შესაძლოა, საქართველო მარიხუანას ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტზე გატანას ითვალისწინებს. როგორც მთავრობაში ამტკიცებენ, საუბარია სამკურნალო მარიხუანაზე და კანონპროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. აღნიშნული ინიციატივის შესახებ, „ქართული ოცნების“  უმრავლესობის სხდომაზეც იმსჯელეს, სადაც, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნო. ინიციატივის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებული იქნება და სამედიცინო დანიშნულებით ის ექსპორტზე გავა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში წინააღმდეგობაა. დეპუტატების ნაწილი წარმოდგენილი ინიციატივის წინააღმდეგია. საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წარმომადგენელი „ქართული ოცნების“  უმრავლესობის სხდომაზეც მსგავსი ინფორმაციის გაჟღერებას უარყოფს, ნაწილი კი ადასტურებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე აღნიშნული საკითხის განხილვას ადასტურებს და…

მეტი...

სახელმწიფო მოხელეებს უწყებრივი სიმბოლოების სუბიექტური მოსაზრებით შეცვლა შეეზღუდებათ

საქართველოს პარლამენტის წევრ ვანო ზარდიაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივ ბაზა შეიქმნება, რომლითაც დარეგულირდება სახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების წესი. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დეპუტატმა განუცხადა, სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები, სუბიექტური მოსაზრებით, დასაბუთების გარეშე ცვლიან უწყებრივ სიმბოლოებს, რომლებიც ელემენტარულ ჰერალდიკურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს და არ ექცევა ყურადღება სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესს. “სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი სისტემა, რომელიც აღმოფხვრის დღეს არსებულ ხარვეზებს”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. მისივე განმარტებით, პროექტის თანახმად, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და…

მეტი...

სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება იკრძალება – წინასაარჩევნო განმარტებები  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მაუწყებლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებისა და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ორი საკითხის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი, აქვს თუ არა უფლება მაუწყებელს ეთერში განათავსოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არარეგისტრირებული კანდიდატის რეკლამა და უნდა გადაამოწმოს თუ არა მაუწყებელმა დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის სანდოობა და შედეგების ობიექტურობა. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულია განათავსოს იმ საარჩევნო სუბიექტის უფასო/ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათივე თქმით, კანონი ცალსახად განსაზღვრავს…

მეტი...

თბილისში ძველ ავტოფარეხებს ანგრევენ  

თბილისის ისნის რაიონის გამგეობა მოსახლეობის თხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამჯერად, 12 ავტოფარეხის დემონტაჟი ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ განხორციელდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რაიონის გამგეობაში განუცხადეს, დაპირებისამებრ მოწესრიგდება ტერიტორიაზე მდებარე , N172-ე საჯარო სკოლის შენობასთან მისასვლელი გზა და 120 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია 1 300 მ2 ფართობზე ასფალტის საფარის დაგება, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის განხორციელების შედეგად, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება და განახლდება. ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტალში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ მცხოვრებლებს…

მეტი...

მდინარე არაგვის ნაგავსაყრელად ქცეული ნაპირი ტურისტებმა აღმოაჩინეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ფასანაურსა და ანანურს შორის მდებარე სოფელ მენესოსთან, მდინარე არაგვის ნაპირი ნაგავსაყრელად არის ქცეული. დაბინძურებული ტერიტორია უცხოელმა ტურისტებმა აღმოაჩინეს, რომლებსაც მდინარის ნაპირზე ჩასვლა და სურათების გადაღება სურდათ. უცხოელები ნანახმა აღაშფოთა და გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ქვეყნის ბუნების მიმართ გულგრილია. ტერიტორია დაბინძურებულია ძირითადად სამშენებლო ნაგავითა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით: ხის ნახერხით, ძველი საწოლებით, პოლიეთილენის პარკებით, პლასტმასის ჭურჭლით და სხვა. ძლიერი წვიმისას ნაგავი არაგვში ჩაირეცხება, ხოლო მდინარის ადიდების შემთხვევაში შესაძლოა მთელი ეს მასა წყალს შეერიოს. არაგვიდან კი სასმელი წყლით თბილისი მარაგდება. ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია სატრანსპორტო ​გზიდან არ მოსჩანს. ​აღსანიშნავია ისიც, რომ მდინარე…

მეტი...

საქართველო და უკრაინა “კანონიერი ქურდების” წინააღმდეგ ერთიანდება

საქართველო და უკრაინა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ითანამშრომლებენ და ერთობლივ ღონისძიებებს გაატარებენ. შეიქნება სახელმწიფოთაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც კოორდინაციას გაუწევენ ორგანიზებულ დანაშაულთან და „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლას. უკრაინაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია თავის უკრაინელ კოლეგა არსენ ავაკოვს შეხვდა და ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძიების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში. გიორგი გახარიამ, უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა, რომელიც, მისივე თქმით, ევროპაში საუკეთესოა. “გვინდა, თქვენი ოფიცერი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ,“ –…

მეტი...

ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

თავის ტვინის დაზიანებისა და მენჯის ძვლის მოტეხილობის გამო გარდაბნის გზატკეცილზე ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ ეტაპისთვის  ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. მოზარდი  რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი კრიტიკული მდგომარეობა თავის ტვინის დაზიანებამ გამოიწვია. კლინიკის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ რთველიაშვილის ინფორმაციით: „სიცოცხლისთვის საფრთხეს და სერიოზულ პრობლემას ქმნის თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, არის უკიდურესად ღრმა კომაში. შემთხვევის მომენტში, როდესაც გული გაჩერდა და სუნთქვა არ ხდებოდა, 3-5 წუთით ტვინის გაჩერება საკმარისია იმისთვის, რომ თავის ტვინი შეუქცევადად დაზიანდეს.

მეტი...

3 ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის, მერის საქმიანობით შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს

სს დანაშაული, რომლისთვისაც ასობით საქართველოს მოქალაქე პასუხისმგებლობაში მიეცა, შესაძლოა, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმაც გაიზიაროს.  საუბარია სახელმწიფო მიწის ფართობიდან იმ 3 ნაკვეთის პირად საკუთრებაში დარეგისტრირებაზე, საიდანაც 2 სხვაგან მდებარეობს და შესაბამისად მიწის რეფორმის დროს მასზე არ განაწილებულა. სახელმწიფო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებისას მათი ადგილმდებარეობის იდენტურობის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც „მთავარის“ ხელთ არსებული დოკუმენტებით საეჭვოდ იკვეთება. ამბავი კი შემდეგია: მიწის რეფორმის ჩატარების შედეგად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მომსახურეებს სახელმწიფომ გადასცა ჯამში 0,75 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთების პირად საკუთრებაში დარეგისტრირების უფლება. გადაცემული უფლება მოიცავდა არსებულ საკარმიდამო მიწის ფართს, დანარჩენის შევსება კი, ოჯახთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას,  სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის გამოყოფით მოხდა. „მთავარის“ ხელთ არსებული დოკუმენტებით,…

მეტი...

“როცა საქონელი ავად არის, ნუ დაკლავთ” – პაატა იმნაძე გლეხებს აფრთხილებს   

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ბოლო ჯილეხის გავრცელების პერიოდია და სოფლის მოსახლეობას მოუწოდებს თავიანთი საქონელი ჯილეხის, ანუ ციმბირის წყლული ბაქტერიის წინააღმდეგ აცრან. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, ჯილეხის აფეთქების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აღმოსავლეთ საქართველოში. ​ “მივმართავ ფერმერებს და გლეხებს, როცა საქონელი ავად არის და კვდება, ნუ დაკლავენ და მით უმეტეს, ნუ გაატყავებენ. ბოლო შემთხვევა სწორედ დაკავშირებული იყო იმასთან, რომ დაავადებული ძროხის გატყავების გამო დაავადნენ საქონლის პატრონი და ოჯახის ახლობლები”, – აცხადებს პაატა იმნაძე. მისივე თქმით, მალარიის რამდენიმე შემთხვევა ყოველწლიურად ფიქსირდება, რომელიც ძირითადად არის შემოტანილი,…

მეტი...

სახაზინო ადვოკატები მათ მიმართ კონტროლის მექანიზმების დაწესებას აპროტესტებენ

საზოგადოებრივი ადვოკატები, მათი სამსახურის რეგულირების ახალ სტანდარტებს აპროტესტებენ. საუბარია “იურიდიული დახმარების სამსახურის” მიერ შემუშავებულ აქტზე, რომელიც ადვოკატებს, მათი საქმიანობის შეფასების ახალ კრიტერიუმებს უწესებს. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე სახაზინო ადვოკატებისგან ითხოვენ ინფორმაციას ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, იქნება ეს კლიენტის დაცვის ტაქტიკა, სტრატეგია თუ პოზიცია. საზოგადოებრივი ადვოკატები აცხადებენ, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია და მესამე პირის ჩარევა მიუღებელია, ახალი აქტი კი სწორედ ამას ისახავს მიზნად.  ადვოკატების გაკონტროლების მექანიზმის შექმნა, მათი აზრით, არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. აღნიშნული აქტის გაუქმების მოთხოვნით საზოგადოებრივმა ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს  სარჩელით უკვე მიმართეს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ადვოკატების…

მეტი...

“ბავშვების სასწავლო დაწესებულებებში გაშვებამდე გადაამოწმეთ მათი აცრების ისტორია” – პაატა იმნაძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს, სანამ შვილებს სკოლებსა და ბაგა-ბაღში გაუშვებენ, გადაამოწმონ მისი ვაქცინაციის ისტორია და გამოტოვებული ასაკობრივი აცრები გაუკეთონ ბავშვებს. ​როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ბავშვები ბრუნდებიან ზაფხულის არდადეგებიდან და ეპიდემიოლოგიაში ახალი კოლექტივები იქმნება ამიტომ, პირველ რიგში მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გააქტიურება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ ადვილად მუშაობს, პირველ რიგში წითელა და წითურა, რომელიც ჰაერიდან ვრცელდება. მისივე თქმით, შემოდგომის სეზონზე გავრცელებადი ყველა დაავადებისთვის,  ბავშვებისთვის არსებობს ვაქცინა. თუმცა, დედამიწაზე არსებობს სხვა დაავადებებიც, მაგალითად პოლიომელიტი, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანია არ არის და შესაბამისად ეს აცრა არ…

მეტი...

სატრანსპორტო საშუალებაში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის დამონტაჟება სავალდებულო გახდება  

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომლის თანახმად საერთაშორისო ტრანსპორტირებაში მონაწილე ყველა სატრანსპორტო საშუალებაში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დამონტაჟება  სავალდებულო გახდება. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზებზე მოძრაობა იყოს უსაფრთხო, გამართული და დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მისივე ინფორმაციით, დგინდება სანქციები „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე და ტექნიკური რეგლამენტის წესების დარღვევით საქმიანობაზე. ასევე, საკანონმდებლო პაკეტით, იკრძალება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა და მათი თანმდევი…

მეტი...

ახალ შენობებში გათბობისა და კონდიცირების სისტემის არსებობა სავალდებულო გახდება

საქართველოში მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება, შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. თითქმის ნულამდე უნდა შემცირდეს ენერგომოხმარების შენობები. ახალმა შენობებმა ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან უნდა დააკმაყოფილონ. შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე, ასევე, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე. მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას წარმოადგენს შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია. „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა. კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. მომხსენებლის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საქართველო „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებას მიუერთდა, სავალდებულო…

მეტი...