სმიტების ოჯახის ტრაგედიის შემდეგ ამერიკელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა არ სურთ

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის შემდეგ, ტურისტებმა არაერთი ჯავშანი გააუქმეს. ევროპიდან თუ ამერიკიდან არაერთი ტურისტული ჯგუფი მოიხსნა, რადგანაც, ფიქრობენ, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო არ არის. როგორც „მთავარს“ ერთ-ერთი მაღალი კატეგორიის ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა თიკა სვანიძე – ვანკომ განუცხადა, ამ მომხდარი ტრაგედიის გამო 3 დიდი ჯავშანი გაუქმდა, რომელშიც უმაღლესი კატეგორიის  ტურისტები იყვნენ. „ძალიან გამაოგნებელი იყო რაც მოხდა. ასეთი სადისტური მკვლელობა ძალიან იშვიათად თუ ხდება. განსაკუთრებით უცხოელზე. როცა ცნობილია და მეც ყველა ტურისტს ვეუბნები, რომ საქართველოში ლეგენდარული სტუმართმოყვარეობაა და ვუხსნი, რომ სტუმარი არის ღვთის, ვაცნობ, როგორ მისცა ღმერთმა საქართველოს ეს მიწა-წყალი და…

მეტი...