სახელმწიფო კანაფის წარმოებისთვის 150-ზე მეტ ლიცენზიას გასცემს 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას კანაფის წარმოების ლიცენზიის ფასთან დაკავშირებით არ ადასტურებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის,  ფასი დადგენილი არ არის. შესაბამისად, 25 000 ლარი რეალური არ არის. „სამედიცინო დანიშნულებისათვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარია, სიმართლეს არ შეესაბამება. კანონპროექტით განსაზღვრული თანხა სალიცენზიო მოსაკრებელია, რაც ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთების წინაპირობაა. აუქციონის მონაწილეებს ეს თანხა უკან არ დაუბრუნდებათ. ასევე, სრულიად უსაფუძვლოა განცხადებები მონოპოლიური სქემის შექმნასთან დაკავშირებით. სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოყვანა, მისი გადაზიდვა და გადამუშავება იქნება ერთმანეთისგან გამიჯნული…

მეტი...

სამშენებლო ნაგვის მეორად გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ – ნინო ჩხობაძე

გარემოს დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, ბოლო წლებში, სამშენებლო ნაგავი თბილისისა და მისი შემოგარენისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, რაც ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ქარის დროს ნაგავი ჰაერში იფანტება, ხოლო წვიმის დროს მდინარეებში ხვდება და აბინძურებს მას. ​ნინო ჩხობაძე თბილისის მერიას ურჩევს, სამშენებლო ნაგვის გადამუშავების მიმართულებით იფიქრონ, რაც ევროპის ქალაქებში უკვე აპრობირებული და დანერგილია. სამშენებლო ნარჩენს ამსხვრევენ და ხელახლა იყენებენ, თუნდაც საგზაო სამუშაოებში. “სამშენებლო ნარჩენები სერიოზული პრობლემაა. ამაზე კომპლექსურად უნდა ვიმუშაოთ ყველა დასახლებულ პუნქტში. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი, სხვადასხვა მეთოდები გამოვიყენოთ,…

მეტი...