ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოცხადდა – მოქანდაკე პროექტის ხარვეზებზე   

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე გამოცხადებული კონკურსის პირობებში  აღმოჩენილ ხარვეზებზე თბილისის მერს, კახა კალაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს. ​მისი შეფასებით. თბილისის მერიამ ისეთი მოთხოვნები ჩადო კონკურსში, რომ არა თუ მოხალისეებს, პროფესიონალებსაც კი კონკურსში მონაწილეობის შანსი არ დაუტოვა. კონკურსი უნდა იყოს გახსნილი და დემოკრატიული, რომ მასში მონაწილეობა შეძლოს ყველამ, ვისაც პარკის გაუმჯობესება სურს. ირაკლი ჟვანიას ინფორმაციით, საკონკურსო კომისია მთლიანად სახელმწიფო მოხელეებით არის დაკომპლექტებული და მხოლოდ 5 პროფესიონალია მოწვეული კომისიაში, ერთი მოქანდაკე, ორი არქიტექტორი, ერთი ურბანისტი და ერთიც ლანდშაფტის დიზაინერი. ხელოვანისთვის მიუღებელია ვაკის პარკის დასაპროექტებლად განსაზღვრული ვადა – 90 დღე, რადგან  მიაჩნია, რომ…

მეტი...

თეატრის სცენაზე სიგარეტის მოწევა მხოლოდ რეჟისორის იდეისთვის დაიშვება 

​საქართველოს პროფესიულ თეატრებში სპექტაკლის მიმდინარეობისას სცენაზე თამბაქოს მოწევა, მხოლოდ რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით, როლის შესრულებისას იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კი, მაყურებელს შესაბამისი გამაფრთხილებელი ინფორმაცია წინასწარ უნდა მიეწოდოს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვა მოიხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. თუმცა ამისთვის დგინდება გარკვეული პირობები, კერძოდ, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოსაწევ ადგილს დაწესებულების ხელმძღვანელი თავად განსაზღვრავს. კანონპროექტი კოლეგებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ წარუდგინა. მისი თქმით, ცვლილებების პაკეტის მომზადება საჭირო გახდა იმ…

მეტი...

კათოლიკები და მუსლიმები საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერას უცხადებენ

საქართველოში მარიხუანას (კანაფი) კულტივაციის პროექტს, ქვეყანაში არსებული რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის, მუსლიმური თემი და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უარყოფითად აფასებენ და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეშფოთებას იზიარებენ. ​როგორც კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო აცხადებს, საქართველოს კათოლიკები ერთგულნი არიან რომის პაპის, ფრანცისკეს ქადაგების, რომ ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა, ხოლო იმისთვის, რომ ამგვარი მტკიცე “არა” განუცხადო ნარკოტიკს, საჭიროა უთხრა “ჰო” სიცოცხლეს, სიყვარულს, ოჯახს, აღზრდას, სპორტს, სამუშაო ადგილებს. მისივე თქმით, რომის პაპი ქადაგებს, რომ ეკლესიამ არ უნდა განსაჯოს და მიატოვოს ნარკოდამოკიდებულები, რომლებიც უფსკრულში აღმოჩნდნენ. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ნარკოტიკი ვერ იქნება მსუბუქი, რადგან ყოველთვის უარყოფით გავლენას…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს ღალატში ისევ მოღალატეები ადანაშაულებენ – მამუკა მდინარაძე 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დღეს, ის პოლიტიკოსები ადანაშაულებენ ღალატში, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას თავად აწარმოებდნენ მოღალატეობრივ პოლიტიკას. როგორც მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა საშუალებას იყენებს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის, ებრძვის სოციალური ქსელის, თუ მედიასაშუალებით, რაც 28 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი მწარე მარცხით დასრულდება. მისივე თქმით, მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებაში ყოფნისას თავად აწარმოებდა მოღალატეობრივ პოლიტიკას, ახლა ცდილობენ, თავიანთი პიარკამპანიებით სხვა გამოაცხადონ მოღალატედ და ამით საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ მთავარი თემიდან. “მათ ჰგონიათ, რომ სხვას…

მეტი...

თბილისში ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა

თბილისში, დაახლოებით 15:15 საათზე, ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისთან ახლოს, კერძოდ, ჩრდილოეთით, სოფელ ნორიოში იყო. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობისთვისაც საგრძნობი იყო. მიძგები რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა.  

მეტი...

“მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე” – ირაკლი კობახიძე

მარიხუანას თემაზე მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის თემაზე დაწყებული ხმაურისა და დაპირისპირების გამო პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეაჩერა და მისი პარლამენტიდან გაწვევის საკითხი განიხილება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, პარლამენტი  კანონპროექტის გაწვევაის გადაწყვეტილებას მიიღებს. „მთავარი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, გადამუშავებასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნებისთვის. კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა, რომლის პრინციპებია ხალხის ინტერესების შესაბამისად…

მეტი...

“ილია II -ის მოწოდებამ ხალხი დაამშვიდა” – ალი ბაბაევი მარიხუანის ლეგალიზაციაზე

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარე ალი ბაბაევი აცხადებს, რომ მცენარე კანაფის კულტივაციასა და ექსპორტირებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული თემი სრულად იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ თავის თავზე უნდა აიღოს ყველანაირი ბერკეტი, რომ მარიხუანა, მოსახლეობისთვის არ გახდეს ადვილად ხელმისაწვდომი. მისი თქმით, საქართველოში სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია თუ მაინც გადაწყდება, პლანტაციების დაცვა განსაკუთრებულად უნდა გაკონტროლდეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ალი ბაბაევმა დღეს განაცხადა, ​იმის გამო, რომ საქართველოს ​მეზობელ ქვეყნებში მარიხუანის წარმოება აკრძალულია, ქვეყანაში შემოვლენ მისი მომხმარებლები და საქართველო კავკასიაში, ნარკომოხმარების ცენტრად გადაიქცევა. ბაბაევის აზერით, ბოლო ხანებში მარიხუანის თემას აქტიურად იყენებენ პოლიტიკური პარტიები რეიტინგისთვის, მაგრამ არ უფიქრდებიან მათი განცხადებების…

მეტი...

ირანიდან ნარკოტიკის სხვადასხვა მეთოდებით შემოტანა გახშირდა – ალი ბაბაევი

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარე ალი ბაბაევი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაცრად გაკონტროლდეს ქვეყანაში ნარკოტიკული ნივთიერებების არალეგალური გზით შემოტანის წყაროები და აცხადებს, რომ ბოლო ხანებში ნარკოტიკი ძირითადად ირანიდან, სხვადასხვა მეთოდებით შემოდის. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ალი ბაბაევმა დღეს განაცხადა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია ქვემო ქართლში, ასევე, თბილისის შემოგარენში, სოფელ ფონიჭალაში. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის დაკავებული ნარკორეალიზაციით, ხშირად ეს საოჯახო ბიზნესად არის ქცეული. “წინა ხელისუფლების დროსაც 300-ზე მეტი ადამიანი იყო დაჭერილი ნარკომოხმარებისა და რეალიზაციისთვის. ფონიჭალაში, ერთი ოჯახიდან 3 პირიც კი დააკავეს ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, ეს დღესაც პრობლემაა, გუშინ კიდევ…

მეტი...

„მნიშვნელოვანია, მარიხუანა შავ ბაზარზე როგორ გაკონტროლდება“ – ეთნიკური უმცირესობების პოზიცია  

„მარიხუანას თემა ეთნიკურ უმცირესობებს არც ზღუდავს და არც ანვითარებს. შესაბამისად, უმცირესობებში კონსოლიდირებული აზრი არ არსებობს კარგია თუ ცუდი. მთავარია ის, რომ არაერთი რისკი არსებობს და მათ შორის, მთავარი რისკი „შავი ბაზარია”. ვინც სამედიცინო მარიხუანას ზრდის, შესაძლებელია, თრობის მქონე მარიხუანაც გაზარდოს“, – განაცხადა “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა  ამირან გელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და იმ ძირითად რისკებზე ისაუბრა, რაც მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არსებობს საკმაოდ მწირია, რაც რეალური პოზიციის ჩამოყალიბებას ხელს უშლის. „ამ თემასთან დაკავშირებით  საქართველოში ინფორმაცია საკმაოდ ქაოტურია. არ არის ახსნილი და გარკვეული, რა არის სამედიცინო მარიხუანა…

მეტი...

“დაწესდეს მკაცრი რეგულაციები, გაკონტროლდეს ლიცენზიების გაცემა” – აგიტ მირზოევი კანაფის კულტივაციაზე

ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი მხარს უჭერს საქართველოში მცენარე კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს, თუმცა მიაჩნია, რომ  უნდა დაწესდეს მკაცრი რეგულაციები, გაკონტროლდეს ლიცენზიების გაცემა და სფერო არ იყოს მონოპოლიზირებული. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აგიტ მირზოევმა დღეს განაცხადა, ინფორმაციული ვაკუუმის გამო საზოგადოებაში მეტისმეტად უსაფუძვლო აურზაურია ატეხილი. ახალი რეგულაციების შედეგად მარიხუანის მოხმარება იმაზე მეტად ვერ გაიზრდება, რაც დღეს არის. უფრო მეტიც, გამკაცრდება კონტროლი. მისივე აზრით, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დროული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო მოქალაქე არ უნდა იხდიდეს სასჯელს. “მცენარე კანაფის სამედიცინო…

მეტი...

საქართველოს იეზიდთა თემის სასულიერო პირები  საპატრიარქოს მხარდაჭერას უცხადებენ 

საქართველოს იეზიდური თემის სასულიერო პირები უერთდებიან საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას მარიხუანის კულტივაცია – მოყვანასთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ თუნდაც ისეთი მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერების წარმოება, როგორიც არის კანაფისი და მისი კულტივაცია ქვეყანაში, ხელმისაწვდომს გახდის მას მოზარდებისთვის. მათი ინფორმაციით, საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება და გაავრცელა ის სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორის, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებში, იზიარებენ თუ არა ისინი საპატრიარქოს პოზიციას და სულისკვეთებას. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე იეზიდური თემის წარმომადგენელმა აგიტ მირზოევმა განაცხადა, ​მარიხუანის წარმოება – კულტივაციის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის. არსებობს ინფორმაციის დეფიციტი, თუ რას ნიშნავს ლეგალიზაცია, რა რეგულაციები დაწესდება და…

მეტი...

ცნობილი მეცნიერი შოთა ვაშაკიძე ემიგრაციაში გარდაიცვალა

ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი შოთა ვაშაკიძე, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მას შაბათს აშშ-ში დაკრძალავენ. ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია თანაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს და მთელს ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას. როგორც საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, უამრავი საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, შოთა ვაშაკიძემ მიზნად დაისახა აშშ – ში ქართული ემიგრაციის მასალების მოძიება, ერთად თავმოყრა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ განძის დაბინავება. ყოველივე ეს მან თავისი ხარჯებით შეძლო. 3 ტონამდე კოლექციის შეგროვება მან 1985 წლიდან დაიწყო და დღემდე ყველაზე დიდი რაოდენობით დოკუმენტის შემცველია ემიგრაციის საარქივო ფონდში დაცულ…

მეტი...

ღამის ავტობუსები თბილისში პარასკევს და შაბათს იმოძრავებენ – საპილოტე მარშრუტი

თბილისში, ხვალიდან, 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში შემუშავდა. საპილოტე მარშრუტზე Man -ის მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებენ. მგზავრობის ფასი სტანდარტულად, 50 თეთრი ეღირება. ამასთანავე, იმოქმედებს შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც. ღამის ავტობუსების გაჩერებები: • მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ • ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“) • მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა • ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა • სტადიონი „დინამო არენა“ • დავით აღმაშენებლის გამზირი #106 • პირველი რესპუბლიკის მოედანი •…

მეტი...