კერძოდ, საუბარია შპს „კოლორპაკზე“, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა. როგორც მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში აცხადებენ, მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის N182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის…

მეტი...