კრწანისის ველზე და ჟინვალში, 300 არაგველობის ღონისძიება გაიმართება

24 სექტემბერს, ორშაბათს, თბილისში, კრწანისის ველზე და 27 სექტემბერს, ხუთშაბათს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალში, წმინდანად შერაცხული სამასი არაგველობა აღინიშნება. ღონისძიება იმართება საპატრიარქოსთან არსებული სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის ორგანიზებით. წელს დასტურები არიან წოწკოლაურთა საგვარეულოს წევრები, რომლებიც 2019 წლისთვის დასტურობას გადააბარებენ ხარხელაურთა საგვარულოს წევრებს. ღონისძიება გაიმართება 24(11) სექტემბერს კრწანისის ველზე და 27(14) სექტემბერს ჟინვალში 300 არაგველის მემორიალთან. სიმბოლურად დაინთება სამასი სანთელი. გიწვევთ ყველას რათა დანთებული სანთლით და წითელი ღვინით პატივი მივაგოთ 1795 წელს გმირულად დაცემულ წინაპართა ხსოვნას, რომელთაც ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლ დათმეს ქვეყნის მომავლისთვის და ნათელი პირებით წარდნენ გმირი წინაპრების წინაშე

მეტი...

აჭარაში, ბიოზედამხედველობის ქსელის კონფერენცია იხსნება

აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა 24 სექტემბერს, ციხისზირში, 11:00 საათზე, გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას 8 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა ეძღვნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებასა და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების წარმატებით იმპლემენტაციას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური მიდგომების საშუალებით. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ზოონოზური დაავადებების ეპიდზედამხედველობის ნაწილში  ინფორმაცია გაცვალონ; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერების მიზნით გააუმჯობესონ არსებული მონაცემები; „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომები გამოიყენონ ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და სურსათის უვნებლობის საკითხების გადასაჭრელად; BNSR-ის პლატფორმა გამოიყენონ ენდემური და აღმოცენებადი დაავადებების საფრთხეებისგან თავდასაცველად. ზემოაღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთ…

მეტი...