ცალკეული ბიუროკრატები მოსახლეობას ტყის დაცვის საშუალებას არ აძლევენ – მწვანეები 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები” და ასოციაცია “ძელქვა”, ტყეების კონსერვაციას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ტყის რესურსების მართვის ცენტრალურმა სისტემამ მოქალაქეებს ტყისა და ტყის რესურსების მართვაში მონაწილეობის გზა გადაუჭრა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ტყის მიმდებარედ მცხოვრები პირი მისგან 1 და 2 კილომეტრში მდებარე ტყის რესურსების გასხვისებაზე ინფორმაციას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა ტყეში ​მძლავრი ტექნიკური საშუალებები ამუშავდება. ბუნების დამცველები მოითხოვენ, მოსახლეობას, რომელიც თავისი ცხოვრებით მიბმულნი იყვნენ ტყეზე და ტყის რესურსებზე, მიეცეთ უფლება დაიცვან ტყე, მათი საარსებო გარემო და ხელისუფლებამ მათი ინფორმირების გარეშე არ განკარგოს ტყის რესურსები. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე…

მეტი...

 მანდატურების სამსახური „ხორავას კრიზისთან“ პირდაპირ კავშირშია – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასა და მანდატურების სამსახურს შორის კავშირზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ სამსახურის რეფორმა საჭირო და აუცილებელია. როგორც მინისტრმა აღნიშნა,  ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რამაც შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმა დააჩქარა. „საქართველოს პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს დარეგისტრირეული. მაგალითად,  ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით,  ინფორმაციის დამალვასთან და ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, ასევე  მანდატურების სამსახურთან დაკავშირებით.  მანდატურების სამსახური ხორავას კრიზისთან ხომ პირდაპირ იყო დაკავშირებული.  რა თქმა უნდა, ამ რეფორმასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის კავშირი არსებობს. შესაბამისად,  ამ კავშირის არსებობამ რეფორმები  შეიძლება ცოტა…

მეტი...

თბილისში „ღამის ავტობუსები“ იმოძრავებენ

„ღამის ეკონომიკის“ პარალელურად, თბილისში „ღამის ავტობუსები“ გამოჩნდება. ავტობუსები 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებენ. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ღამის ეკონომიკის“ განსავითარებლად საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ადგილებში  მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობდეს. “ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარულია ხალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საპილოტე მარშრუტზე კომპანია Man – ის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ.…

მეტი...

თბილისში მალე ერთიანი ვიზუალის ტაქსები იმოძრავებს 

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თბილისის მერია ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე მუშაობს, რომელიც მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ახალი სტანდარტი, ასევე, ითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც იდეის თანახმად, მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს შეუქმნის. ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა. “ტაქსების ლიცენზირების თვალსაზრისით, არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით, თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მსჯელობს. ერთიანი ვიზუალური სტანდარტი პირველი ნოემბრისთვის უკვე იქნება დამტკიცებული. ამ დროიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის მიმწოდებლებს ეცოდინებათ, თუ როგორი იქნება 2019…

მეტი...

ცხოველების წამებისთვის საპატიმრო სანქციები ამოქმედდება 

​შინაური ცხოველის წამების გამო პირს შესაძლოა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის მშობელი 100-დან 300 ლარამდე თანხით დაჯარიმდეს. კანონპროექტი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა, დედაქალაქის მერიისა და შსს-ს მხარდაჭერით მოამზადა. პროექტი პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოძიება უმეტესად ვერ ხერხდება, რადგან საზოგადოება ხელს აფარებს ასეთ დამნაშავეებს, იმ ლოგიკით, რომ – “ცხოველია და რა მოხდა”. “ადამიანი, რომელიც სისასტიკეს ჩადის ცხოველი მიმართ, ის ფაქტობრივად პოტენციური მოძალადეა, ეს…

მეტი...

შს მინისტრი ერთ-ერთ პრობლემად გამომძიებლის პროკურორზე დამოკიდებულებას ასახელებს

“შსს-ს გამომძიებელი ფაქტობრივად, სრულადაა დამოკიდებული პროკურორზე. ეს არის  პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ.  რეფორმების მიზანი არ არის  სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება. ჩვენი ძირითადი ამოცანაა  ხარისხის გაუმჯობესება“ – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმასთან“ დაკავშირებულ კონფერენციაზე გააკეთა და რეფორმის დაწყება დააანონსა. მინისტრის თქმით, იწყება კრიმინალური პოლიციის რეფორმა,  რომელიც სამინისტროში მიმდინარე „სისტემური განახლების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების გამიჯვნა მოხდება. რეფორმის მთავარი მიზანი კი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. „უნდა ვაღიაროთ, რომ ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ კვალიფიკაციის პრობლემებს საგამოძიებო ნაწილში. მას…

მეტი...

თბილისში 7 ძაღლი აწამეს, 4 ვერ გადარჩა

​საფანტი, პისტოლეტი, კისტის თოფი და ცხელი წყალი – ეს ის ძირითადი იარაღებია, რომლებსაც ადამიანები ოთხფეხა მეგობრების საწამებლად იყენებენ. ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხოველების დაღუპვის ფაქტებიც. კატების წამების შემთხვევა, მიმდინარე წელს თბილისში არ დაფიქსირებულა. რამდენიმე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა, გამოძიების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ​​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, ​თბილისში, წლის განმავლობაში შინაური ცხოველების წამების 7 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, ერთი ფაქტი მოხდა გურამიშვილის ქუჩაზე, სადაც  კისტის თოფიდან გასროლილი ტყვიით, თავის არეში დაჭრეს ცხოველი. მისი გადარჩენა შეძლეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა. ასევე, ქვემო ფონიჭალაში…

მეტი...

“40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის” – სოლიდარობის ქსელი აქციას გამართავს 

სოლიდარობის ქსელი – ალტერნატიული პროფკავშირის წევრები, ხვალ, 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას გამართავენ სახელწოდებით, “40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის”. აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდებენ, თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარმოადგინონ შრომის მწყობრი პოლიტიკა, რადგან ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს, მისთვის რეალურად საინტერესო საკითხებიდან გამომდინარე გააკეთოს არჩევანი. ასევე, მოითხოვენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი 1,5-ჯერ გაიზარდოს, დაწესდეს მინიმალური ხელფასი, რომელიც, მათი თქმით, დღეს რეალურად არ არსებობს და მისი ოდენობა საარსებო მინიმუმს მიუახლოვდეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, სოლიდარობის ქსელი – ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა განაცხადეს, ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე განხილული იქნება შრომის პოლიტიკის ხარვეზები. “საქართველოში უხეშად…

მეტი...

“მოვითხოვთ, პრეზიდენტობის კანდიდატებმა შრომის პოლიტიკაზე საკუთარი ხედვები წარმოადგინონ” – სოლიდარობის ქსელი

სოლიდარობის ქსელი – ალტერნატიული პროფკავშირის წევრები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისგან, შრომის პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების წარმოდგენას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში შრომის პოლიტიკა მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული, დასაქმებულთა უმრავლესობა მუშაობს 50, 60, 70 საათი კვირაში, თუმცა მათი ანაზღაურება არ შეესაბამება გაწეულ სამუშაოს. როგორც ორგანიზაციის წევრებმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოში უხეშად ირღვევა შრომის კოდექსი. იქმნება დაბალხარისხიანი სამუშაო ადგილები გრძელი სამუშაო გრაფიკითა და დაბალი ხელფასით, დასაქმებულებს არ აქვთ გაწეული სამუშაოს შესატყვისი ხელფასი, უწევთ მძიმე პირობებში მუშაობა, ზეგანაკვეთური სამუშაო კი უმეტესად არ უნაზღაურდებათ. მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები განაპირობებს შრომითი…

მეტი...

“მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე” – ლადო პაპავა კანაფის კულტივაციაზე

თსუ-ს ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა, საქართველოში საექსპორტო მარიხუანის კულტივაციის იდეას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ არ სურს კანაფის შემოსავალზე დაფუძნებული ეკონომიკა. ​მისი თქმით, ეკონომიკა უნდა ეფუძნებოდეს ცოდნას. ​როგორც ლადო პაპავამ “პალიტრა ნიუსის” ეთერში რიტორიკულად აღნიშნა, გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება და იქნებ ამ მიმართულებითაც ეფიქრა ქვეყანას შემოსავლების გაზრდაზე და გველების მოშენებაზე. “მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე. ამან უნდა განავითაროს ეკონომიკა?! ჩვენ დღეს ამაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ მთავრობამ წარმოადგინა ხედვა ცოდნის გაღრმავებას, განათლებას, მეცნიერების რეფორმას როგორ შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად დროს ვკარგავთ კანაფზე“, – აცხადებს ლადო…

მეტი...