ზურაბ წერეთლის “საქართველოს მატიანეს” პოპულარიზაციაზე იზრუნებენ

თბილისის ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, თემქაზე არსებული, ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ნამუშევრის, “საქართველოს მატიანეს” პოპულარიზაციის მიზნით, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებს მოამზადებენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ ზღვის უბანში მდებარე საქართველოს ისტორიის მონუმენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაათვალიერა. მისი შეფასებით, ქანდაკების პოპულარიზაცია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ის, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდება.  „ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ გიორგი ჩოგოვაძესთან შევთანხმდით, რომ თემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული საქართველოს ისტორიის მონუმენტის პოპულარიცაზიისთვის, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ“, –…

მეტი...

მარიხუანას მოხმარებაზე 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება დასჯადი იქნება  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დღეს, პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, მოხმარების ან/და ზემოქმედების ქვეშ ყოფნის საკითხებს ახლებურად არეგულირებს და საჯარიმო სანქციებს აწესებს. სხდომის მონაწილეებს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი პრინციპები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააცნო. ​მისი ინფორმაციით, აკრძალვა ეხება ნარკოტიკების მოხმარებისგან მოზარდების დაცვას. კერძოდ, იკრძალება მისი მოხმარება 21 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის მიერ, ასევე, დასჯადი ხდება მარიხუანას მოხმარებაზე 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება. გამკაცრდება პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაციისა ან რეკლამირებისთვის. ახალი მუხლი ემატება სისხლის სამართლის კოდექსს და დასჯადი…

მეტი...

ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების წარმოება კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს – დეკანოზი

დეკანოზი დავით ლასურაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, სანამ პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილება და საქართველოს კონსტიტუციაში, ან მის ქვემდებარე აქტებში ჩაიწეროს, რომ „საქართველოში არც ერთი სახის ნარკოტიკული საშუალება არ არის დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული. ასევე, იკრძალება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია-წარმოება”. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს, საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვას, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საკანონმდებლო დონეზე იმპლემენტაციას, სასულიერო პირებიც დაესწრნენ. საკუთარი მოსაზრება დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა პარლამენტარებს სხდომის მიმდინარეობისას გააცნო. „ჩვენც შეგვიძლია რაღაც შემოგთავაზოთ. გამოსავალს ყველა ვეძებთ, ჩვენც ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ვართ. პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გვყავს, თქვენ ახლა თუ შეცვლით რამეს, თორემ როგორი აგებულების…

მეტი...

“ბიბლუსმა” სათამაშოების ქსელი “პეპელა” შეისყიდა

წიგნის მაღაზიების ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა საქართველოში, „ბიბლუსმა” სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ შეისყიდა. კომპანიები ერთი ბრენდის ქვეშ არ გაერთიანდებიან. სათამაშოების მაღაზია “პეპელა” ბაზარზე მოღვაწეობასა და თავისი კლიენტების მომსახურებას კვლავ დამოუკიდებელი ბრენდით განაგრძობს. როგორც წიგნის მაღაზიების ქსელ “ბიბლუსში” აცხადებენ, ორი დიდი კომპანიის გაერთიანება, თითოეულ მათგანს განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. იგეგმება “პეპელას” ქსელის გაფართოება, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. “მომხმარებელს კიდევ ბევრ საინტერესო სიახლესა და მრავალფეროვან პროდუქციას შევთავაზებთ. ხარისხი უცვლელად რჩება კომპანიის მთავარ კრედოდ,“ – აცხადებენ „ბიბლუსში“. აღსანიშნავია, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. საქართველოს…

მეტი...

ადვოკატები ​სმიტების მკვლელობის საქმის გამოძიებაში მთავარი პროკურატურის ჩართვას ითხოვენ

ხადის ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის გამოძიებას თავს ვერ ართმევს მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა, რითაც  ზარალდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ადვოკატები მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ ჩაერთოს სმიტების მკვლელობის საქმის გამოძიებაში და “ეს საქმე მიგდებული ნუ აქვთ”. ​ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები, ასევე, მოითხოვენ გამოიკითხონ ბრაიან და ლორა სმიტების ოჯახის წევრები და ახლობლები, რადგან შესაძლოა მათ პირადი მტერი ჰყოლოდათ. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, კობაურის ადვოკატმა, ალქესანდრე კობაიძემ განაცხადა, სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეში ბევრი უზუსტობებია და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ზერელე დამოკიდებულება იგრძნობა. დაცვის მხარეს, მათ მიერ დასმულ არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე გამოძიებისგან პასუხი არ…

მეტი...

“ლორა სმიტი გაუპატიურებული არ არის” – სმიტების მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

​ხადის ხეობაში მოკლული, ლორა სმიტის გვამზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ ის გაუპატიურებული არ არის და მოკლულია წყალში დახრჩობის შედეგად. მას უკანა ტანში არ აღენიშნება  მექანიკური დაზიანებებები, რაც თან ახლავს სექსუალურ ძალადობას. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალზახ კობაურის ადვოკატებმა განაცხადეს, დაცვის მხარეს უკვე ხელთ აქვს ლორა სმიტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც მათთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმ თვალსაზრისით, რომ ბრალდება  სწორედ მალხაზ კობაურის მიერ ლორა სმიტის გაუპატიურებაზე, ხოლო შემდგომ მოკვლაზეა აგებული.  ბრალდების მხარის ამ ვერსიის მიუხედავად ლორა სმიტის მკვლელობის ნაწილში მალხაზ კობაურს ბრალდება წარდგენილი არ აქვს. ადვოკატ ვასილ მამულაშვილის…

მეტი...

მალხაზ კობაურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა​ შესაძლოა შეწყდეს

​ხადის ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის მიმართ შესაძლოა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. 26 ოქტომბრისთვის ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატები დააყენებენ აღნიშნულ შუამდგომლობას. კერძოდ, იმის გამო, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 19 წლის მწყემსის მიერ დანაშაულის ჩადენა, მოსამართლემ შეწყვიტოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობაურის ადვოკატებმა დღეს განაცხადეს, ბოლო ხანებში ჩატარებული ყველა ექსპერტიზის დასკვნა ამყარებს მათ პოზიციას, რომ კობაურს შემზარავი მკვლელობა არ ჩაუდენია. ​თუმცა, ყველაფერი საბოლოოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ჩატარდება კომპლექსური ექსპერტიზა და გამოქვეყნდება პასუხები. კერძოდ, ჰქონდა თუ არა კობაურს შემხებლობა გარდაცვლილებთან. ეს არის…

მეტი...

ქეილებ სმიტს 3 გასროლის შედეგად სხეულზე 4 დაზიანება აღენიშნება 

​ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი სმიტების ოჯახის მცირეწლოვანი ბავშვის გვამის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მის მიმართ განხორციელებულია 4 გასროლა. მათ შორის ერთი მიბჯენით, თავის არეში განხორციელებულია საკონტროლო გასროლა თოფით. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულიე 19 წლის მწყემსის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქეილებ სმიტს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნება მხრის, იდაყვისა და ფეხის სახსრის არეში. გასროლა განხორციელებულია სავარაუდოდ სხვადასხვა ტრაექტორიიდან, მხრის არეში უკნიდან, ბარძაყის და სახსრის არეში წინა მხრიდან გასროლით. “შესაძლოა 3 გასროლის შედეგად ბავშვს მიეღო სხეული 4 დაზიანება. გარდა ამისა, ​ბავშვის მიმართაც არის სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები, კერძოდ ნიკაპის არეში”, – აცხადებს ადვოკატი. ​მისი…

მეტი...

მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ 68 000 კვ.მ ფართობზე მეტი მიწა გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 68 346 კვ.მ ფართობის მიწა უსასყიდლოდ გადაეცა. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბიჯვარში მდებარეობს. ეკლესიისთვის მიწის გადაცემის საკითხი მთავრობამ 12 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 124 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ 2015 წელს მესტიაშიც გადაეცა. მთავრობის განკარგულება პრივატიზების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მეტი...

ესპანეთში “ქართული მაფიის” წევრები დააკავეს

“ქართული მაფიის” 15 წევრი კატალონიის პოლიციამ სპეცოპერაციისას აიყვანა. ისინი საქათველოს მოქალაქეები არიან. დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი. დაკავებულები ორ კრიმინალურ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ და სხვადასხვა კრიმინალურ ქმედებების მონაწილეები არიან. რაც შეეხება ე.წ. კანონიერ ქურდს, ესპანელი სამართალდამცველები ამ ეტაპისთვის მის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა დადასტურებულია მისი ქართული წარმომავლობა და ასაკი – 53 წელი.  ასევე ცნობილია, რომ აღნიშნული პიროვნება ნასამართლევია.   მან სასჯელი რუსეთში  მოიხადა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ათეულობით ბინისა და სახლის გაძარცვა. მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 13 ათასი ევრო, ორი კილოგრამი ოქროს ნაკეთობები და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ინსტრუმენტები ამოიღეს. დაკავებულთაგან 13 ადამიანს…

მეტი...

სიგარეტის მოწევაზე აკრძალვები და სანქციები მსუბუქდება 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება და სიგარეტის მოწევა დასაშვები ხდება სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას. გამონაკლისის სახით, თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში აღსრულებისას გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა. ზოიძემ კოლეგებს “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი გააცნო.  კანონპროექტის თანახმად, იხსნება…

მეტი...

საპატრიარქო კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანის წინააღმდეგია

საქართველოს საპატრიარქო, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციაზე საზოგადოებაში არსებულ აზრდა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ  საპატრიარქო კატეგორიულად ეწინააღმდეგება  კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას. “მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და  რეალურად დაპირისპირებულნი  მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას. ეს არის…

მეტი...