რუსეთის სინოდმა მწვავე გადაწყვეტილება მიიღო

მოსკოვის პატრიარქი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ლიტურგიისას არ მოიხსენიებს. ასეთია სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილება. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიებას შეწყვეტს,  მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიულ კავშირს კი შეინარჩუნებს. ასე დასრულდა რუსეთის სინოდის სხდომა. „ეკლესიებს შორის ევქარისტიული ერთობა არ შეწყდება. მიღებული გადაწყვეტილება  კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების კლირიკოსებს არ უკრძალავს, ერთობლივი ღვთისმსახურება ჩაატარონ“, – ასეთია  პატრიარქ კირილის პრესმდივანის განცხადება. დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, მოსკოვის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქზე ლოცვას შეწყვეტს. არადა, საეკლესიო დიპტიხის მიხედვით, კონსტანტინოპოლის პატრიარქს თხუთმეტ  საეკლესიო მეთაურს შორის, დღემდე, პირველ ადგილზე იხსენიებდნენ.  

მეტი...

საპარლამენტო დელეგაცია კორეიდან მნიშვნელოვანი გზავნილით დაბრუნდა

“კორეის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგული” –  აღნიშნული გზავნილით დაბრუნდა სეულიდან საქართველოსა და  კორეის რესპუბლიკის პარლამენტთა შორის მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია  შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით. ვიზიტი  კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერთან ლი ჯუ-იონგთან შეხვედრით დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იუ სინგ-ჰისა და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, იუნ კვან-სუკს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც შოთა ხაბარელმა „მთავართან“ საუბრისას აღინიშნა, მზაობა არსებობს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უმაღლესი თანამდებობის…

მეტი...

ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციას კიდევ ერთი შვილმკვდარი მამა უერთდება 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის საპროტესტო განწყობას დღეს, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული თორნიკე მერებაშვილის მამა შეუერთდა. შვილმკვდარი მამისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად გორში ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩავიდნენ. ​როგორც თორნიკე მერებაშვილი მამა აცხადებს, მისი შვილი უბედური შემთხვევის შედეგად არ დაღუპულა, ის მოკლეს და შსს-ს ობიექტური გამოძიებისა და კონკრეტული ბრალდებულის დასახელებისთვის ორკვირიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება. „არაერთხელ ვუთხარი შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად ჩაეტარებინათ გამოძიება და ნუ მაიძულებდნენ, ქუჩაში გამოვსულიყავი და ამგვარი…

მეტი...

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არ უნდა გამოვკეტოთ სტაციონარებში – აკაკი ზოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, ის თუ როგორ ექცევა სახელმწიფო ფსიქიკური პრობლემების მქონე თავის პაციენტებს, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ქვეყნის იმიჯს, პრესტიჟს, არის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად განვითარებულია ქვეყანა და იცავენ თუ არა იქ ადამიანის უფლებებს. ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის წევრებმა, დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეტაპები, აგრეთვე ფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმის ჭრილში, 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც 2015 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ხორციელდება. ჯანმრთელობის დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის თქმით, ფსიქიკური ჯანდაცვა…

მეტი...

არ არის ლამაზი ბიზნესისა და მედია პლურალიზმის ერთმანეთთან დაკავშირება – მამუკა ბახტაძე  

ტელეკომპანია “იბერიას” გარშემო ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ზაზა ოქუაშვილის საქციელს ულამაზო უწოდა. პრემიერის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება მედია პლურალიზმის დამკვიდრებაა, ხოლო საგადასახადო კომპონენტი, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას, არის განსხვავებული ასპექტი. არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას. როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმენი ვერ იხდის გადასახადებს, სახელმწიფო უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და მისცეს მას კომფორტული გადახდის გეგმა. “ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში დაცული იყოს მედია პლურალიზმი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი…

მეტი...

ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა, მას “იბერიას” საქმეზე პროკურატურაში იბარებენ

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ​ყიფიანი თანამდებობის დატოვების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების გამო მიიღო. ​ ​”შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას“, – წერს ლევან ყიფიანი. მას ტელეკომპანია “იბერიის” საქმესთან დაკავშირებით 17 სექტემბერს მთავარ პროკურატურაში გამოკითხავენ. ასევე, გამოკითხავენ აღნიშნული მედიასაშუალების დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელიც ამჟამად თბილისშ არ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ თბილისის პროკურატურამ, რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის  საუბრის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება…

მეტი...

მოძრაობის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით და ინოვაციური პროექტებით იწყებს

მოძრაობის თეატრში მისულ მაყურებელს, 20 სექტემბრიდან განახლებული რეპერტუარი, პრემიერა და  ექსპერიმენტული პროგრამა ელოდება, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. უკვე კარგად ნაცნობი სპექტაკლები კი ახლებური ინტერპრეტაციებით იქნება წარმოდგენილი. ახალი სეზონი პრემიერით  „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ განუცხადა, „ასტიგმატისტები“ არის კომედია ასტიგმატისტების ოჯახის ერთი კომიკური დღის შესახებ, რომელიც გადმოცემულია მუნჯი კინოს ხერხით. სპექტაკლის გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში მაყურებელს კომიკურ სამყაროში ამოგზაურებს. ​მისივე თქმით, სავარაუდოდ ოქტომბერში განხორციელდება ექსპერიმენტულ პროექტი. ეს იქნება 360 გრადუსით გადაღებული „ასტიგმატისტების“ ინოვაციურ გარემოში ჩვენება. პარტერი სცენის ცენტრში…

მეტი...

კანაფის კონტროლისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შეიქმნება კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელიც გააკონტროლებს მცენარე კანაფის ქვეყანაში ლეგალურ ბრუნვას. კანაფის კონტროლის სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. მის მუშაობას პარლამენტი გააკონტროლებს. სააგენტოს დაევალება, მცენარე კანაფის ლეგალური  ბრუნვასთან დაკავშირებით  წელიწადში ერთხელ, თებერვალში პარლამენტს წარუდგენს წლიური ანგარიში. ამასთან, სააგენტო მთავრობასა და სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. შს სამინისტროს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.

მეტი...

ქვეყანაში, სადაც ჩაის პლანტაციები გატყიურდა კანაფის მოშენება სურთ – ზურაბ შევარდნაძე 

​დეკორატიული მცენარეების სანერგე ”გარდენია შევარდნაძეს” მფლობელი, ბოტანიკოსი ზურაბ შევარდნაძე, საქართველოში კანაფის საექსპორტოდ მოყვანის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმჯობესია ქვეყნის მთავრობამ, სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ტრადიციული ჯიშების აღორძინება – შენარჩუნებაზე იფიქროს, მაშინ, როდესაც საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციები გატყიურდა და ქვეყნის მოსახლეობა “ახმადის ერთჯერად პაკეტებში გამოკონილ ჩაის” მიირთმევს. როგორც ზურაბ შევარნაძე, სოციალურ ქსელში გამოქვყნებულ სტატუსში წერს, კანაფი იოლად მოსაყვანი მცენარე არ არის და მისი მოსავლის მიღებას ბევრი შრომა სჭირდება. “კანაფის და საერთოდ ყველა მცენარის მოვლას და მოსავალის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება. ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით…

მეტი...

15 -16 სექტემბერს, მსოფლიოს დასუფთავების აქციებს საქართველოც უერთდება  

15 და 16 სექტემბერს, მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში მასშტაბური დასუფთავების აქციები გაიმართება. აქციაში გაერთიანებულია ორი კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World ) და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ ( Let’s Do It, World). აქციის ორგანიზატორების მოწოდებაა, – “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება და გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის”. მსოფლიოში მიმდინარე აქციების პარალელურად, საქართველოს რეგიონებში გაიმართება კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“, რომლის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ორგანიზებული დასუფთავების აქციები. დასუფთავდება კრწანისის ტყე-პარკი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო ქვემო ფონიჭალაში. აქციები დაიწყება 15 სექტემბერს, 11:00 საათიდან. მოხალისეებს შეუძლიათ შეიკრიბონ დილის 09:00 საათიდან 10:00-მდე “ვარდების…

მეტი...

საქართველოში 333 არალეგალური ნაგავსაყრელი არსებობს 

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ მიერ, 5 წლის წინ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, საქართველოში 1357 სტიქიური ნაგავსაყრელი აღირიცხა. დღევანელი მონაცემებით კი დარჩენილია 333. მათ შორის, არის, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ასევე, სამშენებლო ნაგავი. ნაგავსაყრელები ჩნდება ახალ ტერიტორიებზეც,  ძირითადად მარნეულში, სადაც 120 ახალი ნაგავსაყრელი აღირიცხა, თუმცა მანამდე 200 -მდე არალეგალური ნაგავსაყრელი ფიქსირდებოდა. როგორც ნინო ჩხობაძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბევრ მუნიციპალიტეტში გამოსწორდა ვითარება. ძველი ნაგავსაყრელები ქრება, თუმცა, პრობლემაა ისიც, რომ სხვა ადგილებზე ჩნდება ახალი ნაგავსაყრელები. მისივე თქმით, სერიოზული პრობლემაა სამშენებლო ნაგავი, რომელიც აწუხებს როგორ დედაქალაქს და მის შემოგარენს, ასევე რეგიონებსაც.…

მეტი...

თბილისში კიდევ 32 ავტოფარეხს დაანგრევენ   

თბილისში ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. ისნის რაიონის გამგეობამ მოსახლეობის თხოვნით, “ნავთლუღის” ტერიტორიაზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N15-ის მიმდებარედ არსებული ცხაურის ტიპის ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. სულ 32 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდება. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ცხაურის ტიპის 11 ავტოფარეხი უკვე დაშლილია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ცხაურის ტიპის ავტოფარეხების კონსტრუქციების დაშლის შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება. საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგდება, კერძოდ, კორპუსებს შორის კეთილმოეწყობა ეზო, დაიგება ასფალტის საფარი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, სკვერში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები და ლამპიონები. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ავლაბრის, ვაზისუბნისა და “ნავთლუღის” ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით, უკვე 81 ავტოფარეხის…

მეტი...

არჩილ ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულები ინტერპოლით იძებნებიან

არჩილ ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებული, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი, ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გურწიევი და ტაბოევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილებად 13 სექტემბრიდან ითვლებიან. იმ შემთხვევაში თუ, ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში აღნიშნული პირების იდენტიფიცირება მოხდება, ქართული მხარე ყველა აუცილებელ ღონისძიებას გაატარებს მათი საქართველოში ექსტრადიციის, დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. აღსანიშნავია, რომ დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, სასამართლოსგან ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის…

მეტი...

არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენა გახშირდა – ერთ დღეში 40-მდე ფაქტი 

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ მირიან წიკლაურის ინფორმაციით, კატასტროფულად გაზრდილია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი. დღეში საშუალოდ, 10-15 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არის, მაღაზიებისა და ბინების გაქურდვის, თუ კერძო საკუთრების დაზიანების ფაქტები. როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სულ რაღაც 1 კვირის წინ, ერთ დღეში, არასრულწლოვნებმა 40-მდე დანაშაული ჩაიდინეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ მიმართ სასჯელის გაუქმებას, სხვა მექანიზმების ამოქმედება უნდა მოჰყოლოდა. “სადაც სიმკაცრე არ არის, იქ პროცესები უმართავი ხდება. არასრულწლოვნებზე სასჯელი გავაუქმეთ, თითქოს სწორად მოვიქეცით, თუმცა, ამას შესაბამისი სერვისები თუ არ მივაყოლეთ, კატასტროფას მივიღებთ და მივიღეთ კიდეც. ​იცით რა მდგომარეობაა არასრულწლოვნების მიერ…

მეტი...