სექსუალური ხასიათის sms-გზავნილებისთვის მამაკაცი 12 წლით დააპატიმრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც 14 წლამდე ასაკის, არასრულწლოვან გოგონას სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედება.​ბრალდებული 9 ივლისს, თბილისში დააკავეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რ.მ-ს  ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათივე ინფორმაციით, რ.მ არასრულწლოვანი გოგონას სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, თითქმის ერთი თვის განმავლობაში უგზავნიდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის N138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 141-ე მუხლის…

მეტი...

საქართველო ამიერკავკასიაში ნარკოჰაბად უნდა იქცეს – დეკანოზი დავითი ნარკოპოლიტიკაზე

ნარკოპოლიტიკის რეფორმის ჯგუფის წევრი, სასულიერო პირი, დეკანოზი დავით ისაკაძე აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული წრეების ბიზნესინტერესები, რომ საქართველო ამიერკავკასიაში ნარკოჰაბად იქცეს. დიდ შემოსავლებთან ერთად ამის ერთ-ერთ დადებით მხარედ, ტურიზმის განვითარება სახელდება. როგორც დეკანოზმა დავითმა “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას განაცხადა, ნარკობიზნესი არის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი.​ ​​ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთ დადებით მხარედ ქვეყანაში ტურიზსტების ნაკადების ზრდა სახელდება. ცხადია აქ იკვეთება გარკვეული წრეების ბიზნესინეტერსები, თუმცა, მისივე თქმით, ამის დასამტკიცებლად საჭიროა ფაქტები, რომლებიც მას არ გააჩნია. “ერთი რამ ცხადია. ადამიანები. ვინც ნარკოტიკების თავისუფალ მოხმარებას უწევენ ლობირებას, სხვა ადამიანების ლობირებას განიცდიან. ​ამიერკავკასიაში სურთ რომ საქართველო გახდეს ნარკოტრეფიკის ცენტი, ნარკოჰაბი, სადაც კავკასიის ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები…

მეტი...

ვინ იყვნენ პირველი ქართველი “სელფისტები” – ფოტო სოციალური ქსელიდან

ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მოღვაწეების, მსახიობების სანდრო ჟორჟლიანისა და სესილია თაყაიშვილის, შესვენების დროს გადაღებული მხიარული ფოტო სოციალურ ქსელში, ინტერნეტჯგუფში -“მე თბილისი მჭის, რაც დავიბადე” გამოქვეყნდა. ფოტო წამღვარებული აქვს მინაწერი: “დღეს რომ ყველა სელფაობს და არიან ენის გამოყოფაში,  ეე, ვინ იყვნენ პირველი ქართველი “სელფისტები”, კინოსა და თეატრის შეუდარებელი ლეგენდები – სანდრო ჟორჟოლიანი და სესილია თაყაიშვილი”.

მეტი...

ქუჩებში მარიხუანით ხელში 13-14 წლის გოგონები და ბიჭები გამოჩნდნენ – დეკანოზი დავით ისაკაძე

ნარკოპოლიტიკის რეფორმის ჯგუფის წევრი სასულიერო პირი, დეკანოზი დავით ისაკაძე შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მარიხუანის მოხმარების გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის აკრძალვის დაკანონება ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომელსაც პროფესია არ გააჩნიათ, სახელმწიფო დასაღუპად იმეტებს. ​როგორც დეკანოზმა დავითმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მარიხუანის ლეგალიზაციაზე დაიწყო საუბარი, ქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში მარიხუანით ხელში 13-14 წლის ასაკის გოგონები და ბიჭები გამოჩნდნენ. ​სასულიერო პირის შეფასებით, როდესაც სახელმწიფო უწყება ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს და  იწყებს გარკვეული კატეგორიის ადამიანების დაყოფას, ეს ნიშნავს იმას, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ნორმა გახდება. “​შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტში დასახელებულია…

მეტი...

თბილისის შემოგარენში დაჭრილი შველი იპოვეს

თბილისის შემოგარენში, კერძოდ სოფელ გლდანთან, ტყის პირას, მოქალაქემ შველი იპოვა. მას ფეხზე დაზიანება აღენიშნება, რის გამოც  თბილისის ზოოპარკში დღეს გადაიყვანეს. ცხოველს  დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, ცხოველი უმძიმეს მდგომარეობაშია და ვეტექიმები მის გადასარჩელად ყველა ღონეს ხმარობენ. მათი ინფორმაციით, შველს ცეცლსახროლი იარაღის ნატყვიარევი არ აღენიშნება, უკანა ფეხი აქვს მოტეხილი. ვარაუდობენ, რომ სადმე დაიზიანა. ” ნატყვიარი არ აქვს, შესაძლოა სადმე ჩაუვარდა ფეხი, ან ძაღლებმა სდიეს. ვერ დგება და დიდი შანსია, ვერ გადარჩეს”, – აცხადებენ ექიმები. შველის პოვნის შესახებ მოქალაქემ “112”-ს შეატყობინა.  ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი…

მეტი...

ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა  

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით, კლდე არ ჩამოშლილა, როგორც ამასთან დაკავშირებით მოქალაქეები ავრცელებდნენ ინფორმაციას. ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრების სამუშაოები. როგორც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, ინფორმაცია ადგილზე ოპერატიულად გადამოწმდა და დადგინდა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა სამი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, ვიდრე ხელახალი გეოლოგიური დასკვნები შემუშავდებოდა. ახალი დასკვნის საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები. მათივე თქმით, ახალი გეოლოგიური დასკვნების მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების გეგმას ადგილობრივ მოსახლეობას, თბილისის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები უახლოეს ხანებში გააცნობენ.

მეტი...

“ეს არის დანაშაულის შეფუთვა” – სასულიერო პირები ნარკოპოლიტიკაზე

ნარკოპოლიტიკის რეფორმის ჯგუფის წევრი სასულიერო პირები, ხოლო შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს,  “დანაშაულის შეფუთვას” უწოდებენ და  ნარკოტიკის ლეგალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. “სასულიერი პირების მიზანია დავიცვათ ახალგაზრდები ამ სენისგან, რათა არ მოექცნენ ისინი ნარკოტიკის გავლენის ქვეშ. არა ერთი დედა მოსულა ჩემთან და უთქვამს, – ჯობს ჩემი შვილი წავიდეს ციხეში, ვიდრე ამ ნარკოტიკმა მოკლასო. ჩვენ გვაფიქრებს ჩვენი ქვეყნის მომავალი, როდესაც ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზაცია ხდება, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გაყიდვის ლეგალიზაცია მოხდება და ნარკოტიკული საშუალებები მალე მაღაზიებში გაიყიდება. ჩვენი თხოვნაა ნარკოტიკი არ…

მეტი...

კარლო საკანდელიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წიგნი გამოიცა

ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, კარლო საკანდელიძის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ წიგნი გამოიცა. თბილისის მერიის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს, 18 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში, 140-ე სეზონის გახსნაზე, კარლო საკანდელიძის წიგნის პრეზენტაცია და ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის დასის წევრები. ​კარლო საკანდელიძეს წელს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. რუსთაველის თეატრის სცენაზე კარლო საკანდელიძემ 61 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მას 80-მდე როლი აქვს შესრულებული თეატრში და 50-მდე კინოში. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მაყურებელმა შეიყვარა და დაიმახსოვრა. პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,…

მეტი...

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი პატიმრობაში რჩება

ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მიმართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ სკანდალში გაეხვა,  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა კვლავ ძალაში რჩება. მოსამართლე მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა აბაზოვისა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა. დაცვის მხარე თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავს. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, თამურ აბაზოვის მიმართ დანაშაულის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, რაც ნაწილობრივ შესრულდა კიდეც. მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი  ერთადერთი პირის, ელჩინ ალახვერდოვის  ჩვენებაა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ახალგაზრდა მერი თემურ აბაზოვი 11 ივნისს დააკავეს ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ძალადობის ქმედების გამო. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის მიზეზი „მსხვერპლის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის ცუდად…

მეტი...

ქართველ ფეხბურთელთა ნაკრებმა ყაზახეთი, ანგარიშით 2:0 დაამარცხა

თბილისში, დინამოს სტადიონზე 9 სექტემბერს დაგეგმილი თამაშის წინ, სადაც ქართველი ფეხბურთელები ლატვიას ხვდებიან. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ყაზახეთი სტუმრად 2:0 დაამარცხა. პირველი ბურთი მეტოქის კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. მეორე ბურთი კი საქართველოს ნაკრების შეტევის შემდეგ ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელმა მალიმ საკუთარ კარში ჩაჭრა. საქართველოსა და ყაზახეთთან ერთად ჯგუფში ლატვია და ანდორა არიან, რომლებიც ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს, „დინამოს“ სტადიონზე ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

მეტი...

თბილისი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს 7 სექტემბერს, თბილისში, „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიმართება. პარტია „ქართული ოცნება“  „პროგრესული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრია. „პროგრესული ალიანსის“ თბილისის კონფერენცია ეძღვნება გლობალურ გამოწვევებს –  შრომის პერსპექტივებს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში და საქართველოში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა უმუშევრობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ ალიანსის წევრი ქვეყნების  რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მმართველი პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს „პროგრესული ალიანსის“ წევრი, 50-ზე მეტი მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი: ალიანსის გამგეობის წევრები, ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პოლიტიკური…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა სოფელი ნავაზის მოსახლეობის საჭიროებები  მოისმინა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე  მოსახლეობასთან კომუნიკაციას განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ  მცხეთა-მთიანეთის მხარის  ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოითქვა სურვლი გუბერნატორი სოფელ  ნავაზშიც ჩასულიყო. გუბერნატორმა და მხარის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა მოსახლეობის ეს გამოხმაურება და სხვადასხვა სოფელში ვიზიტებს შორის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ ნავაზში დაიგეგმა. შალვა კერესელიძე შეხვდა ნავაზის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, გაეცნო არსებულ ვითარებას, მოისმინა მიმდინარე საკითხები. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალური თემები, მათ შორის წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები. ისაუბრეს განსახორციელებელ პროექტებზე, დაგეგმილ სამუშაოებზე. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის განცხადებით შეხვედრაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა და ამ კუთხით მომავალში აქტიური მუშაობა იგეგმება. „ვიმუშავებთ…

მეტი...