„ეს არის  დანაშაული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და სამშობლოს წინაშე და რაც მთავრია, ღმერთის წინაშე“ – დეკანოზი

„კანონი დეკრიმინალიზაციის შესახებ, კანონი ლეგალიზაციის შესახებ და ახლა ბოლო დროს უკვე პლანტაციების გაშენების შესახებ კანონის მიმღებლობის წინაშე დგომა – ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და სამშობლოს წინაშე და რაც მთავრია, ღმერთის წინაშე“ – აცხადებს დეკანოზი დავით ისაკაძე და მიღებული გადაწყვეტილებების მხარდამჭერებს დამნაშავეებს უწოდებს. „თითოეული ის ადამიანი, იქნება პოლიტიკოსი თუ ამ პროგრამის მხარდამჭერი,  დამნაშავეა ღმერთის, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენ, სამღვდელოება კატეგორიულები ვართ და მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს კანონები. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ნურავის ეგონება, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ, ეკლესიაში საქმეს ვერასდროს დაალაგებენ. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სულიწმინდა მართავს. ათი ადამიანიც…

მეტი...

პარლამენტმა მარიხუანას კულტივაციის საკითხის განხილვა გადადო

მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი  მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ ერთ ნაწილს – მოხმარებას განიხილავს, კულტივაცია – რეალიზაციის  საკითხის განხილვა არ შედგება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,   კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების   ინფორმირების მიზეზით მოხდა. „მცენარე კანაფის კულტივაცია – რეალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღება არ გვეჩქარება. მთავარია  საზოგადოება იყოს ინფორმირებული.  მივიღეთ გადაწყვეტილება, საკითხების განხილვა 2 ნაწილად დავყოთ.  როგორც მოგეხსენებათ, ორი კანონპროექტის პაკეტია ინიცირებული. შს სამინისტროს თხოვნით, სასწრაფოდ დავიწყებთ იმ საკითხის განხილვას, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარებას. დღეს ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის სასწრაფოდ აღმოფხვრა. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან…

მეტი...

ბარათაშვილის აღმართის, რობაქიძის გამზირის, შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა 

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. გზების კეთილმოწყობის სამუშაოები სრულად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება. “რასაც დავპირდით მოსახლეობას, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე და აქვე განმარტავს, რომ გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ძირითადი, რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია. ​მისივე ინფორმაციით, რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავასა და შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ…

მეტი...

„საპატრიარქოს არ მოუწევს არაფრის დათმობა“ – ირაკლი კობახიძე კანაფის ინდუსტიაზე

პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე კანაფის ინდუსტიასთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და მოსახლეობასთან კონსულტაციების  პირობას იძლევა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, საპატრიარქოს დათმობებზე წასვლა არ მოუწევს. „საზოგადოების ინტერესებშია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამ საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეკლესია. ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაციები, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ამ საკითხის რეგულირების თაობაზე. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გვეჩქარება მხოლოდ პირველ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოხმარებასთან“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა: „აშკარად ჩანს, რომ მეორე ნაწილში, კერძოდ, მცენარე კანაფის წარმოების საკითხში, საზოგადოებას არ აქვს საკმარისი…

მეტი...

“ეს საშიშია, ნარკომანები სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით“ – პატიარქი

საქართველოს საპატრიარქო მარიხუანას ინდუსტრიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას მთავრობას აკისრებს და ურჩევს, ეს არ გაკეთდეს, რადგანაც საქართველო სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მომხმარებლების თავისუფლების ზონა გახდება. „მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას. კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გააკეთა. როგორც ილია მეორემ დღეს, ქადაგებისას განაცხადა, შვილების დაკარგვის სანაცვლოდ მიღებული ეკონომიკა საჭირო არ არის. „მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ…

მეტი...