“ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ადმინისტრაციისგან დამატებით დაფინანსებას ღებულობს 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ყოფილ სახელისუფლებო პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ცესკო-ში გაყალბებული სიების წარდგენაში ადანაშაულებს, რაც, მისივე თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია. “მათ გაყალბებული საარჩევნო სიები წარადგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ყველაფერთან ერთად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ნაცმოძრაობის სტილი, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად კარგად გვახსოვს 2012 წლის არჩევნებიდან, ასევე, 2016 და 2017 წლების საარჩევნო კამპანიებიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძემ ფიქტიური პოლიტიკური ბლოკების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ასეთი ბლოკების წყალობით “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ადმინისტრაციიდან დამატებით დაფინანსებას ღებულობს და სარგებლობენ უფასო საეთერო დროით. „როგორც…

მეტი...

თბილისში, 300 არაგველის მემორიალთან კრწანისობის დღესასწაული გაიმართა

თბილისის კრწანისის რაიონში, კრწანისობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა, რომელსაც საფუძველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორემ ჩაუყარა. 300 არაგველის მემორიალთან კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, მოგვიანებით კი ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფოლკლორული და თეატრალური ნომრები. სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც სიმბოლურად საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნებას და ქვეყნის ერთიანობას განასახიერებდა. სანახაობის შემდეგ მაყურებელმა საბრძოლო ხელოვნების შოუ იხილა: სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ. ილია ელოშვილმა მადლობა გადაუხადა ს, რომელმაც აღნიშნულ ჩაუყარა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა. „300 არაგველი არის…

მეტი...

ლევილის მამულში აჯანყების 94-ე წლისთავი აღნიშნეს

საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში 1924 წლის ეროვნული აჯანყების 94-ე წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა პარიზის ქართულ სათვისტომოსთან ერთად, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატმა  სიმონ ნოზაძემ მიიღო, რომელიც პარიზში  ოფიციალური ვიზიტით   იმყოფებოდა. ღონისძიების ფარგლებში,  ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცნობილი მოღვაწის, ვიქტორ ნოზაძის დაბადებიდან 125 წლისთავიც აღნიშნეს და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც გადაიხადეს. როგორც სიმონ ნოზაძემ „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, აჯანყების ტრაგიკული ფურცლის გახსენება ყოველთვის ამაღელვებელია. „წინაპრების ტკივილიანი ისტორიის მქონე“ პატარა სოფელ ლევილში ორი ღირსშესანიშნავი მოვლენის მონაწილეობა უდიდესი ბედნიერებაა. 1924 წლის აჯანყება იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში და…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს და არ უნდა ემსახურებოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტიის მიზანია, ქვეყანაში ევროპული ყაიდის საარჩევნო კამპანია ჩატარდეს, სადაც საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველს საკუთარ ხედვას გააცნობენ და ერთმანეთის შეურაცხყოფის გზით არ ეცდებიან ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას. ამიტომ, ყველა საარჩევნო სუბიექტს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და წარმართონ ჯანსაღი, ევროპული ტიპის კამპანია. კობახიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამომრჩეველს საკუთარი ხედვის ​უპირატესობებში არწმუნებდნენ, წარმართავენ ისეთ კამპანიას, რომელიც აგებულია იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა…

მეტი...

აგვისტოს ომის დროს დაკარგულად გამოცხადებული 100 000 ლარამდე ღირებულის იარაღი აღმოაჩინეს 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურებული და დაკარგული ქონების სახით აღრიცხული 95.5 ათასი ლარის ღირებულების იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ქვედანაყოფში აღმოაჩინეს. ​როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ  ანგარიშშია განმარტებული, იარაღი წლების განმავლობაში ინახებოდა შესაბამის დანაყოფში, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ შესაბამისი წერილობითი შეკითხვის შემდეგ ეცნობა ეკონომიკურ დეპარტამენტს. “მინისტრის 2009 წლის N189 ბრძანებით განსაზღვრულია ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგების საცნობარო მუხლებში ასახვის კრიტერიუმები, თუმცა აღნიშნული ბრძანება ძველია და არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. სამინისტროში, ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხს. შედეგად, ხშირია სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულად დიდი დაგვიანებით ასახვის ფაქტები, რაც…

მეტი...

პოლიტიკურ პროცესებში გვჭირდება ბევრად მეტი ქალი – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, პოლიტიკურ პროცესში და განსაკუთრებით საკრებულოებში, თვითმმართველ ორგანოებში ანუ იმ ერთეულებში, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან და საიდანაც ყველაზე უკეთ ჩანს თუ რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს და რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ, გაცილებით მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული. ​როგორც თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, ქალთა მეტი წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში საჭიროა იმისთვის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა და ბევრი საკითხი ქალებმა უკეთ იციან, მაგალითად, რა სჭირდება ბავშვს ბაღში, რა პრობლემებია სკოლაში, ჯანდაცვის სფეროში…

მეტი...

“სრულფასოვანი ვარ ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს” – გიორგი კეკელიძე 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისობის დღესასწაულისთვის ტრადიციულად ემზადება. ღონისძიებები 16 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეული გაიხსნება გიორგი ვარსიმაშვილისა და ვახტანგ კუნცევ გაბაშვილის, თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენით. გაიმართება ​დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის ტრიოს კონცერტი „თბილისური მელოდიები“.  ​გამოფენის პარალელურად მოეწყობა თბილისის ფოტოკოლაჟის ვიდეო პროექცია. თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს” ფარგლებში დაგეგმილია ორი საღამო. ერთი ექიმს, პოლიტიკოსსა და პუბლიცისტს, ფრიდონ საყვარელიძეს მიეძღვნება, ხოლო მეორე  მომღერალი ექიმების, ზურაბ და იფიგენია ჩიქოვანების ოჯახს.   19 ოქტომბერს, დამოუკიდებლობის დარბაზში დაინტერესებულ საზოგადოება, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქივებში დაცულ უნიკალურ მასალებს გაეცნობა. ბიბლიოთეკის გენერალური…

მეტი...

აზეულას ციხესიმაგრის ინფრასტრუქტურა ტურისტული მარშრუტისთვის მოწესრიგდა

თბილისის მთაწმინდის რაიონში, კერძოდ, კოჯორში არსებულ აზეულას ციხესიმაგრეზე, მხატვრული განათების სისტემა მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა იუნკერთა მემორიალს და ციხეზე ასასვლელ ლითონის კიბეს. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გარემონტდა ციხესთან  მისასვლელი გზა, განთავსდა გზის მანიშნებელი ნიშნები და საინფორმაციო დაფები. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა ლედ სანათები. ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა. პროექტი ბიუჯეტიან 200 000 ლარით დაფინანსდა. ის მთაწმინდის რაიონის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას  თბილისის მერის  მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით…

მეტი...

სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მაღალჩინოსანი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე სამმართველოს უფროსმა, ბექა ჯიჭონიამ განაცხადა, თბილისისა და გორის 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები. ამ აფთიაქების მფლობელები, მატერიალური სარგებლის მისაღებად უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ. კერძოდ, სამედიცინო კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია უნებართვოდ, რეცეპტის…

მეტი...

ტყვიის ძირითადი წყარო შესაძლოა იყოს საწვავი და საღებავი – ლელა სტურუა

სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საქართველოს მასშტაბით, 2-დან 7 წლამდე ბავშვებს იკვლევს. შემთხვევითი შერჩევის გზით, ცენტრის სპეციალისტები 15 000-მდე ბავშვს გამოიკვლევენ. შევლენ 14 000 შინა მეურნეობაში და ბავშვებს ვენიდან სისხლს აუღებენ, რომელიც გაიგზავნება იტალიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში. იტალიის მხარე  საქართველოს სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება კვლევის ჩატარებაში.  პასუხები კი 3 თვის განმავლობაში გახდება ცნობილი. ​იმ ბავშვებს, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდებათ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მათ მშობლებს გაუწევს რეკომენდაციას, მკურნალობა იაშვილის სახელობის კლინიკაში განაგრძონ. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ დღეს…

მეტი...

დიდი ალბათობით, მოსახლეობის 100%-ს ტყვიის მოჭარბებული შემცველობა აქვს

​ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია​ აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, მოსახლეობის 100%-ს სისხლში მოჭარბებული ტყვიის შემცველობა აქვს. ტყვიის გავრცელების ​ძირითადი წყაროა საღებავები, პარფიუმერული ნაწარმი, საწვავი და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერება. ჰაერში ტყვიის გაბნევის ერთ-ერთი წყაროა, ასევე, ძველი შენობების მოფხეკით ან დანგრევით რეაბილიტაცია. ექსპერტის თქმით, ტყვიის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია დახურულ სივრცეში და თერმული სიცხის გამო შეიძლება გამოიფრქვეოდეს ჰაერში. დიდი რაოდენობით ტყვია არის წითელ და ყვითელ საღებავებში, თუმცა ის საღებავებში ძირითად საწყის ბაზად გამოიყენება. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ახალაიამ დღეს განაცხადა,  ორგანიზაცია “აიპენის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტყვიის ძირითადი სტაციონარული…

მეტი...

პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუნარჩუნდება

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი  დღეს “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუნარჩუნდებათ. “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს კომიტეტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე წარუდგენს. ცვლილებების მიხედვით, უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებსაც ენიშნებათ პერსონალური დაცვა და ის პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე…

მეტი...

მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო (ვიდეო) 

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან 60 კილომეტრში, გარადაღის რაიონში 23 სექტემბერს, დილის საათებში, მსოფლიოში სიდიდით მეორე ვულკანის, ოტმან ბოზდაგის ამოფრქვევა დაფიქსირდა. ცეცხლის ალის სიმაღლე 200-300 მეტრს აღწევს. ​როგორც აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვულკანის ამოფრქვევიდან ერთ საათში მეორე ამოფრქვევა დაფიქსირდა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. ბუნებრივი კატაკლიზმის ეპიცენტრში მიწაზე, 40 მეტრის სიღრმის ნაპრალები შენიშნეს. ოტმან ბოზდაგი სოფლებს – სანგაჩალსა და გობუსტანს შორის მდებარეობს. ბოლოს მან 2017 წლის 6 თებერვალს გაიღვიძა 50 წლიანი ძილის შემდეგ. ვულკანის წინამორბედი ამოფრქვევა 1965 წელს დაფიქსირდა.

მეტი...