„უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომ უნდა გადმოვიდეს პარლამენტი თბილისში“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე  იმ არგუმენტებს ასახელებს, რის გამოც პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოვიდეს.  დეპუტატის თქმით, 360 მილიონი ლარით, რომელიც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის დაიხარჯა,  ამ ქალაქისთვის ძალიან ბევრი რამეს გაკეთება შეიძლებოდა. „პირველ რიგში, პარლამენტის ქუთაისში მუშაობა ფუნქციონალურად გაუმართლებელია. საკანონმდებლო ხელისუფლება მოწყვეტილია აღმასრულებელ ხელისუფლებას.   იხარჯება ზედმეტი თანხა, ფაქტიურად, არამიზნობრივად; იხარჯება დრო და ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა გავიხსენო –  ხანძრის დროს, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობისთვის საჯარისო ფორმირებისთვის ლეგიტიმაცია რომ მიგვეცა, 3 წუთიანი პროცედურისთვის  მთელ პარლამენტს, აპარატთან ერთად, ქუთაისში მოგვიწია ჩამოსვლა. ხმა მივეცით და დავბრუნდით“ – აცხადებს დეპუტატი. რაც შეეხება სხვა არგუმენტებს,…

მეტი...

საქართველოში სავალდებულო აცრების დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ​პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო ხანებში აქტიურად მიმდინარეობს სავალდებულო აცრების დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია ქართულ პოლიტიკაში ჩართული, არაკვალიფიციური პირების მხრიდან. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, აცრების ჩაგდების გამო, შესაძლოა ისეთი დაავადებები მობრუნდეს, რომლებიც საქართველოში უკვე დავიწყებულია, მაგრამ მათი ვირუსები სხვა ქვეყნებში არსებობს. მათ შორის, პოლიომელითი. “გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში, საქართველოში დიფტერია მძვინვარებდა, იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში აცრები ჩავარდა და მაშინ, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ეპიდემიას. როგორც კი რომელიმე დაავადების საწინააღმდეგო აცრები მოიკლებს, დავიწყებული დაავადებები ისევ თავს იჩენს”, –…

მეტი...

“ჩემი შვილები და შვილიშვილები აცრილები არიან” – პაატა იმნაძე გეგმიურ აცრებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ​პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულ კალენდარში არსებული ყველა ვაქცინა უფასოა, რომლის შეძენა რეალურად ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ის ხელმისაწვდომია სოციალურად დაუცველი ფენებისთვისაც. ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის, რაც კი შეიძლება იყოს მსოფლიოში და ყველა მათგანს აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. მათი უმრავლესობა გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, აცრების სავალდებულობა, რაც ამჟამად პარლამენტში განიხილება, არ ნიშნავს მშობლების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესებას. იცვლება ჩანაწერი, კერძოდ, “რუტინულ, გეგმიურ ვაქცინაციას” დაემატება სიტყვა “სავალდებულო”. სხვა საკითხებზე დღეისთვის მსჯელობა არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამის აუცილებლობა…

მეტი...

თბილისის ქუჩებში არსებული ნაგვის კონტეინერები ღამის საათებში დაიცლება 

თბილისის გზებზე საცობების თავიდან აცილების მიზნით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში დედაქალაქის სხვა უბნებიდანაც გაიტანენ. საპილოტე პროექტი ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შპს “თბილსერვის ჯგუფში” განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს, რადგან ამით საავტომობილო საცობებისთვის თავის არიდებასთან ერთად დაიზოგება კომპანიის ხარჯები. “თბილსერვისი” ასევე გეგმავს ნაგვის დამატებითი კონტეინერების შეძენას, რადგან, მიაჩნიათ, რომ არსებული რაოდენობა საკმარისი არ არის. კომპანია ახორციელებს პლასტმასის 1100 ლიტრიანი 19 150 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას. ახალი კონტეინერები უკვე დადგეს ისნის, სამგორის, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის ცენტრალურ…

მეტი...

თბილისის მერი მხარს უჭერს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას

თბილისის მერი კახა კალაძე, მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას და “კანაფის კულტივაციის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას. ​მისი აზრით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორი, მგრძნობიარე საკითხები, საზოგადოების ინფორმირებისა და ფართო დისკუსიის საფუძველზე უნდა მიიღებოდეს. როგორც კახა კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა კანონპროექტის გარშემო პოლიტიკოსების, სპეციალისტებისა და საზოგადოების მსჯელობა და დებატები, თუნდაც მწვავე პოლემიკა, პოლიტიკური სუბიექტების მიერ არგუმენტირებული აზრის გამოხატვა და ელექტორატის ინტერესების დაცვა. თუმცა, მისივე თქმით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ხდება, არ არის ჯანსაღი მოვლენა – არ შეიძლება “არგუმენტი” იყოს ლანძღვა და შეურაცხყოფა, არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება…

მეტი...

პოლიტიკურ პარტიებს შესაძლოა არაწინასაარჩევნო პერიოდშიც დაეთმოთ ტელე – ეთერი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების  შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, რომლის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილია. ინაშვილის აზრით, პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდშიც უნდა მიეცეთ  საშუალება მათი იდეების, წამოწყებებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიაწოდონ და ამ მიზნით მაუწყებლისგან შესაბამისი მომსახურება შეისყიდონ. მისივე თქმით, ამ ცვლილების განხორციელება მნიშვნელოვანია და დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ცვლილება ბიუჯეტს არ აზარალებს, რამდენადაც თვითონ პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსდება რეკლამები. “ეს ყველაფერი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას და ბევრ ქვეყანაში არსებობს მსგავსი გამოცდილება“, – აცხადებს ინაშვილი. კანონპროექტთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები და დაისვა კითხვები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით:„უნდა დადგინდეს ფარგლებიდა სტანდარტები, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება. პროცესი უნდა იყოს ეთიკური…

მეტი...