“ჩემი ძვირფასი თბილისელებისთვის სიურპრიზი მაქვს” – ქეთი მელუას საჩუქარი თბილისს

თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.  ​ მომღერალი თბილისელი თაყვანისმცემლებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს: “მოგესალმებით ბრიტანეთიდან. ჩემი ძვირფასი თბილისელებისთვის სიურპრიზი მაქვს. ძალიან მიხარია, რომ სულ მალე, ჩემს ბენდთან ერთად შევხვდებით ევროპის მოედანზე, თბილისის ცის ქვეშ. მიყვარხართ და გელოდებით ყველას”. ქეთი მელუას კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ქეთი მელუა ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქალაქ ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს, თბილისის  ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად ბელფასტში,…

მეტი...

ნატოს ჯარებიც რომ შემოვიდეს, აქციებს არ შევწყვეტთ კაშია ბოდიშს თუ არ მოიხდის – “ქართული მარში”

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ თბილისის დინამოს სტადიონზე დღეისთვის დაგეგმილ აქციას არ გააუქმებს, თუნდაც ეს უეფამ მოითხოვოს და ნატოს ჯარებიც შემოვიდნენ, სანამ თავად საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი, გურამ კაშია არ მოიხდის ბოდიშს ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებისთვის. ​როგორც კონსტანტინე მორგოშიამ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული მარშის” ლიდერებმა კაშიას წერილობით გუშინ, კიდევ ერთხელ შესათავაზეს საზოგადოების იმ ნაწილისთვის ბოდიშის მოხდა, ვისი რელიგიური გრძნობებიც შეურაცხყო მან საკუთარი ქმედებით, თუმცა, ამ დრომდე მისგან პასუხი არ მიუღიათ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კაშია ბოდიშს მოიხდის, თუნდაც ეს მან სოციალური ქსელის მეშვეობით…

მეტი...

9 სექტემბრის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით შსს მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე “დინამო არენაზე” გურამ კაშიას მონაწილეობით იმართება, შსს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას, ფეხბურთელის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების გამო. ​მათივე ინფორმაციით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც გაცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოჰყვება კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება. “სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და იცავს…

მეტი...