15-17 წლის ბავშვები იხოცებიან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით – ირაკლი ღლონტი

უფლედამცველი ირაკლი ღლონტი სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად,  ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კლინიკებში ყოველდღიურად, 15-17 წლის ათეულობით ახალგაზრდა შეჰყავთ, განსაკუთრებით კი პარასკევს და შაბათ-კვირას. ირაკლი ღლონტი კლინიკების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ნუ დამალავენ ამ ინფორმაციას და მედიას ზუსტი ციფრები მიაწოდონ. “ამ წუთებში, მეორე რეანომობილი მოვიდა კიდევ 2 ახალგაზრდით… იხოცებიან ბავშვები… 4 დღეა, ერთ-ერთი საავადმყოფოს მისაღებში ვათენებ და მე რაც აქ ვნახე, ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის ტრაგედია! პარლამენტის და მთავრობის წევრები თუ ნებით არა, ძალით უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოს მიმღებში და საკუთარი თვალით ნახონ, რა დღეში არიან ადამიანები!!! ის ხალხი კი, ვინც ნარკომაფიის სათავეშია,…

მეტი...

N6, N47, N58 და N87 ავტობუსები კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩებით იმოძრავებენ

თბილისის საბურთალოს რაიონში მიმდინარე მასშტაბური საგზაო სამუშაოების გამო,  მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. N6, N47, N58 და N87 მარშრუტებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები,  26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ,  კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ მოძრაობას და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ. დედაქალაქის მერია შეფერხებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

მეტი...

საქართველოში კანაფის გადამამუშავებელი საწარმო უნდა შეიქმნას – აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ აკაკი ზოიძის ინფორმაციით, საქართველოდან ნედლი მარიხუანის გატანას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. თუმცა, კანაფის მოყვანა-კულტივაციის ინიციატივა, იმ შემთხვევაში მოიპოვებს საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერას, თუ ის სამედიცინო პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებებისთვის ადგილზე გადამუშავდება და ამისთვის სპეციალური საწარმო შეიქმნება. როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველოში მოყვანილი კანაფი ადგილზე უნდა გადამუშავდეს და ექსპორტზე ნახევარფაბრიკატის ან საბოლოო პროდუქტის სახით გაიგზავნოს – იქნება ეს ეთერზეთები, მედიკამენტები თუ კანაფისგან მიღებული სხვა პროდუქტი. თუმცა, ყველა ეს დეტალი კანონპროექტში ჩაწერილი არ არის. “კითხვები და მოსაზრებები ჩვენც გვაქვს, გაიმართება მსჯელობა და კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ, რათა მომზადებულ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ. პრინციპების…

მეტი...

“თბილისობის” ტრადიციაში ცვლილებაა, ამიერიდან ის ოქტომბრის პირველ კვირას გაიმართება

“თბილისობის” ტრადიციულ დღესასწაულში ცვლილებაა. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ის ოქტომბრის ბოლო, ბოლოს წინა შაბათ-კვირის ნაცვლად, თვის პირველ კვირას გაიმართება. „თბილისობის” თარიღი წლეულს, 6-7 ოქტომბერი იქნება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განმარტა, დღესასწაულისთვის ფიქსირებული თარიღის დაწესების თხოვნით, თბილისის მერიას ხშირად მიმართავენ ტურისტული კომპანიები, იმ მიზეზით, რომ ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი ამ დროს თბილისში ჩამოვიდნენ. “არაერთხელ მოგვმართეს ტურისტულმა კომპანიებმა. გვთხოვენ, რომ ეს თარიღი იყოს ფიქსირებული, რადგან ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი თბილისში ვიზიტის მიმართ. ამიერიდან,„თბილისობის“ დღესასწაული ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. ეს ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან კარგი იქნება, რადგან…

მეტი...

პარკირების ზონაში ეკონომიკური საქმიანობისთვის პირები დაჯარიმდებიან 

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის ეკონომიკურად აქტიურ, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც მუნიციპალურ პარკინგს ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებები იკავებენ, რომლებსაც მათი მფლობელები ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებენ. ზოგ შემთხვევაში, საქმე ეხება ვიზების გაცემას, ტურისტულ მომსახურებას, თუ სხვა. ​როგორც კახა კალაძე აცხადებს, პარკინგი, თავისი შინაარსით, არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და ავტომობილი ქუჩის განსაზღვრულ ადგილას უპრობლემოდ გააჩეროს. მისივე თქმით, დედაქალაქში საკმაოდ ბევრი ადგილია გამოყოფილი ეკონომიკური საქმიანობისთვის და მსურველებს, მათი შესაბამისად გამოყენება შეუძლიათ. კანონდარღვევისთვის გამოიწერება ჯარიმა. ” რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, – აცხადებს კალაძე. ​​თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე,…

მეტი...

როგორ გამოხატავენ მაიმუნები სიყვარულს სახის მიმიკებით – თბილისის ზოოპარკის სახალისო ფოტო  

საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა ცხოველებს დადებითი განწყობის სახის მიმიკებით გამოხატვა, ან ღიმილი. ამ კითხვაზე პასუხს თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე ნახავთ, სადაც ზოოპარკის ბინადარი მაიმუნების ოჯახზე გვიამბობენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორც ეალერსებიან პატარა მაკაკას დედ-მამა. “თუ გეგონათ, რომ ცხოველებს სახის მიმიკებით ემოციების გამოხატვა არ შეეძლოთ, ახლავე ჩაგიყრით მაგ კოვზებს ნაცარში. აი, ბერბერული მაკაკების მაგალითი ავიღოთ. ჩვეულებრივ, მშვიდ სიტუაციაში ჩვეულებრივი, მშვიდი სახეები აქვთ. მაგრამ როცა პატარას ეთამაშებიან იბადრებიან, იღიმიან, იცინიან. მართლა იცინიან. გულწრფელად და მთელი გრძნობით. თან პირებს აცმაცუნებენ, თითქოს რაღაცას ესაუბრებიან ბავშვს. რას? ალბათ იმას, რასაც ჩვენ, როცა შვილებს ვეფერებით.…

მეტი...

“არც ერთი სამედიცინო ორგანიზაცია კანაბისის ეფექტიანობას არ ადასტურებს – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ექიმი მირიან წიკლაური, კანაფის კულტივაციის, წარმოებისა და ექსპორტის კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებს, რომ სამედიცინო მოხმარების მიზნით, მარიხუანაზე დამზადებული პრეპარატების ეფექტიანობა არც ერთი, მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულ სამედიცინო ორგანიზაციას არ დაუდასტურებია. როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრია მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერ ​ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა საკითხი განიხილა კანონპროექტის ავტორებთან, მაგრამ მათგან მყარი არგუმენტები ვერ მოისმინე. “ამბობენ,  რომელიღაც ქვეყნებში ექსპერიმენტულ დონეზე გამოიყენება ეს პრეპარატებიო. კანაბისის გამოყენება ჯერჯერობით არ არის ჩართული მკურნალობის ტრადიციულ და დასაბუთებულ მეთოდებში. ექსპერიმენტულ დონეზე თუ ვსაუბრობთ, ექსპერიმენტულად ძალიან ბევრი სხვა…

მეტი...

„მარიხუანას 12 წლიდან  მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა“ – დეპუტატი მირიან წიკლაური

„მარიხუანას მოხმარების გამო, ტოქსიკოლოგიის ცენტრში უამრავი ახალგაზრდა მიჰყავთ. მათ შორის, ძალიან ბევრი არასრულწლოვანია“ – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ექიმმა  მირიან  წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში“  გააკეთა. დეპუტატმა ერთ-ერთი ბოლო, კონკრეტული ფაქტიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ბავშვები გადაარჩინეს. „ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით, ავტოფარეხში შესული იყო 6 არასრულწლოვანი და კიდევ კარგი რომ მიუსწრეს, ნარკოტიკის ზემოქმედების გამო იღუპებოდნენ. კერძოდ, კი კანაფისის ზემოქმედების გამო. ოფიციალური სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ მაქვს, მაგრამ ის მონაცემები, რაც მომდის ჯანდაცვის სამინისტროდან, შსს-დან და ჩემი ახლობლებისგან მომდის, მეტყველებს, რომ მოხმარება კატასტროფულად გაზრდილია, მათ შორის, არასრულწლოვნებში  12-დან 15 წლამდე“ –…

მეტი...

„მაღალჩინოსნის ჩარევით, 100%-ით გამართლებულები, ცრუ ბრალდებით ციხეში დააბრუნეს“ – ადვოკატების პროტესტი

„სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ჩარევითა და ინტერესებით, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრი და ახლობელია, სააპელაციო სასამართლომ საქმე რადიკალურად შეცვალა და 100%-ით გამართლებულები ციხეში დააბრუნა. არსებობს ფაქტები, რომ სასამართლო სხდომებს სის-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და აკონტროლებდნენ. ძალიან სამწუხაროა, როცა სუს-ის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრს, რომელიც ამბობს, რომ დაზარალებულია, ჩანაწერებში თვითონ ამბობს, რომ ქურდული სამყაროს წევრები მისთვის ავტორიტეტები არიან”, – აღნიშნული გაცხადება ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ჯგუფურ  გამოძალვაში ბრალდებული პირების ადვოკატები, ტარიელ კაკაბაძე და ირაკლი ჩომახაშვილი, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იმის გამო, რომ დაზარალებული სუს-ის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია, აშკარად…

მეტი...

“არ მინდა საქართველო ნარკომწარმოებელი და ჩამორჩენილი ქვეყნების სიაში მოხვდეს” – შეიხი

სრულიად საქართველოს მუსლიმ სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი, საქართველოში კანაფის საექსპორტოდ წარმოების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის საგარეო იმიჯზე უარყოფითად აისახება და განვითარების პროცესში მყოფ დემოკრატიულ ქვეყანას შუა აზიის იმ ჩამორჩენილ ქვეყნებს დაამსგავსებს, სადაც ძირითადად მსაგვსი საქმეებით არიან დაკავებულები. ​შეიხის აზრით, მარიხუანის ექსპორტით შესაძლოა გარკვეული ფინანსური სარგებელი მართლაც ნახოს ქვეყანამ, მაგრამ 2-3 -ჯერ მეტად დაზარალდება ქართველი ერი. “ზოგი ქვეყნის სახელი რომ გვესმის, პირველ რიგში მოგვდის აზრად ის, თუ რა იწარმოება ამ ქვეყანაში. არ მინდა, ჩემი ქვეყანაც იმ ქვეყნების სიაში შედიოდეს, სადაც “საქართველოს” ხსენებისას ნარკოტიკებს წარმოიდგენენ. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენმა…

მეტი...

საპრეზიდენტო არჩევნების დროს პოლიცია ნეიტრალური იქნება – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მისი უწყებისა და პოლიციის ძირითადი მიზანია პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც შსს სრულად ნეიტრალური იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერეს ხელი. ​მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. “ რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და…

მეტი...

თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

თბილისში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის მიმდებარედ, 230 ბენეფიციარზე გათვლილი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. პროექტის მხარდასაჭერად „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  3040 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა. სულ 983 200 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდოამზე განაცხადა. ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, კონკრეტულად მათზე მორგებულ სერვისებს და პროგრამებს შესთავაზებს. ცენტრი აღიჭურვება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტდება უცხოეთიდან მოწვეული ტრენერების მიერ გადამზადებული პროფესიონალებით.…

მეტი...