ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება

მწვანე ეკონომიკის პოლიტიკისა და გარემოს დაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მთავრობამ ახალი რეგულაცია შეიმუშავა, რომლის თანახმად, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ეტაპობრივად შეიზღუდება პლასტიკის ერთჯერადი პარკების მოხმარება, 2019 წლის პირველი აპრილიდან კი, აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიომ აქტიური ბრძოლა გამოუცხადა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალების მოხმარებას, რადგან გარემო ყველაზე მეტად სწორედ ამ პროდუქციით ბინძურდება.

მეტი...

12 აგვისტო შესაძლოა უქმედ გამოცხადდეს – დიდგორობას მხარი დაუჭირეს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს – დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის და “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე საუკუნის” ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის მიერ წარდგენილი, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება. ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა. კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ყურადღება სწორედ “ქართული ოცნების“ დეპუტატთა პროექტზე გამახვილდა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო…

მეტი...

“როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით!” – სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში წასული ან იქ დაბადებული ქართველი ახალგაზრდების ბედი და მომავალი სამშობლოსთან არის დაკავშირებული, ამიტომ მოუწოდებს მათ, არ დაივიწყონ ქართული ენა და საქართველოში დაბრუნდნენ. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, მშობლიურ ენაზე მისი საუბარი ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ამის მიუხედავად ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდება და ამით მაგალითს მისცემს ქართველ ემიგრანტებს. „მოვდივარ ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის, თურმე დასაწუნია, რასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ცხადია, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი საფეხურები საქართველოში და როგორიც არის ისეთი არის, თუმცა, მე ჩემ თავზე ბევრი ვიმუშავე,…

მეტი...

თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებს მალე ქალი მძღოლები ეყოლება  

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებას ავტოსკოლა დაფარავს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. მათივე ინფორმაციით, სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება. სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა განაცხადი 2018 წლის 21 სექტემბერამდე უნდა წარადგინონ. დამატებითი ინფორმაცია ვებგვერდზე: www.ttc.com.ge

მეტი...

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს რამდენიმე ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი შეემატა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, მუხრანში, ახალი აშენებული საბავშვო ბაღის, ხოლო გორანაში დაწყებითი სკოლის შენობები გაიხსნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლას დაბა სტეფანწმინდაში და სოფელ საყდრიონის ბაგა-ბაღის შენობებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მუხრანის საბავშვო ბაღი 6, ხოლო საყდრიონი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. შენობები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია ცენტრალური გათბობის სისტემა, მოწესრიგებულია სველი წერტილები. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეების ნაკადს მიიღებს დაბა სტეფანწმინდისა და გორანას საჯარო სკოლებიც. სკოლები ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობილი და სასწავლო გარემოსთან ადაპტირებულია. შენობების მდგომარეობას, მათი ინფრასტრუქტურული მოწყობის საკითხებსა და არსებულ საჭიროებებს გუბერნატორი შალვა კერესელიძე ადგილზე გაეცნო. „განათლების ხელშეწყობა ჩვენს პრიორიტეტებს შორის…

მეტი...

კანაფის თემა კანონით თუ არ დავარეგულირეთ, ვითარება გაგვექცევა ხელიდან – გია ვოლსკი 

ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დასავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას, ან მიიღონ მკაცრი რეგულაციები, ან პროცესი თვითდინებაზე მიუშვან. ​როგორც გია ვოლსკი აცხადებს, კანაფის მოხმარების თემა კანონით თუ არ დარეგულირდა, პროცესები უმართავი გახდება. “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირადად ჩემი მოსაზრება არის ნეგატიური, მაგრამ გვაქვს ეს მოცემულობა. ამ მოცემულობას ან უნდა დავუპირისპიროთ რეგულაცია, ან უნდა მივუშვათ და საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტი გავხადოთ. მართალს მოგვახსენებს არა მარტო ჩვენი ეკლესია, არამედ, სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც, რომლებიც გამოდიან ამ უბედურების წინააღმდეგ,…

მეტი...

მარიხუანას მომხმარებლებს მკაცრი შეზღუდვები დაუწესდებათ

მარიხუანას მომხმარებლებს, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადება შს მინისტრმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარების წახალისება, აღკვეთილი იქნება. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში აუცილებელი იქნება იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა გარკვეული დროით, 3-დან 5 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ჩვენ გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტური რეაგირება და კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. დღეს ჩვენ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დარეგულირებული გვაქვს და მას შემდეგ, როდესაც მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი, აღსრულება მოგვცემს საშუალებას, რომ ყველაზე რისკის შემცველი მოქმედებები, როგორიც არის მარიხუანას მოხმარების წახალისება,…

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მარიხუანაზე მოთხოვნა გაზარდა – ბექა ნაცვლიშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოში მარიხუანის წარმოების კატეგორიული წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ქვეყანაში არანაირი ოფიციალურად წარმოებული მარიხუანა და მარიხუანის პროდუქტი არ უნდა გაიყიდოს. ​როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარების პირდაპირ დეკრიმინალიზაცია მოახდინა, შესაბამისად, გაჩნდა კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა. მოთხოვნა აჩენს მიწოდების წყაროს, აქედან გამომდინარე არსებობდა მოსაზრება, რომ შავი ბაზარი რომ არ განვითარდეს, მარიხუანის წარმოების მკაცრი რეგლამენტირება უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ქვეყანაში დღეისათვის არ არსებობს ჩამოყალიბებული ინსტიტუციონალური ფორმა, რაც შექმნიდა იმის გარანტიას, რომ საქართველოში მოყვანილი კანაფი არ გამოვა შიდა ბაზარზე და საზოგადოება დაცული იქნება.…

მეტი...

„სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ლეგალური“ – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ის ქვეყნები დაასახელა, სადაც მარიხუანას სამედიცინო მიზნით კულტივაცია ლეგალურია და აღნიშნა, რომ მკაცრი რეგულაციების ფარგლებში, მარიხუანას კულტივაცია საქართველოშიც შესაძლებელია. „ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას, მკაცრი რეგულირების ფარგლებში მოვაქციოთ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის საკითხი. საჭიროა ეფექტური რეგულაციები. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია ლეგალურია, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. ეს ქვეყანაა მაგალითად კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები“, – აღნიშნა…

მეტი...

ქვეყანა, რომელსაც აქვს 31-ე ქარხანა, მარიხუანის ექსპორტზე არ უნდა ფიქრობდეს – ბექა ნაცვლიშვილი 

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის ექსპორტირებას ისეთი ქვეყნები მიმართავენ, რომლებსაც განვითარებული აქვთ სხვა დარგები, ან უბრალოდ სხვა პერსპექტივა არ აქვთ. ხოლო საქართველოს, რომელსაც აქვს თვითმფრინავების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება და აქ არსებობს 31-ე ქარხანა, არ უნდა სჭირდებოდეს მარიხუანის ექსპორტის განვითარებაზე ფიქრი. ​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთვარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​​დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოს არ სჭირდება მარიხუანის ექსპორტირება, საქართველოში უამრავი სამედიცინო დანიშნულების აუთვისებელი მცენარეა, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და მათზე მოთხოვნა არსებობს. ასევე, სოფლის მეურნეობაში არსებობს უამრავი აუთვისებელი მიწა და ამ მიმართულებით ქვეყანას ბევრი…

მეტი...

“როგორც ამბობენ, მარიხუანის წარმოებას ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება” – სიმონ ნოზაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, ამბობენ, რომ მარიხუანის წარმოებას ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება საქართველოსთვის და წინასწარი გათვლებით, მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის გატანას შეძლებს. “როგორც ამბობენ, მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კანაფის გატანა საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს და მარიხუანის წარმოებას ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება. თუმცა, ეს საკითხი ჯერჯერობით ეკონომიკურად არ არის გაანგარიშებული და ყოველმხრივ აწონილი. როცა პროექტი განსახილველად შემოვა პარლამენტში, ამის შემდეგ დაითვლება მისი ეკონომიკური ეფექტი და ის თუ, ქვეყნის შიგნით რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ამ გადაწყვეტილებამ. სახელმწიფოს…

მეტი...

“რაც შეიძლება გამკაცრდეს კონტროლი და კანაფის რეალიზაცია ქვეყნის შიგნით დაისაჯოს” – სიმონ ნოზაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ექსპორტთან დაკავშირებით, მთავრობას თავისი არგუმენტები პროექტის სახით საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერჯერობით არ წარუდგენია, თუმცა,  პირველ ეტაპზე, საუბარია იმაზე, რომ ძალიან განვითარებული სახელმწიფოები არიან კანაფის მწარმოებელი სახელმწიფოები და ბაზარზე მოთხოვნაც დიდია. როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე, სამედიცინო, თუ კოსმეტიკური მიზნებისთვის კანაფზე მოთხოვნილება ძალიან დიდია. მსოფლიო ბაზარზე კანაფის ყველაზე დიდი მიმწოდებელია აშშ, მას კონკურენციას უწევს კანადა. გერმანია, პორტუგალია და ინგლისიც იგივე საქმიანობას ეწევიან და მოსალოდნელია სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, ეს სფერო სახელმწიფოს…

მეტი...

გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის – პრემიერი

საქართველოში კანაფის წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ კანაფის მოყვანა სამედიცინო მიზნით არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი. ასევე, გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის. მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანა ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე დადგა, კერძოდ, მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. “როგორც კი გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, დავავალე შს სამინისტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც…

მეტი...

გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი, საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. ლაიფციგი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს მოქალაქეები გაძევებული არიან: საქსონიიდან, ბავარიიდან, რაინლანდ-პფალციდან და ქვემო საქსონიიდან. გაძევებულებიდან 9 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა, -ამის შესახებ ინფორმაციას “მეტრონომი” ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ეს იყო პირველი ჩარტერული რეისი საქსონიიდან საქართველოს მიმართულებით, მანამდე საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, რეგულარული რეისებით აძევებდნენ.

მეტი...

ზაზა სარალიძე კლინიკაში რჩება, მდგომარეობა სტაბილურია

“ინგოროყვას კლინიკის” ექიმის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის ცნობილი არ არის როდის გაწერენ მას კლინიკიდან. კონკრეტული პასუხი დამატებითი გამოკვლევების შემდეგ იქნება ცნობილი. “პაციენტთან დაკავშირებით სახეზეა სისხლში გლუკოზის მომატება, ნორმაზე მაღალ ციფრებში, ასევე, ჰიპოვოლემიური მდგომარეობა, რომელიც კორექცია სჭირდება. პაციენტს ასევე ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები და ამის შემდეგ გადაწყდება მისი კლინიკიდან გაწერის საკითხი”, – აცხადებს ექიმი. ზაზა სარალიძე შეუძლოდ აქციაზე გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე კი სარალიძესა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

მეტი...

ქართველმა პარლამენტარებმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დაზავების ისტორიული ადგილი მოინახულეს 

კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი ვიზიტს დღეს, 12 სექტემბერს დაასრულებს. სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის დემილიტარიზებულ ზონაში (DMZ) მდებარე საზავო სოფელ პანმუნჯომს ეწვივნენ. ისტორიული ადგილი, სადაც 1953 წელს ხელი მოეწერა კორეის დაზავების ხელშეკრულებას, ნახევარკუნძულის გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით, საერთო უსაფრთხოების ზონაში (JSA) მდებარეობს. 2018 წლის 27 აპრილს, სწორედ სოფელ პანმუნჯომში შედგა შეხვედრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე-ინსა და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, კიმ ჯონგ-უნს შორის, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა „პანმუნჯომის დეკლარაციას“. საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა დაზავების ადგილის მონახულებისას განაცხადა, რომ…

მეტი...

არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს უფლება დაბომბოს საკუთარი მოსახლეობა – სალომე ზურაბიშვილი 

​პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა, რისი უფლებას მას არ ჰქონდა. “ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. მეორე დღეს, როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა ამ ქვეყნის მთლიანობა?! მე ამ ქვეყნის მთლიანობა მინდა და მინდა, რომ ამ ქვეყნის არც ერთმა პრეზიდენტმა არ დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რუსეთმა საქართველოსთან ომი არა 2008 წელს, არამედ 1801 წლიდან დაიწყო, როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში…

მეტი...

საქართველოში მარიხუანის წარმოების დაშვებაზე მთავრობა დღეს იმსჯელებს  

საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც თანახმად საქართველოში მარიხუანას წარმოება და მისი ექსპორტზე გატანის მიზნით ნებადართული იქნება, მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავენ. საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ წევრებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე გააცნეს. პროექტის მიხედვით, მარიხუანის წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

მეტი...