სისასტიკე ლაგოდეხში  –  ახალგაზრდა მამაკაცმა ძაღლები ჩამოახრჩო

ლაგოდეხის პოლიციამ ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლების ჩამოხრჩობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შემთხვევა სოფელ გურგენიანში მოხდა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა ცნობილია, ის იდენტიფიცირებულია და არსებული ინფორმაციით, ამავე სოფელის მკვიდრია. მან ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, რამდენიმე ძაღლი თოკით ხეზე ჩამოკიდა დაახრჩო. ჩადენილი დანაშაული სს პასუხისმგებლობით ისჯება.  

მეტი...

ჩამონგრეულ შენობაში 3 ბავშვი მოყვა, მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, N101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები სამმა მოზარდმა მიიღო. დაშავებული 2 ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი მოსკოვის გამზირზე მდებარე რეგიონულ საავადმყოფოში. დაშავებული მოზარდები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ის ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება: „უბედური შემთხვევის შედეგად, დაზიანება სამმა მოზარდმა მიიღო, პირველადი კვლევით, პირველ მოზარდს მძიმე დაზიანება არ აღენიშნება, მეორე პაციენტთან უფრო მეტი დაზიანება და სავარაუდოდ ოპერაციული ჩარევა იქნება საჭირო, რაც შეეხება მესამეს, დანარჩენებთან შედარებით მდგომარეობა მძიმეა.“ ერთ-ერთ ბავშვს დაზიანებული აქვს ხერხემალი.…

მეტი...

განათლების მინისტრმა მოადგილეები, მიმინოშვილი და სანიკიძე გაათავისუფლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო წმენდა დაიწყო. მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მისი 2 მოადგილე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა და დააანონსა რომ საკადრო ცვლილებები გაგრძელდება. მინისტრმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ხარისხი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნიარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები: თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე,…

მეტი...

შაკირას სახლის გაქურდვისთვის ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს 

ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე („გოგიტა“) დააკავა, რომელსაც 6 ივნისს, ცნობილი მომღერლის, შაკირასა და მისი მეუღლის, „ბარსელონას“ ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლის ძარცვაში მონაწილეობა ედება ბრალად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “გოგიტა” კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, რომელიც ძვირადღირებულ სახლებს ძარცვავს. „იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, „გოგიტას“ ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა “, – წერს გამოცემა Estrella Digital-ი. შაკირას სახლში მძარცველები მაშინ შევიდნენ, როდესაც მომღერალი გერმანიაში გასტროლებზე იმყოფებოდა. როგორც თავად მომღერალი ამბობდა, ქურდებმა სახლიდან სამკაულები და ძვირფასი ნივთებია გაიტანეს, თუმცა სახლში არაფერი დაუზიანებიათ.

მეტი...

ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

პროტესტის ნიშნად სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა საგანგებო რეჟიმში განაახლა. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მოთხოვნით, შეწყდეს თავისუფალ ბიზნესზე ზემოქმედება, რაც თავისუფალი მედიასაშუალების დახურვას ისახავს მიზნად. “იბერიაში” მომუშავე ჟურნალიტები, ამ დროის განმავლობაში  პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ეთერის შეჩერების პარალელურად მათ ჩუბინაშვილის ქუჩიდან, სადაც მდებარეობს “იბერიას” ოფისი, მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით აქცია – მსვლელობა გამართეს. სამოქალაქო აქტივისტები მხარდაჭერას უცხადებენ ტელეკომპანია “იბერიას” და იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო სასამართლო დაადგენს სიმართლეს, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება ტელეკომპანიის მფლობელს დაათმობინოს ტელევიზია. ტელეკომპანიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა “იბერიას” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილისა და სავარაუდოდ სპორტის ყოფილ მინისტრ…

მეტი...

სასტუმრო “ლეოგრანდს” სტუმრების მხოლოდ 5 სართულზე მიღების უფლება აქვს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა სასტუმრო “ველმონდში”, ყოფილ “ლეოგრანდში”, სადაც ხანძრის შედეგად შარშან 12 ადამიანი დაიღუპა, მიმდინარე სამუშაოები შეამოწმეს და სასტუმროს ადმინიტრაციას სტუმრების პირველ ხუთ სართულზე მიღების უფლება მისცეს. ​ ​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმროში ეტაპობრივად დაიწყეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი. მეხუთე სართულის ზემოთ კი მათ სტუმრების მიღების უფლება არ აქვთ. “ჩვენი სამსახურის სპეციალისტებმა პარასკევს ადგილზე შეამოწმეს სასტუმროს პირველი 5 სართული. დაიტესტა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და ჩვენი მხრიდან გაიცა ნებართვა, რომ მხოლოდ ხუთმა სართულმა იფუნქციონიროს, სადაც ამ თვალსაზრისით არსებული ყველაზე სარისკო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები უკვე მოაგვარეს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.…

მეტი...

საპარლამენტო კომისიამ ახალი ვერაფერი თქვა – ირაკლი სესიაშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა დადო. ​მისი აზრით, პროკურატურამ უნდა განაგრძოს მუშაობა და ჭეშმარიტება მოჰფინოს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რადგან არ ეგულება ადამიანი, ვისაც არ სურდეს ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. ირაკლი სესიაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უკვე დაპატიმრებულების გარდა თუ არსებობენ ადამიანები, ვინც მონაწილეობდა მკვლელობაში, მათ ასევე პასუხი უნდა აგონ. “პროკურატურის მიმართ არ ჰქონდა ნდობა გარკვეულ პირთა ჯგუფს,…

მეტი...

ებრაული კულტურის ევროპული დღეები თბილისში – “ჩვენ მივაღწევთ ათ ავიარეისს დღეში”

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, ებრაული კულტურის ევროპული დღეები და ებრაული ახალი წელი 9 სექტემბერს აღინიშნა. ღონისძიება“ ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გახსნა. მან ისაუბრა „ისრაელის სახლის“ აქტივობებზე – ჰასბარაზე (ისრაელის მხარდაჭერა/წარმოდგენა), ებრაული კულტურის ევროპულ მარშრუტზე, საქართველო, ისრაელის და მსოფლიო ებრაელობის კავშირებზე. ​ ​მისი თქმით, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი, რომელსაც „ისრაელის სახლი“ ევროსაბჭოს ეგიდით ახორციელებს, არის არა მხოლოდ ტურიზმი, არამედ საქართველოსა, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის კავშირების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. „ამ დღეებში, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვხვდებოდი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს, ხილ ბარს, 2 საათის განმავლობაში…

მეტი...

ძველ თბილისში ავარიული სახლების კედლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს   

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში ავარიული შენობა-ნაგებობების კედლებისა და საძირკვლის გამაგრების სამუშაოები 44 მისამართზე მიმდინარეობს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რაიონიშ გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოები მოიცავს ასევე, წყლისა და წყალსაწრეტების ქსელის რეაბილიტაციას, ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეცვლას, სადარბაზოების განახლებას და სხვა. სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 1 409 981 ლარს შეადგენს,  თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანიები ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების გამაგრების სამუშაოები 42 ობიექტზე უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე კიდევ 18 პროექტის განხორციელება იგეგმება.

მეტი...

ზღვაში გაუჩინარებული 28 წლის ქართველი მძღოლის ცხედარი თურქმა მაშველებმა იპოვეს 

თურქეთში, დაბა ქემალფაშას სანაპიროზე, ზღვაში დაკარგული 28 წლის არჩილ ყურშუბაძის  ცხედარი თურქმა მაშველებმა, ერთდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, დღეს დილით იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ მაშველებს, სანაპიროზე მყოფმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა შეატყობინეს. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ყურშუბაძე სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო, იგი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა, დაბა ქემალფაშაში ტრანსპორტი გააჩერა და ზღვაში შევიდა. თურქული მხარის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ზღვაში სამძებრო სამუშაოებს გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ. თურქეთში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. მოგვიანებით არჩილ ყურშუბაძის გადმოსვენების პროცედურები დაიწყება.

მეტი...

გაყიდული 20 ბინით ბინადრობა 100-მა უცხოელმა მიიღო – რა სქემით მოქმედებენ ბინადრობის მსურველები

სამშენებლო კომპანიების მიერ გაყიდული 400 ბინიდან, უცხოელებზე მხოლოდ 4-5% მოდის, მაშინ როცა უცხოელზე მიყიდული 20 ბინით ბინადრობა 100-მა უცხოელმა მიიღო. დეველოპერული კომპანია “არსის” ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე, “ბინადრობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილების ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბინადრობის მიღების შემდგომ უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვა უნდა შეეზღუდოს, ან მსგავსი ინფორმაცია მიგრაციის სამსახურს მიეწოდოს და მას ბინადრობა შეუწყდეს. ამგვარად, შესაძლებელი იქნება რომ ერთი ბინის სანაცვლოდ 20-მა უცხოელმა ვერ მიიღოს ბინადრობა. მისივე ინფორმაციით, უცხოელები ხშირ შემთხვევაში ქირით ცხოვრობენ. კომპანიის შიდა სტატისტიკის თანახმად, გაქირავებული ბინების 45% ქართველზე მოდის, 35% ირანზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი სხვა ქვეყნებზე. აბულაძე იმედოვნებს, რომ ახალი კანონპროექტი…

მეტი...

ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, დღეიდან საპროტესტო აქციებს განაახლებს 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეიდან საპროტესტო აქციებს განაახლებს. იგი უკმაყოფილოა მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნით და მიაჩნია, რომ კომისიის მუშაობის შედეგად ვერ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე, ამიტომ პარლამენტის შენობასთან 10 სექტემბერს, 18.00 საათზე აქციას აანონსებს. ზაზა სარალიძეს საპროტესტო აქციებში, ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი, სუს-ის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი უერთდება. შვილმოკლული მამები მოუწოდებენ მოქალაქეებს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” იმ წევრებს, ვისაც სურს აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ჭეშმარიტების…

მეტი...

დარიალის ხეობაში 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბი გაიხსნა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაახლოებით 2 კმ-ის სიგრძის გვირაბი აშენდა. 1950-იანი წლებში რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.​ ​ახალი გვირაბი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. დარიალის ხეობაში ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა და გზის ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას საფრთხე შეექმნა. სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, რასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი მოჰქონდა. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე აცხადებს, გვირაბის გახნის შედეგად, დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი…

მეტი...

„ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმედები გაამართლა – პრეზიდენტობის კანდიდატი გახარებულია

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო არჩევანზე მარჩიელობა დასრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდტად სალომე ზურაბიშილის მხარდაჭერა გადაწყვტა. აღნიშნული გადაწყვეტილებით გახარებული კანდიდატი კი ამბობს, რომ „ოცნებამ“ მისი იმედები გაამართლა. ახლა ჯერი ამომრჩევლებზეა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დღეს ამომრჩევლებს მიმართა და  სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ქართული ოცნება“ იცავს პირობას და საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგენს თავის კანდიდატს. შეგახსენებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს: საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტი აღჭურვილია არსებითად წარმომადგენლობითი უფლებამოსილებებით. ამ სისტემაში, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და მიუკერძოებელი თანამდებობის პირი და…

მეტი...