ამერიკელი ექსპერტები ფქვილის  რკინითა და ფოლიუმით გაჯერებას გვირჩევენ

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები პურის ფქვილის იოდითა და ფოლიუმის მჟავით გაჯერების საკითხთს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან განიხილავენ.  კერძოდ, ექსპერტები დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდნენ და მანდატორული ფორთიფიკაციის საკითხზე იმსჯელეს. როგორც საკვების ფორთიფიკაციის ინიციატივის (FFI – Food Fortification Initiative) კომუნიკაციების კოორდინატორმა სარა ციმმერმანმა აღნიშნა, ოდდეფიციტური დარღვევები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, ენდემურია საქართველოსთვის. იგი გამოწვეულია იოდის დაბალი დონით წყალში, ნიადაგსა და შესაბამისად, საკვებშიც. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი პრობლემაა სხვა ნუტრიენტების დეფიციტიც. შესაბამისად, ფქვილის ფორტიფიკაციაზე და საქართველოში ამ პროცესის საჭიროებაზე გაამახვილა  ყურადღება. საქართველოსი ჩატარებული კვლევის მიხედვით, მაღალია რკინის დეფიციტისა და ანემიის მაჩვენებელი 12-23…

მეტი...

“რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩვენი ქვეყნის განგრენაა” – კოკა ლაბარტყავა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი ვექტორის“ წარმომადგენელი კოკა ლაბარტყავა მიიჩნევს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, საქართველოსთვის არის განგრენა, რომლის ორგანოები იწყებენ კვდომას, მაგრამ ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის მზად, ლპობაში გამოსული ნაწილები მოაშოროს საზოგადოებას. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კოკა ლაბარტყავამ დღეს განაცხადა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა სათავეს იღებს წინა ხელისუფლების პირობებში. მაშინ გამოცხადდა ნულოვანი ტოლერანტობა ნარკოდამოკიდებულების მიმართ და საკანონმდებლო რეგულაციები გამოყენებული იყო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მკვლელობის იარაღად. “რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ გაანადგურა ბევრი ოჯახი. დღესაც ინერციით მიდის ეს პროცესები. სააფთიაქო ქსელებში გაჩნდა ფსიქოტროპული პრეპარატები. წინა ხელისუფლების დროს, მაღალი თანამდებობის პირები მფარველობდნენ ასეთ სააფთიაქო ქსელებს. როგორც ჩანს, რეპრესიული…

მეტი...

“გენოფონდს დარტყმას სწორედ სააფთიაქო ნარკომანია აყენებს” – კონსტანტინე რუხაძე  

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ადვოკაციის ოფიცერი კონსტანტინე რუხაძე აცხადებს, რომ სააფთიაქო ნარკომანია ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და მხოლოდ ცალკეული ადამიანების დაპატიმრებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. საჭიროა აღირიცხოს ფსიქოტროპული პრეპარატების მომხმარებელი პაციენტების რაოდენობა და იმის მიხედვით განისაზღვროს, რა რაოდენობით შემოდის ასეთი პრეპარატი ქვეყანაში. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს კონსტანტინე რუხაძემ განაცხადა, მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება დარაზმულია მარიხუანის წინააღმდეგ, არანაკლებ სერიოზული პრობლემა, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, ყურადღების მიღმა რჩება. “კარგია, თუ სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და ის აფთიაქები ხვალ არ გაიხსნება, ან არ ივაჭრებენ იმავე პრეპარატებით, რომლითაც ვაჭრობენ. ამას აქვს ერთი ძალიან ბნელი…

მეტი...

მამაკაცი, რომელმაც ეზოს ბავშვებს აუზი უყიდა, გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში, კოპრუსის ერთ-ერთი მცხოვრები დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ამ ზაფხულს უბნის ბავშვებს აუზი უყიდა და შიდა ეზოში დაუდგა, გუშინ, საკუთარ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დიმიტრი ტატიშვილის მეზობლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი საკუთარი ბინის კართან იპოვეს. მას დანით აქვს მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდისა და მუცლის არეში. თვითმხილველების ვერსიით, დიმიტრი ტატიშვილი ორი დღის გარდაცვლილია. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა). მეზობლები დიმიტრი ტატიშვილს დადებითად ახასიათებენ.  4 შვილის მამაას ძალიან უყვარდა ბავშვები და ოჯახი.…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის მოღალატედ გამოცხადება რუსული სცენარია – გოგა ხაინდრავა

​ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პიარკამპანია მოსკოვში დაიგეგმა, რისთვისაც რუსეთიდან ჩამოსულია ვიტალი შკლაროვი. ის იყო ქსენია სობჩაკის პიარი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და სწორედ მათი იდეაა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ გამოცხადება. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გოგა ხაინდრავამ დღეს განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და დღემდე რუსეთის მოქალაქეა. სწორედ ის უწოდებს მოღალატეს საფრანგეთში, ემიგრაციაში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს. ვაშაძის ასეთი პიარკამპანია, ხაინდრავას თქმით, მოსკოვში დაიგეგმა. ხაინდრავა ​ქართულ მედიას მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ…

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილმა ბევრად ნაკლები თქვა, ვიდრე ეს წერია ტალიავინის რეზოლუციაში”- გოგა ხაინდრავა

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილმა იმაზე ბევრად ნაკლები თქვა აგვისტოს ომის შესახებ, ვიდრე ეს წერია ტალიავინის რეზოლუციაში, თუ სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში. როგორც გოგა ხაინდრავას “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა,  სალომე ზურაბიშვილის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება არასწორია და პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები არ ავნებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას. “ახლა გეტყვით ვინ არის მოღალატე და როგორ არის მოღალატე. სალომე ზურაბიშვილმა იმაზე ბევრად ნაკლები თქვა აგვისტოს ომზე, ვიდრე ეს წერია ტალიავინის კომისიის დასკვნაში, კერძოდ, რომ ქართული…

მეტი...

„მთავარში“ გოგა ხაინდრავამ დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას ეხება

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ აგვისტოს ომის დროინდელი დოკუმენტი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ამ დუკუმენტში არ წერია. დოკუმენტს ხელს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აწერენ და ის ომის დაწყებას ეხება. „ეს არ არის საარჩევნო კამპანია, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ის აღვირახსნილი ქმედება იმ დანაშაულებრივი ჯგუფიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, სრულიად შეუთავსებელია დღევანდელ საქართველოსთან და ამას დოკუმენტურად დაგიდასტურებთ კიდეც. ესის ფაშისტური კამპანია, რომელსაც სათავეში რუსული ძალები უდგანან“, – აღნიშნა ხაინდრავამ „მთავარში“. რაც შეეხება დოკუმენტს, ეს არის გაეროს რეზოლუცია #1633, მის შინაარსი და ხელმომწერები გოგა ხაინდრავამ მედიას…

მეტი...

ნარკოტიკების წინააღმდეგ დონალდ ტრამპი მსოფლიოს აერთიანებს  

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნარკორეალიზატორებსა და ნარკომაფიას  დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს. პრეზიდენტი ამ ბრძოლაში ჩართვისკენ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ ნარკომანიის საფრთხეს ერთიანი ძალებით გაუმკლავდებიან. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა მსოფლიოს მიმართა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანება სთხოვა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით: „ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ერს ეხება. ნარკოტიკები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავ სიცოცხლეს ღუპავს. დღეს პირობას ვდებთ, რომ ამ საფრთხეს ერთად შევებრძოლებით“. პარალელურად, ნიუ-იორკში,  გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, გაეროს 129 წევრმა ხელი მოაწერა ამერიკის მხრიდან მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და…

მეტი...

საბავშვო ფესტივალი თბილისში

თბილისში, მთაწმინდის პარკში, შაბათს, 29 სექტემბერს, საბავშვო ფესტივალი გაიმართება, რომლის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე სხვადასხვა მიმართულებით. ამ დღეს მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება მონაწილე კომპანიებისგან. ბავშვები კი შეძლებენ ჩაერთონ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტოვობაში. ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა მიმართულების ზონა: • სპორტული ზონა – წამოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სპორტის აკადემია,სპორტსკოლები,სპორტული წრეები; • განათლების ზონა – წარმოდგენილი იქნება კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; • ჯანმრთელობის ზონა – წარმოდგენილი იქნება ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, • გართობის ზონა – წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გასართობი ცენტრი, ტკბილეულის…

მეტი...

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმას გეგმავს 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას გეგმავს. შესაბამისი განცხადებით მან დედაქალაქის მერიას უკვე მიმართა. შვილმოკლული მამა ასევე ითხოვს, საპროტესტო აქციების გამართვის ნებართვა 5 ნოემბრამდე გაუხანგრძლიონ. „მოვითხოვე ვადის გაგრძელება 5 ნოემბრამდე, ამასთან, მოვითხოვ, რომ მომცენ კარვების დადგმის უფლება. მივუთითე, რომ პასუხი წერილობით მაცნობონ“, -აცხადებს ზაზა სარალიძე. ხელისუფლების გადადდგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ზაზა სარალიძემ თბილისში, 10 სექტემბრიდან დაიწყო. მას სოლიდარობას უცხადებს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მეტი...

თბილისში მასწავლებლების ტრენინგ -კურსები გაიმართება

განათლების საერთაშორისო აკადემია IAE საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგ-კურსს – “საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა”, თბილისში, 29-30 სექტემბერს გამართავს. მასწავლებლებს სთავაზობენ ორდღიან პროგრამას, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული დავალებებით. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ორგანიზატორებმა განუცხადეს, ტრენინგის თითოეული მოდული ემსახურება მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ და გუნდურ მომზადებას შემდეგ თემაზე: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; კვლევის მეთოდები – მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; კვლევის შეფასების რუბრიკა. პროექტის განხორციელების შემდეგ გაიცემა სამუშაო მასალა და ორენოვანი სერტიფიკატი. მონაწილეობის პოზიციაზე განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მასწავლებელს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული თემატიკით. რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 22 სექტემბრის 00:00 საათამდე.…

მეტი...

ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში LED განათება მოეწყო

ქუთაისში, რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში LED განათების სისტემა მოეწყო. სკვერში არსებული ხეები ღამის საათებში, ამიერიდან მწვანედ და ლურჯად განათდებიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, სამუშაო ა(ა)იპ “ქუთგანათებამ”  შეასრულა. აღნიშნულ სკვერში ღამის განათება პირველად მოეწყო.

მეტი...

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისში კონცერტით აღნიშნეს

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისელ მოსწავლეებსა სტუდენტებს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გამართული კონცერტით მიულოცეს. ​ღონისძიება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობდნენ მომღერლები: ოთო კვალიაშვილი, სოფო ბათილაშვილი, ია ტომაში და თამუნა გიორგაძე. კონცერტი ჯგუფ „მუზეუმის“ გამოსვლით დასრულდა. დღეს, 24 სექტემბერს, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. პატარებს სწავლის დაწყება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა. ქალაქის მერმა ქუთაისში რამდენიმე ბაღის შენობაც დაათვალიერა, რომლებიც წელს გარემონტდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქალაქში სულ 37 ბაგა-ბაღია, სადაც წელს…

მეტი...