„პრეზიდენტი გახდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ “კანაფის დედოფალი” ნამდვილად გახდება“ – მეუფე ზურაბიშვილზე

„არავის ვენდობი, პრემიერი იქნება თუ სხვა,  არ დავუჯერებ, რომ მარიხუანას კულტივაცია მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალოდ უნდათ. ნარკოკარტელებს შექმნიან და ეს იქნება საერთაშორისო სინდიკატის წევრები გახდებიან. მე არ მინდა ვიყო ავღანეთი, არ მინდა ვიყო კოლუმბია“ – აცხადებს მეუფე იაკობი. მეუფე  საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებს საკმაოდ მწვავედ აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტობის ნაცვლად კანაფის დედოფლობას გამოკრას ხელი: „რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები ჰყავთ, კარგად ვიცი რა ხდება და ეს პიარ-ტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ…

მეტი...

„ნუ დაუპირისპირდებით ერს, არც ერთი ძალის წინაშე დავიხევთ უკან“ – მეუფე

„ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი. პარლამენტში 150 კაცი ავირჩიეთ, დღეს არ ვიცი, რამდენი არის დარჩენილი, მაგრამ მე მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება, ნუ დაუპირისპირდებით ერს”- ასეთია ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის დღევანდელი ქადაგების ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და  მასშტაბურ გამოსვლებსაც აანონსებს. „2012-ში მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი, ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ, მაგრამ ახლა ძირითადად, 2016-დან ვერ ვცნობ, ვინც არიან, პარლამენტში ვინ არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ. სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან, შევარდნაძე…

მეტი...

“ელიავას ბაზრობა” საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას – თბილისის მერიის ჩარჩო გეგმა 

თბილისის მერია ე.წ ელიავას ბაზრობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემდგომ განვითარებაზე ტენდერს აცხადებს. დედაქალაქის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ბაზრობა და იქ  არსებული ობიექტები ტვირთავს და აფერხებს საგზაო მოძრაობას, იგნორირებულია მდინარესთან კავშირის შესაძლებლობა, არსებულ სარეკრეაციო სივრცეებს დაკარგული აქვს თავდაპირველი ფუნქცია, აღინიშნება ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურების მაღალი რისკები რაც ასევე საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ჯანმრთელობას. დედაქალაქის მერია, ე.წ. ელიავას ბაზრობასთან ერთად, ტენდერს რამდენიმე ტერიტორიის სამომავლო განვითარებისთვისაც აცხადებს. კერძოდ, საუბარია ვარკეთილის III მასივის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიისა და ორთაჭალის ბაღების ჩარჩო გეგმების შემუშავებაზე. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული, ვარკეთილის III მასივის ტერიტორია განაშენიანებულია ე.წ…

მეტი...

საქართველოში შემოწმებული პირების ნახევარზე მეტი ნარკომომხმარებელი აღმოჩნდა

ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დადებითი შედეგი საქართველოს მასშტაბით 3 628 პირს, ხოლო თბილისში 1 707 პირს დაუდგინდა. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რომელიც მოიცავს მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიდოს, ყველაზე მეტი დადებითი შედეგი აპრილ-მაისში დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნარკოლოგიური შემოწმება ქვეყანაში სულ 6 675 პირმა გაიარა და ნახევარზე მეტმა დადებითი შედეგი აჩვენა.  დედაქალაქის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა 2 871 პირმა. საქართველოს მასტაბით ჩატარებული ნარკოლოგიურ შემოწმების სტატისტიკა შემდეგნაირად ნაწილდება: იანვარში წარდგენილია 668 პირი, დადებითი შედეგი – 383 თებერვალში წარდგენილია 774 პირი, დადებითი შედეგი – 430 მარტში წარდგენილია 918 პირი, დადებითი შედეგი – 483 აპრილში წარდგენილია 1039…

მეტი...

მადრიდის მეტროში ნოუთბუქი აფეთქდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ერთ-ერთ მეტროსადგურ “პრინციპე დე ვერგარაში”, ნოუთბუქი აფეთქდა. მსუბუქად დაშავდა 6 ადამიანი. როგორც ren.tv  EL MUNDO-ზე დაყრდნობით იტყობინება, ნოუთბუქი ერთ-ერთ მგზავრს ჩანთაში ედო. მისი აფეთქების შედეგად ახლოს მყოფნა ადამიანებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. აფეთქების შედეგად მეტროსადგური პანიკამ მოიცვა. თვითმხილველებმა მომხდარი ტერაქტად შეაფასეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია მივიდა. მგზავრების ევაკუაცია ოპერატიულად განახორციელეს.  

მეტი...

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახალ სააღმზრდელო წელს თბილისი 11 ახალი საბავშვო ბაღით შეხვდა, მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩის N1 -ში, 350 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N68 ბაგა- ბაღი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, ადაპტირებულია შშმ პირებზე და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. იმავე შენობაში განთავსდა N 64-ე საჯარო ბაღი, რომლის შენობაც ავარიული იყო. მოწესრიგდა ბაღის მიმდებარე ტერიტორია, დაიგო ასფალტის საფარი. “რაიონის მზარდი მოსახლეობისა და ბავშვთა სიმრავლის ფონზე, საბავშვო ბაღების სიმცირე მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. მოხარული ვარ, რომ შევძელით, ამ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის კიდევ ერთი ბაღი აგვეშენებინა,“- განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ.…

მეტი...

გორის სოფლები რომ დაიაროთ, ყველას პლანი უთესია და ეწევიან – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი უარყოფითად აფასებს საქართველოში კანაფის ინდუსტრიის განვითარების იდეას და დარწმუნებულია, რომ კულტივირებული კანაფის ქვეყნის შიგნით არმოხვედრას ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს. როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საავადმყოფოებიდან უკონტროლოდ იკარგება ათასობით ამპულა მორფი, ხოლო  სოფლებში, მოსახლეობა პლანს თავისუფლად თესავს, მაშინ, როდესაც  კანაფის დათესვა – მოყვანა, კანონით დღემდე დასჯადია. “დაახლოებით 9 თვის წინათ, ბათუმის საავადმყოფოდან 6 000 (ექვსი ათასი) ამპულა მორფი დაიკარგა, ანუ მოიპარეს. მასთან ერთად გაუჩინარდა ექთანიც. 9 თვე გავიდა და დღემდე, არც მორფი უპოვიათ და, არც ვინმე დაუკავებიათ. 6 000 ამპულა მორფი 200 კაცის ერთი თვის…

მეტი...

მუხრანში 2 მილიონამდე ღირებულების საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახალი განაცხადი მცხეთის მუნიციპალიტეტში- დღეიდან სოფელ მუხრანს ევროპული, თანამედროვე სისტემებითა და ტექნიკით აღჭურვილი, უმაღლესი დონის საბავშვო ბაღი მოემსახურება. როგორც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, მუხრანის საბავშვო ბაღის გახსნა სწორედ 2016 წლის საარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულებულია. „საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს გავხსენით, მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტია. პროექტის ღირებულება მილიონ 674 000 ლარია. საბავშვო ბაღი 180 ბავშვს ემსახურება, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა  გათვლილი.  ის სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. აღჭურვილია უმაღლესი დონის საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ემსახურება 2 ლიფტი. გარდა იმისა, რომ ბაღი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემსახურება, მნიშვნელოვანია…

მეტი...

​ღია სამშენებლო ბაზრობა და გაზონების სიმცირე – თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო 

თბილისში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ყველაზე პრობლემატური ადგილია წერეთლის გამზირი, რასაც სპეციალისტები სამშენებლო ბაზრობის არსებობით ხსნიან. მტვრის მსხვილი ნაწილაკები PM 10 ჰაერში ძირითადად სამშენებლო სექტორიდან ხვდება, კერძოდ, ე.წ ელიავას ბაზრობაზე ღია წესით მიმდინარეობს სამშენებლო მასალების გაყიდვა, დაჭრა და დამუშავება. დედაქალაქში, ასევე, პრობლემურია ღია გრუნტი, საიდანაც ქარის დროს მარტივად ვრცელდება მტვრის ნაწილაკები. “ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროა ღია გრუნტიც. გაზონები თითქმის არ არის ქალაქში, მიწა არის ღია და ქარის დროს ძალიან მარტივად ხდება ამტვერება. თბილისი მთაგორიანია და ყოველი წვიმის შემდეგ ჩამოედინება მიწის ჩამონარეცხი, რომელიც გროვდება ქუჩებზე და გაშრობის შემდეგ მტვერდება. ამას, ემატება სამშენებლო…

მეტი...

ტყვიის გავრცელების წყარო შესაძლოა, სასმელი წყალის მილები იყოს – ნოე მეგრელიშვილი

თბილისის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა, ევროპულ ნორმაზე 30-35-ჯერ დაბალია, თუმცა, არსებობს ტყვიის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის სხვა გზები, მათ შორის, წყალგაყვანილობის სისტემა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა საქართველოში ნორმის ფარგლებშია. 2017 წლის მონაცემებით, 30-ჯერ მცირეა ის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამ სამ ქალაქთან შედარებით ცოტა მაღალი მაჩვენებელია რუსთავში, სადაც არის სამრეწველო ზონა – მეტალურგიისა და ცემენტის წარმოება მიმდინარეობს და ჰაერში ტყვიის გაფრქვევის მაღალი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, იქაც ნორმაზე ძალიან მცირეა. “ქვეყანაში პირველი აგვისტოდან ამოქმედდა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის…

მეტი...

შენობებში შესაძლოა, ტყვიის ისეთი კონცენტრაცია იყოს, მოწამვლა გამოიწვიოს – ნოე მეგრელიშვილი

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი, ნოე მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ატმოსფერული ჰაერის გარდა, ტყვიის სისხლში მოხვედრის რამდენიმე წყარო არსებობს, მათ შორის შენობის შიდა ინტერიერი. კერძოდ, შენობა შესაძლოა ისეთი საღებავებით იყოს შეღებილი, რომლებიც დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავდეს და მოწავლა გამოიწვიოს.  ​როგორც ნოე მეგრელიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​ტყვიით მოწამვლის რამდენიმე წყარო არსებობს, რომლებიც ქვეყანაში ამჟამად არ კონტროლდება: საღებავები, წყალგაყვანილობის მილები, კვების შეფუთვა, მათ შორის, ე.წ კონსერვების შესანახი მეტალის ყუთები, შედუღება, სამშენებლო სექტორი, შენობების როგორც დემონტაჟი, ასევე, მშენებლობები და სამრეწველო სექტორი. ტყვია და სხვა მძიმე ლითონები აღმოჩენილია კოსმეტიკაშიც. მისივე თქმით, …

მეტი...

სისხლში ტყვიის შემცველობაზე 7 წლამდე ბავშვებს გამოიკვლევენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს ბავშვთა ფონდი, 2-დან 7 წლამდე ბავშვებში, სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით მასშტაბურ კვლევას იწყებენ. გაეროს მკვლევარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევლენ 14 000 ოჯახში და ოჯახის ირგვლივ არსებულ ყველა ფაქტორებს შეისწავლიან, მათ შორის ბავშვის და დედის მდგომარეობას, დედის რეპროდუქციული ჯანმრთელობას, ბავშვის ჯანმრთელობას, ექიმს როგორ მიმართავენ, აქვს თუ არა ბავშვს სახლში სათამაშო და სხვა. კითხვარის გარდა, 5 წლამდე ასაკის ბავშვების გაზომვა – აწონვა განხორციელდება, რის მიხედვითაც დადგინდება ნუტრიციული დეფიციტი. კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. კონკრეტული პრეზენტაცია კი დღეს გაიმართება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების…

მეტი...

საჯარო სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაგა-ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი დღეს, 17 სექტემბერს დაიწყო.  საჯარო სკოლების პირველ კლასში წლეულს 50 232, კერძოში კი – 5 892 მოსწავლე დარეგისტრირდა.  საჯაროს სკოლებში ყველა პირველკლასელს გადაეცა ახალი ნეტბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო 5 კერძო და 4 საჯარო სკოლაში. 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა,  ამათგან 23-ი შენობა ექსპლოატაციაში ექსპლუატაციაში უკვე 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების,…

მეტი...